რაფიელ ერისთავი. სვანური ჩანაწერები. III ნაწილი


სისხლის საფასური თავისუფალ სვანეთში

  მოკლულის სისხლის საფასური სხვადასხვა თემში სხვადასხვა იყო. უშგულის თემში ექვსი ,,ნალ-ჯომის1 (გარკვეული ღირებულების) სახნავი მიწა, რომლის ნიადაგიც უნდა ყოფილიყო სოფელთან ახ-ლოს, ყველაზე საუკეთესო და ღირებული. ასეთი პირობები იყო ყველა შემთხვევაში, როცა დაზარა-ლებულს სისხლის წილ გამოეყოფოდა სახნავი მიწა. ასეთი ხარისხის მიწის არქონის შემთხვევაში, დამ-ნაშავე ვალდებული იყო, სანაცვლოდ გადაეცა სამი ნალჯომის ღირებულების სახლი, მამული და ბეღელი თავთავის სალეწი ოთახით2, რომელიც ორი ნალჯომის ღირებულების იყო და ერქვა ,,მაჩი. მეექვსე ნალჯომის შეცვლა შეიძლებოდა შესაბამისი ღირებულების მოძრავი ქონებით. აღნიშნულის გარდა, დამნაშავეს უნდა გადაეცა თავისი საუკეთესო თოფი და მოკლულის ოჯახის თითოეული წევ-რისთვის თითო ძროხა საჩუქრად. შერიგების შემდეგ უნდა გამასპინძლებოდა მოკლულის მთელ ოჯახს, იმ მორვარებთან და ლუფხულებთან ერთად, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საქმის მორიგე-ბაში. კალის თემში შერიგება იგივე წესით ხდებოდა, იმ განსხვავებით, რომ აქ, გადასაცემად განკუთ-ვნილი ,,კერია და ,,ნათჩა3   უფრო ვრცელი ფართობის უნდა ყოფილიყო. ილორის თემში სავალ-დებულო იყო: სამი ნალჯომის სახნავი მიწა, ორი ნალჯომის სათიბი და ერთი ნალჯომის მოძრავი ქო-ნება. მულახის და მესტიის თემებში: სამი ნალჯომის სახნავი მიწა, სამი ნალჯომის სათიბი; დანარჩენი, 
როგორც სხვა თემებში. ლენჯერის და ლატალის თემებში: 24 ნალჯომის სახნავი მიწა,4 დანარჩენი, როგორც სხვა თემებში. სათავადო სვანეთში ბეჩოს, პარსის, ჭუბერის და ლახამულის თემებში სისხლის საზღაური იყო:  ჭუბერის და ლახამულის თემებში - 24 ,,ცხვადიში5 სახნავი და სათიბი მიწა, ეწერის თემში - 12 ,,ცხვადიში სახნავი და სათიბი მიწა. ამ თემებში აღნიშნულის გარდა, სავალდებულო იყო მოკლულის ოჯახისთვის 200 რუბლის საჩუქრების გადაცემა და გამასპინძლება. ,,ნალჯომის და ,,ცხვადიშის მიწების ფართობი ერთი ზომისაა, სხვაობა ფასშია, თუმცა საბოლოოდ ეს მიწები ერთი და იგივე შედეგს იძლევიან. უშგულის თემის ერთი ,,ნალჯომი ლენჯერის თემის ოთხ ,,ნალჯომს უდ-რის და ფარი-ჭუბერის თემის ოთხ ,,ცხვადიშს, ანუ ექვს ხარს და რადგან გადახდილი უნდა ყოფი-ლიყო 36 ხარის (თითოეულის ღირებულება 25 რუბლი, ეწერის თემის გარდა) ტოლფასი ექვსი ,,ნალ-ჯომი ან 24 ,,ცხვადიში, სისხლის სანაცვლო ღირებულება შეადგენდა 900 რუბლს. ამას ემატებოდა 200 რუბლის სხვა ხარჯებიც და მოკლულის ოჯახისთვის სისხლის სანაცვლო საფასურის საბოლოო ღირებულება შეადგენდა 1100 რუბლს.

3. სისხლის ღირებულება დადიანების სვანეთში

  დადიანების სვანეთში, ლეშხეთის, ჭოლურის და ლენტეხის თემებში სისხლის სანაცვლო საფასური იყო 400 რუბლი, რომლის გადახდა ხდებოდა ქონებით: იარაღით ( თოფი, ხმალი და სხვა), ვერცხლის ნივთებით ( ჯაჭვი, თასი, აზარფეში), სპილენძის ჭურჭელით (არყის სახდელი სპილენძის ქვაბით) და რქოსანი პირუტყვით. მოძრავი ქონების არარსებობის შემთხვევაში, საზღაურს იხდიდნენ იმავე ღირე-ბულების სახნავი მიწით. შედარებით უმნიშვნელო დანაშაულისთვის, შურაცხყოფისთვის ან სხეულის მძიმე დაზიანებისთვის, სასჯელი ნახევარი სისხლი იყო. ენგურის ხეობაში - სამი ,,ნალჯომი, ცხენის-წყლის ხეობაში - 200 რუბლი. მსუბუქი დაჭრისთვის საზღაური იყო ოციდან ოცდაათამდე ,,აცსიში6, სილის გაწვნისთვის - ერთი ,,აცსიში, ჯოხით ცემისთვის ან ქვის სროლისთვის - ორიდან სამ ,,აცსი-შამდე, სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის - ოთხიდან ოცდაათამდე ,,აცსიში, ცილისწამებისთვის - სამი-დან ოცდაათამდე ,,აცსიში. ქურდობისთვის სასჯელი იყო დაზარალებულისთვის მოპარული ნივთების ან საქონლის საზღაურის ორმაგი ღირებულების და ჯარიმის გადახდა თემის სასარგებლოდ ქურდის მიერ. ჯარიმის ოდენობას თემი განსაზღვრავდა თავისი შეხედულებისამებრ. სახლის გაქურდვის ან გა-ტეხვის შემთხვევაში დამნაშავე ვალდებული იყო დაებრუნებინა ნაქურდალი და გადაეხადა 12 ,,აც-სიში. ასეთივე სასჯელი განისაზღვრებოდა, თუ დამნაშავეს დანაშაულის ჩადენისას წაასწრებდნენ. ამასთან ერთად ადათი არ აძლევდა უფლებას დაზარალებულს მოეკლა ან დაეჭრა ქურდი, თუნდაც დანაშაულის ადგილზე წაესწრო მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის როგორც მკვლელი ან დაჭრაში დამნაშავე ვალდებული იყო გადაეხადა საზღაური დაჭრილისთვის ან მოკლულის ოჯახისთვის, 12 ,,აცსიში. სვანისთვის სახლის გატეხვა დამცირებას ნიშნავდა, გაქურდვა - პირად შეურაცხყოფას და დამცირებას და ამიტომ ის მიიჩნევდა, თავის ზნეობრივ მოთხოვნილებად, რომ სახლი ჰქონოდა შეუ-ვალი და შეურცხვენელი. დადიანების სვანეთში, ცხენისწყლის ხეობაში, დანაშაულში გამტყუნება, ისე როგორც მკვლელობის მცდელობა, სისხლის საზღაურის ნახევრად ფასდებოდა, მსხვერპლის გარეშე დამთავრებული გასროლა ან მუქარა არ ისჯებოდა!
  სასჯელს არ ექვემდებარებოდა იგივე ქმედებები ენგურის ხეობაშიც. ქალისთვის თავსაბურავის (ლიშ-ღმე) მოხსნა ან ნაწნავის მოჭრა ისჯებოდა 24 ,,აცსიშის გადახდით. პირუტყვის მიერ ყანების ან სათიბის წახდენის დროს, მეპატრონეს შეეძლო ადგილზე მოეკლა პირუტყვი, მაგრამ არ ჰქონდა მსხვილფეხა საქონლის მოკვლის უფლება. სასჯელი ასეთი დანაშაულებისთვის ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ტყის გაჩეხვისთვის - საპასუხისმგებლო. 

VIII. ტყვეობა.

  სვანეთში არსებობდა შეურაცხმყოფელის ტყვედ აყვანის ჩვეულება, როცა შეურაცხყოფა იყო მძიმე და დამნაშავე ნებაყოფილობით ან სასამართლო წესით არ აკმაყოფილებდა დაზარალებულის მოთ-ხოვნებს. ამის საფუძველზე ტყვედ აჰყავდათ მხოლოდ სხვა თემის ან უცხო ტომის დამნაშავენი. თავი-
ანთი ტომის წევრებზე ეს უფლება არ ვრცელდებოდა. ტყვის გატარებისას უცხო თემს თავის სოფელ-ში ჰქონდა მისი გათავისუფლების შესაძლებლობა და საკუთარი მფარველობის ქვეშ აყვანის უფლება. შეურაცხყოფილს არ ჰქონდა ამ ქმედების გაპროტესტების და წინააღმდეგობის გაწევის უფლება. ტყვედ აყვანილ შეურაცხმყოფელს შეურაცხყოფილი არათუ არ სცემდა და აწამებდა, პირიქით, ადამია-ნურად ეპყრობოდა, რადგან: პირველ რიგში, პირადად მას, მის ოჯახს, თემს და სოფელს არ დაემსახუ-
რებინათ საყოველთაო საყვედური, მეორე - ტყვისადმი ცუდი მოპყრობა სამარცხვინოდ ითვლებოდა, მესამე - ტყვედ აყვანილის ახლობლებისგან ელოდებოდნენ გამოსასყიდს და მეოთხე – ერიდებოდნენ
შურისძიებას ტყვისგან და მისი ახლობლებისგან. ამიტომ ტყვის მკერდში რომ არ დაბუდებულიყო აღთქმა - მწამებელისთვის ტყვიით გადახდა, შეურაცხყოფილი ტყვისადმი განსაკუთრებულ ყურდაღებას იჩენდა, აძლევდა თავისუფლებას ყყელა ქმედებაში. ტყვე ბოლომდე სარგებლობდა თავისი შეღავათე-ბით და პრივილეგიებით. ტყვეს ჰქონდა უფლება იმ სოფელში სადაც იყო, მოეხელთებინა წვრილფეხა პირუტყვი და ფრინველები, მცხოვრებთა პროტესტის მიუხედავად. დაეკლა (პატრონის პიროვნების გაუთვალისწინებლად) და დაეპატიჟებინა ყველა ვისაც მოისურვებდა. ტყვე თავისუფლად გადაადგილ-დებოდა მისდამი სამეთვალყურეოდ მიჩენილი პირების თანდასწრებით. ტყვის დაკავებიდან გადიოდა დრო და შეურაცხყოფილი რწმუნდებოდა, რომ შეურაცხმყოფელის ახლობლებს არ ანაღვლებდათ მისი ბედი და იწყებდა იძულებითი ზომების მიღებას, რაც მდგომარეობდა შემდეგში: ა) ტყვეს ადებდნენ რკინის ბორკილებს ან ჯაჭვს,*  ან ბ) სვამდნენ დილეგში - ბნელ საპყრობილე ოთახში, რომელსაც ერ-თადერთი შესასვლელი და გამოსასვლელი ჰქონდა მისადგმელი კიბით ზედა სართულის ხვრელში (,,ლობი). რასაკვირველია ეს უკიდურესი ზომა იშვიათი იყო.
  გადმოცემის თანახმად უწინ გამოიყენებოდა ბორკილებიც - ,,მარყვარი, მაგრამ მათი ხმარება არა-ვის ახსოვს, ისე როგორც მათი კონსტრუქცია. იყო შემთხვევები როცა შეურაცხყოფილი შეურცხმყო-ფელს ათავისუფლებდა გადასახადის გარეშე, მაგრამ სამაგიეროს უხდიდა ანალოგიური ქმედებით. როცა საქმე მიდიოდა გამოსასყიდის მოლაპარაკებამდე, ეს პროცესი ასე მიმდინარეობდა: დატყვე-ვებულის ახლობლები შეიტყობდნენ ტყვეობის ამბავს და მიმართავდნენ თავის მახვშს, რომელიც მიდი-ოდა იმ თემში, სადაც იყო დატყვევებული, ვალდებულად თვლიდა თავს მოენახულებინა შეურაცხყო-ფილი და მისი თემის მახვში, რომელთანაც მოლაპარაკების გზით არკვევდა რა საზღაური იყო ტყვის გამოსასყიდად, მიდიოდა ტყვის ახლობლებთან საბოლოო გადაწყვეტილების და გამოსასყიდის მისაღე-ბად. ტყვის ადგილსამყოფელში გასამგზავრებლად, მისი ახლობლები ვალდებულნი იყვნენ გაეგზავნათ შეურაცხყოფილის თემში იმდენივე მძევალი, რამდენი ადამიანიც მიდიოდა გამოსასყიდის მოლაპარაკე-ბაზე. ამ საკითხის ამოწურვის შემდეგ, შეურაცხყოფილი თანხმლები პირებით ბრუნდებოდა შინ და ტყვის მიერ ერთგულების ფიცის დადებისთანავე ათავისუფლებდა მას მძევლებთან ერთად. ტყვედ ყოფნა უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა და ამიტომ ტყვედ ნამყოფი ყოველთვის ცდილობდა ჩამო-ერეცხა ტყვეობის ლაქა. მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ადათის მიხედვით,  ბორკილებსა და ჯაჭვებში ნამყოფებს  ერთმეოდათ ქონება. ისინი არ საფლავდებოდნენ ნაკურთხი მიწით. ტყვედ ნამ-ყოფი თუ ვინმესთან იჩხუბებდა, მოწინააღმდეგე ეუბნებოდა: ,,ტყვეო, რა სინდისით ბედავ ჩემთან ლა-პარაკს?.. აი მიზეზები, რომლის გამოც შეურაცხყოფილი ყოველთვის დელიკატურად ექცეოდა ტყვეს, ისე როგორც მსახური ბატონს.

IX. საბავშვო თამაშები თავისუფალ სვანეთში

,,ნახუდშ ლისქვნე. თამაშისთვის შეკერბილი ბავშვებიდან ორნი გადიან განზე დანარჩენები დგა-ნან წყვილად. წყვილიდან ერთი ირქმევს დავუშვათ  მზეს, მეორე - მთვარეს. ისინი მიდიან ჯგუფიდან წინასწარ გასულებთან და სთავაზობენ არჩევანს (,,ლილყნე) მზის ან მთვარის. ისინი ირჩევენ, რასაც ყველა წყვილი იმეორებს და ირქმევს მაგალითად: თოფი და ხმალი, ჯიხვი და არჩვი, მტრედი და შე-ვარდენი და ა.შ. ამრიგად იქმნება ორი გუნდი. მაგრამ რომელმა უნდა დაიწყოს თამაში? ამისთვის ჰა-ერში აგდებენ ბრტყელ ქვას ან მოჩუქურთმებულ ჯოხს (,,ლიცხრე), რომლებზეც ყველა მხარეს და-ტანილია გუნდების სახელები და რომლის ნიშანიც აღმოჩნდება ზემოდან მიწაზე დაცემისას, ის იწყებს ხტუნვას (,,ლისქვნე) მონიშნული ადგილიდან (,,გარდი) და ორ ნახტომს აკეთებს გაუჩერებლად, მის მერე მეორე იგივე გუნდიდან, ოღონდ იმ ადგილიდან სადაც გაჩერდა პირველი. მეორის შემდეგ ხტება მესამე ზუსტად ისე, როგორც მისი წინამორბედები და ა.შ. პირველი გუნდის შემდეგ იგივეს აკეთებს მეორე და გამარჯვებულია ის გუნდი, რომელმაც ყველაზე დიდი მანძილი დაფარა ხტუნვით. ამის შემ-დეგ გამარჯვებული გუნდიდან უფრო ძლიერი წვება სახით მიწისკენ და ხელებით იჭერს მოწინააღმდეგე  გუნდის ორ მოთამაშეს ფეხებზე. ამ დროს მოდის მეორე მოთამაშე მოგებული გუნ-დიდან და ხელებზე ურტყამს დაკავებულ ბიჭებს, ოღონდ ფრთხილობს, რომ ის არ დაიჭირონ და შემ-დეგ უკუსვლით გარბის. დაჭერილი ბიჭები მთელი ძალით ცდილობენ გაუსხლტნენ დამჭერს და როცა ამას ახერხებენ, მისდევენ გაქცეულს. იმ ადგილას სადაც დაეწევიან წაგებულები ვალდებული არიან ზურგზე შეისვან გამარჯვებულები და მიიყვანონ ,,გარდიმდე - თამაშის საზღვრამდე.
,,კილი კაჩხუშ ლისქვნე. მოთამაშეს უჭირავს 15-20 სანტიმეტრის წამახვილებული ჯოხი და და-ნიშნული ადგილიდან ასკინკილით მიდის წინ და ჯოხს არჭობს მიწაში. იგივეს აკეთებენ სხვა მოთამა-
შეებიც. გამარჯვებულია, ვინც ყველზე ღრმად ჩაარჭობს ჯოხს მიწაში.
,,ლიბუდარალი. ბავშვები იყოფიან ორ გუნდად და  ერთმანეთს კიდებენ ხელს. ორივე გუნდის მოთამაშეები ცდილობენ თავისკენ გადმოწიონ მოწინააღმდეგე. გამარჯვებულია გუნდი, რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას.
,,კიჭირხალი მთიდან ციგით დაშვება.
,,ლიმხუვანალი. გუნდაობა. ბავშვები იყოფიან ორ გუნდად და ერთამანეთს პატარა ნიჩბებით აყ-რიან თოვლს. გამარჯვებულია ვინც უფრო მეტ თოვლს მიაყრის მოწინააღმდეგეს.
6.,,ლიმურყმაღვალი. ბიჭები დგამენ ისეთი სიმაღლის თოვლის კოშკს (მურყღვამი), რომ ძლივს წვდებიან მის სახურავს. კოშკის აგებისას ორნი მუდმივად ტკეპნიან თოვლს, დანარჩენები კი ამრგვა-ლებენ და ასწორებენ შენობის ფორმას. ზოგჯერ ამ კოშკში პატარა ოთახსაც აკეთებენ.
,,ლიდშნალი. სვანეთში 12 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს აქვს ხის ხმალი, რომელსაც წლიდან წლამდე ინახავს. ნათლისღების შემდეგ პირველივე ორშაბათს, საღამოობით, 12 წლამდე ასაკის ბავ-შვები იკიდებენ თავის ხმალს და იკრიბებიან უკაცრიელ სახლში. დილით დგებიან ადრე, დადიან სო-ფელში, შედიან სახლებში, ხმლებს ურტყამენ კედლებზე და აივანზე ჩამოკიდებულ საშინაო ნივთებს, უტევენ სახლებს, ვიდრე მათ არ გამოაძევებენ ძალით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი პატივს სცემს ამ ადათს. 
,,ლიფშვდანალი. ბავშვები დგამენ ჯოხს ან ქვას და ამ სამიზნეს ესვრიან ,,მუჯუროს*, მონაცვ-ლეობით. ვინც უფრო მეტს ააცილებს, ის სამიზნედ დებს თავის ნივთს : დანას ქუდს, ტყვიას და ა.შ. რასაკვირველია, სამიზნედ გამოყენებული ნებისმიერი ნივთი გარკვეულად ზიანდება. მიუხედავად ამი-სა, თამაში ბავშვებისთვის კარგი ვარჯიშია მომავალი სამხედრო საქმიანობისთვის და ცეცხლსასროლ იარაღზე გადასასვლელად, რადგან ეჩვევიან მიზანში ზუსტ გარტყმას. 
,,მურამულდი ქელა. მხარზე ხელდადებული რამდენიმე ბიჭი  ქმნის წრეს. მათ მხრებზე დგებიან სხვები, რომელბიც ასევე ქმნიან წრეს და იწყებენ წრიული სიარულით სიმღერას. ქვედა წრის ბიჭები სიმღერის დროს ემუქრებიან ზედა წრის ბიჭებს, რომ ჩამოყრიან მიწაზე, ზედა წრის ბიჭები სიმღერით პასუხობენ, რომ არ ეშინიათ მათი ეშმაკობის, ხრიკების და დაცემის. ამ დროს ფერხული უმატებს სიმ-ღერას და მოძრაობას და ბოლოს - ბუხ! ზოგი ეცემა მიწაზე, ზოგი, შედარებით მოხერხებული დგება ფეხზე.    
,,ლფხუნბუცალი. ამ თამაშის დანიშნულება ამხანაგებზე გადახტომაა, მუხლებზე დაყრდნობილი ბავშვები დგებიან ერთმანეთთან ერთი არშინის (71 სმ.) მანძილზე. ერთი მათაგანი ახტება ყველა ამხა-ნაგს და ხდება ბოლო. იგივეს აკეთებენ სხვებიც, ვიდრე არ მობეზრდებათ თამაში.
,,ლილჩე მოთამაშე ბავშვებიდან ერთი ფეხებმოკეცილი ჯდება მიწაზე, მეორე ადებს მას თავზე ხელს, წრიულად დადის მის ირგვლივ და იცავს ამხანაგების დარტყმებისგან. დამცველმა წელს ქვევით, ფეხით უნდა დაუდოს კვანტი თავდამსხმელს, რათა მოახერხოს მისი დარტყმა. წარმატების შემ-თხვევაში თავდამსხმელს სვამენ მჯდომარეს ნაცვლად, ხოლო მჯდომარე  ხდება მისი ნაცვალის დამ-ცველი. ასე გრძელდება დაღლამდე. სვანეთში ეს თამაში ძალიან გავრცელებულია. 
,,ლაკგანსგუნალი. ჩილიკა-ჯოხის, რიკტაფელას თამაში. ეს თამაში ყველგან ცნობილია და ილე-
თები იგივეა. მოკლე ჯოხს ჰქვია - ,,კანსგვი, გრძელს - ,,კარი. თამაშობენ ას ქულამდე. წაგებულებმა სახლამდე ზურგით უნდა მიიყვანონ გამარჯვებულები. 
,,ლაჯლოკი. იღებენ ორ ჯოხს. ერთს  ისვრიან გაღმა, მეორეს იჭერენ მარცხენა ხელში, ზედა ბოლოს აჭერენ მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს, რამდენჯერმე ტრიალდებიან და ცდილობენ პირვე-ლი ჯოხი წინ გადააგდონ. წარმატების შემთხვევაში მოთამაშე წინ აგდებს იმ ჯოხს, რომელიც ეჭირა ხელში და სადაც ის დაეცემა იქ მიაქვთ სათამაშო კუნძი.  თამაშს იგივე მოთამაშე აგრძელებს იგივე ადგილიდან, მანამდე ვიდრე არ ააცილებს მიზანს. მის შემდეგ მისივე გუნდიდან თამაშობს მეორე, მე-სამე და ა.შ. იმ ადგილიდან სადაც დაეცა ჯოხი. პირველი გუნდის შემდეგ თამაშობს მეორე და გამარ-ჯვებულებად ითვლებიან ისინი, ვინც ყველაზე შორს გადააგდო ჯოხი და მიდიან სახლებში წაგებულე-ბის ზურგზე მსხდომარენი.  
,,ლიჯარბზუნალი ერთმანეთის პირისპირ დებენ ორ ბრტყელ ქვას, ისეთ მანზილზე რომ ყველა მოთამაშემ შეძლოს ამ მიზანს მოარტყას საკმაოდ მოცულობით ქვა. მოთამაშეები ორ გუნდად იყოფიან და ისვრიან ქვებს მოწინააღმდეგე გუნდის მიზანში. გამარჯვებულია გუნდი, რომელმაც უფრო მეტი ქვა მოარტყა მიზანს და წაგებულებმა ისინი ზურგებით უნდა მიიყვანონ სახლებამდე.  
,,ლიბუროთალი - ბურთის თამაში, რომელიც სხვა ადგილებში იგივე თამაშის ანალოგიურია.
,,ლიჩირჯიყამი - ბზრიალის თამაში, რომელიც ძალიან გავრცელებულია სვანეთში და შემოდ-გომის ყინვები ხელს უწყობს ბავშვებს იყვნენ მდინარის ნაპირებზე. 
,,ფაკვა ლიკედი ეს უფრო კუნთების სავარჯიშოა, ვიდრე თამაში. საქმე იმაშია რომ ხელები უნ-და გადაიტანონ ზურგს უკან, ერთი ფეხი აწიონ  შემდეგ დაიხარონ და მიწიდან აიღონ ქუდი.
ასეთივე სატანვარჯიშო ილეთებია, შემდეგ თამაშშიც: ადამიანი მუხლებმოხრილი ჯდება, ფეხებს ატყუპებს და მჭიდროდ იჭერს ხელებით. მოხრილ ფეხებსა და ხელებს შორის ატარებენ ჯოხს, კრავენ თოკით ან ქამრით და შეკრული მოთამაშე უნდა გადახტეს ან გაიაროს ამ მდგომარეობაში. წარმატების შემთხვევაში მას აქებენ.
X.  ლ ე გ ე ნ დ ე ბ ი. 
სამყაროს შექმნა. სამყარო არსებობის დღიდან წყლით იყო დაფარული. ღმერთი სამყაროს შემ-ქმნელი (,,მუფდგენი - გამომსახავი, დამხაზავი,) იმ დროს იმყოფებოდა კლდეში, შემაღლებულ ციხე -სიმაგრეში - სამყარაი კოჯი. ერთხელ ის პირდაპირ წყალში შევიდა, გაითოშა, შეიშინდა და ორი ცრემ-ლი გადმოუვარდა თვალებიდან. ეს ცრემლები იქცნენ (გარდაიქმნენ) მთვარანგელოზებად - მიქაელად და გაბრიელად, რომელთაგან ერთი ყოველთვის დგას ღმერთის მარჯვენა, მეორე - მარცხენა მხარეს. წყალში შესული ღმერთი უფრო და უფრო ღრმად მიდოოდა ფსკერისკენ. იძირებოდა მაშინ მთავარ-ანგელოზები მიქაელი და გაბრიელი შეუდგენენ ღმერთს მხრებში და ამოიყვანეს ზევით. სამივეს ერ-თად უნდოდა ხმელეთის პოვნა და მიმართეს ეშმაკობას: დადგნენ წყალზე და დაეშვენენ უფსკრუ-ლისკენ, დადგნენ ქვიშაზე, სადაც დაინახეს ნაკვალევი. ღმერთმა ბრძანა: ,,გავყვეთ ნაკვალევს, ვნახოთ სად მიგვიყვანს და გავიგებთ ვისი ნაკვალევია. მთავრანგელოზები დაეთანხმნენ და ღმერთთან ერთად გაჰყვნენ ნაკვალევს, რომელმაც ისინი მიიყვანა ლურჯი ქვის (,,ირჟი ბაჩი) ქვეშ. ასწიეს ქვა და იქიდან გამოხტა ,,სამაალი *, რომელიც სწვდა ღმერთს ყელში, დასახრჩობად. ღმერთმა მთავარანგელოზებს სთხოვა დახმარება, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ღმერთის გამოხსნა სამაალის მკლავებიდან. სხვა გამო-სავალი არ იყო და ღმერთმა სთხოვა სამაალს გაეთავისუფლებინა, იმის სანაცვლოდ რომ მის ნების-მიერ სურვილს შეასრულებდა. სამაალმა უპასუხა, რომ მას არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ სთხოვა და-ძმობილებულიყვნენ. ღმერთი დათანხმდა და სამაალმა გაუშვა მას ხელები, წავიდა თავისი გზით, ღმერთი და მთავარანგელოზები კი ადგილზე დარჩნენ. მათ დაიწყეს წყლის და ხმელეთის განცალკევე-ბა, მაგრამ უშედეგოდ. დაიწყეს კედლის მშენებლობა, წყლის და მყარი ზედაპირის დაშორების მიზნით, მაგრამ წყალი დიდებოდა, ანგრევდა კედელს და ფარავდა ხმელეთს.
  დაიღალნენ ღმერთი და მთავარანგელოზები: ხედავდნენ, რომ მათი შრომა ამაო იყო, მაგრამ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. მთვარანგელოზმა მიქაელმა უთხრა ღმერთს:
წავალ შენს ძმასთან, სამაალთან, იქნებ მასწავლოს, მირჩიოს რამე ხერხი. ღმერთი დაეთანხმა და მთავარანგელოზი გაემგზავრა სამაალთან. სამაალმა ასწავლა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამ შემ-თხვევაში. 
წადი და გადაეცი ჩემს ძმას, რომ თქვენ, სამივემ გათალეთ ქვები, ააშენეთ ამ ქვებისგან კედლები და ანგრიეთ ვიდრე არ მოგბეზრდებთ. შემდეგ გააკეთეთ ორი მილი, მიადეთ ერთმანეთს და მთვარ-ანგელოზებმა მთელი ძალით უბერეთ სული ამ მილებში. როცა დაიღლებით, ღმერთმა დაიყვიროს მთე-ლი ძალით და ხმელეთი გათავისუფლდება წყლისგან, სიმყარე განცალკევდება და წყლები დაიკავებენ თავის ადგილს. 
მიქაელმა მადლობა გადაუხადა სამაალს, დაბრუნდა ღმერთთან და გადასცა მას სამაალის დანაბარები.
ღმერთმა და მთავარანგელოზებმა შეასრულეს სამაალის მითითებები და ღმერთის ბოლო დაყვირება-ზე მიწა გამოეყო წყალს. ამის შემდეგ, ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა ყველა სულიერი და მათ შორის ადამიანი.
პირველი ადამიანები იყვენენ - ადამი და ევა. ღმერთმა მიწას სული შეუბერა და შექმნა ევა და ადამი, მაგრამ ისინი ორივენი ბრმები იყვნენ. მიქაელ მთვარანგელოზმა დაუდგინა მათ სად უნდა ეც-ხოვრათ, გააფრთხილა მის მოსვლამდე არავისთვის მოესმინათ და გაემგზავრა. ევა და ადამი მარტონი დარჩნენ. ამ დროს მათთან თხად გადაქცეული სამაალი მივიდა და  უთხრა: ,,რას დგახართ აქ? აქვე ახლოს ვაშლის ხეა, ადით ხეზე, მიირთვით მისი ნაყოფი და თვალი აგეხილებათ. ევა ავიდა ხეზე, მოწ-ყვიტა ვაშლი, ჩაკბიჩა და ადამს მიაწოდა. ორივეს აეხილა თვალი, დაინახეს თავიანთი სიშიშვლე და შერცხვათ. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა მთვარანგელოზი მიქაელი, დაუძახა ადამს და ევას, მაგრამ მათ შერცხვათ შიშვლები დანახებოდნენ მთავარანგელოზს. მიხვდა მთავარანგელოზი რაშიც იყო საქმე და წასვლისას უთხრა მათ:,,უკეთესი იქნებოდა თქვენთვის, მოგეცადათ. - ამის შემდეგ გამრავლდნენ ევას და ადამის შთამომავლები, იმ სახით, რომლითაც ჩვენ ვხედავთ მათ ამჟამად. ევას და ადამს რომ არ მოესმინათ სამაალისთვის, არ ეჭამათ ვაშლი, მათი შთამომავლები ბედნიერები იქნებოდნენ: ,,საკვე-ბი, სასმელი, ტანისამოსი და ფეხსაცმელი ექნებოდათ უშრომელად, ქალებს არ გაუჭირდებოდათ მშო-ბიარობა. ამის შემდეგ სამაალი წავიდა ღმერთთან და როგორც ძმას სთხოვა გამოეყო მისთვის წილი. ღმერთმა სამაალს სასტიკი უარი უთხრა. მაშინ სამაალმა ჰკითხა: ,,რატომ მიმიღე ძმად? ,,საფიცარი მაინც მომეცი. საფიცარის მფლობელთან მიდიოდა ყველაფერი რასაც ღმერთს შესწირავდნენ და მიც-ვალებულთა სახელზე ნაკურთხი საჭმელ-სასმელიც. ღმერთმა მისცა სამაალს საფიცარი. სამაალმა გადაყლაპა საფიცარი და გაემგზავრა ჯოჯოხეთში
გავიდა დიდი დრო და დაიბადე ქრისტე. ყველა სულიერი, ქვეწარმავლების ჩათვლით, ჯოჯოხეთში გაჰყვა ქრისტეს, სადაც მას სამაალი დახვდა. ქრისტემ როგორც კი დაინახა სამაალი ყელში წაუჭირა ხელი და აიძულა გადმოეგდო სხეულიდან ,,საფიცარი. სამაალს ძალიან ეწყინა ეს და ქრისტეზე შურის საძიებლად ისე დააბნელა ჯოჯოხეთი, რომ ქრისტემ თავის ამალასთან ერთად ორი თვის განმავ-ლობაში ვერ იპოვნა გასასვლელი გზა. შეწუხდა ქრისტე და თხოვნით მიმართა თავისიანებს: ,,რომელიმემ იქნებ იპოვნოთ გასასვლელი კარი. ამალიდან ერთმა ჯოჯოხეთში შემოსვლისას  კართან თავისი ვირი მიაბა. ვირი ყოველთვის ცნობდა პატრონის ხმას და ეხმაურებოდა დაძახებაზე. ამ ადამიანმა უთხრა ქრისტეს, რომ გაიყვანდა ჯოჯოხეთიდან, თუ სანაცვლოდ კარგ საჩუქარს მიიღებდა. ქრისტე დაჰპირდა, რომ იმდენ ოქროს მისცემდა, რამდენსაც მთხოვნელი იწონიდა. ვირის პატრონმა დაუძახა ცხოველს და მან უპასუხა. ამ ხმაზე ვირის პატრონი წავიდა გასავლელისკენ. მას უკან გაჰყვა ქრისტე თავისი მხლებლებით და ამგვარად გააღწიეს ჯოჯოხეთიდან. გასვლისთანავე ქრისტემ ვირის პატრონს უთხრა მიეღო საჩუქარი. ამ უკანასკნელმა უბიდან ამოიღო ადამიანის გული დააგდო მიწაზე და თქვა: ,,არ მჭირდება დაპირებული ოქროს რაოდენობა, ჩემთვის საკმარისი იქნება ის, რაც დაფარავს ამ გულს.
ქრისტემ დაიწყო ოქროს დაყრა მიწაზე, მაგრამ ვერაფრით დაფარა მიწაზე დაგდებული გული. რამ-დენი ოქროთიც არ უნდა დაეფარა, გული მაინც ზემოთ ამოდიოდა. ქრისტეს მხლებლებიც აყრიდნენ გულს ოქროს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ერთმა თანხმლებმა აიღო პეშვით მიწა, მიაყრა გულს და გული გაჩერდა ამიტომაც ამბობს ანდაზა ,,ადამიანს გულს ვერაფერი გააძღობს შავი მიწის გარდა! 
როცა ქრისტე მხლებლებთან ერთადა გამოდიოდა ჯოჯოხეთიდან თაგვს გამოჰქონდა ხორბლის თავ-თავი. მას დაეწია კატა და წაართვა მეოთხედი, მეორე კატამ - მეორე მეოთხედი, მესამემ - მესამე და, როცა უნდოდათ თაგვისთვის დანარჩენის წართმევაც,  ძაღლი ეცა კატას და დაახრჩო კატას, რომ მთლიანად გამოეტანა თავთავი ადამიანს უხვად ექნებოდა პური. ამ დანაშაულისთვის კატას არ უნდა მივცეთ საჭმელად პური, ძაღლისთვის - შეიძლება. ეს ანდერძი დღემდე სრულდება სვანეთში.
,,სამყაროს შექმნის ლეგენდის ვარიანტი.  
  ღმერთმა შექმნა ცა. ექვსი დღე წვიმდა და წვიმის რამდენი წვეთიც დაეცა მიწაზე, იმდენი ანგელოზი შექმნა ღმერთმა და წაიყვანა ცაში. ცის და ანგელოზების შემდეგ ღმერთმა შექმნა სამყარო და ბოლოს ევა და ადამი. ჩასვა ისინი ერთ კიდობანში, უბრძანა მის დაბრუნებამდე არავისთვის მოესმინათ, მეთ-ვალყურედ მგელი მიუჩინა და ავიდა ცაში, მაგრამ არ მივიდნენ მისი შექმნილი ანგელოზები ღმერთ-თან. არ ესიამოვნა ღმერთს ამგვარი დაუმორჩილებლობა, მიწაზე ჩაყარა ანგელოზები და ეშმაკებად აქცია. ერთი ასეთი ეშმაკი შეძვრა გველის ტყავში და აცდუნა ევა და ადამი. რომ არ ცდუნებულიყვნენ ევა და ადამი, ღმერთს უნდოდა ისინი ეკურთხებინა ისე, რომ ყველანაირი საჭმელ-სასმელი ციდან მიე-ღოთ, ქალებს ემშობიარათ კუნთებიდან და ისე იოლად, რომ დედას შვილის დაბადება მხოლოდ მაშინ გაეგო როცა ჩვილი ძუძუს მოწოვას დაიწყებდა. ევას და ადამის მწუხარებას ეშველებოდა, მეორედ რომ არ განერისხებინათ ღმერთი. საქმე იმაშია, რომ ევა ძალიან იტანჯებოდა და ტიროდა მშობი-არობის დროს. ევას ეს მდგომარეობა ძალიან აშფოთებდა ადამს და ის ამბობდა:,,ვინც ევას გაათა-ვისუფლებს ამ ტანჯვისგან, ნებისმიერ თხოვნას შევუსრულებ. ამ დროს გამოჩნდა სამაალი და უთხრა ადამს:,,დამპირდი, რომ ვიდრე ,,დაუბადებელი არ დაიბადება და ,,უკვდავი არ მოკვდება მანამდე შენი შთამომავლები ჩემს ხელთ იქნებიან. ადამმა მისცა სიტყვა და ამგვარად ადამის და ევას შთამო-მავლები სამაალის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ ამბავის შეტყობისას ღმერთი განაწყენდა. მოიწვია თავისი ანგელოზები რჩევისთვის და ერთად დაადგინეს: დაიბადოს ქრისტე, როგორც ,,დაუბა-დებელი და ,,უკვდავი. დაიბადა ქრისტე და დაინგრა სიბნელის სამეფო. ქრისტემ მიწაზე იცოცხლა თორმეტი წელი.

     II. სამაალი (ლეგენდა)   

  ღმერთი და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი ერთად მოგზაურობდნენ დედამიწაზე. მაშინ ხმელეთის ქერქი ისეთი მსუბუქი და თხევადი იყო, რომ მუხლებამდე ეფლობოდნენ, მიუხედვად იმისა, რომ თხილამურებზე იდგნენ.  მოგზაურობის დროს მათ წინ მუდმივად მიგორავდა მრგვალი ქვა. ღმერთმა თქვა: ,,ქვა გზას გვირთულებს, გავხლიჩავ მთავარანგელოზები ცდილობდნენ გადა-ეფიქრებინათ ეს განზრახვა, რომ მერე არ ენანათ ნამოქმედარი, მაგრამ ღმერთმა არ მოუსმინა, მათ, ჰკრა ფეხი ქვას და გახლიჩა. ქვიდან გამოხტა სამაალი, სწვდა ღმერთს ყელში და დახრჩობა დაუწყო. ღმერთმა იგრძნო განსაცდელი და უთხრა სამაალს: ,,მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამიშვი. სამაალმა უპასუხა:,,ან დროებით დამიზავდი, ან მუდმივი სიცოცხლე მომეცი. ღმერთმა მისცა მუდმივი სიცოც-ხლე. სამაალი კმაყოფილი წავიდა. მისი წასვლისთანავე მთვარანგელოზებმა უთხრეს ღმერთს: ცუდი გადაწყვეტილება მივიღეთ: ამიერიდან ადამიანთა ბედი მის ხელში იქნება. მიცვალებულთა სახელზე ნაკურთხი მას დარჩება და როგორ შეიტყობს ხალხი ამის შესახებ? ვინ გვადიდებს ჩვენ და რატომ? დავეწიოთ მას და ვუთხრათ: როცა ღმერთს ეყოლება შვილი, დაუთმე მას მუდმივი ცხოვრება. ღმერთს მოეწონა ეს რჩევა. მთავარანგელოზები დაეწიენ სამაალს და უთხრეს: ,,სამაალ! როცა ღმერთს ეყოლება შვილი, დაუბრუნე მას მუდმივი ცხოვრება. სამაალი დაფიქრდა და უპასუხა:,,თუ  ღმერთს აქვს სურვილი, მე თანახმა ვარ. მთავარანგელოზები დაბრუნდნენ ღმერთთან და გააგრძელეს მოგზაურობა. გზაზე, წყაროსთან დაინახეს მარიამი, რომელიც რეცხავდა. მთავარანგელოზმა უთხრა ღმერთს:,,შთამბერე შენი სული, მე მას ვშთავბერავ მარიამს. ღმერთმა შთაბერა სული მთავარ-ანგელოზს, მთავრანგელოზმა მარიამს, რომელმცა მაშინვე იგრძნო, რომ დაორსულდა. შინ დაბრუ-ნებისას მარიამმა უამბო დედას მომხდარი. დედამ გამოჰკითხა რაში იყო საქმე და როცა გაარკვია ყვე
ლაფერი, გააფრთხილა მარიამი ფრთხილად ყოფილიყო. მარიამმა შვა ქრისტე. როცა ქრისტე წამოი-ზარდა და სიარული დაიწყო, ხალხს უნდოდა მისი მოკვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და ჯოჯოხეთი ელოდა. ხალხს სურდა ქრისტეს სიკვდილი, მაგრამ ვერ კლავდა მას, რადგან ქრისტე მუდმივად იცვლიდა სამოსელს, სახეზე კი მას ვერავინ ცნობდა.
  დისა და ძმის კავშირით ნაშობმა კაცმა განაცხადა, რომ ის ამოიცნობს ქრისტეს შემდეგი ხერხით: საზოგადოებრივი ტრაპეზის დროს, ჩამოატარებს ღვინოს და მიაწოდებს ქრისტეს, რომელიც არ გამო-ართმევს თასს, როგორც ცოდვის შვილს და ამგავრად იპოვნის ძებნილს. ასეც მოხდა. ქრისტე შეიპ-ყრეს და ჯვარს აცვეს. გურსმენბი ჯვარცმისთვის მჭედელს დაუკვეთეს და მან შეკვეთილის რაოდე-ნობას კიდევ ორი დაუმატა, რის გამოც ყველა მჭედელის სული დაღუპულია. სიკვდილის შემდეგ ქრის-ტე მივიდა ჯოჯოხეთში სამაალთან და გამოიყვანა იქიდან ყველა გარდაცვლილის სული, მაქას სულის გარდა. სამაალმა შექმნა სვანეთი. ქრისტეც იქ მიდიოდა ვაზის გასაშენებლად, მაგრამ სამაალმა დაას-წრო და უკან მობრუნებული შეხვდა ქრისტეს იმ ადგილას, რომელსაც ერქვა - აშორა, სოფ. ცაგერი-დან ათი ვერსტის მანძილზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე, სადაც ახალაც დევს ბრტყელი ქვა ადა-მიანის და ნავის ნაკვალევით. ეს ნაკვალევი თითქოს სპეციალურად არის ამოტვიფრული და სვანების რწმენით, ის ქრისტეს და მის ნავს ეკუთვნის, მათი აქ ყოფნის ნიშნად და ამ ქვასთან გავლისას სვანები ყოველთვის იწერენ პირჯვარს. სამაალმა დაარწმუნა ქრისტე, რომ უკვე გააშენა სვანეთში ვაზი და მტკიცებულებად კოწახური აჩვენა. ,,ასეთი წითელი ყურძენი მეც კი არასოდეს გამიშენებია - წარ-მოსთქვა იესომ და დაბრუნდა უკან. მაგრამ მაინც ვერ მოითმინა, მოტრილადა სახით სვანეთისკენ, სული შეუბერა, რომელმაც მხოლოდ სოფელ ლენტეხამდე მიაღწია და სწორედ ამიტომ ყვავის აქ ვაზი.
  ამგვარად სამაალის ეშმაკობების გამო სვანეთი ვაზის გარეშე დარჩა. როცა ადამიანები უგზავნიან წყევლას სამაალს, ის ნეტარებს, როცა უსურვებენ ნეტარებას ხვდება ჯოჯოხეთში - იღუპება. სამა-ალის ადგილსამყოფელი უფრო განათებულია, ვიდრე ქრისტეს ტახტრევანი, ამიტომ ადამიანთა სულე-ბის უმეტესობა სამაალისკენ მიილტვის, იქ უკეთესად არიან.

III. სააღდგომო რიტუალი სვანეთში     

  ბოლო დროს, როცა ხუცესებმა დაკარგეს გავლენა და მნიშვნელობა ხალხში, რადგან მთავრობამ მათ აუკრძალა ღვთის მსახურება, ხალხი ირჩევდა აღდგომის დილას ორ პირს. ერთს უნდა ეუწყებინა ქრის-ტეს აღდგომა, მეორე - გაიძვერა, ეშმაკის როლში, განასახიერებდა სამაალს და ეკლესიაში შესვლისას კეტავდა კარს, რომელსაც მთელი ძალით იჭერდა. ხუცესები და მრევლი აწვებოდნენ კარს და შედი-ოდნენ ტაძარში. ამის დამნახავი სამაალის განმასახიერებელი ჩქარობდა საკურთხეველში შესვლას და ვინც ამ დროს მას დაეწეოდა კინწს კრავდა მუშტებით - ასეთი იყო ადათის მოთხოვნა!..
  მსახურების დასრულებისთანავე პირველი რჩეული ადიოდა ეკლესიის სახურავზე და დიდხანს, რამ-დენჯერმე, ხმამაღლა ამბობდა: ,,დიდება შემოქმედს, დიდება!... ქრისტე აღდგა, სიკვდილითა სიკვდი-ლისა დამთრგუნველი!.. ისმინეთ და გაიგონეთ ყველამ: ადამის მოდგმისანო სამყაროს ოთხივე ქვეყანა-ში, ციურნო ფრინველნო, ცხოველნო, კლდენო, ზღვის თევზნო, ტყენო, ყანებო და მიწათმოქმედნო, პირუტყვნო და მეტყველნო!..
  IV.  მზე და მთვარე (ლეგენდა) 
  მზის გაჩენამდე დედამიწას სხვა სხეული ანათებდა, რომელიც მიწაზე იყო, მაგრამ ღმერთმა ეს მნა-თობი ცაში მოითხოვა. დედამიწა სიბნელეში დარჩა. მისი ხელოვნური ნათელი და სითბო არ იყო საკმა-რისი და მძიმე გახდა სიცოცხლე ყველასთვის. გავიდა დრო და ცაზე გამოჩნდა მნათობი, რომლესაც ჰქვია ,,მიჟი - მზე. აი როგორ მოხდა ეს ამბავი. მზე და მთვარე სისხლით ძმები არიან, ანუ ერთი მა-მის და სხვადასხვა დედის შვილები. მთვარე - უმცროსია. ღმერთმა განუცხადა მათ დედებს, რომელიც უფრო ადრე გაიღვიძებდა, ის იქნებოდა დღის მნათობი. ამასთან ერთად გააფრთხილა დედები, შვი-ლები არ გაეღვიძებინათ. ორივე ძმა ცდილობდა გამხდარიყო დღის მნათობი. უმცროსმა ძმამ საწოლ-ზე დაიფინა ასკილი და ჭინჭარი, იმისთვის რომ არ ჩასძინებოდა. დიდხანს ფხიზლობდა, მაგრამ დი-ლით ძილი მოერია და მკვდარივით ჩაეძინა. უფროსმა ძმამ წინა საღამოს ადრე დაიძინა და დილა-ადრიან გაღვიძებისთანავე გაემგზავრა სამყაროს გასანათებლად. დედას ძალიან გაეხარდა ეს. უმცროს ძმას იმდენ ხანს ეძინა, რომ დედამ ცომის მოზელვა დაიწყო, სადილისთვის პურის გამოსაცხობად. ბოლოს ძილისგუდასაც გაეღვიძა. მისი მცონარობით გაბრაზებულმა დედამ სახეში ცომიანი ხელი გააწნა! ამიტომ არის მთვარეზე ლაქები. ღამით მზე ზღვაში ეშვება, აფრქვევს ოქროს და მიემართება აღმო-სავლეთისკენ, დილაობით ამოდის ცაზე. მზის ჩასვლის შემდეგ მხოლოდ კვერნას შეუძლია მისი სხივე-ბის სამგზის გაძლება. თუ ამ დროს კვერნის ტყავს ზღვაში ჩაუშვებენ, ის მთლიანად ოქროთი დაიფა-რება. მთვარეს აქვს ორი მხარე - ნათელი და ბნელი, მბრწყინავი. პირველ მხარეს გვაჩვენებს  დღი-სით, მეორეს ღამით. როდის იბადება მთვარე არავინ იცის. ახალ მთვარეობას პირველ დღეს ამჩნევს კალმახი, მეორე დღეს ბაყაყი, მესამე დღეს ადამიანი. მზე და მთვარე მადლით არიან ცხებული. 
  სეტყვა ცოცხალი, მაგრამ ბრმა არსებაა და ცაში ცხოვრობს. უყვარს სეირნობა და მისი საყვარელი სასეირნო ადგილებია კლდეები და უღრანი ტყეები. წინამძღოლად ეშმაკი ჰყავს მიჩენილი. გასეირნების თარიღს როცა უცხადებს სეტყვა ეშმაკს, იმ დროს სატანას მყინვარებიდან და კლდეებიდან ცაში მიაქვს ყინულების უზარმაზარი მრგვალი და ბრტყელი ნაჭრები. გასეირნების წინ სეტყვა სთხოვს ეშ-მაკს არ ატაროს სოფლებში და განსაკუთრებით ყანებში, რადგან არ უნდა ხალხს ზიანი მიაყენოს, მაგ-რამ ეშმაკს მთების და ხეობების შემდეგ სოფლებსა და ყანებში მიჰყავს სეტყვა და არწმუნებს რომ სო-ფელსა და ყანებს გვერდს უვლიან. 
  თოვლი. იყო სამი ,შდავალი (ქალაქის მერცხლები): ერთი სულ თეთრი, მეორე - თეთრი მუცელით, და მესამე - შავი. იმ ქვეყნებში სადაც თეთრი ,,შდავალი გაფრინდა თოვლი მთელი წელი ან უკიდუ-რეს შემთხვვეაში წელიწადის უმეტეს დროს დევს. იქ სადაც თეთრმუცელა გაფრინდა თოვლი მხოლოდ ზამთარშია, იქ კი სადაც შავი გაფრინდა თოვლი საერთოდ არ მოდის. თოვლი მუდმივად ცაშია და რამდენიც არ უნდა მოდიოდეს, არასოდეს გათავდება.
  ჩუტყვავილა და წითელა ღვიძლი ძმები არიან. მათი დედა ცხოვრობს მაღალ, მიუწვდომელ კლდეზე ზღვის ნაპირას. მათი საცხოვრებელი ძველ დროში ნახა ადამიანმა. დედა დროგამოშვებით აგზავნის შვილებს მიწაზე. შორეულ წარსულში მათ ოჯახთან ერთად, გემით იმოგზაურა უცნობმა. ზღვა აღელ-და, გემი დაიმსხვრა, ყველა დაიღუპა, აღნიშნული მოგზაურის გარდა, რომელიც ტალღამ კლდის ძირ-თან მიაგდო. ის დიდი გაჭირვებით ავიდა კლდის მწვერვალზე, სადაც იპოვნა  ბროლივით ანკარა ძა-ლიან დიდი წყარო. წყაროსთან თოვლივით თეთრი ქალი იდგა ევას სამოსში. მკერდი მხარს უკან ჰქონ-და გადადებული და თეთრეულს რეცხავდა. მოგზაური უკნიდან მიეპარა და კერტებზე უკბინა1 ქალი შეკრთა, გაოცდა და ჰკითხა მოსულს: ,,როგორ მოახერხე აქ მოსვლა, მე ხომ ჩემი შვილები გამოგიგ-ზავნე? არ ყოფილან ისინი შენთან?! მოგზაურმა უამბო მომხდარის შესახებ და სთხოვა მისთვის საც-ხოვრებელი ეჩვენებინა. ქალმა თავის სახლში წაიყვანა მოზაური, რომელმაც სახლის შუაში, ბოძზე მი-ჭედებული ადამიანების თვალები ნახა. შეშფოთებული მოგზაურის კითხვაზე რას ნიშნავდა ეს, ქალმა უპასუხა:,,ჩემი შვილი ჩუტყვავილა ავადმყოფებს თხრის თვალებს, მოაქვს სახლში და აჭედებს ამ ბოძზე. ის მხოლოდ მაშინ აბრმავებს ადამიანს, როცა მისი ავადმყოფობის დროს სახლში მტვერია, ან ცეცხლს წყალს ასხამენ.
  ამ დროს დაბრუნდნენ ქალის შვილებიც.  დედამ სთხოვა ჩუტყვავილას არ შეეყარა მოგზაურისთვის ავადმყოფობა და მიეცილებინა სტუმარი სახლამდე. ჩუტყვავილამ უთხრა, რომ ახლახანს დაბრუნდა ღმერთისგან და ღმერთი აპირებს, ხვალ მათ მეზობელს გაუგზავნოს ჭირი და ჭირთან ერთად ეს მოგ-ზაურიც გააგზავნოს სახლში. დედამიწის წიაღში ჩუტყვავილის და წითელის გარდა სხვა ავადმყოფო-ბებსაც ჰქონდათ საფარი. რამდენიმე ადგილას ამოიფრქვა ცეცხლი და კვამლი ამოვიდა. დიასახლისმა დაწვრილებით მიუთითა მგზავრს ავადმყოფობების, მათ შორის ჭირის (საიდანაც შავი კვამლი ამოდიო-და ჭირი იქ ბუდობდა) საცხოვრებელი ადგილები. მხოლოდ სურდოს არ ჰქონდა იქ სავანე.3 მეორე დღეს, ჭირმა მშვიდობიანად მიიყვანა მოგზაური სახლში.
  თუშები. თავისუფალ სვანეთში, უშგულის თემში, სოფელთან ახლოს ადგილია, რომელსაც ორი სახე-ლი აქვს: ,,თუშრე ნამზიგე - თუშების ძველი მამული და ,,თუშრე ზუგვარი - თუშური მთები. გადმო-ცემის მიხედვით, წარსულში აქ ცხოვრობდნენ თუშები, რომლებიც საერთო თემს ქმნიდნენ. ისინი იყვნენ უკეთურები, აბეზარები, ჯიუტები, მომაბეზრებლები,  ერთი სიტყვით  აწუხებდნენ მეზობელ სოფლებს. უშგულელებმა გადაწყვიტეს მათი განადგურება. თუშებმა ეს ამბავი ერთი ნათესავი ქალისგან შეიტყვეს, შეშინდნენ, ღამით ოჯახებთან ერთად აიბარგნენ და გაემგზავრნენ ქართველ კეი-სართან.4  რომელსაც სთხოვეს მიწა დასასახლებლად. საქართველოს კეისარმა შეხედა მოხდენილ თუ-შებს და მათი გმირული იერიდან გამომდინარე სიამოვნებით შეუსრულა თხოვნა, დაასახლა იქ საი-დანაც მტრისგან საფრთხე ემუქრებოდა და სადაც ამჟამად ცხოვრობენ თუშები. ახალ სამშობლოში თუშები გამრავლდნენ და კეისრის საყვარელი დაუმარცხებელი მეომრები გახდნენ.
  თამარ მეფე. თამარის მამას ორი შვილი ჰყავდა - თამარი და მისი ძმა. ვაჟი გარდაიცვალა. მეფემ  ბრძანა გაეკვეთათ გვამი სიკვდილის მიზეზის დასადგენად. გაირკვა რომ ავადმყოფი ,,გვასკის-ჭიების
მსხვერპლი გახდა. ჭია ცოცხალი იყო, სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამ დროს ერთმა მოგზაურმა კაცმა ჭიას დაასხა ნიორზე დაყენებული სასმელი და ჭია გაქვავდა. განრისხდა მეფე, უცხოელ მკურნალზე, რომელმაც იცოდა  სასმელის სამკურნალო თვისებები და არ გადაარჩინა უფ-ლისწული. მეფემ ბრძანა მკურნალი თავდაყირა ჩაესვათ კედელში.
გარდაიცვალა მეფე და ბაგრატიონთა ერთადერთ შთამომავლად თამარი დარჩა. თამარზე ღვთის მად-ლი იყო გადმოსული და ის გათხოვებას უზნეობად მიიჩნევდა. შეიკრიბა მთელი სამეფო, ხალხმა დაი-ჩოქა მუხლებზე და სთხოვა თამარს გათხოვილიყო, რათა არ გადაშენებულიყო ბაგრატიონთა მოდგმა. ამ შეკრებაში ერთი თათარიც მონაწილეობდა, რომელიც მოეწონა თამარს და ქმრად აირჩია.
  თამარმა ოთხჯერ გააგზავნა ქმარი საომრად. ის სამჯერ გამარჯვებული დაბრუნდა, მეოთხედ ზღვა-ში დაიხრჩო. თამარი ისე დაღონდა, რომ ოთხი თვე მზეს არ ენახვებოდა. თამარს დარჩა ქალიშვილი რუსუდანი, რომელსაც დედასავით არ ჰქონდა გათხოვების სურვილი, მაგრამ ანგელოზმა გადა-ათქმევინა განზრახვა, უთხრა, რომ გაუთხოვარი რუსუდანი შერცხვენილი იქნებოდა. რუსუდანმა არ შეისმინა ანგელოზის რჩევა, მაგრამ გაუთხოვრად, მამკაცის გარეშე დაორსულდა. შეწუხდა, უნდოდა მოეშორებინა ნაყოფი, მაგრამ ანგელოზმა გადაათქმევინა, რათა არ გადაშენებულიყო ბაგრატიონთა მოდგმა. რუსუდანი წავიდა ტყეში, იმშობიარა და დაბრუნდა უკან. ანგელოზმა  ჩვილს მკვებავად შვე-ლი მიუჩინა. შველმა გამოზარდა ბავშვი და მიიყვანა სვანეთში. რა ბედი ეწია ბავშვს შემდეგ, ლეგენდა არაფერს ამბობს. 
ჟივჟივა და ვეჟანა (ლეგენდა). უხსოვარ დროში  სვანეთის ერთ-ერთ სოფელში მგელი ჩნდებოდა, რო-მელიც იპარავდა და ჭამდა ბავშვებს. იმ დროს სოფელში ცხოვრობდა ჟივჟივა, რომელსაც ერთად-ერთი ვაჟი ვეჟანა ჰყავდა. მგლის ლუკმა რომ არ გამხდარიყო ვეჟანა, ჟივჟივამ ღვინის დოქის მსგავს კალათაში* ჩასვა და თვითონ იქვე დაიმალა მტაცებლის მოლოდინში. მგელი მალე გამოჩნდა და სა-სუსნავის სურვილით შეპყრობილი კალათაში ჩახტა. იქვე ჩასაფრებული ჟივჟივა ხანჯლით ხელში ზე-მოდან დაახტა მგელს და მოკლა, მაგრამ გაცეცხლებულმა აჩქარებით შვილსაც გამოსდო ხანჯალი მუცელში. ამ ამბით ძალიან დამწწუხრებულმა თანასოფლელებმა აღუთქვეს ჟივჟივას ნებისმიერი სურ-ვილის ასრულება. ჟივჟივას ძალიან თავმდაბალი თხოვნა ჰქონდა თანასოფლლებთან: ყველა მათგანს, ყოველ წელს, დიდი მარხვის დროს, გადაეხადა პანაშვიდი მისი შვილისთვის და ტრაპეზი გაემართა, გამოეცხო თითო პური თითო სულზე მის პატივსაცემად. ხალხი დღესაც ასრულებს ამ ანდერძს. 
  სოფელ უშგულიდან აღმოსავლეთით, ამაღლებულ ადგილას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, რომელსაც სოფელ ღების მცხოვრებნი ,,უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიად მოიხსენიებენ. ტა-ძართან ახლოს პატარა გორაკია, რომელსაც  ხალხი ეძახის ,,სავიარე ლაშთხვალ - ,,ოსების სასაფ-ლაო. გადმოცემის თანახმად აქ ოსები ეკლესიის გასაძარცვად მოვიდნენ, მაგრამ ღვთისმშობელმა ისინი დააბრმავა. ოსების განზრახვის შეტყობისთანავე ხალხმა მოკლა ისინი და იქვე დამარხა. რამდე-ნიმე წლის წინ ეკლესიაში ეკიდა ოსების კუთვნილი ექვსი თავსაბურავი, რომლებიც სად გაქრა არავინ იცის.
  ხალხმა აქვე ეკლესიიდან გამოტანილი მახვილებით განგმირა ძმები რატიანები, ეკლესიის ხატისადმი უპატივცემულობისთვის.
  სოფელ უშგულიდან 2-3 ვერსტზე, გზის პირას მთაა, რომელიც გადმოცემის თანახმად ხალხის მიერ გაძარცვული ერთი პატივმოყვარე თავხედის, სახლიდან წამოღებული ნივთებისგან წარმოიქმნა. ხალხმა ის დასაჯა, რადგან ცდილობდა მათთვის წაერთმია თივა და შეშა.
  ცენის ხეობაში,  ე.წ. ხუცესების სათიბში, იზრდება ჭადარი, რომელშიც მთავარანგელოზების სახე-ბაა. XIV საუკუნეში ამ ადგილზე ცხოვრობდა ხალხი, რომელიც ხშირად ჩხუბობდა ზესხვამცელებთან. ერთხელ ჩხუბი ნამდვილ ბრძოლაში გადაიზარდა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი გაანადგურეს. ამის შემდეგ ხუცესებმა მიიღეს მთავარანგელოზების სახება, რომელიც მიადეს სრულიად ახალგაზრდა ჭადარს, რომელიც შეეზარდა ხის ქერქს.
  ცენის ხეობაში, ,,ხუცესთა სათიბიდან 2 ვერსტში მინდორია, რომელსაც ჰქვია ,,ნაშალვარე ლარე, ,,სასაკლაო სათიბი. შორეულ წარსულში, ამ ადგილას ხელჩართული ბრძოლა გაიმართა უშგულელებსა და ლაშხეთელ ,,მახვშს (არჩევითი მამსახლისი) ბეჟან (ზოგიერთი მონაცემებით - ქღანსვი) ყიფიანს შორის. იმ დროს მშვილდისრებით იბრძოდნენ. უშგულელმა მახვშმა ბაღაშ რატიანმა მოკლა ბეჟან ყი-ფიანი და გაანადგურა მისი თანამებრძოლები, რომელთაგან მხოლოდ ერთი გაათავისუფლა, თავისიანებისთვის მარცხის ამბავის საცნობებლად.
  ერთხელ ზაფხულში ცენას და ზასხვას ხეობის ბავშვებმა მინდორში დადგეს ,,ლაცლავ ბაბი - შაშვე-ბის დასაჭერი კაკანათი. ბავშვებმა იჩხუბეს და ჩხუბის დროს ორი გარდაიცვალა. მათ ამხანაგები გამოსარჩლნენ და ბავშვებმა ერთმანეთი მოკლეს. გადაემტრნენ ორივე მხარის ბავშვების მშობლები და ნათესავები. დაიწყეს შურისძიება, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს მოწინა-აღმდეგეებმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართეს, ზასხველებმა - ყაბარდოელ ოსებს, ცენაელებმა
სვანებს. სვანები და ოსები როცა საბრძოლველად მოეწყვნენ უთხრეს ერთმანეთს: ,,რისთვის უნდა   ვხოცოთ აქ ერთმანეთი?  არ სჯობს გავანადგუროთ ვინც დახმარება გვთხოვა და მათი მთელი ქონება მივისაკუთროთ? თქვეს და გააკეთეს. დასახმარებლად მისულმა ჯარებმა გაანადგურეს ცენაელები და ზასხვისელები. სვანებმა მიითვისეს ადგილობივთა ყველა ძვირფასი ნივთი, ხატები და საეკლესიო ჭურ-ჭელი, ოსებმა - საქონელი და სხვა ნივთები. დაზარალებულთაგან ზოგიერთმა გაქცევით უშველა თავს და ლაშეხეთის მახვშის, მდიდარი და გავლენიანი კაცის - ქღანსოვ ყიფიანის მფარველობის ქვეშ აღ-მოჩნდა, რომელსაც იმ დროს 300 კომლი ქვეშევრდომი ჰყავდა. ქღანსოვ ყიფიანი იმდენად შეძლებუ-ლი იყო, რომ მთიდან სარწყავი არხი გაიყვანა თავისი სახლის ასაშენებლად.

ამირანი (ლეგენდა). 

უღრან ტყეში, რომლის ხეების კენწეროები ცას სწვდება, მახვილ მწვერვალიანი კლდე იყო წამომართული. ტყესთან ცხოვრობდა მონადირე დარჯელანი, რომელიც ტყეში ნადირობდა. ერთხელ დარჯელანი მივიდა კლდის ძირთან, და მოესმა ხმები რომელიც ძალიან ჰგავდა ქალისას. მო-ნადირემ ამ ხმებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. ზევით აიხედა, მაგრამ ვერ შეძლო კლდის მწვერვალის დანახვა. უნდოდა კლდეზე ასვლა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მონადირე სახლში დაბრუნდა. მისი ცოლი ძალიან ავი, კაპასი და თანაც კოჭლი ქალი იყო. დარჯელანმა ცოლს მეორე დღისთვის საგზალის მომზადება დაავალა, თვითონ კი მჭედელთან წავიდა  ჩაქუჩის და ქვის სატეხების დასაკვეთად. მეორე დღეს, როცა ყველაფერი მზად იყო, მონადირე მივიდა კლდის ძირთან. ჩაქუჩით და ქვის სატეხებით კლდეში საფეხურები ამოჭრა და მწვერვალზე ავიდა, სადაც კარის მსგავსი ხვრელი ნახა. შევიდა ამ ხვრელით გამოქვაბულში, სადაც ნახა ენით და კალმით აუწერელი სილამაზის, ოქროს-ფერკულულებიანი, ნადირობის ქალღმერთი დალი. დალის და მონადირეს დანახვისთანავე თავდავიწ-ყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. ჩახუტებულები იყვნენ დიდხანს. მონადირე ღამე დარჩა დალისთან და დიდი სურვილის მიუხედავად დალიმ ვერ შეძლო სიყვარულის ლტოლვისთვის წინააღმდეგობის გაწე-ვა!.. მეორე დღეს დალიმ ურჩია მონადირეს შინ დაბრუნება, მაგრამ დარჯელანი კვლავ მასთან დარჩა ღამე. დილით დალიმ უკვე მკაცრად უთხრა მონადირეს დაბრუნებულიყო სახლში, რადგან ჩვეულების მიხედვით მას ცოლი ელოდებოდა და თუ დარჯელანი ამჟამადაც არ დაბრუნდებოდა, მისი ცოლი, რო-გორც გრძნეული, შეიტყობდა ყველაფერს, გამოჰყვებოდა მონადირის ნაკვაკლევს, დალისაც და დარ-ჯელანსაც უბედურებას შეამთხვევდა 
-არა შენს თავს გეფიცები-უპასუხა დარჯელანმა, კოჭლია და ძლივს დახოხავს სახლში და იმ ღამესაც დარჩა დარჯელანი დალისთან...
 ქმრის სახლში არდაბრუნების გამო განცვიფრდა დარჯელანის ცოლი, ელოდა ორი დღე და მესამე დღეს ჩააწყო კალათში საგზალი და გაჰყვა ქმრის ნაკვალევს, რომელმაც მიიყვანა ჩვენთვის ცნობილი კლდის ძირთან, სადაც ის ავიდა,ჩვენთვის ცნობილ მწვერვალზე და დაინახა, ჩახუტებულებს როგორ ტკბილად ეძინათ მის ქმარს და დალის მოძებნა დალის ოქროს მაკრატელი, მოაჭრა ოქროს ნაწ-ნავები, თან წაიღო მაკრატელი, ოქროს ნაწნავები და სახლში დაბრუნდა.
  დილით, როცა გაიღვიძეს დარჯელანმა და დალიმ, რომელიც სხეულში სიმსუბუქეს გრძნობდა, თავზე ხელები გადაიტარა და ჰოი ღმერთო!... .აღარ ჰქონდა ძვლები. ეცა მაკრატელს და მაკრატელი არ იყო თავის ადგილზე. შეწუხდა დალი და მონადირეს უთხრა: - შენზე გადმოვიდეს ჩემი ყველა ცოდვა, ხომ გეუბნებოდი, რომ შენი ცოლი დაგვმართებს უბედურებას!,, აზრი არ აქვს ჩემს ცხოვრებას! აიღე ჩემი მაკრატელი, გამომაფატრე მუცელი, რადგან დავორუსლდი შენგან. ჩვილი თუ იქნება მამრი დაარქვი მას - ამირანი, ხოლო თუ იქნება მდედრი, რაც გინდა დაარქვი ჩემი შვილი იქნება გმირი. სხეულში რომ დარჩენილიყო ორსულობის ვადის დასრულებამდე, დაიბადებოდა ისეთი უძლეველი, რომ თვით ღმერთსაც შეერკინებოდა, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა უფრო სუსტი იქნება შეასრულე ჩემი უკა-ნასკნელი ნება. როცა ჩემი საშვილოსნოდან ჩვილს გამოიყვან, სამი თვე უშობელის შიგანში ამყოფე და სამი თვე მოზვერის შიგანში რათა აღევსოს, რაც დააკლადა დედის საშოში. შემდეგ ჩააწვინე აკვანში და მიიყვანე იამანის წყაროსთან, სადაც მოვა მისი ნათლია და ბავშვის ნათლობის დასრულებისთანავე ეტყვის ნათლულს ყველაფერს რაც მას სჭირდება
  ამ შეთავაზებით უკმაყოფილო მონადირემ უარის თქმა სცადა მაგრამ დალის დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა დარჯალანი მის ნებას დამორჩილებოდა აკანკალებული ხელებით, საკეისრო კვეთით ამოიყ-ვანა დედის სხულიდან მზის მსგავსი ბიჭი. დარჯალანმა დალის ყველა მითითება შეასრულა, ჩააწვინა ბავშვი აკვანში, დადგა აკვანი იამანის წყაროსთან და სახლში დაბრუნდა. წყაროსთან მდგარი აკვნის და მასში მწოლიარე ბიჭის დანახვისას გამვლელები ჩერდებოდნენ  და ეკითხებოდნენ ბიჭს, ვინ იყვნენ მისი მშობლები და ნათლია. ამ კითხვებზე ბიჭი პასუხობდა - არ ვიცი ვინ არიან ჩემი მშობლები, ნათ-ლია ბატონი ანგელოზია ჩამოიარა ანგელოზმა და სამჯერ დაუსვა ბიჭს იგივე კითხვა, რაზეც იგივე პასუხი მიიღო. ანგელოზმა გაუმხილა ბიჭს თავის ვინაობა, მონათლა ბავშვი, დაარქვა ამირანი, მისცა ხანჯალი და უთხრა შეენახა იარაღი ჩექმაში, ვიდრე მისი გამოყენების აუცილებლობა არ იქნებოდა. ანგელოზმა აკურთხა ამირანი, უთხრა რომ მისი მომრევი არავინ იქნებოდა დედამიწაზე და წავიდა. წყაროსთან მივიდნენ იამანის მეთულუხჩეები, რომლებმაც აკვანში მწოლიარე ამირანს დაცინვა დაუწ-ყეს. დაცინვით შეურაცხყოფილი ამირანი ჩამოვიდა აკვნიდან, მოკიდა ხელი მაწყენარებს, თავები ერთმანეთზე მიარტყმევინა და ჭურჭელი დაუმსხვრია. შინ დაბრუნებულმა მეთულხჩეებმა უამბეს იამანს მომხდარის შესახებ. იამანი სასწრაფოდ მივიდა წყაროსთან და როცა იქ აკვანში მწოლიარე ბი-ჭი ნახა გახარებულმა უთხრა: ,,შენ ჩემი შვილების უსუფის და ბადრის ძმა იქნები. იამანი სახლში აკვნით დაბრუნდა. მის ცოლსაც ძალიან გაუხარდა ეს ამბავი და ქმარს უთხრა: ,,ეგ ბიჭი ჩვენი შვილების აკვნების სარწევად გამოგვადგება.
  მეორე დღეს იამანის ცოლმა ბადრი და უსუფი აკვნებში ჩააწვინა, მათ შუაში ამირანი დასვა და აკვ-ნების მუყაითად რწევა უბრძანა, რომ არ დასჯილიყო ამირანი დავალების ცუდი შესრულებისთვის და ძროხების მოსაწველად  წავიდა. გაბრაზებულმა ამირანმა უსუფის აკვანში მახათი იპოვნა და ჯერ უსუფს უჩხვლიტა, მერე ბადრის, ბავშვები ატირდნენ. ტირილის ხმაზე მოვარდა განრისხებული დედა და დაუყვირა ამირანს: ,,წამერთვას ყველაფერი თუ თავს არ დაგატეხო შავი დღე, კიდევ თუ გაბედავ და ცუდად არწევ აკვნებს!.. ჩემს შვილებთან ასე მოქცევას დალის ვაჟი ამირანიც კი ვერ გაბედავს!..
ამ მუქარის საპასუხოდ ამირანმა თავისთვის ჩაილაპარაკა: ,,ეჰ, ის არ ვარ ვინც ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ დალის შვილი ამირანი ვარ!... ქალმა როგორც კი გაიგო ეს სიტყვები მიატოვა ძროხების წველა, გახარებულმა მიირბინა ამირანთან, დაუწყო კოცნა, რძეში აბანავა და ფაქიზ ქსოვილში ,,ჰანთ-ჰაში გაახვია. იმ დღიდან იამანის ცოლი ისე ზრუნავდა ამირანზე, როგორც საკუთარ შვილებზე. იამანის და მისი ცოლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ღმერთმა ისეთი ძმა გამოუგზავნა მათ შვილებს, როგორიც ამირანი იყო, ბავშვები გაიზარდნენ და გმირი ჭაბუკები გახდნენ. ვისაც არ უნდა შეხვედროდნენ გზაზე, ერკინებოდნენ, ამარცხებდნენ. დამარცხებულები კი ეუბნებოდნენ :,,ჩვენი დაჯაბვნით ვერფერს გვიმტკიცებთ. გმირები თუ ხართ, გაარკვიეთ რა დაემართა იამანის თვალს. იამანს ერთი თვალი არ ჰქონდა. ყმაწვილებმა ამბავის გასარკვევად დედას მიმართეს. დედა ყველა-ნირად ცდილობდა პასუხისთვის თავის არიდებას და ბოლოს უთხრა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოსვლია იამანის თვალს, იამანმა ის ჩუტყვავილის გადატანის გამო დაჰკარგა. ამ პასუხით უკმაყო-ფილო ამირანმა, უსუფმა და ბადრიმ ეშმაკურ ხერხს მიმართეს. სთხოვეს დედას გამოეცხო კვერი და როცა დედამ ცომი თონეში ჩააკრა ორი კვერის ცხელი ცომი მკერდზე მიადეს და მოსთხოვეს სიმარ-თლის თქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჰპირდნენ მკერდის ამოწვას!.. შვილების დაჟინებული მოთ-ხოვნის გამო დედამ მათ უამბო: ,,იამანს ემტერებოდა დევი, რომელმაც მას ღალა დაუწესა. უსუფი და ბადრი როცა დაიბადნენ მოვიდა ჩევენთან დვვი და მოითხოვა მისთვის შვილებიდან ერთის ან იამანის თვალის გადაცემა. იამანმა გადაწყვიტა ამოეღო თვალი და გადაეცა დევისთვის!..სიმართლის შეტყო-ბისთანავე ძმებმა დაიწყეს სამზადისი დევთან საბრძოლველად და სთხოვეს იამანს თითოეული მათ-განისთვის რკინის მშვილდი და ისრები მოეტანა. იამანმა შეუსრულა შვილებს თხოვნა. დაიწყეს მშვილ-დების გამოცდა, მაგრამ ამირანის ძალას ვერ გაუძლო მშვილდმა და გატყდა. ამირანმა აიღო 27 ფუთი რკინა, მიუტანა მჭედელს და მშვილდი შეუკვეთა. მეორე დღეს წავიდნენ ახალგაზრდები დევთან საბრ-ძოლველად. დიდი ხნის სიარულის შემდეგ, მინდორში, მიადგენენ ერთ დევს, რომელსაც ჰქონდა შესა-ნიშნავი ვაშლის ბაღი, ხოლო ხეების ქვეშ ცხვრის ფარა ჰყავდა. ჭაბუკების დანახვაზე დევმა იყვირა:
,,მართლა გმირები თუ ხართ, მაშინ მოწყვიტეთ ჩემი ხეებიდან თუნდაც ერთი ვაშლი, ხოლო მეორე გა-დააგდეთ ხეებს იქით. ბადრი და უსუფი ბევრს ეცადენ, მაგრამ ვერც ერთი ვაშლი ვერ ჩამოაგდეს ხი-დან. ამირანმა დაჭიმა მშვილდი, ესროლა ხეებს და ყველა ვაშლი ჩამოაგდო ერთი მხრიდან, ხოლო მეორიდან გადაყარა ხეებს იქით. დევმა მეორედ მიმართა მათ: მართლა გმირები თუ ხართ, ჩემი ფარი-დან ერთ ცხვარს მაინც აიძულეთ ადგეს, მეორე კი დააწვინეთ. უსუფმა და ბადრიმ დევის ამ წინადა-დების შესრულებაც ვერ შეძლეს. ამირანმა ჯერ წამოაყენა მთელი ფარა, შემდეგ ისე ძლიერად დაარტ-ყა ფეხი მიწაზე, რომ ლამის მთელი ფარა გაანადგურა. დევმა მუჭში მოიქცია მთელი ფარა და ამირა-ნი, სახლში ჩაკეტა, უსუფი და ბადრი კი გარეთ დატოვა. ვახშმად დევმა ოთხი ცხვარი მოიხარშა. ხორცს ჭამდა და ძვლებს ზურგს უკან კუთხეში ყრიდა, სადაც რკინის ჯაჭვებით მისი და იყო მიბმუ-ლი. ვახშმობას რომ მორჩა დევმა თქვა:,,დღეისთვის საკმარისია, ხვალ ამირანის ხორცით დავტკბები და დაწვა დასაძინებლად.
  დევმა როგორც კი ჩაიძინა ამირანი მივიდა მის დასთან და სთხოვა ესწავლებინა როგორ მოეკლა დევი, რაზაეც დევის დამ უპსუხა:,,ჩემს ძმას ვერფერი მოკლავს ხის ზეთში ამოვლებული მისივე ხმლის გარდა, რომელზეც ის წევს. იმ ხმალს შენ მარტო ვერ გამოაცლი ქვეშიდან, ამიტომ გირჩევ მოიტანო ქამრებისგან დაწნული თოკი, რომელიც სახლში დევს და მისი ერთი ბოლო მიაბა ხმალს, მეორე მომცე მე და ერთად შევძლებთ ხმლის გამოძრობას. ხმალი როცა ხელთ გექნება კისერზე მიადე დევს და ხმა-ლი თავად გააკეთებს თავის საქმეს. ამასთან მოვითხოვ და გთხოვ მომცე ფიცი ,,ქრისტეს თავდე-ბობით*, როცა მოკლავ ჩემს ძმას მეც გამათავისუფლებ და არავითარ ზიანს არ მომაყენებ. ამირანმა შეჰფიცა დევის დას ქრისტეს თავდებობით. გადაათრიეს ბაგირი და გაჭიმეს ხმალი. დევის დამ ისეთი ხმა გამოსცა, რომ დევს თითქოს გაეღვიძა, მაგრამ მაშინვე ჩაიძინა. ამირანმა დევს კისერზე დაადო ხმალი, მჭრელი პირით ქვემოთ და ხმალმა დაიწყო დევის კისერის კვეთა. როგორც კი ნახევარს მიაღ-წია, დევმა ფართხალი დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ. დევის განგმირვის შემდეგ ამირნმა მისი დაც მოკლა და დაარღვია წმიდა ფიცი. დევის მთელი მონაპოვარი დარჩათ ახალგაზრდებს და მათ რისი წაღებაც შეძლეს, წაიღეს და წავიდნენ. გზად ნაძვნარში შეიარეს, სადაც ნახეს კლდე, რომელზე მჯდომი დევი საწმისს ქსოვდა. ამ დევს ჰქონდა იამანის თვალი. დევმა ამირანის და მისი ამხანაგების დანახვაზე იყვირა: ,,საიდან გაჩნდა აქ ეს სამი ბუზი? მოშორდით აქედან, სანამ ძვლებიანად შეგჭამეთ!..
ამ მუქარას ამირანმა უპასუხა:,,შე ნაგავო, ჯერ ჩვენი შეჭმა სცადე და მერე იტრაბახე! დევი განრის-ხდა, მიატოვა ქსოვა და ქვევით ჩავიდა მოსულებთან საბრძოლველად. დდიხანს იბრძოდნენ. ამირანი სამ ისარს ესროდა დევს, ერთს თავისას და ორს ბადრის და უსუფის მაგივრად. ბოლოს ორივე მხარე დაიღალა. დევი** მიუახლოვდა ამირანს, გადაყლაპა, ავიდა სახლში და ადგილზე დატოვა ბადრი და უსუფი. ბადრი დაეწია დევს და კუდი მოაჭრა. სახლში შესვლისთანავე დევს მუცელი ასტკივდა. იკ-რუნჩხებოდა ტკივილისგან და დედას ეუბნებოდა: ,,დედავ, მუცელი მტკივა!.. მიდიოდა მაგიდასთან ეხახუნებოდა მუცლით, მაგრამ უკუდოდ ვერ იცავდა წონასწორობას და ეცემოდა. შვილის ტანჯვის დამნახავმა დედამ ჰკითხა მას:,,არავინ შეგხვედრია დღეს? დევმა უპასუხა, რომ ნახა სამი ბუზი და ერთი უკვე გადაყლაპა. დედა აკვნესდა: ,,სამარე და უბედურება დედაშენს, თუ გადაყლაპე დალის შვი-ლი ამირანი!.. ამ დროს ბადრი და უსუფი ფანჯარასთან იდგნენ და დევის სიტყვების გაგონებისთანავე შესძახეს  ამირანს: ,,ამირან, შენს მუხლთან მჭრელი ხმალი, ხანჯალია და იცოდე, რომ ცუდ ადგილას ჩაგეძინა, ნიანგის დიდი საშვილოსნოში, ამოიღე ხმალი და გაჰკვეთე დევი გვერდებში!
ამირანმა ამის მოსმენისთანავე იფიქრა: ,,ასეთი შესაძლებლობა მეორედ არ მექნება. ამოიღო ხანჯა-ლი და დაიწყო დევის გვერდებში ჩარჭობა! დევი აღრიალდა დაიწყო გინება და ლოცვა ერთდროულად, ევედრებოდა ამირანს:,,არ მომკლა და გარეთ გაგაგდებ გინდა ყელიდან გინად უკანა ტანიდან! ამირანმა გულში უპასუხა: ,,შე ნაგავო, რა ჯანდაბად მინდა ცხოვრება შენს მიერ შემოთავაზებული სამსახურებით? დევმა ამირანს უთხრა: ,,ამომჭერი ორი ნეკნი და გამოდი თავისუფლად გარეთ. ამი-რანმა ამოჭრა დევს გვერდი, გამოვიდა გარეთ, მაგრამ ნახა რომ არ ჰქონდა ერთი თვალი. კვლავ დაე-მუქრა დევს, რომელმაც შესთავაზა განკურნების საშუალება: ამოეჭრა დევისთვის ღვიძლის ან ფილ-ტვის ნაჭერი, აესვა ბადურაზე და ამირანს გაუჩნდებოდა არსებულზე უკეთესი თვალი. ამირანმა ამო-
აჭრა დევს ღვიძლის და ფილტვის დიდი ნაჭრები და განიკურნა. დევმა სთხოვა ამირანს ამოევსო მისი დაცარიელებული გვერდი, მგრამ ამირანმა მათრახი გადაუჭირა. ამირანი ასე რომ არ მოქცეულიყო, სამყარო დაიღუპებოდა, რადგან მზის დაბნელება იმიტომ ხდება, რომ მზეს დევი (დრაკონი, ურჩხული) ყლაპავს (შთანთქამს). მაგრამ მზე არღვევს ქსელს კვლავ ჩნდება ცაზე და ანათებს!..
  ამირანმა დევს იამანის თვალები მოსთხოვა. დევი დააფრაკდა ამ მოთხოვნისგან, მაგრამ უარი ვერ უთხრა ამირანს და სახლში მდებარე ბოძზე მიუთითა, სადაც ინახებოდა ზარდახშა, რომელშიც კიდევ რამდენიმე ზარდახშა იყო და სულ პატარაში ინახებოდა იამანის თვალი. ამირანმა ამოიღო თვალი ზარ-დახშიდან, ბადრისთან და უსუფთან ერთად სახლში დაბრუნდა. იამანს დაუბრუნეს თვალისჩინი და ახალგაზრდებმა დროებით დასვენებას და განცხრომას მისცეს თავი.
  გავიდა დრო და ამირანმა კვლავ მოინდომა თავის ძალის ჩვენება. მან იამანს სთხოვა ბადრი და უსუ-ფი სახლში დაეტოვებინა, რადგან ისინი დახმარების ნაცვლად ხელს უშლიდნენ კრიტიკულ დროს. ამის შემტყობი ძმები დამწუხრდნენ და სთხოვეს ამირანს თან წაეყვანა ისინი. ამირანი დათანხმდა და სამივე ერთად გამეგზავრა. დიდი ხნის სიარულის შემდეგ, ერთ მინდორში სამ დევს შეხვდნენ, რომელბმაც უთხრეს მოგზაურებს: ,,ყველაზე ყოჩაღები იქნებით, თუ კეისარის ულამაზეს და უკეკლუცეს ქალი-შვილს, ქეთუ ნათბიანს, რომელიმე თქვენგანი დაეუფლება!.. მისი ქმრობა ბევრ გმირს ეწადა, მაგრამ ვერავინ შეძლო. 
  ამირანი დაინტერესდა ამ შეთავაზებით და ჰკითხა დევებს: ,,სად ცხოვრობს ის კეისარი და სად ჰყავს თავისი ქალიშვილი? დევებმა აჩვენეს სადაც ცხოვრობდა კეისარი და უთხრეს, რომ მას ქალიშვილი ჰყავდა გადამალული კოშკში, რომელიც ეკიდა ცაზე რკინის ჯაჭვით. ახალგაზრდები გამოეთხოვნენ  დევს და კეისრის სამეფოსკენ გაემართნენ. ცოტა ხანში ისეთ დიდ ზღვას მიადგნენ, რომ მისი გადა-ლახვა შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ იქვე ნაპირზე ნახეს მდედრი დევი, რომელსაც ამირანმა ჰკით-ხა, ხომ არ იცოდა სხვა გზა კეისარ კეკლუცის სამეფოსკენ. დევმა უპასუხა, რომ ზღვის გარდა სხვა გზა არ არის კეკლუცის სამეფოსკენ, მაგრამ თუ ისინი მიიღებენ მას ამხანაგად, გაიყვანს ზღვით. ამი-რანი დათანხმდა და ქრისტეს თავდებობით დაიფიცა. დევმა მოიჭრა ერთი ნაწნავი და გაფინა ზღვაზე, როგორც ძელი. ამ იმპროვიზირებული ხიდით ჯერ უსუფი და ბადრი გადავიდნენ, მერე ამირანი და ბო-ლოს დევმა დაიწყო გადასვლა. ზღვის შუაგულს რომ მიაღწია, ამირანმა ხანჯლით გადაჭრა ხიდად გადებული ნავი და ზღვაში დაახრჩო დევი, რითაც მეორედ დაარღვია და ბოროტად ისარგებლა ქრის-ტეს თავდებობით დადებული ფიცით. მოგზაურებმა გზა გააგრძელეს და ერთ მინდორში ცხრა ურემი შემოხვდათ, რომელშიც  ცხრა კამეჩი იყო შებმული და მიასვენებდნენ გარდაცვლილ გოლიათს - ან-დრერობს. დიდძალი ხალხი ეხმარებოდა უღელში შებმულ ცხოველებს, რადგან გოლიათი ისეთი დიდი იყო, რომ ძლივს ეტეოდა ურემზე. ერთი ფეხი გადმოვარდნილი ჰქონდა ურმიდან და მიწაზე ხნულივით ნაკვალევს ტოვებდა. თანხმლებნი ვერ ახერხებდნენ ანდრერობის ფეხის აწევას და ურემზე დადებას.  ამირანმა მშვილდით  ასწია ანდრერობის ფეხი და ურემზე დადო. ანდრერობს გაუკვირდა ამირანის გმირობა და იკითხა: ,,ვინ არის მოკვდავთა შორის ისეთი ძლიერი, რომ ჩემი ფეხის დადება შეძლო ურემზე?
ხალხმა ამირანზე მიუთითა. ანდრერობმა მას ხელი გაუწოდა, მაგრამ ასეთი გოლიათისთვის ხელის ჩამორთმევით შეშინებულმა ამირანმა ხელის მაგივრად ფილა გაუწოდა. ანდრერობმა მოუჭირა ფილას ხელი და წვენი გაადინა! ანდრერობმა მეორედ გაუწოდა ხელი ამირანს და ქრისტეს თავდებობით დაა-ფიცა, რომ  მისი შვილის ძმადნაფიცი გახდებოდა და არაფერს დაუშავებდა მას. ამირანმა დაიფიცა. ანდრერობი გაასვენეს, ხოლო ამირანი მის შვილთან ერთად გაემგზავრა. დიდხანს იარეს. დაღლილ ამირანს ჩაეძინა. ამ დროისთვის ანდრერობის შვილმა  ორი ირემი* დაიჭირა და ხის ტოტებზე ჩამო-კიდა. გამოღვიძებულმა ამირანმა ნახა დაჭერილი ირმები, ანდრერობის შვილის ყოჩაღობით შეშფოთე-ბულმა იფიქრა: ,,ასე პატარა რომ ასეთი მოხერხებული და გაბედულია, გაიზრდება და მეც მომერე-ვა დიდხანს არ უფიქრია და მოკლა ჭაბუკი, რითიც მესამედ დაარღვია ქრისტეს თავდებობით დადე-ბული ფიცი. მოკლული ადგილზე დატოვეს და ამირანი ამხანაგებთან ერთად გაემეგზავრა კეისარ კეკ-ლუცთან. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მგზავრები მიადგნენ დაკიდებულ კოშკს სადაც ცხოვ-რობდა კეისრის ქალიშვილი - ქეთუ. ამირანმა უთხრა უსუფს: ,,ახტი, იქნებ ხელთ იგდო ჯაჭვი და გა-დაჭრა ხმლით.
  უსუფმა წარუმატებლად სცადა ამ დავალების შესრულება. იგივე ბედი ეწია ბადრისაც. ამირანი ახტა კოშკის კენწერომდე, ხელის ერთი მოქნევით გადაჭრა თოკი და კოშკი მიწაზე დაეცა. ახალგაზრდები კოშკში შვიდნენ. ქეთუს და ამირანს პირველივე დანახვისთანავე უგონოდ შეუყვარდათ ერთმანეთი. კეკლუცამ ამბავის შეტყობისთანავე განგაში გამოაცხადა და ჯარის სამი რიგით ჯაჭვისებრი ალყა შე-მოარტყა კოშკს. ამის დამნახავმა ამირანმა სთხოვა უსუფს შებრძოლებოდა მტრის ჯარს. უსუფმა გაა-ნადგურა მოწინააღმდეგის ჯარის პირველი რიგი და მივიდა კელეუცასთან, რომელმაც მას სული შეუ-ბერა და გაგუდა. ბადრიმაც სცადა მოწინააღმდეგის ჯარის დამარცხება, მაგრამ ძმის ბედი გაიზიარა.
  დამწუხრებული ამირანი მზად იყო გასულიყო საბრძოლველად, მაგრამ ქეთუმ უთხრა: ,,მამაჩემს მძი-მე მუზარადი ახურავს, რომელსაც უკნიდან ოქროს ძარღვები იჭერენ. მიუახლოვდები თუ არა, ეცადე ოქროს ძარღვი გადაჭრა. მუზარადი სიმძიმის გამო წინ გადავარდება და მამას გამოუჩნდება კისერი დარტყმისთვის. სხვაგვარად არ გექნება წარმატება. მამის წინააღმდეგ ქალიშვილის მიცემული საშინელი რჩევა ზედმიწევნით შეასრულა ამირანმა და მიუხედავად იმისა, რომ მეომრების მესამე რიგი გადალახა ვერ გაუძლო კელუცას ამოსუნთქვას და მუხლებზე დაეცა.
  ბრძოლის დასრულებისთანავე ამირანი შევიდა ქეთუს კოშკში და მწუხარება გამოთქვა ბადრის და უსუფის დაკარგვის გამო, როგორ დაენახოს მათ მოხუც მშობლებს. ქეთუმ ჰკთხა:.,,შეგიძლია ამოიცნო შენი ამხანაგები დაღუპულ მეომართა შორის? 
-უსუფს ზურგზე მზის ნიშანი აქვს ბადრის - მთავრის-უპასუხა ამირანმა.დიდხანს ეძებეს ბადრი და უსუფი გვამებს შორის ქეთუმ და ამირანმა და როცა იპოვნეს, ქეთუმ თა-ვისი მოსასხამი შეახო მათ და ორივენი გაცოცხლდნენ. გაუხარდა ამირანს, ასეთი ცოლი რომ შეხვდა და ამხანაგებთან ერთად ბრუნდებოდა სახლში. ახალგაზრდებმა წაიღეს კეკლუცას მთელი ქონება და გახარებულები იამანთან დაბრუნდნენ, რომელსაც ამირანმა გულწრფელად და სერიოზულად უთხრა, რომ აღარასოდეს წაიყვანდა უსუფს და ბადრის, რადგან ისინი სუსტად ეხმარებოდნენ. მომდევნო ლაშქრობებში ამირანი მარტო მიდიოდა და თავისი გამარჯვებები იქამდე მიიყვანა, რომ დედამიწაზე მხოლოდ სამი დევი, სამი გარეული ტახი და სამი მუხა დარჩა. გამარჯვებების მიუხედავად ღვთის მგმობი საქციელის არაერთხელ ჩადენის და ფიცის სამჯერ გატეხვისთვის ღმერთმა დასაჯა ამირანი, რკინის მარგილზე მიაბა რკინის ჯაჭვებით. მასთან ერთად მიაბა ძაღლიც სახელად ყურშა, რადგან ძაღლმა ღმერთის საყვარელი ბევრი ხარი გაწყვიტა. მთელი წლის განმავლობაში ამირანი და ყურშა  ისე ჭიმავენ ჯაჭვს, რომ უნდა გაწყდეს და ბოლო მოეღოს მათ წამებას. სწორედ ამ დროს მოფრინავს ღვთის ნებით ჩიტი, რომელიც ჯდება მარგილზე. განრისხებული ამირანი ცდილობს ჩიტს მოარტყას რკინის წკეპლა, მაგრამ ჩიტი ასწრებს გაფრენას და წკეპლა ხვდება მარგილს, რომელიც ბოლომდე ერ-ჭობა მიწაში. ეს ამბავი ყოველწლიურად მეორდება. ყურშა არწივის მართვის ლეკვია. სვანების რწმე-ნით, არწივის მართვეებს ბარტყებთან ერთად ერთი ლეკვიც უჩნდებათ. არწივებს ძალიან დიდ სიმა-ღლეზე აჰყავთ ლეკვი და იქიდან მიწაზე აგდებენ, რომ არ გამოკვებონ და გაზარდონ ისინი ადამია-ნებმა. ყურშა ზუსტად ასეთი ცხოველია და თანაც მხრებზე არწივის ფრთები აქვს. ის მონადირემ იპოვნა, გამოზარდა და ყურშა ისეთი მარდი გამოდგა, რომ ორი ნახტომით დაეწია ჯიხვს. მესამე ნახ-ტომი არ ჩათვალა საჭიროდ და შეურაცხყოფადაც კი მიიღო. ყურშა ამირანთან ერთად მიაბა მარგილ-ზე ღმერთმა იმიტომ რომ, ყურშამ ბევრი ჯიხვი გაწყვიტა. სვანეთში არსებობს სიმღერა ყურშაზე, რომელშიც გამოხატულია იმ მონადირის გლოვა რომელმაც გამოზარდა და დაკარგა ყურშა.
ყურშა ჩემი ყურშა
ჩემი ყურშა ჩაქრა, ჩაქრა,
ღამით შუაღამით
ვაჰ მე, თუკი გაგიბედეს დამცირება ყურშა!
და ვაჭარმა წაგიყვანა სადღაც
ვაჰ მე, თუკი გაგიბედეს დამცირება ყურშა!
და ქაჯმა მოგიპარა, მოგიპარა!
ყურშას დრუნჩი და ყურები
ოქროსაგან ეზრდებოდა.
                                         ყურშას თვალები
მთვარეს ჰგავდი ყურშა,
ყურშას ყეფა ცის ქუხლის დარი იყო,
ყურშას თათები ბეღელის სიდიდის იყო,
ერთი ნახტომით მინდორს ფარავდა.
ყურშას სა ჭმელი პურის ქაბაბი!
ვაჰ მე, თუკი გაგიბედეს დამცირება ყურშა!
მოგიტანდი ყურშა ქერის პურს და ღვინის ნექტარს.
ვაჰ მე, თუკი გაგიბედეს გასვეს ამღვრეული წყალი!
ყურშას საწოლი საბანი მატყლის,
ვაჰ მე, თუკი თივა დაგიდეს საწოლად!
ყურშა ჩემო ყურშა,
ზევით ლომი ხარ ლომი,
ქვევით გნოლი ხარ, გნოლი.
ხმელეთზე მებრძოლი,
ზღვაში გემი, გემი.
ყურშა ჩემო ყურშა!
ყურშას ვტირი ყურშას!
ყურშას ვგლოვობ ყურშას, 
მთელი წელი ვგლოვობ.

თავი 18.  გმირი როსტომი (ლეგენდა). 

  კეისარ კეკევაზის სამეფოში, ყარაიას თვალუწვდნელ ველზე მინდორში  ცხოვრობდა გმირი როსტო-მი, რომელიც მთელი სიცოცხლე ებრძოდა გარეულ მხეცებს და ტახებს. როსტომს ჰყავდა: ორი ძმა, გივი, გურგენი და ძმისწული ბეჟანი*, გივის შვილი. კეისარი კეკევაზი დიდ პატივს სცემდა როსტომს, რადგან მის გარეშე, კეისრის მთელ სამეფოს დევები და მხეცები გადასანსლავდნენ. დევები და მხეცე-ბი დროგამოშვებით შეესეოდნენ სამეფოს, დაძრწოდნენ და აკვნებიდან ჩვილებს იპარავდნენ. ასეთი საგანგებო მდგომარეობის დროს კეისარი როსტომს მიმართავდა დახმარების თხოვნით და როსტომი სამეფოს ერთი კიდიდან მეორემდე ანადგურებდა დევებს და ურჩხულებს. ყველაფერს აქვს დასასრუ-ლი და შეშფოთებით შეატყო კეისარმა როსტომს ხანში შესვლა. სასწრაფოდ შეკრიბა ქვეშევრდომები, რომლებსაც შესთავაზა დაექორწინებითნათ როსტომი, რათა არ გარდაცვლილიყო უმემკვიდრეოდ და მის შვილს შეეცვალა მამა. ამ საქმეს წინ ის გარემოება აღუდგა, რომ როსტომისნაირი გმირები, ყო-ველთვის ერიდობოდნენ დედაკაცებს. კეკევაზის საბედნიეროდ, კრებაზე აღმოჩნდა ერთი ქალწული მი-სი ქვეშევრდომებიდან, რომელმაც დაიტრაბახა, რომ მოხიბლავდა და აცდუნებდა როსტომს. კეკევაზი დიდძალ ჯილდოს დაჰპირდა თუ ქალიშვილი შეასრულებდა დანაპირებს.
  ხალხი სახლებში წავიდა. გამბედავმა ქალიშვილმა ვახშმად მიიწვია როსტომი, მდიდრულად გაუმას-პინძლდა და გმირი რაინდის არაერთგზის უარის მიუხედვად დატოვა ღამით თავის სახლში. როგორც კი როსტომი დააწვინა საწოლში, ქალიშვილმა კიდევ ორი საწოლი მოამზადა. როსტომს ჩაეძინა თუ არა, ქალიშვილი ჩაუწვა მას საწოლში! ქალის ამ საქციელით შეურაცხყოფილმა როსტომმა დაუყვირა მას: ,,როგორ გაბედე ცოდვილო დიაცო ჩემთან მოსვლა? შენთვის ხომ ცნობილია, რომ ჩემნაირები არ ეკარებიან ქალებს, რადგან ღმერთისგან გვაქვს მოცემული არა ქალებთან კეკლუცობის, არამედ  გმი-რობის ნიჭი. როსტომი მეორე საწოლში გადავიდა, სადაც ქალმა კვლავ სცადა მისი ცდუნება. როს-ტომი მესამე საწოლში გადავიდა და იქვე გაჩნდა ურცხვი ქალიც. როსტომი წამოხტა და უკვე სახლში აპირებდა წასვლას, მაგრამ ქალმა ხელი სტაცა და უთხრა: ,,ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ განთქმულ გმირს სიყვარული არ შეგიძლია და კაცი არ ხარ, რომ მცოდნოდა, არ დაგპატიჟებდი ჩემთან.
-,,ფუჰ, ღვთისგან დაწყევლილო - გულში თქვა როსტომმა და დაამატა: ,,ქალი - ყოველთვის სატანაა.
  შერცხვა როსტომს ქალის ნათქვამის და დაწვა ქალთან სასიყვარულოდ. მეორე დილით როსტომი ადრიანად ადგა და უთხრა თავის მაცდუნებელს: ,,შენ დაორსულდები. ბიჭი თუ გეყოლა დაარქვი ზუ-რაბი. გაიზრდება და გმირობას მოინდომებს. ყელზე შეაბი მძივი, ახალუხის ჯიბეში ჩაუდე ეშმის ქვა, უნაგირზე კი მუზარადი ჩამოუკიდე, რადგან თუ სადმე შევხვდი  ამ ნიშნებით შევძლო ჩემი შვილის
ცნობა. არ უთხრა რომ ჩემი შვილია, ვიდრე უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება. გოგონა თუ გეყოლება დაარქვი, რაც გინდა და გაზარდე როგორც გინდა. ის შენია უთხრა ეს როსტომმა ქალს და 
წავიდა. გავიდა დრო. ახდა როსტომის სიტყვები. ქალი დაორსულდა და ბიჭი ეყოლა, რომელსაც ზურაბი დაარქვა. ბიჭი სილამაზით ციურ ვარსკვლავს ჰგავდა. სწრფად იზრდებოდა და მალე დავაჟ-კაცდა. ზურაბმა დაიწყო ნადირობა ველებზე და ბრძოლა ყველა გამვლელთან. არ ინდობდა თვით კეი-სარ კეკევაზის შვილებსაც კი, რადგან მათ უთხრეს: ,,თუ ასეთი ყოჩაღი და გმირი ხარ, წადი და მამა-შენი მოძებნე. არავინ იცის სად არის ის და ხომ არ შეჭამეს მხეცებმა? ამის საყვედურის მომსმენი ზურაბი შინ სევდიანი დაბრუნდა და დედას ჰკითხა:,,ვინ იყო მამაჩემი და სად გაქრა?
  დედა დიდხანს არ უმხდელდა შვილს მამის ვინაობას, მაგრამ როცა შვილმა დაჟინებით მოითხოვა დედისგან ეთქვა ვინ იყო მამამისი, მოუყვა როსტომის და მისი სახელოვანი გმირობების შესახებ. დე-დის ნაამბობის შემდეგ ზურაბმა გამოჭედა რკინის მშვილდი, ისრები და ცხენით წავიდა ყარაიას ველ-ზე. დედამ როსტომის მითითებისამებრ ჩამოჰკიდა მას მძივი ყელზე, ახალუხის ჯიბეში ჩაუდო ეშმის ქვა, უნაგირზე კი მუზარადი ჩამოუკიდა. გზად ზურაბს შეხვდა ქაჯი ქალის სახებით და დაუყვირა: ,,სახელოვანი, იქნებოდი რომ არ გქონდეს ყელზე და ჯიბეებში ქალის სამკაულები, ხოლო უნაგირზე მუზარადი. ზურაბმა არ მიაქცია მის ნათქვამს ყურადღება და გზა გააგრძელა. ქაჯმა გადაასწრო მას, შეიცვალა სახება და გაუმეორა ნათქვამი. განრისხებულმა ზურაბმა მიაფურთხა ქაჯს და უთხრა: ,,განვედ ჩემგან ღმერთისგან დაწყევლილო ავსულო და გააგრძელა გზა. ქაჯის მესამე ცდა წარმატე-ბული გამოდგა. ზურაბმა მოიხსნა მძივი და ჯიბეში ჩაიდო, უნაგირი კი მუზარადის ქვეშ შეინახა.
  ზურაბმა მიაღწია როსტომის სანადირო ადგილს - ყარაის მინდვრებს, სადაც დილიდან საღამომდე ინადირა და იმდენი ცხოველი მოკლა, რომ მათი ძვლებისგან კარავი დადგა, რომელიც ყავარით გადა-ხურა. ამ ამბების შემტყობი როსტომი გაოგნდა და თავისთვის გაიფიქრა: ,,ასეთი გმირობები მეც კი იშვიათად ჩამიდენია". მეორე დილით როსტომი ადრიანად მივიდა ზურაბთან და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, მაგრამ როცა ვერ ნახა მისთვის ამოსაცნობი ნიშნები - მძივი და მუზარადი, ბრძოლაში გამოიწვია. ზურაბს არ უთქვამს უარი გამოწვევაზე და ძალიან მოკლე ხანში მათი ბრძოლისგან მტვრის ბოძი დადგა. მოსწია როსტომმა ზურაბი თავისკენ და მუხლებამდე ჩაფლო მიწაში. ზურაბმა მოსწია როსტომი თავისკენ და წელამდე ჩაფლო მიწაში, რის შემდეგ როსტომმა უთხრა ზურაბს: ,,მებრძოლთა წესია სამგზის შერკინება. დღეს გამიშვი.  ხვალ და ზეგ კვლავ შევებრძოლოთ ერთმანეთს და ჩემი და-მარცხების შემთხვევაში, ისე მომექეცი როგორც გინდა. ზურაბმა გაათავისუფლა როსტომი. მეორე დღეს ბრძოლაში კვლავ დაამარცხა ზურაბმა როსტომი, რომელიც ძალიან დადარდიანდა. ვერც ერთმა დევმა ვერ მოახერხა მისი დამარცხება, აქ კი გამოჩნდა ჩვეულებრივი მოკვდავი, ლაწირაკი, რომელმაც ძალით და მოხერხებით აჯობა ბრძოლაში!..
  როსტომის თავმოყვარეობა ძალიან შეილახა და გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა მოეკლა ზურაბი და ამ განზრახვით გაემგზავრა მჭედელთან, რომელსაც შეუკვეთა ორი ლახვარი. მესამე დღეს, ბრძოლის წინ როსტომმა ლახვრები ჩექმებში ჩაიდო.
  ზურაბმა მესამე დღესაც დაამარცხა როსტომი, რომელმაც მას ლახვარი ჩასცა მუცელში. დაჭრილმა ზურაბმა დაუყვირა როსტომს: ,,არ შეგრჩება ჩემი სიკვდილი ავაზაკო, სადაც არ უნდა დაიმალო. კლდეებში რომ ჯიხვის სახება, ან მთებში, როგორი სხვა სახებაც არ უნდა მიიღო, ზღვაში კალმახის და დედამიწაზე თაგვის ყველგან გიპოვნის მამაჩემი როსტომი. თავზარი დასცა როსტომს ამ სიტყვებმა და იფიქრა საკუთარი შვილი ხომ არ მოვკალი? არ დაუჯერა ამ არასასურველ მოსაზრებას და მკაცრად ჰკითხა ზურაბს: ,,ლაწირაკო და მეძავის ნაბიჭვარო, ვინ არის მამაშენი?
-,,აქებენ გმირ როსტომს და ის არის მამაჩემი - უპასუხა ზურაბმა.
-სად არის შენი მძივი, ეშმის ქვა და მუზრადი?
  როსტომი შვილს დასახმარებლად ეცა მაგრამ ამაო გამოდგა მისი ყველა ცდა. ზურაბმა გონება და-კარგა. მუხლებზე დაემხო როსტომი, შვილი ხელში აიყვანა და ღმერთს ლოცვა შეჰღაღადა: უფალო! ჩემი შვილი მოვკალი! ორმოში ჩავჯდები 12 წლით, არ დავინახავ მზის სხივს, გამიცოცხლე შვილი. როსტომმა სიტყვას საქმე მოაყოლა. ამოთხრა 12 საჟენის სიღრმის ორმო ჩავიდა იქ შვილის გვამთან ერთად და საჭმელ-სასმელის მიღების გარეშე ლოცულობდა.
  ამასთან ერთად როსტომმა კეკევაზის ქვეშევრდომ დიაკვანს სთხოვა ზურაბისთვის უკვადვების წყა-ლი მოეტანა კეისრისგან. კეკევაზმა ვერ უთხრა უარი როსტომს, ტაშტში ჩაასხა მაცოცხლებელი სითხე. კეკევაზი შიშობდა, მამა-შვილს მისთვის სამეფო არ წაერთმიათ და დაიკვანს უთხრა, როცა მივიდოდა როსტომთან, უკან დაეხია ერთი ნაბიჯით და მიწაზე დაესხა მაცოცხლებელი წყალი.* დიაკვანი ასეც მოიქცა. როსტომი მიხვდა კეკევაზის ეშმაკობას და უთხრა დიაკვანს: ,,ორმოდან ამოსვლა თუ მოვახერხე, შენც გადაგიხდი სამაგიეროს და კეკევაზსაც, რომელსაც დაავიწყდა, მე რომ არ ვყოფილიყავი დიდი ხნის შეჭმული ეყოლებოდით დევებს და მხეცებს
  როსტომი მას მერე ორმოში ცხოვრობს უკვე 10 წელია, გაეზარდა წვერი ფეხებამდე. ზურაბი მუხ-ლებზე უზის და მოხუცი ევედრება ღმერთს გააცოცხლოს მისი შვილი, მაგრამ ღმერთი არ ისმენს მის ვედრებას.ორმოში ჯდომის დროს როსტომმა თავისი წვერისგან ნანავები შეკრა, ხელებზე დაახვია ზურაბს და ამ ორიგინალური სიმების თანხლებით, შემზარავად მოთქვამს როგორ მოკლა შვილი!...
ათ წელიწადში კეკევაზის სამეფოში ისე გამრავლდნენ დევები, მხეცები და ტახები, რომ სახლებში უვარდებოდნენ ხალხს და აკვნებიდან ბავშვებს იტაცებდნენ. შეწუხებულმა კეკვაზმა არ იცოდა რო-გორ მოევლო უბედურებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მასთან იყვნენ როსტომის ძმები - ჭკვიანი  გივი და მახინჯი, უძლური გურგენი. გივი კეისრის თანაშემწე იყო და გონიერების მიუხედავად ვერ  გმირობდა.
  გივის ჰყავდა შვილი ბეჟანი, მაგრამ ყმაწვილკაცობის გამო ის ვერ გამოიჩენდა საკმარის გმირობას ბოროტებასთან ბრძოლაში. სხვა გზა არ იყო და კეკევაზმა სთხოვა გივის გაეგზავნა ბეჟანი დევების და მხეცების გასანადგურებლად. გივიმ, ძმას, გურგენს სთხოვა დახმარებოდა ბეჟანს გზების ჩვენება-ში, რადგან ბეჟანი პირველად მიდიოდა სალაშქროდ, გურგენს კი არ შეეძლო სხვა დახმარება ძმისწუ-ლისთვის. გურგენმა ვერ უთხრა უარი ძმას. ბეჟანმა მოიმზადა მშვილდი და ისრები, ზურგზე შეისვა გურგენი და გამეგზავრა. ველზე გასვლისთანავე დაინახეს ტახების დიდი ჯოგი. შეშინებული გურგენი ხეზე აძვრა, ბეჟანმა კი დაიწყო ველის გასუფთავება დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. საბოლოოდ რო-ცა გაანადგურა ტახები, გურგენი ჩამოვიდა ხიდან და მიეხმარა ძმისწულს ველური ცხოველებისგან ეშ-ვების დაგლეჯვაში. იმდენი ეშვი დაგროვდა ას ურემზე ვერ დაეტეოდა. ბეჟანმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა მაგრამ გურგენმა შეხედა და სთხოვა: ,,არ ჩამორჩები ბიძაშენს - როსტომს მამაცობაში და დიდი გმირი გახდები, მაგრამ თუ გინდა ყველას აჯობო რჩევას მოგცემ: ცოლად მოიყვანე ირანის კე-ისრის აფრასიონის ასული, მზეთუნახავი მარუჯანა. ამ რჩევით გურგენი ცდილობდა დაეღუპა ბეჟანი, რადგან, თურქები და ირანელები მოსისხლე მტრები არიან და ბრძოლაში მოკლავდნენ ბეჟანს და გურ-გენი მიითვისებდა ტახთა გამანადგურებლის დიდებას!..
  ბეჟანმა არ იეჭვა ბიძის სიმუხთლე და უთხრა მიეტანა ეშვები კეკევაზისთვის და მოეყოლა მის მიერ ჩადენილ გმირობებზე. ამ თხოვნით გაისტუმრა ბიძა, თავად კი ირანის სამეფოსკენ გაემგზავრა. ამ შე-თავაზებით გახრებულმა გურგენმა მიუტანა ასი ურემი ეშვი კეკევაზს და უთხრა, რომ ეს ტახები თა-ვად გაანადგურა,  ბეჟანი კი ტახების დანახვისთანავე გაიქცა და ერთმა ტახმა მოახერხა დასწეოდა მას და განეგმირა. დაამწუხრა კეკევაზი ბეჟანის სიკვდილმა, განცვიფრდა გურგენის გმირობით და პა-ტივში ჰყავდა თავისთან.
  ბეჟანმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიაღწია აფრასიონის სამეფოს, სადაც ერთ-ერთ კოშკში ცხოვ-რობდა კეისრის ქალიშვილი მარუჯანა. ბეჟანი მივიდა კოშკთან, რომლიდანაც გამოიხედა მარუჯანამ. ახალგაზრდებმა შეხედეს თუ არა ერთმანეთს, მაშინვე სიყვარულის ალით აღიგზნენ პირველი სიყვა-რულით გატაცებულმა მარუჯანამ მოსამსახურე ქალს სთხოვა მოეწვია ახალგაზრდა მოგზაური. მთე-ლი დღე დადიოდა ბეჟანი კოშკის ირგვლივ და საღამოს მოსამსახურე ქალმა ის მარუჯანას კოშკში შე-იყვანა. მარუჯანა და ბეჟანი ჩაეხუტნენ ერთმანეთს, თავდავიწყებულ ალერსს მიეცნენ დილამდე 
  მეორე დილით, ქალიშვილის ამ საქცილის შემტყობმა აფრასიონმა ჯართან ერტად ალყა შემოარტყა კოშკს. ბეჟანი გამოვიდა კოშკიდან შეებრძოლა აფრასიონს ლაშქარს და სანახევროდ გაანადგურა. ვე-ზირებმა ურჩიეს კეისარს მიეცა ბეჟანისთვის მარუჯანასთან ქორწინების ნება და მერე  რაიმე ეშმაკო-ბით მოეკლა სიძე.
  აფრასიონმა დაუჯერა ვეზირთა რჩევას. გახარებულმა მარუჯანამ და ბეჟანმა იქორწინეს და როცა ახალშეუღლებულებს ჩაეძინათ. ბეჟანი რკინის ჯაჭვებით მიაჭედეს კედელზე. ბეჟანმა ჯაჭვები გაღვი-ძებისთანევ გაწყვიტა, როგორც სუსტი თოკები!
  კეისარი და მისი ამალა განაცვიფრა ბეჟანის ძალამ, დიდხანს იფიქრეს  და გადაწყვიტეს, თვით მის-გან გაეგოთ, როგორ შეიძლებოდა ბეჟანი ჰყოლოდათ მიჯაჭვული. ამისთვის ერთი მსახური ქალი მიუ-ჩინეს, რომელსაც ბეჟანმა უთხრა, რომ მისი მიჯაჭვა მხოლოდ მისი მშვილდით არის შესაძლებელი. მსახურმა ქალმა ეს საიდუმლო აფრასიონს აცნობა და მძინარე ბეჟანს მისივე მშვილდით შეუკრეს ხე-ლები ზურგს უკან. გაღვიძებულმა ბეჟანმა დაინახა, მისი მდგომარეობით გახარებული აფრასიონი და მისი ამალა, რომლებიც დასცინოდნენ ბეჟანს და უთხრა მათ:
ვისურვებდი ხელის თავისუფლებას, 
ხელში - საცემ იარაღს,
შევარდნას ირანელთა ხროვაში
მე, ადამიანი, რომელსაც დასცინეს.
ბეჟანს უპასუხა აფრასიონმა:
შეხედეთ ამ უგნურსა და ბრიყვს
ჩემს ხელთაა, მაგრამ,
გვემუქრება და დაგვცინის!
  აფრასიონს უნდოდა ბეჟანის სიკვდილი, მაგრამ მისმა ერთმა ვეზირმა - თურქმა შევლოხმა, რომე-ლიც იცნობდა როსტომს და მის ძმებს, კეისარს ურჩია არ მოეკლა გმირი ბეჟანი. ჩაესვა ორმოში და დაევალდებულებინა თავისი ასული მარუჯანა, ეზრუნა ტყვისთვის საკვების მოპოვებაზე. აფრასიონმა დაუჯერა რჩევას და ბრძანა ქალაქ ნართიში ამოეთხრათ ორმო, რომელშიც ჩასვამდნენ ბეჟანს და ორ-მოს ქვით დახურავდნენ
  დიდი დრო გავიდა. დევები კვალავ გამრავლდნენ კეკევაზის სამფლობელოში. კეკევაზმა მოიწვია ჩვენთვის უკვე ცნობილი დიაკვანი, უბრძანა წასულიყო როსტომთან და მოეხერხებინა მისი ამოყვანა 
ორმოდან. დიაკვანი მივიდა ორმოსთან, რომელშიც იჯდა როსტომი, დადგა იმ ქვაზე, რომელიც ფა-რავდა ორმოს, ფეხების ბრახუნი დაიწყო და დაუყვირა როსტომს: ,,ბებერო დროზე ამოდი ორმოდან, თორემ გადაგვჭამეს დევებმა და მხეცებმა. შეურაცხყოფილმა როსტომმა მის მუხლებზე მჯდომი ცოცხალ-მკვდარი ზურაბი მიწაზე ჩამოსვა, რომელმაც მაშინვე განუტევა სული. როსტომი ორმოდან ამოძვრა და დაიკვანს უთხრა მისთვის გასაპარსად  სამართებელი მოეტანა და ტყვიით სავსე ხურჯი-ნით დატვირთული ვირი მოეყვანა. 
  როსტომის დავალების შესრულებისთანავე, მან  უთხრა დიაკვანს ვირის ქვეშ დაწოლილიყო. დიაკვან-მა მოხუცის ეს უცნაური მოთხოვნაც შეასრულა. როსტომმა აიღო თავისი ხმალი  და თქვა: ,,მართალი თუ ვარ დაიკვანთან, გაჰკვეთოს შუაში ჩემმა ხმალმა დიაკვანიც და ვირიც, თუ არადა არ მოხდეს ეს! მოიქნია როსტომმა ხმალი, რომელმაც გაჰკვეთა დიაკვანიც ვირიც და მიწაშიც ჩაარჭო ხმალი 12 სა-ჟენზე.
  ,,ეს შენ იმისთვის, რომ შენი წყალობით მეორედ მოვკალი ჩემი ზურაბი. - მიმართა დიაკვანს. შემ-დეგ როსტომი გაემგზავრა კეისარ კეკევაზთან. კეკევაზი მას თავის ორივე შვილთან ერთად დახვდა. როსტომმა კეკევაზის ორივე შვილს მამის თვალწინ გაუტეხა თავები.
-,,ეს იმისთვის გავაკეთე - გაბრაზებით უთხრა როსტომმა კეკევაზს, რომ შენც იგრძნო შვილის სიკვ-დილით გამოწვეული ბედნიერება!.. როსტომს ჰქონდა საგვარეულო იშვიათი ნივთი - წიგნი ,,ჟამნი წუ-თისოფლისა. ამ წიგნის გადაშლისას ხედავდნენ ყველაფერს რაც ხდებოდა დედამიწაზე. როსტომმა ჩაიხედა წიგნში და დაინახა თავის ძმისწული ბეჟანი, რომელიც იჯდა ღრმა ორმოში ქალაქ ნართისთან ახლოს. დამწუხრდა და განიზრახა მისი გათავისუფლება. ამ მიზნით 6 კატარღა ჩადგა ზღვაში, თითო-ეულში ჩასვა 12 გმირი და გაემგზავრა ქალაქ ნართში. აქ მას დახვდა ბეჟანის ცოლი, რომლმაც ქმარს უთხრა, რომ მისი მსგავსი მოგზაური ნახა. ბეჟანმა ცოლს სთხოვა მგზავრისთვის გამოერთმია რამე ნიშანი. როსტომი თუ დარწმუნდებოდა რომ ის ნამდვილად ბეჟანის ცოლი იყო, გაუგზავნიდა ძმის-შვილს ბეჭედს თავისი შუა თითიდან, წერილს და ერთ ქათამს.
  მიღებული წერილიდან ბეჟანმა შეიტყო, რომ ბიძამისი როსტომი საღამოს მივიდოდა 12 გმირთან ერთად მის გასათავისუფლებლად. იმ ორმოს საჩვენებლად, რომელშიც ბეჟანი იჯდა, მისმა ცოლმა როსტომის თხოვნით ორმოს ირგვლივ მანიშნებელი კოცონები დაანთო. დანიშნულ დროს მივიდა როს-ტომი 12 გმირთან ერთად, რომლებმაც უშედეგოდ სცადეს ორმოზე დაფარებული ქვის აწევა. ღოს-ტომმა ერთი ხელით ასწია ქვა და ისეთი ძალით ესროლა აფრასიონის კოშკს, რომ გუმბათი მოაგლიჯა და კლდეს მიანარცხა. რიკოშეტით უკან გადმოვარდნილმა ქვამ ქალაქ ნართის შუაგული მიწასთან გა-ასწორა. როსტომმა გაათავისუფლა ბეჟანი და ისინი შინისაკენ გაემართნენ. აფრასიონი ჯარით და-ედევნა დევნილებს და როცა დაეწია დაუყვირა: ,,დამნებდით, თორემ გაგანადგურებთ! როსტომი არ იყო მშიშარა. თანამგზავრებს შესთავაზა გაეგრძელებინათ გზა თვითონ კი უზარმაზარი ნაძვი ისე ამო-იღო მიწიდან, თითქოს პატარა ჯოხი იყო. ხელი დაუსვა ფესვებიდან კენწერომდე, მოაცილა ტოტები და ესროლა ცხენზე მჯდომ აფრასიონს. ნაძვმა მიწაზე დასცა მხედარი და მისი ჩოხის კალთები ქვეშ მოიყოლა. ჯარი ხეს მიესია კეისრის გასათავისუფლებლად, როსტომი და მისი თანამგზავრები კი წა-ვიდნენ შორს.
  დიდი ვაი-ვაგლახით გათავისუფლდა აფრასიონი და დაბრუნდა სახლში წარუმატებელი ლაშქრობი-დან. გმირებმა გააგრძელეს გზა და ბეჟანმა ძია როსტომს გაუმხილა სურვილი მოეკლა ძია გურგენი, რადგან მგზავრობის შემდეგ მისი წყალობით მოხვდა ირანელთა ტყვეობაში. როსტომმა ურჩია არ მო-ეკლა მისი ძმა. დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ გმირები კეისარ კეკევაზთან მივიდნენ. ნახეს ღრმად მობერებულები  გივი და გურგენი, რომლებსაც საბოლოოდ გამოემშვიდობნენ და დაბრუნდნენ ყარაის ველზე, სადაც საბოლოოდ დასახლდნენ. როსტომიც ძალიან მოხუცდა და კარვიდან არ გადიოდა არც დღისით, არც ღამით. როსტომის დაძაბუნების ამბავი შეიტყვეს დევებმა, მივიდნენ კარავთან და საბრ-ძოლველად გამოიწვიეს. როსტომი დაღონდა, იმის გამო რომ დევებმა გაბედეს  მის კარავთან მიახლო-ება და უფრო მეტიც მისი საბრძოლველად გამოწვევა, მაგრამ გამოწვევაზე უარის თქმა უფრო სამარ-ცხვინო იყო. შეებრძოლა დევს და ვაი, სირცხვილო! - დამარცხდა! სთხოვა დევს კიდევ ერთხელ შერკი-ნებოდა მეორე დღეს და თუ დაამარცხებდა ისე მოქცეოდა, როგორც მოესურვებოდა. დევი დათანახმდა ამ შეთავაზებას. იმავე საღამოს ნადირობიდან დაბრუნებულ ბეჟანს როსტომმა მოუყვა მომხდარის შესახებ და სთხოვა მეორე დღეს არ წასულიყო სანადიროდ და მის ნაცვლად შებრძოლებო-და დევს. ბეჟანი დათანხმდა. მეორე დღეს ბიძის ტანისამოსი ჩაიცვა, შეებრძოლა დევს და დაამარცხა. დევი ყურადღებით დააკვირდა ბეჟანს და უთხრა: ,,ვფიქრობ, შენ როსტომი არ ხარ, რაზეც როსტომმა უპასუხა: ,,ჩვენ ასეთი ჯიში გვაქვს ერთ დღეს მოხუცები ვართ, მეორე დღეს ვახალგაზრდავდებით, გუშინ ჩამომხმარი მოხუცი ვიყავი, დღეს კი როგორც ხედავ ახალგაზრდა ვარ. ბრიყვმა დევმა დაიჯე-რა ეს ზღაპარი და წავიდა. ამ ამბების შემდეგ როსტომი აღარვის ებრძვის და მშვიდობიანად ცხოვ-რობს თავის ძმისშვილთან ბეჟანთან ერთად.

XI.  ადათები და ცრურწმენები. 
  შობის წინა დღეს, ვახშმობის შემდეგ, ყველა ოჯახში ბიჭს აცმევენ გოგონას ტანსაცმელს, სვამენ კე-რიის უკან, დგამენ მის წინ რძით სავსე ქოთანს და აძლევენ საჭმელად ყველს. ამ ადათს სვანეთში ჰქვია - ,,თუნუ გოშგინ ლისღვრე - ,,ქოთნის უკან ჯდომა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ადათს უწინ, დღეს ხალხმაც არ იცის და იმეორებენ ძველი ჩვეულების თანახმად.

ნათლობის დღეს, ნაკურთხ წყალს ასხამენ ცომს, რომლისგანაც აცხობენ შვიდ პატარა კვერს - ,,კირა-კადოლი. კვერებს აგებენ თოკზე და კიდებენ საკლავ ოთახში. დიდი მარხვის დროს, ყოველ კვირა დღეს დილით, ოჯახის უფროსი ხსნის თოკიდან ერთ კვერს, კერიაზე დაფარებულ სუფრაზე სამ-ჯერ აგდებს და ამბობს: ,,ამუვ ამ მქღედელი ართა-ქვათა ლინჩალ- ასე გაიხსნას დიდი მარხვა. ოჯა-ხის წევრები თანაბრად იყოფენ კვერს და ჭამენ. კვერი მარცხენა ხელში უჭირავთ და თავზე გადატა-რებით მარჯვენა მხრიდან მიაქვთ პირთან. ეს პროცედურა მეორდება დანარჩენ ხუთ კვერთან მიმარ-თებაში, მეშვიდე კვერს კი აბამენ იმ კალათზე, რომლითაც გააქვთ ხორბალი დასათესად და თესვის დროს, პურს ურევენ წვრილად დაფქულ დასათეს ხორბალში თესლის გასუფთავების და განწმენდის მიზნით.
უძღების კვირის წინა პარასკევს, ოჯახში ერთი ბიჭი დგება გამთენიისას, სახლს სამჯერ უვლის და ხმამაღლა ყვრის: ,,არინ-ყარინი! პირდაღებული იყოს მგელი ოსების ფარაში, წლიური მოსავალი უშ-გულში! ფურთხი და ცხამი (შხამიანი ბალახი) სხვა ქვეყნებში ბიჭის სახლში დაბრუნებისთანვე დია-სახლისი ჭვარტლს აცილებს ჭერიდან, აგროვებს ქერის ჩალასთან ერთად ოჯახის თითო სულზე თითო კონას და სოფლის მიერ დადგენილ ადგილზე მიაქვს. იქ წვავს ჭვავს, აყრის ჭვარტლს და წარმოს-თქვამს: ასე დაიწვას ჩვენი სახლის არაკეთილმოსურნე!
                                                  
           უძღების კვირის შაბათს, ყველა ოჯახში წესად აქვთ, კედლებზე ფქვილისგან სხვადასხვა ცხოვე-ლების - კამეჩების, ძროხების, თხების, ბატკნების, ცხენების გამოსახულების გამოყვანა. სვანების რწმენით ეს რიტუალი საქონლის გამრავლებას უწყობს ხელს. ამავე დღეს აცხობენ ხაჭაპურს, რომლის ცომში წინასარ აკეთებენ ხვრელებს. ზეთის ცხებაზე ეს ხაჭაპური იჭრება ოთხად და შემდეგ ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით პატარა ნაჭრებად. ხალხის რწმენით თითოეულ მათგანს იმდენი სუ-ლი საქონელი ეყოლება იმ წელს. რამდენი ხვრელიც არის მის ნაჭერზე.
                                                  _______________  
  ზეთის ცხების წინ, კვირა დღეს, ოჯახის წევრებიდან ერთი იღებს რომელიმე ცხოველის მხარს და ღორის ტყავს, გადის ეზოში და ყვირის: ,,ეს შენ გამოგიგზავნა ფიფქიამ; გქონდეს ეს მომავალ წლამდე და მერე გამოგიგზავნით ხარის მხარ-ბეჭს ფურთხი და თაგვის ქოთანი მესტიისკენ, მოსავლის ცუდი წელი ლატალისკენ, ვაი და უი მათ მოზარდებს, კარგი მოსავალი ჩვენ! მგელო, მგელო, ეს გამოგიგზავნა ფიფქიამ. აქ იწყებს ქალთა ლანძღვას და აგდებს საქონლის მხარს. ამის შემდეგ ვერა-ვინ ბედავს ხორცის ჭამას. დადგა ყველიერი. ყველიერის დროს სვანი მამაკაცები, იბანენ და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს დანას, დებს კერიის ცხელ ადგილას და ამბობს: ,,ალმასი, ალმასი, ალმასი! დანა ჩემი - ალმასი, ხანჯალი ჩემი - ალმასი, ხმალი ჩემი - ალმასი, თოფი ჩემი - ალმასი, პისტოლეტი ჩემი - ალმასი, ნაჯახი ჩემი - ალმასი, ცელი ჩემი - ალმასი. ქალები ასრულებენ რიტუალს ,,ალმასი, დანის ნაცვლად ხელში უჭირავთ ნემსი და ამბობენ: ,,ჩემი ნემსი-ალმასი, ჩემი მაკრატელი-ალმასი, ჩე-მი ნამგალი - ალმასი. ზეთის ცხების კვირის ხუთშაბათს სვანები დილაადრიან იკრიბებიან, აშენებენ სოფელში თოვლის კოშკს, რომელშიც შიგნით პერეპენდიკულარულად დგამენ ბოძს. მათი რწმენით ეს ესიამოვნება ღვთისმშობელს და მოუვლენს კარგ მოსავალს.
                                               _______________
39
  საქმისაბა. წმიდა თეოდერეს ხსენების დღეს, დილით, ყველა ეზოში აცხობდნენ კვერებს შინაური და გარეული ფრინველების და ცხოველების გამოსახულებით. ამ კვერებს ჰქვია ,,ბაციკი და ამზადებდნენ არა უმეტეს 12 წლის ასაკის მამაკაცები (რადგან მათი გამოცხობისთვის საჭიროა განსაკუთრებული ხელოვნება). ოჯახში მამრობითი სქესის ბიჭების არარსებობის შემთხვევაში, ოჯახის უფროსი აცხობდა სამ ბაციკს, რომელთაგან ერთი გამოსახავდა შინაურ ცხოველს, მეორე - გარეულ ცხოველს და მესამე ფრინველს. ,,ბაციკის გამოცხობისთანავე იკრიბებოდნენ მეზობელი ბიჭები ერთ-ერთი სახლის ბრტყელ სახურავზე, მოჰქნდათ ,,ბაციკები, შედიოდნენ ,,დარბაზში*, ლოცულობდნენ წმიდა გიორგის ხატთან, რომელსაც სთხოვდნენ მოევლინა მათთთის სიხარული, მხიარული ცხოვრება და რომ ისინი ჯანმრთელები და უვნებლები ყოფილიყვნენ წმიდა თეოდორის ხსენების დღეს,  მომავალ წელს. ლოც-ვის დასრულებისთანავე, ბავშვები ერთ ადგილას ალაგებდნენ ,,ბაციკებს, შუა ძელზე აკეთებდნენ თოკის საქანელას - ლიგიწალს. დიდი ხნის ქანაობის შემდეგ მიირთმევდნენ ბაციკებს და მიდიოდნენ სახლებში. დიდი მარხვის დროს, ოთხშაბათს, ყველა ოჯახში აცხობდნენ თითო დიდ პურს-,,ფავრი, რომელიც ოთხ მოზრდილ ადამიანს ანაყრებდა. ვახშმად პური იჭრებოდა იმდენ ნაწილად რამდენი სახნავი და სათესი ნაკვეთიც ჰქონდა ოჯახის უფროსს. პურს ჭრიდა ოჯახის უფროსი, რომელსაც მარცხენა ხელში ეჭირავა დანა, მარჯვენაში-ქვა, რომლითაც ნაყავდნენ მარილს. ამ ქვით ოჯახის უფროსი ურტყამდა დანას და ამბობდა: ,,ასე გაიჭრას მთის ქვეშ, ან ორ არყის ხესთან, ან მდინარის ნაპირზე მდებარე  ჩემს ნაკვეთებში ჭაობი".
  ამ პურის კურთხევა ხდებოდა ჟიჟვიჟას და ვეჟანას სამახსოვროდ, ლეგენდარული თანასოფლელის ვივჟვიჟას ანდერძის თანახმად, რომელმაც შეცდომით მოკლა თავისი ერთადერთი ვაჟი მგლის მაგივ-რად.
                                                     _____________
  ბზობის კვირაში, საღამოს, ყველა სოფლის ქალწულები და მოზარდები იკრიბებიან უკაცრიელ სახლში და გალობენ ,,კირიე ელეისონის მსგავს საგალობელს - ,,ლიღლოვი. ,,უფალო იესო ქრისტე! მიუტევე ცოდვანი ჩვენს მიცვალებულს (სახელი) და მიეც ხანგრძლივი სიცოცხლე და წარმატება ყვე-ლა საქმეში ჩემს ნათესავს (სახელი), ან ოჯახის წევრს (სახელი)  და ყველა ქალწული იმეორებს ამ ლოცვას იხსენიებს თავის გარდაცვლილებს და მიცვალებულებს. გარეშე პირები, რომლებსაც უნდათ მგალობლებმა მათი ნათესავები (გარადაცვლილებიც და ცოცხლებიც) მოიხსენიონ, აძლევენ მგალობ-ლებს კაკალს ან მარილის ნაჭერს, რათა მაცხოვარმა ისმინოს მათი ლოცვა. ასეთივე გალობა მეორდე-ბა ვნების კვირაში ოთხშაბათის და პარასკევის გარდა, რადგან ,,ამ დღეებში გალობა უსარგებლოა.
  ბზობის კვირაში, საღამოს ყველა ოჯახის უფროსს ტყიდან მოაქვს ეკლის გუდურა და თითო ტოტს არჭობს ყველა ფანჯარაში და ყველა კარის ხვრელში, რათა სახლში არ შევიდეს უწმინდური ძალა.
  ამავე საღამოს იწყება უწმინდური ძალების განდევნის რიტუალი - ,,ლიროყინალი. ოჯახის უფროსი  ხელში იღებს ნაჯახს, ოჯახის სხვა მამაკაცები და ბავშვები მუგუზალებს. გადიან გარეთ და აღავ-ლენენ წყევლას: ,,თფუი! დაგეწვათ ფრთები უწმინდურო ძალნო!  თქვენ ცნობადნი ხართ და გაგარ-ჩევთ, როგორც შავ ცხვრებს თეთრისაგან; თქვენი ხსენება იყოს თორმეტ მთას იქით; დაღადასმულნი ხართ წმიდა გიორგის ბეჭდით, გაკვეთილნი ხართ რკინის იარაღით; კბილებით დაღრღენით ქვის ფილა, ჩვენთან ჯვრის მადლია! არ იყოს თქვენთვის საკვები ქვიშის და ქვის ფილის გარდა!..  ამ დროს ოჯა-ხის უფროსი ნაჯახის ტარს ურტყამს ქვას და ამბობს: ,, ასე გაქვავდეს თქვენი მოზარდი თაობა!.. და-ნარჩენებიც ურტყამენ მუგუზალებს ქვებს და იმეორებენ ოჯახის უფროსის ნათქვამს. უწმინდური ძა-ლების განდევნის ეს რიტუალი ყველა სახლის წინ მეორდება დილით და საღამოს ორშაბათს, სამშა-
ბათს და ოთხშაბათს ვნების კვირაში. სვანეთის ზოგიერთ სოფლებში ალბათ ამის გამო ეძახიან ვნების კვირას - ,,ეშმაკთა კვირას (ჰორიალე ნაგზი).
ვნების კვირაში, ოთხშაბათს, ძილის წინ, ოჯახში ერთი ქალბატონი იღებს ქონის ნაჭერს და ტანზე უსვამს ოჯახის ყველა წევრს, თან ამბობს: ,,ღმერთმა გაცოცხლოთ მრავალ აღდგომას!
  _____________

  იმავე კვირას, იგივე ქალბატონი, ხუთშაბათს დილაადრიან დგება და იწყებს შავი საწმისისგან ძაფის ქსოვას. ოჯახის დანარჩენი წევრების გაღვიძებისთანავე, დიასახლისი სრულ მდუმარებაში მამაკაცებს ხელზე აბამს ამ ძაფს, ქალებს - ფეხზე. ასეთივე ძაფებს აბამს, შინაურ ცხოველებს. ამ პროცესის დას-რულებისთანავე დიასახლისს აქვს ლაპარაკის უფლება. ძაფები აღდგომამდე უკეთია ყველას. წირვის დასრულებისას ყველა იხსნის ხუთშაბათს შებმულ ძაფს, აგდებს ცეცხლში და ამბობს: ,,ასე დაიწვას ყველა ჩემი დაავადება
ვნების კვირაში, შაბათს საღამოს, ქალწულები იკრიბებიან რომელიმე უკაცრიელ სახლში და დილამ-დე სხედან. დილით მიდიან ეკლესიასთან, სხდებიან მისგან მოშორებით და გალობენ საგალობელს ,,ლიღლოვი წირვის დასრულებამდე. წირვის დამთავრებისას ერთ-ერთი ხუცესი ადის ეკლესიის სახუ-რავზე და რამდენჯერმე ხმამაღლა ამცნობს ხალხს ქრისტეს აღდგომას.

  ვნების კვირაში, ხუთშაბათს, დილაადრიან დიასახლისი იწყებს შავი მატყლისგან ძაფის - ,,თამფარი ქსოვას, რომელსაც ხელზე და ფეხზე აბამს ოჯახის ყველა წევრს, ასევე აბამს ხარს რქებზე, კერიის ბოძზე, თოფზე და ზარდახშაზე. შემოაქვს ეზოდან თეთრი ქვა, შლის ნაკუწებად და ამ ნაკუწებიდან ერთს დებს ცომში, მეორეს საფუარში, მესამეს ჩვეულებრივ ზარდახშაში, რაცყ ყველა საქმეში და ყვე-ლაფერში სიუხვისთვის კეთდება. 
     _____________
სვანეთში არის დღეები, როცა ადათი კრძალავს სახლში მყოფი პირის დაძახებას გარედან. ეს დღე-ებია: 1. წმიდა გიორგის დღესასწაული; 2. ხვნის დაწყების წინა დღეს; 3. ახალ წელს; 4. გამგზავრების დღეს; 5. ლეწვის დაწყებამდე.
_____________

  გაზაფხულის დასაწყისში, როცა მწყემსი პირველად გაიყვანს საქონელს საძოვარზე, მინდორში აგ-დებს რკინის პატარა ნაგლეჯს და ამბობს: ,,მხეცმა ვერ იპოვნოს ჩემი საქონელი, ვიდრე მე ვერ გიპოვ-ნი შენ. 

  გასამგზავრებლად გამზადებულს ფეხებთან უდებენ ცხელ მუგუზალს, ის გადააბიჯებს მუგუზალს, ტრიალდება მარჯვნიდან მარცხნივ, იწერს პირჯვარს და სთხოვს ღმერთს კეთილ მგზავრობას.

  იგივე ხდება სანადიროდ წამსვლელთა და ეკლესიაში მსხვერპლშესაწირად წამსვლელთა შემთხვევაში. სვანებს მიაჩნიათ, რომ ამ რიტუალით პირველ ორ შემთხვევაში უწმინდური ძალისგან იცავენ მოგ-ზაურს და მონადირეს, ხოლო მესამე შემთხვევაში - მსვერპლშემწირველი სუფთავდება ყველა უწ-მინდურებისგან.   

  ნოემბერში სვანებს სახლში მოაქვთ თხუნელებისგან დაგროვილი მიწა, რომელსაც აყრიან  ბეღლებს, ზარდახშებს, ყუთებს, შინაურ ცხოველებს. ამ ადათის ჩვეულება არავინ იცის.

  ორშაბათს ამოყვანილი ყველის ჭამა შეუძლიათ მხოლოდ ქალებს, კაცებმა თუ შეჭამეს ძროხები ცოტა რძეს მოიწველენ.

  ჩვილი ღამით თუ სადმე მიჰყავთ, შუბლზე ნახშირს ან ჭვარტლს უსვამენ, რათა განდევნონ მისგან უწმინდური ძალა. იგივე მიზნით აკვანში დებენ რკინის რამე ნივთს, ან რკინის პატარა ნაჭერს.

  წმიდა თეოდორეს ხსენების დღეს ქალებიც და კაცებიც ოდნავ იჭრიან თმას. იმავე დღეს კრეჭენ ცხვრებს, ან ოდანვ პარსავენ მატყლს. 

  კვირას გაპარსვა არ ვარგა. ორშაბათობით არ უნდა დაივარცხნონ თმა, კერვაც არ არის მიზანშეწო-ნილი, რადგან საქონელს მხეცები გაანადგურებენ.

  საქონელი თუ დაიკარგა, ან დარჩა მინდორში, სახლში აბამენ საგანგაშო სკამს, იმ იმედით, რომ ამ საშუალებით ,,მტაცებელს პირი შეეკვრება.
არ ვარგა კანაფის (конопля) დათესვა 20 დეკემბრიდან 7 იანვრამდე.
                                                _____________
  9 მარტამდე სათეს მინდვრებში არ აყრიან მიწას თოვლს* ,,რათა აიცილონ მარტში ცუდი ამინდი".

  სვანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მთვარის გავლენას. ისინი მთვარის ზოგიერთ ფაზას იღბლია-ნად თვლიან და ზეპირად იციან მოგზაურობისთვის ხელსაყრელი, შინაური ცხოველების გადასაყვანი, ბეღელის, ღვინის ჭურჭლის გადასატანი, მთვარის ფაზის რიცხვები (3, 6, 7, 10, 16 და 20). მგზავრობისთვის ყველაზე ხელსაყრელ დღედ ითვლება ორშაბათი, განსაკუთრებით თუ ეს დღე ემთ-ხვევა ახალი მთვარის მეშვიდე დღეს.
                                                                   _____________
  ღორების მფარველად ხალხი მიიჩნევს ,,ლაპატრას. ,,მეისარიობის დღესასწაულის დროს, რომელიც ფარისეველთა კვირის წინა შაბათს აღინიშნება, ყველა ოჯახში კლავენ ღორს, აჭრიან ენას და პურთან ერთად დებენ საღორესთან, სადაც თხოვენ ,,ლაპატრას გაზარდოს მათი ღორების რაოდენობა.
                                                 ____________
  ცხვრების გასამრავლებლად ხალხი ლოცვით მიმართავს ,,სარეკელი-დეცს.**
                                                 ____________
სავსე ბეღელის გახსნისას სრულდება ასეთი რიტუალი: ერთი ქალბატონი, ნამცხვრისთვის გამზადე-ბულ ცომს, ჩხვლიტავს სამი გვერდიდან შუა და საჩვენებლი თითებით და შემდეგ ისე აჭერს შუა, საჩ-ვენებლი და ცერა თითით ისე, რომ ცომზე დარჩეს ანაბეჭდები. ასე გამომცხვარი პურის (,,ლეშგნა) გვერდებიდან ოჯახის ყველა წევრი იღებს თითო ლუკმას, აწვდის მომდევნოს და ამბობს: ,,ღმერთო! გახადე ჩვენი ბეღელი ბარაქიანი. ამავე დროს ყველას ფეხებთან უდევს დანა და ნახშირი. მზად არის მეორე ასეთივე პური, რომელზეც გადაფარებულია ნაჭერი, რათა ცამ არ დაინახოს (ცუდის მანიშნებე-ლია) და მიაქვთ უცხო პირთან, რომელიც ოჯახის ერთგულად ითვლება და მასაც აჭმევენ.
                                          ___________ 

  კალოობის დაწყებამდე, როცა კვალი უკვე გავლებულია სამჯერ უვლიან ყანას, ხელში უჭირავთ ნა-ჯახი ან რკინის ნივთი და ამბობენ: ,,ღმერთო,  მიეცი ხვავი ჩემს ყანას,  არიდე ავი თვალი და გული ავის მოსურნე და შურიანი გამოაშრე და მოწამლე დაიფარე ჩემი ყანა ქრისტეს დროშით. 
                                              ___________
  სვანები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებობს ,,მახადანის თილისმა, რომელსაც ძალუძს უჩინრად გადაიტანოს ხორბალი ერთი ყანიდან მეორეში. ცნობილია შემთხვევბი როცა ადამიანები დადიოდნენ სოფელში ხატით და ყველას აფიცებდნენ, რომ არ გაიჩერებდნენ ოჯახში ,,მახადანს, რომელიც ყვე-ლას ამდიდრებს, ვისაც მისი თილისმა აქვს და აღარიბებს მთელ სოფელს.
                                               ___________
  ეპილეფსიის შეტევის დროს, ავადმყოფს ადებენ ხანჯლებს და თოფებიდან ჰაერში ისვრიან, რათა განდევნონ ადამიანისგან უწმინდური ძალა. მის ცხვირწინ წვავენ მგლის ბეწვს. შეტევის დასრულები-სას ავადმყოფს აბამენ ტყავის ნაჭერში გახველ მგლის კბილს და დათვის ბრჭყალებს (,,ქი-სუმბურა).
                                                                 ___________

სვანეთის ზოგიერთ სოფელში თოვლს აყრიან მიწას, რათა თოვლი მალე გადნეს და მალე დაიწყონ მიწის მოხვნა. ეს ადათი ყოველთვის სასურველ შედეგს იძლევა, თუ არ მოთოვა კვლავ.
გაზაფხულზე, ფეხშიშველები პირველად თუ დაინახავენ ახალშობილ კვიცს, მწყერს, ან ბაყაყს წყალს გარეთ, ზაფხულობით ეტკინებათ ფეხები.
  გაზაფხულზე თუ თხის ხმას მის დანახვამდე გაიგონებენ, გამყიდველი მოატყუებს ვაჭრობის დროს.
 გაზაფხულზე გოჭის ხმას თუ მის დანახვამდე გაიგონებენ მუცელი დაუწყებთ ბუყბუყს.
  გაზაფხულზე ბოლოქანქარას თუ პირის დაბანამდე დაინახავენ თვალები ეტკინებათ.
  პეპელას თუ შეხედავენ, როცა აღმოსავლეთისკენ მიფრინავს, ბედნიერების მომტანია.
  უზმოზე გუგულის დანახვა უნაყოფო შრომის მომტანია.
  გველი თუ ნახე პირველად, სასწრაფოდ წადი სახლში, უყურე ცეცხლს და ხელში გეჭიროს ჯაჭვი, რომელზეც ქვაბებს კიდებენ. მცდელობა შეიძლება წარუმატებელი იყოს ცუდი განწყობის წინააღმდეგ, მაგრამ, მაინც უნდა გააკეთო.
  ახალი მთვარის დანახვა კარგია მისი გამოჩენისთანავე, როცა მხედველობის არეში ვინმე დგას. ამ ადამიანის ხასიათი გეცნობებათ მომავალ ახალ მთვარეობამდე. ახალი მთვარის დამნახავმა უნდა შეჭა-მოს პურის ნამცეცები და კბილებში ჩაიდოს ვერცხლი ან რკინა; ამ ლითონების მნიშვნელობაა: ვერ-ცხლი - გულის სისუფთავე, რკინა - სიმყარე და უშიშრობა.
                                                     __________
  ჩხიკვი და შაშვი მოგზაურისგან ან მონადირისგან მარჯვნივ თუ გამოსცემენ ხმებს, ცუდის ნიშანია: მოგზაურს უბედურება შეემთხვევა, მონადირეს წარუმატებელი ნადირობა ექნება. ასეთივე შედეგებია მოსალოდნელი, როცა გზაზე მწყერი გამოფრინდება.
  გზაში ბაყაყის შეხვედრა შესანიშნავია, უკეთესს ვერ ინატრებ.
  მონადირისთვის კარგია, ახალი წლის შემდეგ მისი პირველი ნანადირევი თუ ბოლოქანქარა იქნება.
  ჩაცმისას ფეხსაცმელი ჯერ მარჯვენა ფეხზე ჩაიცვი, მარცხენა ფეხიდან ჩაცმის დაწყება უვარგისია.
  მუგუზალების შიშინი უამინდობის გამომწვევია.
  მარცხენა ყურის ფხანამ უამინდობა იცის, მარჯვენა ყურის ფხანამ - დარი.
  იგივეს უნდა ველოდოთ ღრძილების ფხანის შემთხვევაში.
  წარბების მარჯვენა ფხანის შემთხვევაში არ გაემგზავრო არსად, მარცხენა მხარე თუ გეფხანება ჩა-ნაფიქრი აგისრულდება.
  მარცხენა მხარში ფეთქვა ჩხუბის და სიკვდილის მანიშნებელია.
  ზედა ტუჩის ფხანა სასმელის შეძენის მანიშნებელია.
  ცხვირის წვერის ფხანა უბედურების მანიშნებლია.
  მუხლებში ფეთქვის დროს უნდა დადგე მუხლებზე სატირლად.
  ნესტოების ფხანა სიხარულის მანიშნებელია.
  კატა ბანაობისას თუ ყურებს ეხება  კარგი ამინდი იქნება.
  ქათმების ფართხალი ჭექა-ქუხილის მანიშნებელია.
  ჩვილი ბავშვი ხელს თუ გადაიტარებს თავზე სიკვდილის ნიშანია.
  ელვის და ქუხილის წარმოშობას სვანები ორგვარად ხსნიან: ცაში დევები ჩხუბობენ და შეჯახებისას წარმოქმნიან ქუხილს, თოფის სროლისას - ელვას, ან მეორე ვერსიის მიხედვით ეშმაკები აგროვებენ ქვაბებს და ერთამანეთს ურტყამენ. სვანების რწმენით წვიმა ციური ტბებიდან მოდის.

               მესამე ნაწილის დასასრული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი