რაფიელ ერისთავი. სვანური ჩანაწერები. II ნაწილი
სვანების საქმიანობა და ქონებრივი მდგომარეობა
ნაგებობები, ოთახების განლაგება, შინაური ცხოველები.
სვანეთში სახლებს ქვისგან აშენებდნენ, კირის ან იშვიათად ცემენტის გამოყენებით. კედლების ასა-გებად გამოიყენებოდა: იასპის ან შიფერის ფილები, იშვიათად - გრანიტი, სხვათა შორის რიყის ქვაც. შიფერის მასალა უფრო გამძლეა ვიდრე კირის. დროის და წნევის ხარისხის მიხედვით კედლები მთლი-ანი და დაურღვევლი იყო. კირის გამოწვა მშენებლობის ადგილზე ხდებოდა. ნაგებობები ორ რიგად იხურებოდა იასპის დაფებით და არ სჭირდებოდა არავითარი შეკეთება, გარდა იმისა რომ დროგამო-შვებით გასწორებულიყო ადგილიდან დაძრული ფილა. სამშენებლოდ საჭირო მასალა უშგულში მიჰ-ქონდათ 25-30 ვერსტის მანძილიდან, მდინარე ცენას (მდინარე ცხენისწყალის სათავე) ხეობიდან. ორ-სართულიანი და ოთხკუთხედი სვანური სახლები შენდებოდა 12-20 მ. საჟენზე სიგრძესა და სიგანეში. სახლს წინ ყოველთვის ჰქონდა მიშენებული სასტუმრო, რომელსაც ერქვა ,,ჰუბანდი და 8-9 სარ-თულიანი კოშკი. სახლის ქვედა სართული ,,მაჩუბი განაწილებულია იყო ასე: ორ საძინებელ ოთახზე მიდგმული იყო - ერთ კარზე ხის კედლები, რომლებიც ქმნიდნენ ,,გვალი-ს (სადგომს), სადაც შეჰყავდათ მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც აბამდნენ ბაგაზე. ,,გვალის ანუ ფარეხს, ჰქონდა ეზოში გამავალი ფანჯარა, რომლიდანაც ყოველდღე იყრებოდა ნაკელი. მესამე კედელთან აკრული იყო ნარე-ბი, რომლებზეც იძინებდა მთელი ოჯახი. ნარების წინ იდგა ბოძები იარაღის ჩამოსაკიდებელი კაუ-ჭებით. მეოთხე ყველაზე სუფთად შენახულ კედელზე მიდგმული იყო სამი საჟენის* სიგრძის და ერთ არშინზე** მეტი სიგანის ერთიანი ფილა - ,,ბოჯარი. ამ ფილაზე იდგა პურის საცხობად გამოსაყენე-ბელი მთელი ჭურჭელი, საცერი, სამწნილე და სხვა. ფილის წინ ინთებოდა ცეცხლი, რომლის ირგვლივ იჯდა მთელი ოჯახი. ვენტილაციისთვის და კვამლის განიავებისთვის არსებობდა ხვრელი სახურავში. ცეცხლზე როგორც წესი იდგა ქვის ფილით დაფარული რკინის კერია, რომელზეც აცხობდნენ პურს. სახლის სართულები გადატიხრული იყო ორი სქელი ბოძით დაჭერილი იატაკით. სართულებს გამყოფი იატაკის ქვეშ იყო სხვა, კერიაზე მდებარე, ნაპერწკლების შემაკავებელი და ზედა იატაკის ხანძრისგან დამცავი ფიცრის იატაკი, რომელიც იატაკის ცენტრისკენ რკინის ჯაჭვით და მასზე მოთავსებული კაუჭით - ,,ნაგჩა ეშვებოდა. ამ კონსტრუქციას იყენებდნენ სადილის მომზადებისას და მასზე კიდებ-დნენ ქვაბს სადილის მომზადების დროს.
სვანების ავეჯი შედგებოდა: საკარცხულისგან - სავარძელი და ლირგიმისგან - დივანი. ამ უკანასკ-ნელზე თავისუფლად ჯდებოდა 7-8 ადამიანი. ადგილს, სადაც იკრიბებოდა ოჯახი ჰქვია - კგველპი. ამ ოთახის იატაკი ფილებით იყო გაწყობილი, განსაკუთრებით ის ადგილი სადაც ჯდებოდა ოჯახი. ორი ან სამი ფანჯრის მქონე ქვედა სართული ცუდად იყო განათებული. ქვედა სართულიდან ზედა სარ-თულზე ასასვლელს ერქვა - ლობი. ქვედა სართულის ერთ კუთხეში დალაგებული იყო ყველის დასამ-ზადებელი ყველა ხელსაწყო, მეორეში - წყლის ჭურჭელი. ზედა სართულს, რომელიც მჭიდროდ იყო დაფარული ძელებით და გადახურული ხავსით ერქვა - მაჟიბი ან დარბაზი. დარბაზში იდგა ხის დიდი ზარდახშები, რომლებშიც ინახებოდა ხორბალი და ფქვილი.
ზაფხულში მთელი ოჯახი დარბაზში ცხოვრობდა, ზამთარში გადადიოდა ქვედა სართულში და ამ დროს ზედა სართული - დარბაზი საქონლის გამოსაკვები თივის და ჩალის შესანახ ფუნქციას ასრუ-ლებდა.
უკვე აღვნიშნეთ რომ სვანეთში, უმეტეს შემთხვევაში სახლს მიშენებული აქვს 8-9 სართულიანი კოშკი, რომელიც ოთხკუთხედი ფორმისაა. გარედან, საძირკველთან, კოშკის სიგანე 7-8 არშინია* სახურავის მიმართულებით კოშკი თანდათან ვიწროვდება. კოშკის შიდა სიგანე საძირკველთან 5,5 არ-შინია და კედლების სისქე 1,5 არშინი. კოშკი გარედან და შიგნიდან კირითაა შეთეთრებული. ყველა სართული შედგება ერთი ოთახის და სარდაფისგან და მათ შორის გადაადგილება ხდება სართულებს შორის მისაყუდებლ კიბით. კოშკში ქვედა ოთახს ჰქვია - ,,დილეგი - საპყრობილე. ამრიგად, მისი და-ნიშნულება წარმატებულ როლს თამაშობდა ძველ დროში. კოშკის მეორე და მესამე სართულში კედლებზე ეკიდა თიხის ჭურჭელი და ხის ზარდახშები. ძველ დროში, სოფლის ალყაში მოქცევისას, ამ ჭურჭელში წყალს ინახავდნენ, ხოლო ტომრებში ფქვილს. კოშკის ბოლო სართულში ინახებოდა მტრის-
თვის სასროლი რიყის ქვა, დანარჩენ სართულებში ცხოვრობდა ოჯახი და წვრილფეხა საქონელი ალ-ყის დროს. კოშკის ყველა ოთახს აქვს ტრაპეციის ფორმის თითო ფანჯარა, რომელიც სიმაღლეში 4,5 მეტრია, ძირში - 2,5 მეტრი და ზედა ნაწილში დაახლოებით 2 მეტრი. ზედა სართულს აქვს სამი, იშვი-ათ შემთხვევაში ორიდან ოთხამდე დაბლინდაჟებული სათოფური ან ამბრაზურა. კოშკები დაფარულია ორფენოვანი ფილაქანით. კოშკების მშენებლობის საწყისად XIII საუკუნე ითვლება. კოშკები ძალიან მყარია. ეს დასტურდება იმით, რომ 1876 წელს, როცა ჯარი სოფელ ხალდეში შევიდა მოსახლეობის დასასჯელად დაუმორჩილებლობისთვის, მთის მარტორქებით ქვის ჩამოგდებაც ვერ მოახერხეს სვანუ-რი კოშკიდან. ვერც ერთ კედელთან დადებული ჭურვით მოახერხეს აფეთქება და ბოლოს ოთხივე კე-დელთან დადებულმა ჭურვებმა დაუშლელი კედელი დააგდეს მიწაზე. ალბათ მიწის გრუნტმა უმტყუნა კოშკს. ერთი ასეთი მთლიანი კედელი ახლაც გდია გზაზე მულახის თემის სოფელ ზარდლაშში.
წარსულში სვანები კოშკებს მტრისგან თავის დასაცავად იყენებდნენ. ახლა კოშკებს სხვა დანიშნუ-ლებაც აქვთ: იქ ინახავენ ბარგს, პროდუქტებს და ზაფხულში ხორცსაც. კოშკის არ მქონე სვანი ძა-ლიან შევიწროებულია თავის სამეურნეო საქმიანობაში. ერთი კოშკის ფასი ერთი დღის სახნავი მიწის (,,ნალჯამი) ექვივალენტი ან სახლის ღირებულების მესამედია.
სვანეთში სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის აშენებული, და ასეთი მცირე ინტერვალები ქმნის უსწორმასწორო ქუჩებს, რომელიც ნაკელითაა სავსე. საბედნიეროდ ეს ,,ოქრო ყოველწლიურად გააქვთ სათიბში მისი განოყიერებისთვის.
მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა
სვანეთში მესაქონლეობა პირდაპირი მნიშვნელობით არ არსებობს. საქონლის დიდი რაოდენობით ყო-ლის საშუალებას ხანგრძლივი ზამთარი არ იძლევა. ყველაზე მდიდარი სვანიც კი იძულებულია შეზ-ღუდული სულადობის საქონელი იყოლიოს, ზამთარში საკვების მცირე რაოდენობის გამო.
შეძლებულ სვანს ჰყავს: 10-12 ძროხა, ამდენივე ხარი, 2-3 ცხენი, 30 ცხვარი და 15-20 ღორი. ყველა-ზე ღარიბ სვანს ჰყავს წყვილი ხარი, ერთი ძროხა და 3-4 ბატკანი ან ღორი. ამ ყველაფრის გარეშე სვანი ვერ იცხოვრებს დამოუკიდებლად, ცალკე ოჯახით. სვანეთში მსხვილფეხა პირუტყვი ლამაზია, გამძლე და მისი ხორცი ძალიან გემრიელია. მეწველი ძროხა იძლევა ნახევარ ვედრომდე რძეს ერთ დღე-ღამეში. მეტსაც მოიწველიდა კარგად რომ უვლიდნენ. მსხვილფეხა საქონლის ტყავისგან კერავენ ფეხსაცმელს, ან ცვლიან ლეჩხუმში ჩითზე, ხოლო წვრილფეხა საქონლის ტყავს - ტყაპუჭზე.
შინაური ფრინველებიდან სვანეთში ვერაფერს ნახავთ ქათმების გარდა, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით ყავს ოჯხს. კრუხი 20 კვერცხიდან ჩეკავს 6-10 წიწილას.
ს ა ხ ნ ა ვ ი მ ი ნ დ ვ რ ე ბ ი, პ უ რ ი ს ხ ა რ ი ს ხ ი, მ ე ვ ე ნ ა ხ ე ო ბ ა.
სვანეთში სახნავი მინდვრები ცოტაა და ქვიანი. ნაკელის მოყრის გარეშე მიწა არაფერს იძლევა. არის ოჯახები, რომელსაც 4 დღის სახნავი აქვთ * და 12 ქცევაზე ** მეტი მიწა იქ არავის აქვს. უშგულში არ არის შემოდგომის ნათესები, აქ მთელი პური საგაზაფხულო ნათესებისაა. თესავენ ხორბალს, ჭვავს ქერს და პატარა ლობიოს (ნეცენე ჰედარი). უპირატესად თესავენ ქერს. 10 ქცევა მიწის ქონის შემთხვევაში სვანი მას შემდეგნაირად ანაწილებს: ერთ წყებაზე თესავს ხორბალს, ერთ წყებაზე ლო-ბიოს, ორ წყებაზე ჭვავს და დანარჩენ ექვს წყებაზე ქერს.
სვანეთში ხვნა იწყება 21 მარტს და მთავრდება 7 ივნისისთვის. მარტში დათესილი ქერი სწრაფად იზრდება და მის მოსავალს 15 აგვისტოსთვის იღებენ. ზოგადად მკა უმეტეს შემთხვევაში 15 ოქტომ-ბრამდე გრძელდება.
ერთ ,,ნალჯდომში *** ითესება სამი ,,ღელვალაკი.**** ქერის თვითმოსავლიანობის კოეფიცინეტია 13, ჭვა-ვის და საგაზაფხულო ხორბლის 8-8. სვანური ქერი გარეგნულად ოთკუთხედია სქელი ქერქით და ამი-ტომ ბევრ ქატოს, კერძოდ წონის 1/4 ტოვებს. ქერს კალოზე ლეწავენ შემდეგი მეთოდით: ერთმანეთზე გადაბმულ ხარებს კალოზე წრეზე ატარებენ ძნის მთელ ფართობზე. მუშები თანდათან იღებენ გალე-წილ თავთავს და როცა შეატყობენ რომ ყველა მარცვალი გალეწილია ჩალას აყრიან და მარცვლებს აცლიან ბზეს.
ხორბალს და ლობიოს ამუშავებენ სპეციალური დაფებით, რომლებშიც ხარები არიან შებმული. ხარები მანამ დადიან კალოზე ვიდრე ბოლომდე არ გალეწავენ მოსავალს. ლეწვა იწყება გვიან შემოდ-გომაზე და გრძელდება ზამთარში. ბევრს მოხეხრხებულად მიაჩნია ხორბლის გალეწვა დაბლა დახრილ და ყინულით დაფარულ თივის სათიბში. ასეთი ადგილები წინასწარ სუფთავდებოდა თოვლისგან.
ზამთარში მოსავალს ქვის ფილაქანზე ცეცხლით აშრობდნენ.
სვანეთში, მკაცრი კლიმატიდან გამომდინარე, მებოსტნეობა პრიმიტიული და შეზღუდულია. სვანები თესავენ ხახვს, ჭარხალს და ნიორს. ცოტა ხნის წინ დაინერგა კართოფილის დათესვა. სვანური კიდევ ერთი კულტურაა ყველაზე დაბალი ხარისხის ბაკუნი - თამბაქოს ერთ-ერთი სახეობა.
ს ა კ ვ ე ბ ი. ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი ს კ ვ ე ბ ა
სადილად და ვახშმად მთელ სვანეთში თითო პური რიგდება ოჯახის თითო წევრზე, უშგულის თემში და დადიანების სვანეთში სამი პატარა პური სულზე. უშგულში პურს ჰქვია - ,,შვეთი, დადიანების სვა-ნეთში - ,,შაბათი. დადიანების სვანეთში განსაზღვრული რაოდენობის ,,შაბათის გაცემის გარდა კი-დევ იძლეოდნენ თითო ,,შაბათს საუზმის და სამხარის დროს თუ იმ წელს ცუდი მოსავალი იყო.
ზოგადად უშგულში გულუხვები არიან პურის გაცემის დროს. უშგულელები ყველაფერზე იტყვიან უარს პურის გარდა. პური ოჯახში უხვად უნდა იყოს, უპურობა დიდ სირცხვილად ითვლება.
სვანს რომელსაც ჰყავს 20 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ერთი ცხენი, 25 ცხვარი და 8-10 თხა, ზამთარში საქონლის გამოსაკვებად სჭირდება 130 მარხილი თივა და 65 მარხილი ჩალა და თიხაბზე.
ტ ყ ე ე ბ ი
სოფლებთან ახლოს არ არის დიდი ტყეები, ამიტომ სათბობად იყენებენ წვრილი არყნარის ხეებს და ალპურ დეკას ხის მასალას. სანაოსნო და საყოფაცხოვრებო მშენებლობისთვის უშგულის თემის მცხოვრებლებს 25-30 ვერსტის მანძილიდან, ცხენისწყლის ხეობიდან მოაქვთ მასალა. სამშენებლოდ ამ-ჯობინებენ კავკასიურ ნაძვს. გაჩეხილი არყნარი არ იზრდება 30 წელიწადზე ადრე და ამიტომ აქ ძა-ლიან ეკონომიურად ხარჯავენ საწვავს: ტოტებსაც არ კარგავენ და ტყეს მკაცრად იცავენ გაჩეხვი-სგან. არყის ქერქს იყენებენ როგორც ცეცხლის გასაღვივებელ და გასანათებელ მასალას. ეკლესიების ახლოს მდებარე ტყეები წმიდაა და მათ გაჩეხვას არავინ ბედავს. შეძლებული სვანი წელიწადში მოიხ-მარს 100-160 მარხილ ხეს სათბობისთვის. ტყის ნაკვეთი ღირებულება სახნავის ფასის პარალელურად განისაზღვრება.
ს ა ძ ო ვ რ ე ბ ი
მდ. ლასდილის სათავესთან შესანიშნავი საძოვრებია, რომლებსაც შეუძლიათ ათი ათასობით სული პირუტყვის გამოკვება მთელი წლის განმავლობაში. მთის აღმოსავლეთი ფერდი - ,,ნაყ-ზაყარი მდი-დარია მცენარეულობით: მწვერვალთან სქელი და მაღალი ბალახია, სარტყელში დეკას ბუჩქები, დაბ-ლობში-არყნარი. უშგულის თემში საძოვრები და სათიბი მინდვრები ექვსჯერ მეტია სახნავზე და ოთხ-ჯერ მეტი ტყეებზე. საძოვრები ისეთ მანძილზეა სოფლებიდან, რომ დღეში სამი რეისის გაკეთება შეიძლება. საძოვრებზე ბალახი ისე უხვადაა, რომ ერთი წყება იძლევა ათ მარხილ თივას და ერთი ადა-მიანი დღეში ასეთ ოთხ მარხილს თიბავს. თიბვა იწყება 15 ივლისის შემდეგი პირველი ორშაბათიდან.
სვანეთში ყველაზე განთქმული საძოვრებია მდ ენგურის მარჯვენა ნაპირზე მდებარე უშგულის სა-ძოვრები ,,შხარი, რომლებიც ბალახის წვნიანობით, განთქმულია, რადგან აქვეა 10 წყალბადით და მარილებით მდიდარი წყაროები, რომლებიც ძალიან უყვარს საქონელს. ამიტომ სვანეთის მრავალი სოფლიდან აქ ერეკებოდნენ საქონელს საძოვარზე, რისთვისაც უშგულელ მწყემსებს ერთი სული პი-რუტყვის მოვლა-პატრონობაში უხდიდნენ 1 რუბლი და 40 კაპიკიდან ორ რუბლამდე ზაფხულის პერიოდში. ხალხში გავრცელებული ლეგენდარული სიმღერის მიხედვით ერთი უშგულელი ისე გამ-დიდრდა საქონლის მწყემსვით მიღებული შემოსავლით, რომ გადაწყვიტა ნემსებისგან აეშენებინა მდი-ნარე ენგურზე ხიდი: ,,ახაპში ბახაში ნესგა ბაგარხა დესგი ნესკგემიშ. ,,ქედებს შორის აშენებდა ხიდს ნემსებით.
III. ს ვ ა ნ ე ბ ი ს ს ა შ ი ნ ა ო ც ხ ო ვ რ ე ბ ა
ნიშნობა, ჯვრისწერა
სვანეთში, მდედრობითი სქესის სიმცირის გამო, მცხოვრებლები იძულებულნი არიან გოგონები აკვან-შივე დანიშნონ. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს ეს ადათი საუკუნეების განმავლობაში ყალიბ-დებოდა და მთელ საქართველოშიც გავრცელდა. სვანი, როცა შეიტყობდა, რომ მის თანასოფლელს ან მეზობელი სოფლის მცხოვრებს გოგონა შეეძინა, ცდილობდა სხვებისთვის დაესწრო ახალშობილის მშობლებისთვის ქალიშვილის ხელის თხოვნა თავისი შვილისთვის, ძმის შვილისთვის და ა.შ. უარის შემ-თხვევაში სვანი ახალშობილი გოგონას ოჯახს ემუქრებოდა მკვლელობით და ცდილობდა თავისი გაე-ტანა, რადგან ის პირველი მივიდა თხოვნით. ხანგრძლივი მოლაპრაკებების შემდეგ საქმე ჩვილის ხე-ლის მთხოვნელის სასარგებლოდ მთავრდებოდა. ამ დროს სასიძოს საცოლის მშობლებისთვის ერთი რუბლის ღირებულების ნივთი მიჰქონდა ნიშნობისთვის, და საცოლის მშობლები გულუხვად უმასპინ-ძლდებოდნენ. ამის შემდეგ სასიძო ეპატიჟებოდა საცოლის მშობლებს თავისთან სახლში უმასპინ-ძლდებოდა და გაცილებისას ჩუქნიდა ერთ ხარს. გოგონას ჯვრისწერის ასაკის მიღწევისთანავე სასიძო საცოლის მშობლებს უხდიდა ,,ნათჩვლაში-ს (გამოსასყიდს) 20 აცპეშის* ღირებულების საქონლის სა-ხით და მიჰყავდა საცოლე თავისთან სახლში, სადაც იწვევდნენ მღვდელს ჯვრისწერის საიდუმლოს აღსასრულებლად.
მღვდელი ერთად სვამდა ახალგაზრდებს, მათი ტანსაცმლის კალთებს ნემსით ამაგრებდა და იწყებო-და ჯვრისწერა, ამასთან პატარძლის უარს არ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა. მღვდელი ახალ-გაზრდებს თავზე ადგამდა ვაზის ტოტებისგან დაწნულ გვირგინებს, ასეთივე მასალისაგან დაწნული ჯვრებით და ბიბლიიდან კითხულობდა ლოცვებს. ამ რიტუალის შემდეგ აზიარებდა ახალდაქორ-წინებულებს.
გოგონების მოტაცება სვანეთში
სვანეთში გოგონების და ქალების მოტაცება მათთან ქორწინების მიზნით ჩვეულებრივი ამბავია. მო-სახლეობის მეოთხედს ცოლი მოტაცების გზით ჰყავს მოყვანილი. ასეთი ველური თვითნებობის ძირი-თადი მიზეზებია: 1) მამრობით სქესთან შედარებით, მდედრობითი სქესის მკვეთრი სიმცირე და
2) სვანისთვის შეუძლებელია მეურნეობის წარმოება და ცხოვრება ცოლის გარეშე. სვანეთში მდედ-რობითი სქესის მცირე რიცხოვანება ერთი თითქმის გამქარალი, მაგრამ ველური და არაადამიანური ადათის შედეგია: ახალშობილ გოგონებს თითქმის გაჩენისთანავე კლავდნენ. სტატისტიკური მონა-ცემების მიხედვით სვანეთში მამაკაცები ქალებზე 780 სულით მეტნი არიან. 1878, 1879, 1880 წლებში დაბადებული ბიჭების რაოდენობა 104 სულით აღემატებოდა გოგონებისას, რაც წელიწადში დაახ-ლოებით 35 სულია. ამრიგად სვანების უმეტესობისთვის რთული იყო დაოჯახება, თუ მხედველობაში მივიღებთ სვანეთის იზოლირებას მეზობლებისგან სვანეთის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომ-დინარე. ამ გამოუვალ მდგომარეობაში სვანი იტაცებდა გოგონას, ან ქალს, ეს საქციელი კი იწვევდა მკვლელობებს, დასახიჩრებებს, დაჭრებს და სხვა უბედურებებს.
უკვე აღვნიშნეთ, რომ სვანისთვის ცოლის გარეშე ცხოვრება, ცხოვრება არ არის. ეს იქიდან ჩანს, როგორი მნიშვნელობა აქვს ქალს, როგორც მეუღლეს და მუშაკს. სვანეთში ქალი ქმრისთვის მარჯვენა ხელზე მეტია, ის სრულიად აწარმოებს საოჯახო საქმეებს და სამეურნეო საქმეებშიც მუდამ ქმრის გვერდითაა. აი დადასტურებაც: ქმარი თიბავდა ბალახს, ცოლი გვერდით მიჰყვებოდა ფოცხით, აგრო-ვებდა მოთიბულს და ხარების ურემით მიჰქონდა სახლში, ქმარი ბარავდა, ცოლი თოხნიდა, ქმარი ტყე-ში შეშას აგროვებდა, ცოლს სახლში მიჰქონდა, ცოლი მკიდა ხორბალს, ქმარი წნავდა ძნას. ხორბალ-საც ერთად ფქვავდნენ. საჭიროების შემთხვევაში სვანი ქალი ქმრის გვერდით მტრის წინააღმდეგ ია-რაღით ხელშიც დგებოდა.
ამ თვალნათელი მაგალითებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ცოლი სამეურნეო საქმიანობაში ქმრის თანასწორად შრომობდა, გარდა ამისა, ასრულებდა ისეთ სამუშაოსაც, რომელიც არ იყო მიღებული კა-ცისთვის ან ქმარს არ შეეძლო გაეკეთებინა. მაგალითად, კერავდა თეთრეულს, ჩოხებს, შარვლებს, ქუ-დებს, ქსოვდა წინდებს და პაჭიჭებს მთელი ოჯახისთვის. ალაგებდა სახლს, მიდიოდა წისქვილში ხორ-ბლის დასაფქვავად, მოჰქონდა სახლში ფქვილი, აცხობდა პურს, გაჰყავდა საქონელი საძოვარზე და მოჰყავდა უკან, წველიდა ძროხას, ამზადებდა კარაქს, ყველს და სხვა. სვანისთვის ეს ყველაფერი რომ წაგერთმიათ ნახავდით როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება ცოლის გარეშე.
ახლა დროა ქალების მოტაცებაზეც ვილაპრაკოთ. სვანეთში არსებობდა და ახლაც არის ჯერ კიდევ აკვანში ბავშვების დანიშვნის ადათი. დანიშნულები ,,მეუღლეებად ითვლებოდნენ. გაიზრდებოდა გოგონა და ის ნებყოფლობით მიჰყვება ცოლად სხვას, ან მას იტაცებდნენ. ამ დროს პირველი ,,ქმარი გამოდიოდა თავის ღირსების დასაცავად და… წავიდა ჩეხვა!
სვანების ადრინდელი ჩვეული კანონები ძალიან მკაცრი იყო აღნიშნული შემთხვევისთვის. ქალის ან ქალწულის მომტაცებელს შეურაცხყოფილის მხრიდან ემუქრებოდა სიკვდილი ან მძიმედ დაჭრა და 500
რუბლის გადახდა დაზარალებულის სასარგებლოდ. იქიდან გამომდინარე რომ ცხოვრება ტკბილია, სიკვდილი მწარე და ჯარიმა მძიმე, ეს გარემოებები აფერხებდა ყოყოჩ ლოველასებს. ახლა სხვა დროა. ქალებს აქვთ არჩევანის თავისუფლება. ამასთან სვანი წინაპრების ტრადიციებზეა აღზრდილი, ასწლე-ულების განმავლობაში გამომუშავებული ადათები ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი და ვერ დაარ-წმუნებთ, რომ დამნაშავე დაისჯება და სასამართლოს მოლოდინში იჯდეს გულხელდაკრეფილი, უმოქ-მედოდ და არ იძიოს შური. ის დარწმუნებულია, რომ დამნაშავე დაისჯება, მაგრამ ცოლის წართმევაზე უფრო მძიმე შეურაცხყოფა არ არსებობს სვანისთვის. შედარებით სუსტები და კეთილგონიერები მი-მართავენ სასამართლოს ცოლების დასაბრუნებლად და სასამართლოები სავსეა მათი საჩივრებით. მიუხედავად ამისა მკვლელეობა და დაჭრა ქალის მოტაცების ნიადაგზე სვანეთში ჩვეულებრივი ამ-ბავია და ყოველდღიური იქნება ვიდრე შეძლებისდაგვარად არ გათანაბრდება ორივე სქესის რაო-დენობა და აღზრდა არ აჯობებს უგუნურებას მხოლოდ დროს შეუძლია ამის გაკეთება.
2. მეუღლეთა შინაური ცხოვრება; მათი ურთიერთობები
ცოლი და ქმარი თანაბრად ინაწილებენ მოვალეობებს ოჯახში; ცოლი აკეთებს ქალის საქმეს, ქმარი კაცისას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ცოლი ქმრის გასაკეთებელ საქმესაც აკეთებს. ქმარი ვალდე-ბულია ჩააცვას ცოლს, ცოლი - ქმარს და შვილებს. ერთად ცხოვრების დროს შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონება ორივეს კუთვნილებაა, მაგრამ ამის მიუხედავად ცოლს აქვს უფლება გაყოს საქონელი და ჰქონდეს მოძრავი ქონება თავის მშობლებთან ან ნათესავებთან, რაც წარმოადგენს მის პირად სა-კუთრებას. ამ საკუთრებით და მისგან მიღებული შემოსავალით ის სარგებლობს თავისი შეხედულე-ბისამებრ. ცოლის მიერ ქმრის სახლში მიტანილი ნებისმიერი შენაძენი (მშობლებისგან ან ნათესავე-ბისგან ნაჩუქარი ნივთების ჩათვლით) ოჯახის საერთო საკუთრება ხდება.
ქმრისგან ცემის შემთხვევაში ცოლს აქვს უფლება იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად (ლიღვნე) ან არა, ეს მისი საქმეა. პირველ შემთხვევაში ქალი მიდის მშობლებთან (მათი არყოლისას ნათესავებთან),
როგორც წუნდებული (მუღვრი) და არ ბრუნდება ვიდრე ქმარი ბოდიშს არ მოიხდის ქალის და მისი მშობლების ან ნათესავების წინაშე, თუნდაც ეს უთანხმოება გაგრძელდეს თვეები ან წლები. იყო შემთხვევები, როცა ქმრისგან უდანაშაულოდ ნაცემი ცოლი და მისი მშობლები დამნაშავისგან ითხოვდნენ ფიცს შეურაცხყოფისთვის (,,ზალღიღვირ-მაღვრა), უზრდელობისთვის, ანუ ქმარი ვალდებული იყო ფიცით დაედასტურებინა, რომ ცოლი უსაფუძვლოდ არ სცემა, რომ ქალი დამნაშავეა. მხოლოდ ამ შემთხვევაში აიძულებდნენ მშობლები დაბრუნებულიყო ქმართან.
ყველაზე მძიმე შეურაცხყოფად (ქალებისთვის და განსაკუთრებით ცოლებისთვის) სვანეთში ითვლებოდა, როცა ლეჩაქს* მოხდიდნენ ან ნაწნავს მოაჭრიდნენ. Qმარს არ ჰქონდა ცოლის მოკვლის ან დაჭრის უფლება. პირველ შემთხვვეაში მოკლულის მშობლები, ძმები ან უახლოესი ნათესავები იგივეს სჩადიოდნენ დამნაშავის მიმართ, სისხლის აღების წესით. დაჭრის შემთხვევაში საქმეს განიხლიავდა ჩვეულებრივი სასამართლო. ცემის დროს ცოლს არ ჰქონდა უფლება ქმრისთვის ხელი შეებრუნებინა. Qმარი შემწყნარებლურად ეკიდებოდა ცოლის ზოგიერთ ნაკლს, ქალის მრუშობის შემთხვევაში, აცნობებდა ცოლის მშობლებს, მისი საქციელის შესახებ, რათა მათ დაერიგებინათ შვილი შესდგომოდა ჭეშმარიტების გზას. ასეთი გაფრთხილების შემდეგ ქმარი ცოლის გამოსასწორებელი გადაწყვეტილებების მიღებაში სრულუფლებიანი ბატონი ხდებოდა. დანიშნული საცოლის მიმტოვებლი კაცი ან ცოლის სახლიდან გამგდები ქმარი ქალის ნათესავების მხრიდან სიკვდილის ან დაჭრის საშიშროების წინაშე იყო, ან ეკისრებოდა ჯარიმა (,,ნაცვრიემი) სასამართლოს მიერ.
ამავე წესის თანახმად არ ჰქონდათ საქმროს და ქმრის მიტოვების უფლება ქალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საცოლის მომტაცებელი და ქმრის მიმტოვებლი ცოლის უახლოესი ნათესავები ექვემდებარებოდნენ იგივე ზომებს, როგორსაც საცოლის მიმტოვებელი საქმრო ან ცოლის გამძევებელი ქმარი. სვანებს ერთი ცოლი ჰყავთ, მაგრამ ქალის უშვილობის შემთხვევაში ან თუ ქალი მხოლოდ გოგონებს შობს, კაცი ცოლის და მისი მშობლების ნებართვით სხვა ქალზე ქორწინდება და მეორი სახლში მოსვლისთანავე პირველ ცოლთან ყოლგვარი ურთიერთობას წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ ქალი აგრძელებს ქმრის სახლში ცხოვრებას. ორცოლიანობის შემთხვვები სვანეთში იშვიათობა იყო და მხოლოდ მამაკაცთა მოდგმის გაგრძელებისთვის ხდებოდა, რადგან მოდგმის გადაშენება სვანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა.
სვანეთში ძმას შეეძლო ექორწინა ღვიძლი ძმის ქვრივზე; ქვრივს თავსი მხრივ უფლება ჰქონდა ცოლად გაჰყოლოდა ქმრის უახლოეს ნათესავს და დარჩენილიყო გარდაცვლილი ქმრის სახლში. საეკ-ლესიო დოგმატებიდან ეს გადახვევები გამოწვეული უნდა ყოფილიყო მდედრობითი სქესის უკმარისობით სვანეთში. გათხოვილი ქვრივის მზითვი მხოლოდ მისდამი კეთილგანწყობა იყო.
3. გ ა ყ რ ა
სვანეთში გაყრა დაშვებული იყო: 1) თანაცხოვრების შეუძლებლობის შემთხვევაში; 2) მეუღლეთა ურ-თიერთთანხმობის შემთხვევაში და 3) როცა ქმარი კლავდა ცოლის ახლო ნათესავს ან თავად ცოლს აყენებდა ზიანს. როცა გაყრის მიზეზი ქმრის მიერ თანაცხოვრების შესაძლებლობის არქონა იყო ქმარი უშვებდა ცოლს და საჩუქრად აძლევდა არანაკლებ ორ ხარს და ესეც იმ შემთხვევაში თუ ცოლი ქმრის ნაკლზე საჯაროდ არ აცხადებდა. ქმრის მიერ გადახდილი ,,ნაყდანური და ,,ნაჭვლაში ცოლის მშობ-ლების საკუთრება ხდებოდა. იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთი პირები ჯიუტდებოდნენ თავისი ნაკ-ლის აღიარებისას. ამ დროს, ცოლი და მისი ახლობლები მოითხოვდნენ მოჯიუტისგან, თავის მართ-ლების მიზნით ფიცს 12 ნათესავ თანადამფიცებელთან ერთად. მათ შორის უპირატესად უნდა ყოფი-ლიყვნენ: დამფიცებლის მამა, ნათესავები, ბიძაშვილები, ბიძები, ნათესავები დედის მხრიდან და უცხო-ები. მათ უნდა დაეფიცათ, რომ მათი შვილი, ძმა და ა.შ. არ იყო უძლური საქორწინო თანაცხოვ-რებისას და მაშინ ცოლი ვალდებული იყო დაბრუნებულიყო ქმართან და სამუდამოდ დარჩენილიყო მასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლ-ქმარი განქორწინებულად ითვლებოდა.
მამკაცური უძლურების არ ამღიარებელ ქმარს, ადგილობრივი ადათის მიხედვით, თანადამფიცებლად უახლოესი ნათესავები ენიშნებოდნენ, რათა მათ თავიანთი გავლენით, დაერწმუნებინათ ცრუ სირცხვი-ლის გამო გაჯიუტებული ნაკლის ასაღიარებლად და არ შეეყვანა ახლობლები ცრუ ფიცის დადების ცოდვაში, მით უმეტეს რომ სვანების რწმენით ცრუ ფიცი შეიძლება ცოდვად დააწვეს დამფიცებლებს და მათი ოჯახის წევრებს, გაწყვიტოს ისინი! ამიტომ არც ერთი ადამიანი, არ გაბედავდა ფიცის დადე-ბას, თუ არ იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთში გავრცე-ლებულია აზრი, თითქოს არსებობს მცენარე, რომელსაც თუ კაცს საჭმელში ჩაუყრიან, ის კარგავს მა-მაკაცურ პოტენციას და ეს საშუალება ადგილობრივი ქალბატონების საიდუმლოებაა. ამის საფუძ-ველზე, ზოგიერთი უძლური მამაკაცი ცოლს ადანაშაულებს, მისთვის ამ ბალახის მიცემაში, მამაკა-ცური პოტენციალის დაკარგვის მიზნით. ამ შემთხვევაშიც დაფიცების გზით ირკვეოდა ჭეშმარიტება. ცოლი თუ არ დებდა ფიცს, მაშინ ქმარს უხდიდა სახლის საფასურის ნახევარს.
გათხოვილი ქალიშვილების შესახებ
სვანური ადათის მიხედვით, გათხოვილი ასული ყოველ ახალ წელს მშობლებისგან საჩუქარდ იღებდა წვრილფეხა საქონელს, ან ხარს, ცხენს და ა.შ. მშობლების შესაძლებლობის მიხედვით. ქალის გარდა-ცვალების შემდეგ ამ უფლებით სარგებლობდნენ მისი ქმარი და შვილები. მშობლებს (ხოლო თუ ქალი ობოლი იყო) ან ნათესავებს ახალი წლის შემდეგ უნდა მიეტანათ მის ოჯახში ბოცით არაყი.
ქალი პირველ შვილს აუცილებლად მშობლების სახლში აჩენდა. არც ერთი ლხინი მშობლების სახლში არ უნდა ჩატარებულიყო გათხოვილი ქალიშვილის სტუმრობის გარეშე.
ქალთა წესი. მშობიარობა. გოგონათა მოკვდინება
ქალთა წესის დროს მდედრობითი სქესი გადიოდა სახლიდან, რომელიმე უკაცრიელ ქოხში შვიდი დღით და ყველა ერიდებოდა იმ ბილიკით სარგებლობას, რომელზეც გაიარა ქალმა ციკლის დროს. სვა-ნების რწმენით წინააღმდეგ შემთხვევაში სვანის ,,ლიმზირი (შენაწირი) დაიკარგებოდა, არ მიიღებდა მას ღმერთი. იგივე მოხდებოდა, თუ ვინმე მოინახულებდა მოსალოგინებელ ქალს, როცა ის უკვე გადი-ოდა მშობიარობისთვის განკუთვნილ შენობაში. ეს ,,საგანგებო შენობა ყველაზე უკაცრიელი, უსუფ-თაო და ბინძური იყო მთელს მამულში. ამ შენობაში ქალი სრულიად მარტო ელოდებოდა მშობი-არობას. ბავშვის გაჩენისთანავე ოჯახში მოჰყავდათ მღვდელი სახლის საკურთხებლად. ბავშვის მონათ-ვლამდე ყოველ ღამე დარაჯობდნენ მას მუდმივი ცეცხლით, რათა ახალშობილში არ დაბუდებულიყო ეშმაკი. სვანები ღრმად იყვნენ დარწმუნებული ამაში და მიაჩნდათ, რომ ყველა მუნჯი, იდიოტი, მახინჯი და ჭკუანაკლული - ეშმაკთა ყველაზე საზიზღარი და წარუმატებელი შვილები იყვნენ, რომ-ლებმაც ისინი ახალშობილებში გაცვალეს.
სვანები ახალშობილს დაბადებიდან მესამე დღეს ნათლავდნენ. მღვდელი ხსნიდა სარტყელს და ხდიდა მარჯვენა ფეხსაცმელს მომავალ ნათლიას. შემდეგ ორივენი სხდებოდნენ იატაკზე, ისე რომ ბავშვს არ ეხებოდნენ. ბავშვს ემბაზში სვამდა დედა. ნახშირის ნაცვლად მღვდელი იყენებდა ზეთზე დაყენებულ კვართს ან ჭვარტლს, რომელშიც ნათლია ავლებდა წინასწარ მომზადებულ ჯოხებს. შორი-დან უსვამდა ჯოხებს ჯერ ბავშვს, შემდეგ დედას და ჯოხებს ყრიდა ცეცხლში. ასეთი იყო ნათლობის მთელი რიტუალი.
აქვე საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო, სვანების ერთი, თუმცა იშვიათი, მაგრამ ყოვლად ველური, ამჟა-მად გამქრალი ადათი - ახალშობილი გოგონების მოკვდინება. საქმე იმაშია, რომ როცა ქალი გააჩენდა
16
გოგონას, მშობიარესთან მიდიოდნენ შინაურები და ნათესავები ამ ამბის გამო მისასამძიმრებლად. წუ-ხილით ამბობდნენ: ,,ფისით იყოს შემოსილი ეს უმწიფარი ბავშვი. შემდეგ დედას აძლევდნენ მითი-თებას მოეკლა ბავშვი, იმ მოსაზრებით, რომ შეიძლება დაიბადოს ბიჭი. სუსტ უგუნურ დედას სჯე-როდა ,,კეთილისმყოფელთა ამგვარი ჩაგონებების და ამ წაქეზების შედეგად ბავშვს აგდებდა მიწაზე, აფარებდა თივას ან ვარცლს, არ კვებავდა, ზოგიერთ შემთხვევაში როცა ვერ უძლებდა მშიერი ბავ-შვის ყვირილის, ტირილს და კვნესას, პირს ცხელი ნაცრით უვსებდა, რომ უცბად მოეკლა და შემდეგ უმეცრების მსხვერპლი იქვე გათხრილ ორმოში იმარხავდა თავს.
სვანეთში, ბავშვის მოკვდინებისთვის, დედა მკაცრად ისჯებოდა. როგორც შემდეგში ვნახავთ და ამი-ტომ უცნაურია, როგორ შეეძლოთ ნათესავებს და ახლობლებს წაექეზებინათ მშობიარე ასეთი საში-ნელი დანაშაულის ჩასადენად, როცა იცოდნენ შედეგები თუ დანაშაული გაცხადდებოდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ მშობელთა სისასტიკის მაგალითებს შვილების მიმართ უფრო ცივილიზებულ გარემოშიც, სა-დაც ამგვარი ქმედებებისთვის არ მიაქვთ ყვავილების თაიგულები, თუმცა ბავშვთა კვლის დანაშაულები ამჟამადაც ხდება.
ბავშვთა მკვლელების დასჯა.
ქალიშვილის მკვლელ დედას არ მარხავდნენ სასაფლაოზე, არ უშვებდნენ ახლოს ეკლესიებთან და სალოცავთან, არ ჰქონდა უფლება დასწრებოდა მსხვერპლთშეწირვას, მონაწილეობა მიეღო საზოგადოებრივ დღესასწაულებში. არ ჰქონდა არათუ ლოცვის, არამედ ღმერთის სახელის ხსენების უფლებაც კი! ის თითით საჩვენებელი იყო, როგორც ბავშვის მკვლელი. მის შვილებს და შთამო-მავლობას მუდმივ საყვედურად და სირცხვილად გადაეცემოდა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
7. სახლი( ჭერი), ოჯახი, კერა.
სვანის ოჯახი ყოველთვის მრავალრიცხოვანი იყო და დღესაც ასეა. ზოგიერთ ოჯახში ორივე სქესის ორმოცდაათამდე სული ცხოვრობს. ამის მიზეზი ისაა, რომ სვანები ერიდებიან განცალკევებას. გაყრის გადაწყვეტის შემთხვევაში, სვანები ამბობენ: ,,ახლა ჩვენი კერია წყლით დაიფარება, შემცირდება, ჩაქ-რება, გაქრება, ამოწყვეტისკენ წავა!.. სჯობს რამდენიმე წევრი არ იყოს ოჯახში, სჯობს ჭირმა წაგვი-ღოს, ვიდრე გავიყაროთ!.. სამწუხაროდ დროს თავისი მიაქვს და ცივილიზიციის სხივები ასუსტებს პატრიარქალურ ტრადიციებს, სვანების კერა ირყევა!
უწინდელ დროში ძმათა შორის გაყრა დაუშვებელი და შეუძლებელი იყო მამის სიცოცხლეში. მშობ-ლების გარდაცვალების შემდეგაც, გაყრას ასი ოჯახიდან ორი ძმა თუ ახერხებდა. წარსულშიც იყო და ახლაც არის ოჯახები, რომელთა წევრები ნათესაურად ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ თამამად შე-უძლიათ დაქორწინდნენ, ისე რომ არ დააღღვიონ არც სულიერი და ზოგადი კანონები, არც სვანური, აბსურდამდე მკაცრი კანონები ამ თვალსაზრისით.
სვანეთში განსაკუთრებულ პატივს სცემენ უფროსებს. ასაკით უფროსი ოჯახშიც უფროსის უფლე-ბითაა. ამითომ შვილები უსიტყვოდ ემორჩილებიან მშობლებს, უმცროსი და-ძმები უფროსებს. მშობ-ლების ურჩი შვილები ირიყებიან საზოგადოებიდან, საუკუნოდ შერცხვენილები არიან. ოჯახში უფროსი ყოველთვის მამაა, როგორც კერის უხუცესი. ის პასუხისმგებელია ოჯახის წევრებზე ღმერთის და ხალ-ხის წინაშე. ოჯახის წევრები მისი კურთხევით ლოცულობენ, სთხოვენ ღმერთს მიცვალებულთა ცოდ-ვების შენდობას, მისი ხელით ხდება მსხვერპლშეწირვა, ის სცემს პასუხს მოყვარესაც და მტერსაც სიტყვით და საქმით, ის აწესრიგებს და ანაწილებს მოვალეობებს ოჯახის წევრებს შორის, ახალისებს ბეჯითებს, საყვედურობს ზარმაცებს და უმეცრებს. ოჯახის წევრების შემოსავალი მთელი ოჯახის სა-კუთრებაა. მდედრობითი სქესი აცმევს მთელ ოჯახს, უკერავს ტანსაცმელს მის მიერვე სახლში დამზა-დებული ქსოვილებისგან. ოჯახის უფროსის უძლურების შემთხვევაში ის მმართველობის უფლებას გა-დასცემს შვილს, ძმას ან ოჯახის სხვა წევრს და თავად სამუდამოდ იტოვებს მხოლოდ ადგილობრივი ადათების და კანონების აღსრულების ვალდებულებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთში მშობლებს არ ჰქონდათ ის განუსაზღვრელი და უცილობელი უფლება შვილებზე, როგორც ეს შეინიშნება კავკასიის სხვა მთიელ ხალხებში. რასაკვირველია შეიძ-ლება შეგვედაონ, რომ სვანები დაუნდობლად აკვდინებდნენ ახალშობილ გოგონებს, მაგრამ ამ ველურ ქმედებას ადგილი ჰქონდა ძალიან იშვიათად, შორეულ წარსულში და საფუძვლად ედო საბაბი, რომე-ლიც ხშირად ცივილიზებულ ქვეყნებშიც დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო. თუ ისიც გვეცოდინება როგორი მძიმე სასჯელი ელოდებოდა დედას ახალშობილი გოგონას მოკვდინებისთვის, მაშინ ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს არათუ არ იყო ადათი, არამედ თვით ადათი სდევნიდა ბავშვთა მკვლელებს ბევრად უფრო მკაცრად ვიდრე სხვაგან. ამაზე მოგვიანებით მოგითხრობთ.
სვანეთში მამას არ ჰქონდა უფლება მოეკლა ან გაეყიდა შვილი. შეეძლო დაესაჯა, ეთქვა საყვედური ან გაელახა ისე რომ არავისთვის ჩაებარებინა ანგარიში. მშობლებს ჰქონდათ უფლება მცირეწლოვანი ქალიშვილები გაეთხოვებინათ მათი თანხმობის გარეშე. სრულწლოვანებს ყოველთვის ეკითხებოდნენ აზრს, თუმცა გადამწყვეტი მაინც მშობლების თვალსაზრისი იყო.
მშობლების ნების საწინააღმდეგოდ გათხოვების შემთხვევაში განაწყენებული მშობლები მალე პატიებდნენ შვილს ურჩობას და აძლევდნენ მზითევს. ვაჟებისთვის მშობლები არჩევდნენ საცოლეს, მაგრამ თუ ქალს რამე ნაკლი ჰქონდა არ აიძულებდნენ ქორწინებას. ვაჟები ყოველთვის მამასთან იყვნენ ახ-ლოს, გოგონები - დედასთან. მშობლები უპირატესობას ანიჭებდნენ ვაჟებს, რადგან მამრობითი სქესის შთამომავლების გარეშე სვანები თავიანთ მოდგმას გადშენებულად თვლიდნენ, საკუთარ ავლა-დიდებას უპატრონოდ!
IV. სვანების ქონებრივი უფლებები
1. საკუთრების და უძრავი ქონების უფლებები
სახნავ-სათესი, სათიბი, ტყეები და საძოვრები ოჯახის მემკვიდრის საკუთრება იყო. ამიტომ მას ჰქონ- და თავისი შეხედულებისამებრ, კუთვნილი მამულის განკარგვის უფლება, გაეყიდა მისთვის მისაღებ ფასად. ყიდვის უპირატესობა ენიჭებოდა თემის წევრს ან ნათესავს და თუ მათ შორის არ აღ-მოჩნდებოდა მსურველი, მაშინ უცხოს. სახლი და მამული აუცილებლად უნდა გაყიდულიყო თემის წევრზე, თუ მას არ ჰქონდა საშუალება, თემი აგროვებდა დანაკლის ფულს. თუ თემის წევრთა შორის არ აღმოჩნდებოდა ყიდვის მსურველი მაშინ ეს უფლება ენიჭებოდათ გამყიდველის სიძეებს სხვა სოფლებიდან, მაგრამ უპირატესობა ჰქონდათ იმავე სოფელში მცხოვრებთ, სადაც გამყიდველი ცხოვ-რობდა. ნაყიდი მამული მყიდველის მუდმივი და სამემკვიდრეო საკუთრება ხდებოდა. ნასყიდობის გასაფორმებლად არ იყვნენ საჭირო მოწმეები, მით უმეტეს არ იყო საჭირო წერილობითი საბუთები და არ ყოფილა გარიგების დარღვევის არც ერთი შემთხვევა. მყიდველი ვალდებული იყო დაეკლა ხარი და გამასპინძლებოდა გამყიდველის ოჯახს. გარდა ამის გადაეხადა ყოველწლიურად ახალი წლის მეორე ან მესამე დღეს ერთი ,,ლეკვიში ( ერთი რუბლის ღირებულების რამე ნივთი) მესამე თაობამდე, ანუ გამყიდველისთვის და შემდეგ მისი შვილების და შვილიშვილებისთვის. სვანეთში არ არსებობდა მიწის ხანდაზმულობა. უცნაური გზით მიწის მისაკუთრების შემთხვევაში, მიწა საბოლოოდ უბრუნდებოდა მესაკუთრეს, თუნდაც მისი მისაკუთრებიდან საუკუნე ყოფილიყო გასული.
სახნავ-სათესი მინდვრები სვანეთში არ იყო სოფლის და თემის მფლობელობაში, მაგრამ არსებობდა თემის და სოფლის კუთვნილი საძოვრები და სათიბები მთებში, სატყეო აგარაკები, რომლებით შე-უზღუდავი სარგებლობა თემის ყველა წევრს შეეძლო საკუთარი საჭიროებისათვის.
ქონების გაყოფა
სვანეთში ქონების გაყოფა ხდებოდაა უმეტესად შინაური წესით. უთანხმოების დროს, გაყრისას მასში მონაწილეობას ღებულობდნენ უახლოესი ნათესავები. ორი ძმა თანაბრად იყოფდა უძრავ და მოძრავ ქონებას, ერთდღიანი სახნავის გარდა, რომელსაც თავის წილის გარდა ღებულობდა უფროსი ძმა, უფ-როსობიდან გამომდინარე. თუ ძმების რაოდენობა ორზე მეტი იყო, დავუშვათ ოთხი, მაშინ გაყოფის ინიციატორი მონიშნავდა ერთდღიან სახნავს (უფროსი ძმისთვის განკუთვნილი წილის გარდა), და-ნარჩენი მამულის და ქონების გაყოფა ხდებოდა ოთხ ნაწილად, ამასთან არჩევანის უფლება პირველ რიგში ეკუთვნოდა უმცროს ძმას, რომელიც ყოველთვის ირჩევდა მამულის იმ ნაწილს, სადაც სახლი იდგა. შემდეგ მეორე ძმა, რომლის წილიც არცთუ ისე დიდი იყო და ამიტომ მას რჩებოდა დღე-ნახევრიანი ტყე, სათიბი, ან სახნავი. ქონების გაყოფის დროს ძმებს შორის უთანხმოებისას, საქმეში ერეოდა თემი და ქონებას ყოფდა თანაბრად, უფროსი ძმისთვის წინასწარ გამოყოფილი წილის გამოკ-ლების გარდა. თუ ძმებს შორის იყო უცოლო, მას გამოყოფილი წილის გარდა ეკუთვნოდა იმ საზომის ,,ნაყდანური და ,,ნაჭვლაში, რაც გადახდილი ჰქონდა დაოჯახებული ძმებისთვის დაქორწინების დროს. შვილს შეეძლო მამასთან გაყარა და გაყრისას ღებულობდა იმ ქონების ერთ ნაწილს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ შვილები თანაბრად იყოფდნენ. მამა ვერ ჩამოართმევდა შვილს მისი კუთვნილი წილის უფლებას მამულიდან. შვილებს არ ჰქონდათ დედასთან გაყრის უფლება, მაგრამ ასეთი გაყრის იშვიათ შემთხვევაში, შვილები ვალდებულები იყვნენ სიცოცხლის ბოლომდე ყველა-ნაირად უზრუნველეყოთ დედა. დედის გარდაცვალებისას შვილები ვალდებულები იყვნენ შეესრუ-ლებინათ ყველა აუცილებელი რიტუალი. გაყრისას მდედრობითი სქესის შვილები არაფერს ღებუ-ლობდნენ, მაგრამ მათი შენახვის, გათხოვების და გამზითვების ვალდებულება დანარჩენების კისერზე იყო.
3. მემკვიდრეობა
სვანეთში პირდაპირ მემკვიდრეებად ითვლებოდნენ ვაჟები. უშვილო, გარდაცვლილი მამაკაცის ქონე-ბა რჩებოდა ძმას, ბიძას ან ბიძაშვილებს მისი სოფლიდან, ჩამოთვლილი თანმიმდევრობით. კაცის გარ-დაცვალების შემდეგ თუ მას მხოლოდ ქალიშვილები რჩებოდნენ, ზემოთ ჩამოთვლილი ნათესავები, თემი და სოფელი ვალდებულები იყვნენ ეზრუნათ როგორც გათხოვილებზე ასევე გასათხოვრებზე და ეტვირთათ მათთან დაკავშირებული ყველა საზრუნავი. ანდერძს სვანეთში არ ადგენდნენ.
V. ქელეხი სვანეთში
ლაღვანი ანუ კონჩხარი
სვანების მტკიცე რწმენით აუცილებელია ვალდებულებაა მიძინებულებთან მიმართებაში რიტუ-ალების ,,ლაღვანის ანუ ,,კონჩხარის და ,,ბაცხის ანუ ,,ქუნეგვეშის - სულის საცხონებელი რიტუ-ალების აღსრულება, რათა მიცვალებულებმა დაიმკვიდრონ სასუფეველი.
,,ლაღვანი ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამიტომ მისთვის წინასწარ ემზადებიან. ,,ლაღვანი ანუ მიძინებულის (სამ წლამდე მიცვალებულისთვის არ იხდიდნენ) სულის მოსახსენიებელი სუფრა ყოველთვის შემოდგომაზე იშლებოდა. ,,ლაღვანის მოსამზადებლად გაზაფ-ხულზე გაჰყავდათ მთის საძოვრებზე ორიდან თორმეტ ხარამდე, რათა ისინი კარგად გამო-კვებილიყვნენ დასაკლავად. შეძლებული ოჯახები, მთელი წლის განმავლობაში ასევე კვებავდნენ ორიდან რვამდე ბატკანს ან თხას. ამასთან ერთად მზადდებოდა კერძების და სასმელების ისეთი რაოდენობა, რომელიც გარდაცვლილის სოფლის სრულად გამასპინძლებას ეყოფოდა.
უწინდელ დროში შეძლებულ სვანებს ყოველთვის ჰქონდათ ფქვილის მარაგი და არყის გამოსახდელი ქერი და ჭვავი, ხოლო აღნიშნული პროდუქტების უკმარისობის შემთხვევაში ფქვავდენენ ამ მიზ-ნისთვის ოჯახისთვის განკუთვნილ თუნდაც მთელი წლის მარაგს. გარდა ამისა კერავდნენ ორ წყვილ ახალ ტანსაცმელს ქელეხისთვის. დადგა შემოდგომა - ,,ლაღვანის აღნიშვნის დრო. მთის მწვერვალები უკვე დაფარულია თოვლით; ნასუქი ხარები მორეკილია საძოვრებიდან; ისინი თითქმის გაველურდნენ, შეუძლებელია მათთან მიკარება. ტახებიც ისე გასუქდნენ, რომ მათი უკანა ფეხები ვერ მოძრაობენ ტა-ნის სიმძიმის გამო! ბატკნები და თხები ჯიხვებივით დახტიან და როგორც ამბობენ ,,ქონისგან გიჟ-დებიან. სწორედ ამიტომ იკვებებოდნენ დარბაზში.* არაყიც გამოხდილია. დარჩა მხოლოდ პურის გა-მოცხობა, რომელსაც ,,ლაღვანის დანიშნულ დღემდე ორი კვირით ადრე იწყებენ და დასახმარებლად ეძახიან ცხობის ხელოვნებაში ცნობილ ქალბატონებს. ისინი აცხობენ ერთიდან ოთხამდე სეფისკვერს თემის თითოეულ წევრზე ასაკის და სქესის განურჩევლად. უშგულის თემში ასეთი შემთხვევისთვის მი-ღებულია ისეთი ზომის ერთი სეფისკვერის გამოცხობა, რომლითაც სამი მოზრდილი ადამიანი დაპურ-დება. ლატალის თემში და დადიანის სვანეთში აცხობენ ორ სეფისკვერს ერთი ადამიანისთვის და ერთი ასეთი სეფისკვერი აპურებს მოზრდილ ჭაბუკს.
სეფისკვერი ცხვება ხორბლის ფქვილისგან, ხოლო იმ სოფლებში სადაც ქერის ყანები სჭარბობს, ხორბლის და ქერის ნარევი ფქვილისგან. ამგვარად ,,ლაღვანისთვის მომზადებული ოჯახის უფროსი წინა დღეს ეპატიჟება უახლოეს ნათესავებს დასახმარებლად, განმკარგულებლების სახით. მათში ყვე-ლაზე უფროსს ნიშნავს მზარეულად და აბარებს დასაკლავად გამზადებულ საქონელს, ზოგიერთ მათ-განს ნიშნავს სუფრაჯებად,** დანარჩენებს კი ავალებს დროულად დაურიგონ პური მოწვეულ სტუმ-რებს.
ყოველივე ამის შემდეგ მასპინძლის თხოვნით მოდის მღვდელი მარილის საკურთხად. ამავე დროს მოჰყავთ დასაკლავი პირუტყვი, ღორების გარდა. მღვდელს აძლევენ სულ პირუტყვზე ცვილის ორ პა-ტარა სანთელს და ქვის მარილის ნაჭერს. მღვდელი ანთებს სანთლებს და წყვილად ადებს პირუტყვს რქებზე, ხელშიც ანთებული სანთელი უჭირავს. აღავლენს ლოცვას, რომლის დასრულებისთანავე პი-რუტყვს აძლევს მარილს გასალოკად და ოდნავ უწვავს ბალანს შუბლზე და ტანზე. ამ რიტუალის დამ-თავრებისთანავე მღვდელი მიდის. ამის შემდეგ განმკარგულებლები დიდი ძალისხმევით სათითაოდ თოკავენ პირუტყვს და აბამენ სახლის ქვედა სართულზე, რომელიც იმ დროისთვის გარდაქმნილია სა-საკლაოდ! პირუტყვი დაკლულია, გატყავებული და გასუფთავებული, ხორცი დაჭრილია და სპილენძის უზარმაზარ ქვაბშია ჩაყრილი. მზარეულები მთელი ღამე ხარშავენ ხორცს და იმდენ ულუფად (,,ლიგაფი, ,,ლიმაათი) ანაწილებენ რამდენი ოჯახიცაა თემში, საქონლის შიგნეულობას მასპინძელი მოიხმარს თავისი შეხედულებისამებრ. დილით ყველა საქმე მოთავებულია, ოთახი დასუფთავებული და დალაგებული, საღამოს უნდა გადაიხადონ პანაშვიდი. დადგა საღამოც. მღვდელი იხდის პანაშვიდს და ამ დროს მასპინძელთან მოდიან მისი უახლოესი ნათესავები და მოყვრები, რომლებსაც მოაქვთ ,,ლეხ-დე - დახმარება. ყველა ოჯახიდან 30 პატარა პური, რომლებსაც აღნიშნული სტუმრების და მღვდლის გასამასპინძლებლად მოიხმარენ.
მეორე დილით, ,,ლაღვანის - მიცვალებულის მოხსენიების რიტუალის აღსრულებისას, საზეიმოდ ჩაცმული თემის ყველა მცხოვრები დიდიან-პატარიანად მიიჩქარის გარდაცვლილის სახლში და ეზოში ელოდება მღვდლის მიერ რიტუალის დასრულებას. მოვიდა მღვდელიც. ის შეყავთ დარბაზში, სადაც დაფებზე, ერთ კუთხეში მოხარშული ხორცია დალაგებული, მეორეში პური და არაყი. ოთახის შუაში დგას სავარძელი, რომლზეც დევს ახალი ტანსაცმელი - პერანგი, შარვალი, ჩოხა, ახალუხი, ქუდი, ფეხ-საცმელი და საბრძოლო აღჭურვილობა - ხანჯალი, თოფი, პისტოლეტი და ხმალი. გარდაცვლილი ქა-ლის შემთხვევაში სამოსი ქალისაა. ეს ყველაფერი ისეა დალაგებული, რომ შორიდან ჩანს თითქოს მიცვალებული წევს და სვანები დარწმუნებული არიან, რომ სამოსში მიცვალებულის სულია გახვეული!
სამოსთან ახლოს დგას საუკეთესო კერძებით და ხილით სავსე მრგვალი მაგიდა, რომელიც ცვილის
უამრავი სანთელითაა გაწყობილი. მღვდელი იხდის პანაშვიდს, რომლის დასრულებისას თან მიაქვს სა-ვარძელზე დალაგებული სამოსელი. ამ დროს ხალხი კალათებით სათითაოდ შედის დარბაზში და იღებს თავისი ოჯახის თითოეულ წევრზე: ოთხ პურს (იქ სადაც დადგენილია ერთი პური - ერთ პურს), ხორ-ცის გარკვეულ ულუფას და არაყს. ეს ყველაფერი წასვლისას მიაქვთ სახლში. სასმელ-საჭმელის გაცე-მის დამთავრებისთანავე, იქვე რიგდება სადილისთვის თითო პური და ხორცის ნაჭერი სულზე. არაყს ხის სასმისებით არიგებენ. ტრაპეზის ბოლოს რამდენიმე ადგილას დგამენ არყით სავსე გობს, და მსურველები გვიან საღამომდე სვამენ. აღნიშნული ხარჯების გაწევა მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს ძალუძთ. ღარიბები იფარგლებიან მხოლოდ ორი ხარით და არყით. პურის მოთხოვნა მათაგანაც ისე-თივეა, როგორიც მდიდრებისგან.
,,ლაღვანის ადათის აღსრულება აუცილებელია ყველა სვანისთვის და ამ რიტუალის გარეშე გარდაცვლილი ვერ მოხვდება სასუფეველში, მისი სული ნაწყენი იქნება შინაურებზე, რაც ოჯახს მრა-ვალ უბედურებას მოუტანს. უშვილოდ გარდაცვლილებს ,,ლაღვანის ნათესავები უხდიან, ხოლო თუ ნათესავებიც არ ჰყავს, მაშინ სოფელი. ,,ლაღვანის აღსრულების გარეშე სვანი ვერ მოხვდება სამოთ-ხეში! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეძლებული სვანების უმეტესობა სიცოცხლეში იხდის თავის ,,ლაღ-ვანის, რადგან სვანის აზრით, ამით ის ათავისუფლებს თავის შთამომავლებს ზედმეტი ხარჯის და საზრუნავისგან, გარდა ამისა ის ამზადებს ამ შემთხვევისთვის თავის საყვარელ კერძებს, თავისი გე-მოვნებით და იმ ქვეყნად ყველაფერს გამზადებულს მოიპოვებს. ცოცხალისთვის ,,ლაღვანის გადახდა ხდება როგორც გარდაცვლილისთვის, იმ განსხვავებით, რომ სავარძელში, სადაც სამოსელი უნდა იყოს დალაგებული, ახალი ტანსაცმლით და იარაღით ჯდება ის პიროვნება, რომლიც იხდის ,,ლაღვანის. მასთან ერთად სხედან ცოლი და შვილები (თუ ყავს) და ნათესავები. ,,ლაღვანის გადამხდელს ერთ ხელში უჭირავს ცვილის ანთებული სანთელი, მეორეთი უმასპინძლდება სუფრასთან მსხდომთ და ევედრება ღმერთს, რომ იმ ქვეყნადაც არ მოაკლოს ასეთი წყალობა.
2 . ლ ი პ ა ა ნ ა ლ ი
(მიცვალებულთა სულის მოხსენიება)
ყოველ წელს, 5 იანვარს, სვანები ასრულებენ ,,ლიპაანალს - გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ რიტუალს, რომელსაც ეძახიან აღდგომას. სვანები დარწმუნებული არიან, რომ ამ დღეს, მიცვალე-ბულთა სულები დგებიან საფლავებიდან და ბრუნდებიან ნათესავების სახლებში. სვანები ამ დღეს ალა-გებენ სახლს, ასუფთავებენ ავეჯს და ჭურჭელს. მთელ დღეს მარხულობენ უსადილოდ, ვახშამზე მიირთმევენ მხოლოდ ხორბლის ფაფას - ჭანტი. ვახშმამდე კერიის* ირგვლივ დგამენ მაგიდებს და მათ უკან გრძელ სკამებს. მაგიდებზე ალაგებენ პურს, სამარხვო კერძებს, არაყს და ანთებენ სახლში დამ-ზადებულ ცვილის წვრილ, რამდენიმე სანთელს. მთელი ოჯახი დგება მაგიდებიდან მოშორებით, ოჯა-ხის უფროსი დგება ყველას წინ, უქუდოდ, სახით წმიდა მაგიდებისკენ და ლოცვაში სახელებით მოიხ-სენიებს თავის ყველა მიცვალებულს, შესთხოვს ღმერთს მათთვის ცოდვების მიტევებას. ამასთანავე სთხოვს მიცვალებულთა სულებს მის ოჯახში კეთილი ფეხის, ბედნიერების მოტანას და მომავალი წლის ამ დღემდე აარიდოს მისი ოჯახი სიკვდილიანობას, იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის ყველა წევრი შეეცდება ყოველწლიურად მრავალფეროვანი და უკეთესი გახადოს მიცვალებულთა სულის მოსახსე-ნიებელი სუფრა.
ამ რიტუალის დამთავრებისთანავე მთელი ოჯახი დგება მუხლებზე და ლოცულობს თავიანთი მიცვა-ლებულების ყველა ცოდვების მიტევებისათვის. მეორე დღეს ყველა ოჯახი კლავს რომელიმე პი-რუტყვს, რადგან მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი სუფრა მუდმივად უნდა განახლდეს სადილ-ზე და ვახშამზე ნათლისღების მომდევნო პირველ ორშაბათამდე. თუ ნათლისღება ორშაბათსაა, მაშინ მის მომდევნო ორშაბათამდე, რომელსაც ჰქვია - ,,ლისღვჯინაალი - სულთა დაბრუნება. მიძი-ნებულთა სულების ეს გამასპინძლება გრძელდება მთელი დროის განმავლობაში ერთი და იგივე წესით და ლოცვებით. მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი რიტუალის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ ორ-შაბათს, მთელი ოჯახი დგება გამთენიამდე. ქალები იწყებენ სხვადასხვა ფორმის, ზომის და სახელ-წოდების პურების ცხობას. აცხობენ პურს ,,კიჩხილდი - პატარა კიბე, რომელიც ერთი მტკაველი სიგრძის და ნახევარი მტკაველი სიგანისაა. ცომზე მრგვალი ჯოხით სხვადასხვა ნიშნებს აკეთებენ, რომლებსაც კიბის საფეხურებს ეძახიან. ეს პური განკუთვნილია კოჭლი მიცვალებულებისათვის, რომ-ლებიც ხალხის აზრით საჭიროებენ კიბეს ,,ამ ქვეყნად მოსასვლელად და უკან დასაბრუნებლად. მეორე პურს, რომელიც იქვე და იმავე დროს ცხვება ჰქვია - ,,მუხურჭუნილი. ის სისქეში 15 სმ-დეა, სიგანეში 12-სმ-მდე. პურში იდება ყველი და პურის ზედა მხარე ღიაა. ხალხის რწმენით ეს პური მიცვალებული ბავშვებისთვის კვარცხლბეკია ,,იმ ქვეყნად, რათა მათ ამაღლებული ადგილიდან უკეთ
დაინახონ მაცხოვარი. მესამე პური - ,,ჯაბიილი, თხელი და მრგვალია, შიგთავსში მოთავსებული ყვე-
ლით და ზედაპირზეც ყველი აქვს წასმული, შემოვლებაზე ჯოხითაა დაზელილი. როგორი იყო ამ პუღის დანიშნულება ხალხს უკვე არ ახსოვს. პურის ცხობის და ხორცის ხარშვის დამთავრების შემდეგ
იშლება სუფრა, სადაც პურთან და ხორცთან ერთად დგამენ არაყს და მაგიდებზე აკრავენ ცვილის სანთლებს. გარდა ამისა დგამენ სამფეხა მრგვალ მაგიდას - ,,ფიჩქს, რომელზეც დგას სამი ცვილის სანთელი და განსაკუთრებული კერძები არაყთან ერთად. მთელი ოჯახი დგება მაგიდებიდან მოშო-რებით, ხოლო ოჯახის უფროსი, მათ წინ მაგიდებთან ახლოს. სახლში სამარისებური სიჩუმეა. ყველა დარწმუნებულია, რომ ამ დროს მაგიდებთან სხედან მათი გარდაცვლილი ნათესავების სულები. ამ დროს ოჯახის უფროსი დაბალი ხმით მიმართავს უხილავ სულებს: ,,არ გაჩქარებთ წასასვლელად, არც გაკავებთ, იყავით სიკეთის მომტანები, დაბრუნდით უკან სიკეთით, წასვლისას დაგვლოცეთ, ჩვენ კი შევევედრებით ქრისტეს, მოგცეთ ადგილი თავის ტრაპეზის დროს ამ სიტყვების წარმოთქმის შემ-დეგ ის მიდის მრგვალ მაგიდასთან, რომლის უკან დგას გრძელი სკამი და დგება მუხლებზე. მის მაგა-ლითს ბაძავენ დანარჩენები. შემდეგ ყველანი დგებიან ფეხზე და ბრუნდებიან ადგილებზე. ამ დროს ოჯახის უფროსი სახელებით მოიხსენიებს გარდაცვლილ უახლოეს ნათესავებს და სთხოვს ღმერთს მათთვის ცოდვების მიტევებას. ამის შემდეგ ყველანი ისევ მუხლებზე დგებიან და ადგილზე დაბრუ-ნებული ოჯახის უფროსი უკვე შორეული ნათესავებისთვის ლოცულობს. მესამე მუხლმოდრეკის შემ-დეგ ოჯახის უფროსი იღებს მრგვალ მაგიდას, დგამს ოთახის შუაში და სთხოვს მიცვალებულების სუ-ლებს ,,დაბრუნდნენ თავიანთ ადგილებზე, იმ ქვეყნად, ევედრონ ქრისტეს არ დასაჯოს მისი ოჯახი სიკვდილიანობით და ის სამომავლოდ უკეთეს სუფრას გააწყობს მათი სულების მოსახსენიებლად. შემდეგ მას წყნარი ნაბიჯებით გააქვს ეზოში მაგიდა. მის წინ მიდის ოჯახის რომელიმე წევრი ანტე-ბული კვარით ხელში. ამგვარად სულები ბრუნდებიან თავიანთ ადგილებზე.. სვანები დარწმუნებული არიან, რომ სულები მათთან სტუმრობენ უკანასკნელ ორშაბათამდე და მთელი ამ დროის განმავ-ლობაში მათ უყვებიან ზღაპრებს.
,,ბაწა, ,,ბეწა, ,,ქუნეგვეშ.
,,ბაწა, ,,ბეწა, ,,ქუნეგვეშ - სულის გადასარჩენი საქმე, რიტუალი, რომელიც ძალიან ჰგავს ,,ლაღ-ვანს. განსხვავება იმაშია, რომ ,,ბაწა არ არის სავალდებულო ყველასთვის. ის ნებაყოფლობითი და ჩვეულია შეძლებული ხალხისთვის, რომლებიც ეპატიჟებიან და უმასპინძლდებიან მეზობლებს, წამა-ხალისებელი, სულის გადასარჩენი საქმისთვის. დასაკლავი პირუტყვის რაოდენობა არ არის განსაზღვრული და ბევრად ნაკლებია ვიდრე ,,ლაღვანის დროს. ამ რიტუალისას გამომცხვარი პურები (,,ქაბაბი) სეფისკვერზე პატარაა და მხოლოდ 12 და 15 წლამდე ბიჭებს ურიგდებათ, ორი პური თი-თოს. მოწვეული სტუმრები არიან ნათესავები და მეზობლები ყველა ოჯახიდან 2-4 ადამიანი. ნათე-სავებს ეპატიჟებიან ვახშამზე, თანასოფლელებს - სადილზე. თანასოფლელებს პურის გარდა უმას-პინძლდებიან ხორცის მცირე ულუფით და არყით. სადილისას ილხენენ, მღერიან ცეკვავენ, რაც ,,ლაღ-ვანის დროს დაუშვებელია. უწინ, ,,ბაწას დროს, დიასახლისი (არავითარ შემთხვევაში ოჯახის უფ-როსი) სახლში ეპატიჟებოდა მღვდელს ზეთის საცხებად, ამასთან ვახშამზე ეპატიჟებოდა მხოლოდ უახლოეს ნათესავებს.
VI. უ ნ ქ ც ი ა
უნქცია ანუ ზეთის ცხება იმავე დღეს ხდებოდა, როცა მთავრდებოდა ,,ბაწა. ზეთს იცხებდნენ უპი-რატესად ასაკოვანი ქალბატონები. ამისთვის ისინი ოჯახში იწვევდნენ მღვდელს, რომელიც უპირველეს ყოვლისა ითხოვდა ამ წესის აღსრულებისთვის 6 რუბლის ღირებულების საქონელს ან ხორცს. გადა-უხდელობის შემთხვევაში ადგილიდან არ ინძრეოდა და ერთ ნაბიჯსაც არ დგამდა უფრო მეტიც სა-ქონლის ღირებულებას მღვდელი თავად განსაზღვრავდა და ამის გამო ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მღვდლებს და გაგზავნილ შუამავლებს შორის, რომლებიც საბოლოოდ აღწევდნენ საწ-ყისი მოთხოვნების შემცირების თანხმობას. ბოლოს მოდიოდნენ მღვდლებიც. ხალხი ჯდებოდა გრძელ სკამებზე. მათ წინ იშლებოდა სუფრა. უფროსი (განათლებული) მღვდელი უხმობდა უმცროს მღვ-დლებს (დიჯვანი), იმოსებოდა ფელონით* და ხელში იღებდა საკურთხეველს. ერთ-ერთი მღვდელი შვიდ ნაწილად ყოფდა ლერწმის ვაზნას, რომელთა ბოლოებს ახვევდა ბამბას, ჟღინთავდა წინასწარ მომზადებული ხის ზეთით და არჭობდა მაგიდებში. ამ დროს დიასახლისი** მიდიოდა უფროს მღვდელ-თან, დგებოდა მუხლებზე და მღვდლის მარჯვენა მუხლს ეხვეოდა ხელებით. მღვდელი აფარებდა მას ფელონს და კითხულობდა ლოცვებს წიგნიდან ან ზეპირად. სხვა მღვდლებიც მჯდომარენი კითხუ-ლობდნენ ლოცვებს, რაც დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ იღებდნენ მა-გიდიდან ერთ ჯოხს, ავლებდნენ ზეთში და წვავდნენ. ამით მთავრდებოდა ზეთის ცხების იმპრო-ვიზირებული რიტუალის პირველი აქტი!.. ამ შრომის შემდეგ მღვდლები ისვენებდნენ, მიირთმევდნენ
არაყს. რიტუალის შემდეგი ექვსი აქტი მეორდებოდა იგივე ცერემონიით და ანტრაქტებით. დიასახლისი მთელი ამ დროის განმავლობაში იდგა მუხლებზე, თავისთვის თვლიდა თავის ცოდვებს და იესო ქრის-
ტეს სთხოვდა მისი ცოდვები მღვდელზე გადაეტანა ზეთის ცხება მთავდებოდა ბოლო ჯოხის დაწვით. მღვდლები სტუმრებთან ერთად სხდებოდნენ სავახშმოდ და მთვრალები სახლებში ბრუნდე-ბოდნენ.
სვანები დარწმუნებული არიან, ქალი რომელსაც სცხეს ზეთი, თუ კვლავ არ შესცოდავს პირდაპირ სამოთხეში მოხვდება. ეს საიდუმლოება რომის პაპის ინდულგენციას უთანაბრებოდა. სიმართლე ერ-თია: ქალი, რომელიც იცხებდა ზეთს, ერიდებოდა ცდუნებას: არ ტეხავდა მარხვას, ერიდებოდა ჩხუბს, ავსიტყვაობას და სხვა.
ახალგაზრდა სვანებს, როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს არ აქვთ ზეთის ცხების სურვილი.
VII. სისხლის აღება.
1. სისხლის აღების მიზეზები.
სვანეთში, ნებისმიერი დანაშაულის ან შეურაცხყოფისთვის სამაგიეროს გადახდა ხდებოდა ანალოგი-ური ქმედებით. სისხლის აღება გავრცელებული იყო ისე, როგორც კავკასიის სხვა ხალხებში. სისხლით შურისძიება ხდებოდა მსვერპლის ასაკის და სქესის, სიკვდილის გამომწვევი მიზეზების - გაუფრთხი-ლებლობა, შემთხვევითობა თუ სხვა, მიუხედავად. მოკლულის ახლობლებს ჰქონდათ დამნაშავის, მისი ოჯახის ან თემის წევრის მოკვლის უფლება. შურისძიების უფლება ჰქონდათ საუკუნის ბოლომდე, თუმცა უფლება ზღუდავდა მტრული მხარის ქალების და ბავშვების მოკვლას. საქმის ასეთი ვიტა-რებიდან გამომდინარე მკვლელი, მისი ოჯახის და თემის წევრები ფრთხილობდნენ და ცდილობდნენ არ შეხვედროდნენ მტრული მხრის წარმომადგენლებს საბოლოო შერიგებამდე. მკვლელს შეეძლო მოკლუ-ლის მხრისთვის შერიგების და სისხლის საფასურის (წორა ლიკედ) შეთავაზება, თანხმობა მოწი-ნააღმდგე მხარის ნება იყო. სისხლის სანაცვლოდ საფასურის ამღებს ხალხი ეძახდა ,,უმაამუზვებ-ს უკადრებელის მკადრებელს, ანუ მოყვასის სისხლის დამლევს და ეს ქმედება სამარცხვინოდ ითვლე-ბოდა, რადგან ადათი ითხოვდა შურისძიებას, სიკვდილს - სიკვდილის წილ! მხარეთა უფლებები თანა-ბრდებოდა, თუ ისინი ერთნაირად ზიანდებოდნენ, მაგალითად ორივე მხარეს მოკლული იყო ერთი კა-ცი. ამ შემთხვევაში თემები დებდნენ ,,ერთგულების ფიცს , მათ შორის მშვიდობის გასამყარებლად. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არც ერთ მტრულ მხარეს არ ეკუთვნოდა, შეეძლო შეეფარებინა მტრისგან დევნილი მკვლელი, ან სხვა დამნაშავე, რომელიც იქნებოდა უსაფრთხოდ და ხელშეუხებელი, თუ მოასწრებდა შესულიყო სახლში და ხელით შეხებოდა კერიას, ან ნაჭას - ქვაბების ჩამოსაკიდ ჯაჭვს. დევნილი ასევე უსაფრთხოდ იყო, თუ მოასწრებდა ეკლესიაში შესვლას ან ეკლესიის გალავნის გადაკვეთას.
მეორე ნაწილის დასასრული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი