რაფიელ ერისთავი. სვანური ჩანაწერები. IV ნაწილი


XIII.  დ ე მ ო ნ ო ლ ო გ ი ა 
  ,,საშშარი* (ოჩოპინტრე). სვანურად ტყის კაცს, ოჩოპინტრეს საშშარი ანუ საშიშარი ჰქვია. ხალხის რწმენით ისინი სოფლის შემოგარენში ჩნდებიან საშობაო მარხვის დაწყებამდე ორი კვირით ადრე და წმიდა ბარბარეს დღესასწაულამდე ანუ 4 დეკემბრამდე (ძვ. სტ. მთარგმნელის შენიშვნა) რჩებიან. საშ-შარები ტანით ცხრა წლის ბავშვის ზომისანი არიან და უმეტესად მდინარეების ნაპირებთან და წყარო-ებთან ბინადრობენ. სახე ადამიანისა აქვთ, იმოსებიან ტანისამოსით და ლაპარაკობენ. შემხვედრს ყოველთვის სახელით მიმართავენ; ენახვებიან მხოლოდ მარტოსულ მოგზაურს ან მონადირეს, შე-იპყრობენ, ამოსდებენ აღვირს, ატარებენ ცაში და მიწაზე. ბოლოს მიჰყავთ იმ ადგილას, საიდანაც წა-მოიყვანეს და უშვებენ აღვირახსნილებს. ზოგიერთებს ფეხებს ქუსლებით წინუკრავენ, მაგრამ საბო-ლოოდ არ ღუპავენ. საშშარები აწყობენ ფერხულებს, უყვართ კალმახის დაჭერა, ნადირობენ ჯიხვებზე და ტკბებიან მათი ხორცის მირთმევით.
  ,,პაჟვი ** (დამალული) - ცოცხალი არსებაა ადამიანის სახით, ცხვირის გარდა; სხეული ისეთი მსუ-
ბუქი აქვს, თითქოს ჩიტის ბუმბულისგან იყოს გაკეთებული. პაჟვი მძინარეს ედება მკერდით მკერდზე, სახით სახეზე, ხელებით ხელებზე და ა.შ. მძინარე ამ დროს გაგუდვამდე ითენთება და უძლურია წინააღმდეგობა გაუწიოს პაჟვს. მძინარემ თუ მოახერხა პაჟვის შეპყრობა და ცეცხლთან მიყვანა პაჟვი ქრება.
სვანეთში საშშარი იგივეა, რაც იმერეთში ჭინკა, საქართველოში - ტყის კაცი, ალქაჯი.
** სრულიად საქართველოში მაჯალაჯუნას ეძახიან.
43
ქხალი*** - აირის (გაზის) მაგვარი უხილავი არსებაა, რომლის ყოფნის გამოცნობა შეიძლება მისთვის მახასიათებელი სპეციფიკური სუნით. აქვს ბროლის ფეხები, ბინადრობს მთებში და მდინარეების ნაპი-რებზე. ქხალი თავს თუ დაესხა ადამიანს, მას ეწყება მთქნარება, თავის ტკივილი, ღებინება და ზოგადად ძალიან ცუდად გრძნობს თავს. ქხალის წინააღმდეგ ბრძოლისსაშუალება - შეთქმულებაა, განსაკუთრებული ლოცვების ჩურჩული.
                             XIV.  მ ო ნ ა დ ი რ ე ე ბ ი   დ ა   ნ ა დ ი რ ო ბ ა

  1.ნადირობის მფარველები და მისი ადათები სვანეთში.
  სვანების რწმენით, ნადირობის ნიჭის და ვნების გადაცემა შთამომავლობით ხდება. მამა ღმერთის გარდა ნადირობის მფარველებად ითვლებიან წმიდა გიორგი, ქალღმერთი დალი (მთის ქალი, თოჯინა), აბსასდი, ,,სვიმ-ბერ-მოძღვარი და ელი. ინებებს წმიდა გიორგი მონადირისათვის წყალობას არჩვებზე და ჯიხვებზე სანადიროდ? წმიდა გიორგის უახლოეს თანაშემწედ ითვლება დალი (კოჯა დალი), რო-მელიც მაღალი მთის კლდეებში ცხოვრობს. ის ზოგჯერ ეჩვენება ბედნიერ მონადირეს და ამ დროს მო-ნადირის წარმატება გარანტირებულია. მონადირემ, რომელმაც ნახა დალი, არავის არ უნდა უამბოს ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განრისხებული ქალღმერთი,  მას კლდიდან გადააგდებს. წმიდა გიორგის მიერ დალის ავალია ცოცხალი და მოკლული ჯიხვების და შურთხების რაოდენობის თვლა.  მისთვის საყვარელი არჩვის და ჯიხვის მოკვლის უფლებას დალი არ მისცემს მონადირეს. ერთი სვა-ნური, ხალხური სიმღერის მიხედვით დალი ზოგჯერ აცდუნებს მონადირეს და მასთან სარეცელს იყოფს.
  სვანეთში დალიზე ასეთი ლეგენდა არსებობს: ნამშობიარევი დალი კლდის წვერზე იწვა, საიდანაც მას ჩვილი გადაუვარდა, რომელიც მგელმა გაიტაცა. მტაცებელს მონადირე გაეკიდა, მოკლა და ჩვილი იმ კლდის ძირთან, მიიყვანა, სადაც დალი იყო. გახარებულმა დედამ მონადირეს შესთავაზა ან სარეცელის გაყოფა, ან არჩვების და ჯიხვების გარკვეული რაოდენობის მოკვლის უფლება ყოველწლიურად. მონა-დირემ მეორე შეთავაზება აირჩია. დალიმ კლდეზე ჩაუშვა გრძელი ნაწნავი და ბავშვი ამოიყვანა. მალე მონადირემ განარისხა დალი, რადგან არ დაკმაყოფილდა ცხოველების განადგურების ნებადართული რაოდენობით და ქალღმერთის საყვარელი ჯიხვების ფარების განადგურება დაიწყო. ამისთვის, დალიმ მონადირე კლდიდან გადაჩეხა, მის შთამომავლობას კი ნადირობა აუკრძალა.
  მთების კიდევ ერთ ღმერთს - აბსასდს,  დალიზე ნაკლები უფლებები აქვს არჩვებზე და ჯიხვებზე, სამაგიეროდ ფრინველთა მფარველად ითვლება.
  ნადირობის მფარველებს  სვიმ-ბერ-მოძღვარს და ელს, სვანების რწმენით ფრინველებსა და ცხოვე-ლებზე განსაკუთრებული უფლებები არ აქვთ.
  მონადირემ თავი უნდა აარიდოს  სიძვის ცოდვას და ისეთ სახლში მოხვედრას, სადაც ცხოვრობს მშობიარე ან დიაცი ქალთა წესის დროს. ამ უკანასკნელთ ციკლის დროს ნანადირევის მირთმევა ეკრ-ძალებათ.
  ნანადირევის ძვლები მონადირემ საკუთარ სახლში უნდა შეაგროვოს და თუ იმდენი მოგროვდება, რომ სახლში არ დაეტევა მაშინ გადაყაროს მდინარეში. ნანადირევის ნაწილის ძვლები, რომლებსაც მო-ნადირე ძღვენის სახით მიართმევს ამხანაგებს და უცხოებს, მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მონადირეს.
  ნანადირევის ხორცს და ძვლებს არ უნდა გააკარონ ღორები, ცხვრები და ქათმები.
  XIX საუკუნემდე არჩვის და ჯიხვის რქების შეწირვა ეკლესიისთვის ხდებოდა. მრეწველობის განვითა-რებამ ეს ადათი შეცვლა, მონადირეები რქებს ყიდიან.
  ნანადირევს მონადირე, მისი ამხანაგები და თანამგზავრები ასე იყოფენ: მოკლული ცხოველის ან ფრინველის თავი, კისერი და ტყავი ეკუთვნის მონადირეს, რომელმაც მოკლა ფრინველი ან ცხოველი,
დანარჩენი თანაბრად ნაწილდება ყველა მონადირეზე. ნანადირევი  სოფელში მიაქვთ ღამით, რომ არა-ვინ გათვალოს მონადირეები.
  2. ჯიხვები და მათზე ნადირობა. ჯიხვები კავკასიის მთავარი ქედის მთელ სიგრძეზე ბინადრობენ. ზრდასრული ხვადი სიგრძეში 7-8 ფუტია. ხვადი ბევრად დიდია ძუ ჯიხვზე ტანითაც და რქებითაც. ჯიხვს კუდი და წვერი თხასავით მოკლე აქვს, ყურები თავთან შედარებით პატარა, ყბები - გრძელი, თვალები - დიდი, კისერი - სქელი და მოკლე, მკერდი ფართო და ძლიერი, უკან გადაგდებული  რქები  1/2 - 3/4 არშინამდე (1 არშინი - 71,12 სმ.- მთარგმნელის შენიშვნა) სქელი, რქოვანი ნაკეცებით, ან რგოლებით.
***საქართველოში ცნობილია ალის სახელით. ალის თმებით დაჭერას ვინც მოახერხებს, მთელი ცხოვ-რება მსახურად და ლაქიად ეყოლება ალი
44
  ჯიხვების რქების ზომა უშგულის თემში გრძელია, იფარის და გულახის თემების სანადირო ადგილებ-ში - სქელი და მოკლე. ჯიხვის ჩლიქები გაორებული და ელასტიურია, რაც მათ ციცაბო კლდეებზე სიარულის და დგომის საშუალებას აძლევს.
ჯიხვს მოკლე, ხშირი და უხეში ბეწვი აქვს, რომელიც გაზაფხულზე ჩალისფერია, ზაფხულობით -  წაბლისფერი, შემოდგომაზე მუქდება და ზამთარში მონაცრისფროა. ჯიხვის ხორცი ძალიან ქონიანი და გემრიელია. ჯიხვს ნეკნებზე ოთხი თითის დადების სისქის ქონი აქვს და ერთი ჯიხვიდან  ერთ ფუთამ-დე ქონის მიღება შეიძლება.
  ჯიხვის მაკეობა ნოემბრიდან ივნისამდე გრძელდება და ძუ შობს ერთ ან იშვიათად ორ ბოჩიკს. სხვადსხვა ასაკის ჯიხვებს სვანები სხვადსხვა სახელებს ეძახიან. ზრდასრულ ხვადს ჰქვია კვიცრა,
ხიან დიკვიცრას, ან დაფიულ-კვიცრას. ჯიხვებს ადამიანებისთვის მიუვალ ადგილებში ბინადრობა უყვართ. არიან ძალიან სწრაფები, მოხერხებულები და საზრიანები. დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნისას ყოველთვის ახერხებენ რქებით დაცემას. რქების სიმყარის და კისრის ძალის წყალობით ეს ვარდნა არავითარ ზიანს არ აყენებს მათ. ჯიხვი ძალიან ძლიერი და ამტანია. თუ ტყვია თავში ან გულში არ მოხვდა არ კვდება. ჯიხვის საკვები ხავსი და ბალახეულობაა. ზამთრობით ჯიხვები გამოქვაბულებში ბინადრობენ, სადაც მონადირეთა მტკიცებით, ზაფხულში და შემოდგომაზე მთის ინდაურს ანუ შურთხს დიდი რაოდენობით ბალახი მიაქვს. ამ მარაგით ჯიხვები იკვებებიან, შურთხები - მათი ფეკა-ლიებით.
  ჯიხვები დღისით კლდეებზე წვანან და იცოხნებიან. საძოვარზე გადიან გამთენიისას და საღამოს. სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ საძოვრისკენ. გზაში სჭამენ ბალახს, ფოთლებს, ხავსს, ბუჩქების ტოტებს. ხეობაში, დაბლობზე ჩასვლისას სვამენ მლაშე წყალს და იმავე გზით ბრუნდებიან მწვერვალზე. ჯიხვი ძალიან ფრთხილი და ფხიზელი ცხოველია, ადამიანს სუნით გრძნობს. მონადირეებმა იციან ჯიხვის ეს თვისება და საძოვარზე ან წყალთან უსაფრდებიან ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ. ჯიხვები დადიან მარტო ან წყვილად, მაგრამ უყვართ ცხოვრება მცირე ფარებად ათიდან ას თავამდე. ფარაში ათ სულზე ნაკლები ჯიხვის ყოფნის შემთხვევაში, ფარას აუცილებლად ერთი გუშაგი დარაჯობს. თრა-პეზისას გუშაგი მოუსვენრად გადარბის ერთი მთიდან მეორეზე, დარბის ფარის ირგვლივ, აკვირდება მას, ღელავს, შფოთავს. მცირე საშიშროების  შემთხვევაში ანიშნებს ამხანაგებს და ფარა გარბის. ამი-ტომ მონადირე ყოველთვის ცდილობს პირველ რიგში გუშაგი მოკლას, ხოლო შემდეგ სხვები დამ-ფრთხალი და შეშინებული ფარიდან, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბიან. გაქცევისას ჯიხ-ვები რქებს უკან იგდებენ, სასოწარკვეთილი ნაბიჯებით მიხტიან შიშველი და დაკბილული კლდიდან კლდეზე.
  ჯიხვებზე მთელი წელი ნადირობენ, მაგრამ უპირატესად შემოდგომაზე. ზამთარში ნადირობა წარ-მატებულია დიდთოვლობისას. ამ დროს მონადირეები თანასოფლელებთან ერთად ძაღლებით მიდიან ჯიხვებზე სანადიროდ. ძაღლიანები ხეობაში ჩერდებიან. მონადირეები აფრთხობენ ფარას და გამოქვა-ბულიდან  ერეკებიან ამხანაგებისკენ.  შეშინებული ჯიხვები გარბიან, გათანგულები ეცემიან თოვლში. აქ იწყება მათი დევნა სროლის გარეშე. ძაღლებისგან შეშინებულ, საბრალო ჯიხვებს დანებით კლავენ.
  ჯიხვის ტყავისგან აკეთებენ ქურთუკებს, რომელიც 4-6 რუბლი ღირს. ბოლო დროს ჯიხვების რაოდენობა ძალიან შემცირდა., მათი მუდმივი ხოცვის გამო მთელი წლის განმავლობაში. 1882 წელს სვანეთში ორასზე მეტი ჯიხვი მოკლეს.
  3. შურთხი (მთის ინდაური) სვანეთში. თავისუფალ და დადიანის სვანეთში შურთხს ეძახიან ქაჯა-ყა-ტალას (კლდის ქათამი) და მუქღელს (მყვირალა). თავადურ სვანეთში - ჟვანს, ზემო რაჭაში - ჯიხვის ინდოურს. შურთხები კავკასიის მიუწვდომელ მთებში ბინადრობენ, ხშირად ჯიხვებთან ერთად. შურთ-ხები ქათმებზე დიდები არიან. მამალს მოთეთრო-მონაცრისფრო  ბუმბული აქვს, დედალს - ღია-ფერ-ფლისფერი. შურთხს დიდი თავი აქვს, მოკლე, ოდნავ მოხრილი ნისკარტი და დიდი თვალები. შურთ-ხები კრიახებენ სტვენით, დიდ მანძილებზე სწრაფად დაფრინავენ, ისე თითქოს ფრთებს არ ამოძრავე-ბენ. დარბიან ისე სწრაფად, რომ მათი დაჭერა შეუძლებელია გაჭენებული ცხენითაც კი. ბუდობენ კლდეებში.  არ დებენ ათ კვერცხზე მეტს, რომლებსაც ჭორფლივით ლაქები აქვთ. ბარტყებს დედალი და მამალი ერთად კვებავენ. შურთხების საკვები ბალახი, ქვები და ქვიშაა. შურთხები ძალიან ძლიერე-ბი არიან, იკბინებიან ისე, რომ ერთ კაცს  ორი შურთხის დაჭერა გაუჭირდება. ზამთრობით ჯიხვებ-თან ერთად სახლობენ გამოქვაბულებში და მათი ფეკალიებით იკვებებიან.
  სვანეთში შურთხებს ზაფხულობით ხაფანგით იჭერენ, მაგრამ ტყვეობაში ისინი არფერს ჭამენ და კვდებიან. შურთხის ხორცი მოთეთრო და ძალიან გემრიელია.
             XV.  დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული ადათები და ცრურწმენები

ახალ წელს სვანურად ჰქვია ,,ზამხა, სიტყვებიდან ,,ზა - წელი და ,,მახე - ახალი. დადიანის სვა-ნეთში ახალ წელს ჰქვია ,,ქანდა ახალი წლის წინა საღამოს, ვახშმობის წინ ყველა ოჯახში ამზადებენ ერთი თვით ადრე, გამოსაშრობად ჭერში ჩამოკიდებული ჯოხებისგან ბურბუშელის კონას. კონას დე-ბენ კერიასთან და ახალი წლის დილას, ამ კონით ანთებენ პირველ ცეცხლს. ახალი წლის წინა საღა-მოდან ყველა დარაბაისლურად იქცევა, არავინ ამბობს ცუდ სიტყვას, რადგან სვანების რწმენით, უკვე
45
დადგა ახალი წელი და სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია. ვახშმის შემდეგ ოჯახის წევრებიდან ერთი მიდის სოფლის უკაცრიელ სახლში, სადაც იკრიბებიან სოფლის ყველა ოჯახიდან წამოსულები. სახლი-დან ასე გასულს ეძახიან - ,,ქამე მუჯშხა (განდეგილ მადიდებელს), ანუ ადამიანს, რომელიც გარედან მოდის ახალი წლის მოსალოცად. განდეგილი მადიდებლის გარდა, ყველა ოჯახში არიან შინაური მადი-დებლები - ისგაა მუჯშხა. ისინი რჩებიან სახლში. ვალდებულნი არიან მეორე დღეს (ახალ წელს) სხვებზე ადრე ადგნენ საწოლიდან, ნახშირზე დადონ კერიასთან დატოვებული ბურბუშელის კონა და ამის შემდეგ წავიდნენ მდინარეზე. ერთ მათაგანს მიაქვს ,,ოხარი - ხის ჭურჭელი წყლისთვის*, ხოლო
მეორეს - პატარა კალათი, რომელშიც ჩალაგებულია ,,უშდბაალი - ოჯახის თითო წევრზე თითო ხაჭაპური.
  მდინარეზე მისულები ღმერთს სთხოვენ პურის კურთხევას, ავსებენ ,,ოხარს წყლით და სთხოვენ ღმერთს წყალობას იყვნენ სახლისთვის ბედნიერების მომტანები. სტუმრები ამ დღეს უპირატესად არი-ან ნათესავები: გათხოვილი ქალიშვილები თავიანთ ოჯახებთან ერთად, ადამიანები ვინც მათ მამული მიჰყიდა. ყველა სტუმარს ჩუქნიან ერთიდან ოც რუბლამდე ღირებულების ნივთებს ან საქონელს. აქვე ერთი ადათიც უნდა ვახსენოთ. ახალი წლის წინა დღეს, ოჯახის რომელიმე წევრი აკეთებს არყის ხისგან ერთი არშინის სიგრძის ძელებს და სახლის კარის ორივე მხარეს აწყობს. ამ ნამსხვრევებს ჰქვია ,,ნათე; ახალი წლის მეორე დღეს მომსვლელი ყველა სტუმარი ვალდებულია აიღოს ერთი ,,ნათე და შეიტანოს სახლში. ,,ნათეს ჯერ დებენ კერიის კედელთან, ხოლო შემდეგ არჭობენ ჭერში.
  2. საშობაო სამზადისი და შობა. შობის წინა დღეს სვანები ეძახიან ,,შაბს, თავად შობას - ,,ქრის-დეეშს, რაც ქრისტეს შობას ნიშნავს.
  შობის წინა დღეს, ყველა სოფელში, მორიგეობით წინასწარ არჩეული რამდენიმე მცხოვრები ვალდე-ბულია გაუმასპინძლდეს თანასოფლელებს სამარხვო სადილით და ვახშამით, შობის დღეს კი მოკრძა-ლებული სადილით. დანიშნულ დროს სოფლის მცხოვრებნი დილაადრიან, დაუპატიჟებლად დიდ ჯგუ-ფად მიდიან სტუმრად გამმასპინძლებელთან, რომელსაც წილად ხვდა ეს დიდი პატივი.
  სუფრასთან პირველი ადგილს იკავებს ოჯახის უფროსი, მის გვერდით ჯდება სოფლის ყველაზე უხუ-ცესი მცხოვრები და მის შემდეგ სხვა მამაკაცები ასაკის მიხედვით. ქალები სხდებიან ცალკე, ოთახის მეორე მხარეს, ასევე ასაკობრივი ზრდადობით. სტუმართა ყველა რიგის წინ დგას გრძელი სკამები. მასპინძლის მიერ არჩეული მერიქიფეები და მზარეულები, რომლებიც ყოველ მოწვეულ 20 ოჯახზე ათნი არიან, სტუმრების წინ იმდენ პურს ალაგებენ სუფრაზე, რომ პური ფარავს მაგიდას. ამის შემდეგ სტუმრებს მიართმევენ ყოველ სამ ადამიანზე გათვლილ მოხარშულ და მოუხარშავი ყველის თითო ქო-თანს. როცა ყველა დაჯდება თავის ადგილზე, ოთახის შუაში ჯდება ,,თიდე - სუფრაჯი, რომელიც პა-სუხისმგებელია სტუმრებისთვის კერძების და სასმელის მიწოდებაზე და მერიქიფეებს თასებში უსხამს არაყს. მერიქიფეები პირველ რიგში მასპინძელს უსახმენ სასმელს და შემდეგ უკვე სტუმრებს.
  მასპინძელისთვის არყით სავსე თასის მირთმევის შემდეგ ის დგება ფეხზე, ლოცავს სტუმრებს, ადი-დებს ღმერთს და სთხოვს, რომ სტუმრების ყველა დანაკლისი შეავსოს, ამასთანავე სტუმრებს სთხოვს მის ოჯახში, ჩხუბის გარეშე მოილხინონ, რისთვისაც მადლობელი იქნება. მასპინძლის შემდეგ სტუმ-რებს ლოცავს უხუცესი და ამის შემდეგ იწყება ლხინი. მერიქფეები გაუჩერებლად  უსხამენ სტუმრებს არაყს და როცა თასებით სამჯერ ჩამოუვლიან სუფრას, ვისზეც გათავდება სასმელი, წყვეტს ტრაპეზს, იწერს პირჯვარს და იწყებს საშობაო გალობას. გალობის დასრულების შემდეგ ლხინი გრძელდება. მე-რიქიფეები კვალვ უსხამენ სასმელს სტუმრებს, ყველანი მღერიან და ცეკვავენ. სადილის დასრულები-სას ხალხი გადის ეზოში და იქ აგრძელებს სიმღერას და ცეკვას ვახშმამდე.  ვახშმის შემდეგ სტუმრები იშლებიან, მეორე დღეს ისევ იკრიბებიან იგივე მასპინძელთან და ლხინი გრძელდება.
  ზოგიერთ სოფელში ამ ადათით აღარ აღინიშნება შობა, მოუსავლიანობის და გამაღატაკებლი ხარჯე-ბის თავიდან აცილების მიზნით. იქ სადაც ამ ადათით აღნიშნავენ შობას,  სოფლის მოსახლეობა რამდენიმე ჯგუფად იყოფა ასეთი ლხინისთვის. ყველა დიდი დღესასწაულის დროს სვანეთში იცავენ ამ წესს ტრაპეზისას.
  3. ,,ლიქვარშის აღნიშვნა იწყება ფარისვლების კვირის წინა პარასკევს და გრძელდება ხუთი დღე. წმიდა ბარბარეს დღემდე. ლეგენდის მიხედვით, სათავადო სვანეთში ბეჩოს თემში, სოფელ დოლში შე-მორჩენილია წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის კედლების და გუმბათის ნანგრევები. შორეულ წარ-სულში ამ სოფლიდან უშგულში გადასახლდა ორი ადამიანი: ერთი გვარად ქალდანი, მეორე - ჭელიძე. ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმა მათ სხვადასხვა შემავიწროებელმა გარემოებებმა აიძულეს. ამ ორ თემს შორის მანძილი 54 ვერსტია (1066,8 მეტრი - მთარგმნელის შენიშვნა). უშგულელებმა თავიანთი მფარვე-ლობის ქვეშ მიიღეს ქალდანი და ჭელიძე, გამოუყვეს საზოგადო მიწებიდან სახნავი, სათესი და ტყის ნაკვეთები, იმ პირობით, რომ ამ ორს დოლის ეკლესიიდან მოეპარა მაცხოვრის ხატი და მოებრძანებინა უშგულის წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. ქალდანისგან და ჭელიძისგან ამ პირობის შესრულე-ბას ხალხი კიდევ იმიტომ ითხოვდა, რომ დარწმუნებულიყო მათ ერთგულებაში უშგულის თემის მიმართ, რათა დევნილთა ეს საქციელი მათთვის ყოფილიყო დაბრკოლება დოლში დასაბრუნებლად. ქალდანმა და ჭელიძემ შესარულეს ეს პირობა ექვსი უშგულელის თანხლებით. მაცხოვრის მოპარული ხატი დღესაც უშგულის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაშია. ამ ხატის გადაბრძანებას სვანურ ფოლკ-
ეს ჭურჭელი პატარა კასრის ფორმისაა, თავზე აქვს მცირე ზომის ხვრელი, ატარებენ ზურგით.
46
ლორში ძალიან პოეტური სიმღერა აქვს მიძღვნილი, რომელიც სრულდება ,,ლიქვარშის დღესასწა-ულის აღნიშვნისას. ხატის მოპარვის გამო სვანეთში გადაწყვიტეს სახალხო კრების მოწვევა. შეკრების მიზანი იყო შენდობის თხოვნა წმ. ბარბარესადმი, რაიმე მსხვერპლის შეწირვით. წმინდანი შეიძლებოდა განრისხებულიყო ხატის მოპარვის გამო. დიდი ხნის განსჯის შემდეგ გადაწყვიტეს  ყოველ წელს აღენიშნათ წმიდა ბარბარეს სადიდებელი დღესასწაული - ,,ლიქვრაში. შეკრებილთა აზრით დღესასწა-ული იქ უნდა გამართულიყო სადაც მოისურვებდა წმ. ბარბარე, მაგრამ როგორ შეეტყოთ მისი  სურვილი?  ხალხს არ გაუჭირდა ამ რთული საკითხის გადაჭრა. გადაწყვიტეს სვანეთის ყველა სოფლი-დან აეღოთ ხის კასრი ( ,,ნეგარი) და აეტანათ ბეჩოს თემში მეზერის მთაზე, რომლის ქედზეც არის როგორც სოფელი დოლი, ასევე წმიდა ბარბარეს ეკლესია და დაეგორებინათ კასრები, რომელი სოფლის კასრიც გადარჩებოდა იმ სოფელს ექნებოდა დღესასწაულის აღნიშვნის უფლება. რა გამოვი-
და ამ საქმიდან? - სვანეთის ყველა სოფლიდან მოტანილი კასრებიდან გადარჩა მხოლოდ სამი: უშგულის, მუჟალის და დოლის, დანარჩენები ნაფოტებად დაიშალა. ამრიგად ,,ლიქვრაში დღესაც აღინიშნება უშგულის თემში, მულახის თემში სოფელ მუჟალში, და ბეჩოს თემში სოფელ დოლში.
  ,,ლიქვრაშის აღნიშვნისას ერთიი ოჯახები მასპინძლობენ, მეორენი კი სტუმრობენ მათ, ისე როგორც დღესასწაულის ,,ლამპარი აღნიშვნის დროს, იმ სხვაობით, რომ მასპინძელთა და სტუმართა რაოდე-ნობა ,,ლამპარის დროს არათანაბარია. ,,ლამპარის დროს სტუმრების რაოდენობა შეიძლება სჭარ-ბობდეს მასპინძლებისას, რაც დამოკიდებულია მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებზე. სუფრაზე უნდა იყოს კერძები და სასმელი დიდი რაოდენობით, მასპინძლის შესაძლებლობებიდან გა-მომდინარე. ამ დღესასწაულის დროს შეიძლება დაუპატიჟებელი სტუმრები, უცნობებიც მობრძანდნენ, რომლებიც მასპინძელმა პატივით უნდა მიიღოს, არ გამოხატოს უკმაყოფილება და არ აგრძნობინოს მათ რომ არ იცნობს.
  4. ყველიერის ბოლო დღე.  ყველიერის ბოლო დღეს, კვირას, ყველა მცხოვრები იკრიბება სოფლის შუა-გულში, სადაც დგას თოვლის კოშკი, რომელზეც ადიან ცეკვის მსურველები და ფერხულს აჩაღე-ბენ.კოშკის შუაში დგას ბოძი, რომელზეც დახვეულია ადამინის ფორმის ქერის თავთავი. ცეკვით დაღ-ლილი ახალგაზრდები ჩამოდიან კოშკიდან და ანგრევენ მას. ამის შემდეგ იწყება ეგვიპტელების, რომა-ელების და ბერძნების მსგავსი წარმოდგენა. იმოსებიან საგანგებო ხალხური სამოსით. პირველ რიგში ირჩევენ ყველაზე ჩია ტანის ადამიანს, რომელიც ბუნებამ სხვანაირადაც დაჩაგრა. აცმევენ ტილოს პანტალონებს, უკეთებენ თივისგან კუზს, მუცელზე აკერებენ ადამიანის დაბადების ლეგენდის ამსახ-ველ ნახატებს. სახეს უმურავენ და ხელში აძლევენ არყის ხისგან გაკეთებულ ცოცხს. ასე შემოსილ ბე-რიკას ჰქვია ,,საქმისა. პიესის სიუჟეტით საქმისას დამხმარედ უნიშნავენ რამდენიმე ადამიანს, რო-მელთაგან ერთი ყეენის სამოსშია, დგას საქმისას გვერდით ამოღებული ხის ხმლით და მისი პირადი მცველის მოვალეობას ასრულებს. საქმისას ორი დამხმარე ქალის სამოსშია და ყეენის ცოლების რო-ლებს თამაშობენ, დანარჩენები არიან ვეზირები საქმისა მთელი თავისი გარემოცვით გადის ხალხში, რომელიც მათ მხიარული შეძახაილებით და სიცილთ ხვდება. საქმისა იცვლის ხმას და ისე იწყებს ცოცხის ქნევას, თითქოს ჩხუბი უნდა. მაყურებლებიდან ვისაც არ უნად შეეხოს საქმისა ცოცხით, არა-ვის აქვს გაბრაზების უფლება. საქმისა მირბის მაყურებელ ქალბატონებთან ეთამაშება მათ ტანის უხამსი მოძრაობებით. ამ დროს ყეენი წვება თავის ცოლებს შორის და თავს იმძინარებს. მძინარე ყე-ენის დანახვაზე საქმისა ცდილობს მისი ცოლების ცდუნებას და ამ დროს როგორც საქმისა ასევე ყეენი მაყურებელს აჩვენებენ უხამსი მოძრაობების ხელოვნების ისეთ მაგალითებს, რომელიც არსით ძალიან უახლოვდება ბერძენთა და რომაელთა მიერ ვაკხის, პრიამის, ცერერის, ვენერას პატივსაცემად მიძღ-ვნილ მისტერიებს.
  5. ლიდშვიდიში და ლითხაში. გაზაფხულიდან თემები აწყობენ შეკრებებს, რომლებზეც ადგენენ, რომ არავინ იმუშაოს მოსავლის აღებამდე ოთხშაბათის და ხუთშაბათის გარდა. კვირის დანარჩენ დღეებს სწირავენ ღმერთს. სვანების რწმენით, ამისთვის მამაზეციერი მათ აარიდებს სეტყვას და მოუვლენს კარგ მოსავალს. დადგენილების გასამტკიცებლად ხალხი ფიცს დებს და ირჩევს რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც თვალყური უნდა მიადევნონ დადგენილების შესრულებას და მისი დამრღვევი დააჯარიმონ დანაშაულის შესაბამისად. ჯარიმიდან აკრეფილი ფულით ყიდულობენ ღმერთისთვის შესაწირ არაყს. ამ ადათს ჰქვია ,,ლიდშვიდიში და ,,ლითხაში.* სოფლის მოსახლეობა აკრძალვის მთელი დროის გან-მავლობაში თვეში ორჯერ ან სამჯერ ყიდულობს არაყს, დასაკლავ საქონელს, რომელსაც სწირავენ ღმერთს და ევედრებიან აარიდოს სეტყვას, მისცეს მათ კარგი მოსავალი. გასაგებია რომ ასეთი მსხვერპლი არ სურს ზეცას, უბრალოდ სვანებს აქვთ მიზეზი კიდევ ერთხელ მოილხინონ და დათვრ-ნენ. სეტყვის ან ხანგრძლივი წვიმის შემთხვევაში სვანები ამბობენ, რომ მათი მსხვერპლი არ მიიღო ღმერთმა, რადგან სავარაუდოდ რომელიმე მათგანი მუშაობდა აკრძალვის დღეებში, დღესასწაულებზე ან სოფელში არიან მშობიარენი.
  6. ,,უფლიში აღინიშნება უშგულის გარდა სვანეთის ყველა თემში და გრძელდება სამი კვირის განმავ-ლობაში. დღესასწაულისას ყველა სოფელში ერთი ოჯახი მასპინძლობს 5-6 ოჯახს. მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში მასპინძელი სტუმრობს მათთან ვისაც გაუმასპინძლდა. 5-6 ოჯახის გამასპინ-
,,ლიდშვიდიში-ორშაბათობა, ,,ლითხაში-სამშაბათობა.
47
ნძლება სამი კვირის განმავლობაში დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მასპინძელი სტუმრებისთვის ამზა-დებს მხოლოდ არაყს და ხორცს, ხოლო საჭირო რაოდენობის პური ან ფქვილი პურის გამოსაცხობად სტუმრებს თავად მიაქვთ. ზოგიერთ თემში წესად აქვთ ეკლესიისთვის ხარის შეწირვა, რომელსაც კლა-ვენ ეკლესიის ეზოში და იქვე ხარშავენ უზარმაზარ ქვაბებში. ამ დროს ყველა ოჯახიდან მოდის ერთი ადამიანი, რომელსაც მოაქვს პურში ჩადებული ყველი. როცა ხორცი მოიხარშება მის ნაწილს აკურთ-ხებენ - თითო ნაჭერს თითო პურზე, დანარჩენს კი ანაწილებენ სოფლის მცხოვრებლებზე. მოსულები სადილობენ და საღამოს ბრუნდებიან სახლებში.
  7. ,,ქხულიში ანუ ,,ვულვიში.  დღესასწაული ,,ქხულაში ანუ ,,ვულვიში სვანეთში დიდი ხნის დაწეს-და, ერთი სამწუხარო ამბავის შემდეგ, რომლის შინაარსი ერთ ხალხურ სიმღერაშია, რომელსაც მღე-რიან ამ დღესასწაულის დროს. მდინარე ენგურის სათავესთან მყინვარი (სვანურად ,,ქხოლი ანუ ვო-ლი) დაიძრა, რომელმაც ჩახერგა მდინარე. დიდი ხნის შემდეგ წყლის მასამ დაძრა ყინული, რომელმაც ძალიან ბევრი სოფელი დატბორა. ამ უბედურების შემდეგ დაწესდა დღესასაული ქხულიში, - ვედრება ღმერთისადმი რომ მყინვარი აღარ დაიძრას. ქხულიში თავისუფალ სვანეთში მესტიის თემში აღინიშ-ნება. დადიანის სვანეთში - ლაშხეთის თემში, ყოველ წელს პეტრე-პავლობის მარხვის წინ, შაბათს და კვირას. ამ დღეს ერთი ოჯახი მასპინძლობს მეზობლებს. მომდევნო წელს როლები იცვლება. ასევე ენაცვლებიან ერთმანეთს ამ სოფლის ყველა ოჯახები. დღესასწაულის დროს ძალიან დიდ სუფრები იშ-ლება და დიდხანს ილხენენ. დადიანის სვანეთში ლეშხეთის თემიდან ჩრდილოეთით დგას ძალიან მაღა-ლი მთა, რომლის მწვერვალზე ძალიან დიდი მინდორია. მინდვრის შუაში აშენებულია მთავარ-ანგელოზების სახელობის ტაძარი. ამ ტაძართან იკრიბება ლაშხეთის თემის მოსახლეობა, რომელსაც თან მოაქვს ყოველგვარი საჭმელი. ნასადილევი და ნამხიარულევი ხალხი ბრუნდება სახლებში. ყველა ოჯახს ეკლესიისთვის შესაწირად მოაქვს ცვილის სამი სანთელი, ღვინის ტიკი, მოჰყავს მამალი ცხვარი და ა.შ. ეს ყველაფერი მიდის იმ სოფლის მახვშის სასარგებლოდ, რომელშიც არის ეკლესია.
  8. ,,ზურალასკარი ანუ ,,ლიგურკა. დღესასწაული ,,ზურალასკარი - ქალთა ლხინი, ანუ ,,ლიგურკა აღინიშნება ყოველი წლის 15 ივლისს, მხოლოდ უშგულის თემში. უძველეს დროში ამ დღესასწაულის აღნიშვნას იყებდნენ მხოლოდ ქალები, რომელთაც მამაკაცები მოგვიანებით უერთდებოდნენ. იმავე სა-ღამოს აცხობდნენ სამი ფუთის (1 ფუთი=16 კგ.) ზომის უზარმაზარ ხაჭაპურს. ფქვილს და ყველს ხა-ჭაპურისთვის სოფლის ყველა ოჯახში აგროვებდნენ. სახლში ქვებზე ანთებდნენ უზარმაზარ ცეცხლს და როცა ქვები გახურდებოდა მათზე დებდნენ მრგვალი ფორმის ცომს, რომელშიც ათავსებდნენ დიდი რაოდენობის ყველს და აცხობდნენ ხაჭაპურს. როცა ხაჭაპური მზად იყო ანაწილებდნენ სოფლის ყველა ოჯახში ხის თასებით.
  9. ,,ყერიაში. სახლში როცა მძიმე ავადმყოფი ჰყავდათ ოჯახის უფროსი ყველა თანასოფლელს ეკლე-სიის გალავანთან ეპატიჟებოდა, სადაც მიჰყავდა ერთი, ორი ან ზოგჯერ უფრო მეტი ხარი. სთხოვდა ხალხს ელოცა ავადმყოფისთვის და ჰპირდებოდა შემოდგომაზე დაეკლა ეკლესიაში შესაწირად მოყვა-ნილი საქონელი. ხალხი დგებოდა მუხლებზე და ლოცულობდა ავადმყოფის გამოსაჯანმრთელებლად. შემოდგომაზე შესაწირად გამზადებული საქონელი იკვლებოდა და ავადმყოფის ოჯახის წევრი  ეკლესიასთან ნამყოფთ დიდებულად უმასპინძლდებოდნენ, ისე როგორც ეს კეთდებოდა ,,კათხა-ტაბა-კის დროს, მიუხედავად იმისა, განიკურნა ავადმყოფი თუ არა. ვისაც არ ჰყავდა საქონელი შესაწირად, ჩვეულებრივი ყერიაშის ნაცვლად ის მოწვეულ ხალხს უმასპინძლდებოდა პურით, არაყით და სამარხვო კერძებით.
  10.,,კათხა-ტაბაკი. შეძლებული სვანს საძოვარზე  გაჰყავდა ერთი ან ორი ხარი, ან უკიდურეს შემთ-ხვევაში ძროხა და წვრილფეხა საქონელი შემოდგომამდე მოსასუქებლად. შემოდგომაზე შეძლებული სვანი არყის გამოხდისთანავე, კლავდა მოსუქებულ საქონელს, აცხობდა პურს და ეპატიჟებოდა ნათე-სავებს, მეგობრებს და ნაცნობებს. ,,კათხა-ტაბაკზე - საგანგებო ტრაპეზზე უხვად უმასპინძლდე-ბოდა სტუმრებს რომლებიც საღამომდე ილხენდნენ და მიდიოდნენ სახლებში. ამ ლხინს ასევე ერქვა ,,საღირბათი - ღმერთისთვის, მიუხედვაად იმისა, რომ არაფრის კურთხევა არ ხდებოდა არც გარდაცვლილებისთვის, არც ცოცხლებისთვის.
  11. ,,ლეგი. მესტიის თემის შუაგულში ერთი ვერსტის (1066,8 მ.) სიგრძის ფართობია, რომლის ბოლოშიც სოფლებია. ამ მინდორზე  კვირაობით იმართებოდა დოღი. ეკლესიიდან გამოჰქონდათ ლეგი, წმიდა გიორგის სახელზე მოქსოვილი ხახადაღებული ლომის ფორმის სამოსი. ერთი მხედარი აბამდა ლეგს გრძელი ჯოხის ბოლოზე და მერე აჭენედა ცხენს მინდვრის მთელ სიგრძეზე წინ და უკან. თუ ქარი ააფრიალებდა ლეგს, მაშინ ხალხის რწმენით კარგი მოსვალი იქნებოდა თუ არადა არა. ხალხი საღამომდე ერთობოდა , მღეროდა ცეკვავდა, ეჯიბრებოდა ერთმანეთს მიზანში სროლაში.    
XV. ტანისამოსი და იარაღი.  დახასიათება
  სვანის ტანისამოსი: სახლში დამზადებული მაუდის და მატყლისგან შეკერილი ჩოხა და ახალუხი, პა-ჭიჭები, გამაშები ცხვრის ტყავის და მატყლისგან გაკეთებული ყაბალახი.
  სვანის ფეხასაცმელი - საგზაოდ და სანადიროდ ქალამანი წვეტიანი დაბოლოებით და დაწნული ლან-
48
ჩით და მრგვალი ქალამნები სახლში ჩასაცმელად. ქალმნებში სითბოსთვის დებენ ველურ ღიჭას (ეკლი-ანი მცენარეა). სვანს ყოველთვის ასხმული აქვს თოფი, ხანჯალი და პისტოლეტი. ხმლის ტარებას ერი-დებიან, მის ნაცვლად ხმარობენ კომბალივით სქელ და წვეტიან ჯოხს. სვანებს მუდმივად აქვთ წელზე შემორტყმული ვაზნები და ქისა ტყვია-წამალისთვის. გარდა ამისა მხარზე გადაკიდებული აქვთ სადენ-თე, წელზე შემორტყმული აქვთ ლითონის სანთებელა და რკინის მათარა იარაღის საწმენდი ქონის-თვის. ჩოხის ჯიბეებში მუდმივად უდევთ თოფის სატენით გადაჭიმული დენთით სავსე ტყვიები, ისე რომ საჭიროების შემთხვევაში რომ მოჰქაჩოს სატენი კბილებით, ჩაჰყაროს თოფში დენთი, მიაჭიროს ტყვია, გაისვრის. მოხუცები ატარებენ მხოლოდ ჯოხს რკინის წვეტიანი ბოლოთი, რომლის თავზეც ლითონის სანთებელაა, მასში ხელოვნურად მოთავსებული სახრახნისით და სადგისით, ჯოხის შიგნით  დანით.
  სვანი ქალების სამოსი გრძელი პერანგი და შარვალია, პერანგზე იცვამენ წინ ამოჭრილ ახალუხს
რკინის ღილებით, რომელზეც სახლში დამზადებული მაუდისგან შეკერილ სარტყელს იეთებენ, თავზე ახურავთ ლეჩაქი. ფეხსაცმელი ისეთივე აქვთ, როგორც მამაკაცებს.  ქალამნების სიგრძე მუხლებამ-დეა. შეძლებული ქალბატონები იცვამენ აბრეშუმის ხალათებს, ხავერდის ქათიბს, ყელზე იკეთებენ ქარვის  სამკაულებს, ღარიბები უბრალო მძივებს. კაცები იპარსავენ წვერს, იჭრიან თმას, ქალები ატა-რებენ ნაწნავებს. ქალებიც და მამაკაცებიც ზამთრობით დადიან ქურქებში. ბოლო დროს  სამოსი და სამოსის თარგი შეიცვალა,
  სვანები შავგვრემანები არიან, შავი თმებით. სვანები, განსაკუთრებით უშგულის თემის მცხოვრებნი ამაყები და ჭირვეულები არიან. ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვთ, მაგრამ მოთმინების ფიალა როცა ევსებათ დაუნდობლები ხდებიან.
                 თავადი რაფიელ ერისთავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი