რაფიელ ერისთავი. სვანური ჩანაწერები.
ყოფითი სამართალი სვანეთში
სვანეთში რამდენიმე სოფლის კავშირი ქმნიდა თემს ან მრევლს - ,,აბუასადი".
20 წლის ასაკის ზევით მამაკაცები ქმნიდნენ სათათბიროს - ,,ლუზორი" ან საკრებულოს - ,,ლუხორი". მამრობითი სქესის ნებისმიერ სრულწლოვანს ჰქონდა ნების გამოხატვის და ხმის უფლება სოფლის სათათბიროში. მდედ-რობით სქესს ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო სათათბიროს მუშაობაში, თუ მამაკაცი, მისი ოჯა-ხიდან რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებდა ყოფილიყო კრებაზე, მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ ქა-ლი უფრო ჭკვიანი და საქმიანი იყო ვიდრე მამაკაცი მისი ოჯახიდან. ერთი სიტყვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას ორივე სქესი ღებულობდა მცირედი შეზღუდვებით ან ცვლილებებით.
სვანური იურიდიული დადგენილებით უმაღლესი ინსტანცია იყო მრევლის კრება, რომელიც ყვე-ლასგან დაუკითხავად და ანგარიშმიუცემლად საბოლოოდ წყვეტდა საზოგადოებრივ საქმეებს. საკ-რებულოს ფართო უფლებები ჰქონდა. ის მახვშის თავკაცობით ასახლებდა დამნაშავე ერთ ან რამდენი-მე ოჯახს ან გვარს საცხოვრებლიდან, წვავდა მათ სახლებს, აძევებდა საზოგადოებიდან მავნებლებს, სიკვდილით სჯიდა მათ, ვინც შემჩნეული იქნებოდა თავისი თემის უცხო ტომებისთვის ან რომელიმე თავადისთვის მონობაში გადაცემის მცდელობაში პირადი სარგებლობის მიზნით. ასეთებს ხალხი ეძახდა - ,,ვერი მუქდენი - სამშობლოს მოღალატე, უწმინდური. თუ კრება შემამსუბუქებელ გარე-მოებებს დაინახავდა ამ ორ აღნიშნულ დანაშაულში, მაშინ სიკვდილით დასჯა იცვლებოდა ოჯახის გა-ძევებით მხარიდან და საზოგადოებიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენადაც მკაცრი იყო ჩამოთვლილი სასჯელები, იმ-დენად იშვიათად ხდებოდა დანაშაული. მართალია ამჟამინდელი თაობა საზოგადოების განაჩენით სიკვდილით დასჯის მომსწრე არ ყოფილა, მაგრამ ის სავსებით დარწმუნებულია და სჯერა სიკვდილით დასჯის ორი შემთხვევის გადმოცემის ჭეშმარიტების. ხალხური გადმოცემით ამ მოვლენებს ადგილი ჰქონდა თავისუფალ სვანეთში - იფარის და უშგულის თემებში. იფარის თემის მცხოვრებმა გივო გულბანმა აზნაური გელა დევდარიანი შეიფარა, რომელსაც იფარელ-თა ბატონობა, მემამულეობა სურდა. ამის შეტყობისთანავე თემმა შეიპყრო გულბანი და პალოზე წა-მოაცვა. ეს თქმულება მყარდება ხალხური სიმღერით: ,,ფისიანი იყოს მთლიანად გივო გულბანი, გელას ბოღრეშში მოყვანისათვის.
ასეთივე გადმოცემაა უშგულის თემშიც ძმებ რატიანებთან დაკავშირებით, რომლებმაც ადგილობრივი ეკლესია გაძარცვეს. თემის განჩინებით ისინი დანაშაულის ადგილას დასაჯეს, ეკლესიიდან გამოტანილ შუბზე წამოაგეს.
სვანეთში ახლაც გაიგებთ ხალხში გამოთქმებს ჩვეული და საზოგადო წესრიგის დამრღვევთა მიმართ:
დამნაშავე ლე იყრილის ღირსია! ლე იყრილი პალოზე წამოცმას ნიშნავს. დამნაშავე ლე შემფურელის ღირსია! ლე შემფურელი - შამფურზე წამოგება. დამნაშავე ლე ლეშების ღირსია! ლე ლეშები - შუბზე წამოგება. ამ გამოთქმებს კავშირი უნდა ჰქონდეთ სვანეთში დამნაშავის დასჯის მეთოდებთან და ია-რაღებთან გავრცელებულ პრაქტიკასთან.
მრევლის მმართველობის განხილვას ექვემდებარებოდა: ა) მეზობელ ქვეყნებზე, უპირატესად ტერის და ყუბანის თემებზე თავდასხმების საკითხები; ბ) დაპყრობილთათვის ბეგარის დაწესება ან მათთან ზა-ვის გაფორმება; გ) საჭიროების შემთხვევაში გადასახადების განაწილება მოსახლეობას შორის. მაგა-ლითად, თუ თემის რომელიმე წევრი მოკლავდა უცხო ტომის საერთო მტერს, თემი ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მოკლულის ნათესავები სისხლისთვის თემის მოსახლეებს შორის თანაბარი განა-წილებით, ან თუ საჭირო იყო მტერთან ტყვედ ჩავარდნილი თემის წევრის გამოსყიდვა ან თუ თავად თემი იღებდა გამოსასყიდს მასთან ტყვედ ჩავარდნილი საერთო მტრისგან. სამრევლო კრება განსა-კუთრებით სჯიდა ქურდობისთვის ერთი და იგივე პირს დანაშაულის გამეორების შემთხვევაში. ქურდობისთვის სასჯელი იყო - ,,ჰიბარი, დაზარალებულის და თემის სასარგებლოდ.
1880 წელს კალის მცხოვრებმა მიქელ (ან მიქაელ ან მიხეილ) მარგველიანმა მეზობელს ცხვარი მოპა-რა. ამბის შეტყობისთანავე თემი შეიკრიბა და დამნაშავეს სასჯელის სახით დაავალდებულა დაზა-რალებულისთვის ორი ცხვარი მიეცა, ხოლო თემისთვის შეეწირა ხარი, რომელიც მოსახლეობამ დაკლა და შეჭამა, რისთვისაც თემის ადმინისტრაციისგან საყვედური მიიღო.
სასჯელის ზომა განისაზღვრებოდა საქმის გარემოებებიდან და დამნაშავის მატერიალური მდგო-მარეობიდან გამომდინარე.
კრება ასევე სჯიდა თემის წევრებს, რომლებიც არღვვდნენ წინაპართა ადათ-წესებს, მაგალითად ვინც აძლევდა უფლებას მშობიარე ქალს გასულიყო სახლიდან მშობიარობის დაწყებამდე, ვინც მუშაობდა სადღესასწაულო დღეებში და ა.შ.
კრებას ემორჩილებოდნენ ადგილობრივი სასულიერო პირებიც.
ჩხუბში მონაწილეობისათვის სასულიერო პირს ეზღუდებოდა ან ეკრძალებოდა მსახურების უფლება.
სასულიერო პირს ეკრძალებოდა მსახურება თუ მოკლავდა ან დაჭრიდა ადამიანს, მსახურების აკრძალვის გარდა კრება განიხილავდა მის ქმედებას და გადასცემდა ადგილობრივ სასამართლოს. მრუშობის შემთხვევაში სასულიერო პირს ეზღუდებოდა მსახურების უფლება, სასულიერო პირის სიმთვრალისთვის დაწესებული იყო ჯარიმა.
კრების მოვალეობა იყო ზნეობის დაცვის ზედამხედველობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ გასათხოვარ ქალწულებს. მრუშობით და დაუქორწინებლად ბავშვის გაჩენისთვის დამნაშავის მშობლებს, მშობლების არყოფნის შემთხვევაში მზრუნველებს და ნათესავებს, კრება ჯარიმის სა-ხით, ერთი დღის ვადით ართმევდა სახნავის, სათიბის, ან ტყით სარგებლობის უფლებას, რაც სოფლის მფლობელობაში გადადიოდა, როგორც საერთო შემოსავლის წყარო.
უკანონოდ გაჩენილი ბავშვის დედას და შვილს ეკრძალებოდათ ეკლესიაში მისვლა, რელიგიურ დღე-სასწაულებზე დასწრება, გარდაცვალების შემდეგ იკრძალებოდა მათი დაკრძალვა ნაკურთხი მიწით.
მრუშ დედაკაცს ასევე ერთმეოდა ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვის უფლება.
სისხლის აღრევისთვის კრება სჯიდა ჯარიმით, განსაკუთრებით მკაცრად ისჯებოდნენ ნათესაური კავშირის შეურაცხმყოფელნი.
კრება ასევე წყვეტდა საეჭვო საკითხებს და ქორწინების უფლებას აძლLევდა შორეულ ნათესავებს. აკრძალული იყო ქორწინება ნათესავებში მეათე თაობამდე, ხოლო ერთი თაობის ნათესავებს საერ-თოდ ეკრძალებოდათ ქორწინება ნათესაური ხარისხის მიუხედავად.
ასეთი იყო სვანური მრევლის კრების ყოფითი სამართალი. ასე მოწყობილი ყველა სვანური თემი ქმნი-და ხეობას - დღევანდელი ფედერაციული რესპუბლიკის მსაგავს წარმონაქმნს. კავშირს ჰქონდა შემ-დეგი ადგილები შეკრებისთვის: ამჟამინდელ სათავადო სვანეთში - ლახამულის და პარსის თემებს შორის სოფელი ლალავერი, იფარის თემში - სვიმონის სახელით ცნობილ მინდორზე, სოფელ უშგულში. ამ ადგილებში იკრიბებოდა ენგურის ხეობის მთელი მოსახლეობა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების განსახილველად. მაგალითად, როცა რომელიმე თავადის გვარი მათი დამორჩილებით იმუქრებოდა, ან როცა მოსახლეები თავად აპირებდნენ თავდასხმას მათ მეზობელ მტრულ ტომებზე შურისძიების მიზნით.
ასეთ დიდ კრებებზე ყველა თემიდან ცხადდებოდა მახვში და რამდენიმე დეპუტატი ან უკიდურეს შემთხვევაში ერთი კაცი ყველა ოჯახიდან.
ასეთი კრება სვანეთში ჩატარდა 1875 წლის აჯანყების წინ.
მ ა ხ ვ შ ი
მახვში ნიშნავს უხუცესს, უფროსს, მამასახლისს.
მახვში - სვანეთში სამრევლო კრების თავმჯდომარე, რესპუბლიკის პრეზიდენტის მსგავსი თანამ-დებობა იყო. მას ხალხი ირჩევდა უვადოდ და თუ ღირსეული ადამიანი გამოდგებოდა ღრმა სიბერემდე რჩებოდა თანამდებობაზე. უვარგისი მახვშის შეცვლა ნებისმიერ დროს ხდებოდა. მახვშის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ სრულწლოვანს, თუნდაც ოჯახში ასეთი 30 სული ყოფილი-ყო. არჩევნებში მდედრობით სქესს ისეთივე უფლებები ჰქონდა როგორიც მამრობითს, თუმცა კრებაზე ისინი მამაკაცებზე ნაკლები იყვნენ. მახვშის კანდიდატურაზე წარდგენილი უნდა ყოფილიყო ასაკოვანი, მამაცი, გამოცდილი, პატიოსანი, გონიერი, საზოგადოებისთვის თავდადებული და ერთგული ადამიანი.
არჩევნებისთვის განკუთვნილ ადგილს სხვადასხვა თემში სხვადასხვა სახელი ერქვა: ლალხორი, სკიფი და სახევო (დადიანების სვანეთში) ანუ მთელი ხეობისთვის განკუთვნილი, რაც ნიშნავდა სახალხო შეკ-რების ადგილს ბერძნული აგოროს ან რომაული ფორუმის მსგავსად. აქ იკრიბებოდნენ სვანები გან-საზღვრული მიზნით საზოგადოებრივი საკითხების მოსაგვარებლად. ხალხი იკრიბებოდა სპილენძის საყვირის ხმაზე რომელსაც თემის ერთ-ერთი წევრი უკრავდა. საყვრის ხმის გაგაონებაზე ყველა ცდი-ლობდა ჩაეცვა სადღესასწაულოდ, და შეიარაღებული მიდიოდა შეკრების ადგილას. შეკრებისას ყველას ბედნიერი ღიმილი ჰქონდა სახეზე, საუბრობდნენ წარსულ დიდებაზე, მახვშის საკადრის გაწეულ საერ-თო სარგებლობის პატიოსან შრომაზე. გამოიყვანდენენ ხალხის წინ მახვშის ახალ კანდიდატურას. აღ-სანიშნავია რომ მახვშად ასარჩევი პიროვნების შერჩევა ხალხის მიერ ჯერ კიდევ წინა მახვშის სიცოც-ხლეში ხდებოდა და მის არჩევას მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა. არჩევნების დაკანონების და არჩევითის სახალხო დამტკიცების მიზნით.
ხალხი ჩუმდებოდა. ხალხი და მახშვად არჩევის კანდიდატი ისე ათვალიერებდნენ ერთმანეთს, თით-ქოს პირველად ხედავდნენ.
შეკრებილი ხალხიდან წინ გამოდიოდა ერთი ორატორი და მიმართავდა მახვშად არჩევის კანდიდატს:
დიდებულო ისაკ (კანდიდატის სახელი)! ივა-ადამუნის (ევასა და ადამის) დროიდან გვახსოვს შენი წი-ნაპრები კარგი მხრიდან, ჩვენ მათ პატივს ვცემდით, ისინი აღწევდნენ დიდებას. ამიერიდან შენც ასე-თივე იქნები. შენი გვარისთვის არ არის უცხო პატივი და დიდება ხალხის მიერ. ამჟამად, გდებთ ძა-ლიან დიდ პატივს. შენ, ერთ-ერთ ჩვენგანს გირჩევთ უფროსად და რამდენდაც დიდია ჩვენს მიერ შენ-დამი გამოხატული პატივი, ასი ათასად მეტი უნდა იყოს შენგან ჩვენდამი სიყვარული და თავდადე-ბული ერთგულება. ამიერიდან შენ მამაჩვენი ხარ და ჩვენ შენი შვილები. ვენდობით შენს განთქმულ და პატიოსან სახელს, ვიმედოვნებთ რომ ღირსეულად აღასრულებ მახვშის მოვალეობას, რომელიც ჩვენ შენ დღეს გადმოგეცით.
შემდეგ ორატორი მოიხსენიებდა და ჩამოთვლიდა ყველას, წარსულში მახვშის თანამდებობაზე ნამყოფს და ევედრებოდა ღმერთს დახმარებას, რომ ახალ მახვშს დაემსახურებინა ისეთივე სახელი როგორიც ჰქონდათ ჩამოთვლილ მახვშებს, რომელთა დროსაც ყვაოდა ქვეყანა და ნეტარებდა ხალხი.
შურდეთ შენი - აგრძელებდა ორატორი - თუ მყარად და მტკიცედ აღასრულებ ყოველივეს როგორც ამას ითხოვს ჩვენი ადათ-წესები.
დასასრულს ორატორი მოიხდიდა ქუდს, დადგებოდა მუხლებზე და ხელაპყრობილი მიმართავდა ცას:
,,დიდება შენდა, ყოვლისშემძლე ღმერთო! გევდრებით შეისმინე ჩვენი ლოცვა: თუ ოდესმე სვანეთის
ხეობაში მახვშის არჩევა სიკეთის და ბედნიერებისთვის იყო. კვლავ მიმართე ჩვენს მიერ არჩეული მახვში სიკეთისა და ბედნიერებისკენ. ამინ! ერთხმად შესძახებდნენ შეკრებილები და მათი შეძახილის ექო აზანზარებდა ხეობას.
ახლად არჩეული მახვში მადლობას უხდიდა ხალხს ნდობისთვის, არჩევისთვის და ხმამაღლა ამბობდა: ,,დიდება შენდა ადამიანის შემქმნელო ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა. მომეც შესაძლებლობა ჩავწვდე წვდომადს, განმარიდე შეცდომებს, მომეცი ჭკუა, გონება, მეხსიერება, დამეხმარე და იყავი ჩემი მფარ-ველი ყველა კეთილ საწყისში და საქმეში, განმარიდე ავსულსა და ეშმაკს, მომეცი შესაძლებლობა ღირ-სეულად ვემსახურო საზოგადოებას, არ ჩაგვაგდო მე, ჩემი შვილები და შთამომავლობა გამოუვალ სირცხვილში და ლაფში, მომეცი ძალა პატიოსნად აღვასრულო მახვშის მოვალეობა სიკვდილამდე, საზოგადოების საკეთილდღეოდ და ისე ვემსახურო ხალხს რომ მეამაყებოდეს ასე მთავრდებოდა მახვშის არჩევნები, ხალხი იშლებოდა და ახლად არჩეული მახვში იწყებდა თავისი საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებას. გამორიცხული იყო მახვშის არჩევნების კანონიერებაში მცირე ეჭვის შეტა-ნაც კი, არავინ არავის ეტყოდა მისი კანდიდატურა წამოეყენებინა მახვშის არჩევნებზე. მახვშის არჩევ-ნებისთვის არც ხმებს ყიდულობდნენ და არც პარტიებს ქმნიდნენ. მოსყიდვა უცხო იყო სვანებისთვის. მახვშად ირჩევდნენ ღირსეულ ადამიანს, რომლსაც გააჩნდა თანამდებობისთვის აუცილებელი ყველა თვისება და დამსახურება საზოგადოების წინაშე.
მახვში არ იღებდა ჯამაგირს. ის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა აყენებდა ხალხის სამსახურს და მისგან ყურადღებას. ამაყობდა ამით და უკვდავი იყო ხალხში. აი მათი მთელი ჯილდო!
მრავალფეროვანი იყო მახვშის მოვალეობები, თუმცა უფლებებიც ფართო, თითქმის განუსაზღვრელი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს წყვეტდა სახლხო კრების გარეშე, რომლის თავმჯდომარეც იყო. მახვშის დაქვემდებარებაში იყო, როგორც საერო ასევე სასულიერო, სამოქალაქო და სისხლის სა-მართლის საკითხების დავის განხილვა, როგორც მნიშვნელოვანი ასევე უმნიშვნელო საქმეებისაც.
მახვში, კრების გარეშე, ხალხის ნების გვერდის ავლით არ იღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ უკიდურეს, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, აგვარებდა საკითხს, როცა სავსებით დარწმუნებული იყო გა-დაწყვეტილების სისწორეში ხალხის სასარგებლოდ, დარწმუნებული იყო, რომ ხალხის ინტერესები მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული და საზოგადოება მხარს დაუჭრდა მის ქმედებას.
საზოგადო საკითხების გადაწყვეტისას მახვში პირველ რიგში რჩევას ეკითხებოდა გამოცდილ და სან-დო პირებს, შემდეგ უკვე გაჰქონდა საკითხები კრებაზე განსახილველად. კრებას მოახსენებდა საქმის გარემოებას და თავის თვალსაზრისს საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით. კრება მთლიანად ან ნაწი-ლობრივ ეთანხმებოდა მახვშის აზრს ან საერთოდ უარყოფდა.
სახალხო დღესასწაულების დროს, როგორი ხანგრძლივიც არ უნდა ყოფილიყო ისინი, მახვშს ჰქონდა უფლება განეიარაღებინა მოსახლეობა დაჭრის და სიკვდილისგან თავიდან აცილების მიზნით, რაც ხდებოდა დიდი ოდენობით სასმელის მიღების დროს დღესასწაულებზე. მახვში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, სიმშვიდეს, არიგებდა მოჩხუბართ და მტრულად განყობილთ. მახვში განსაკუთრებით შეშფო-თებული იყო, როცა მისი თემის ორ გვარში ჩნდებოდა სისიხლის აღების საფუძველი. ამ დროს ის დღეს და ღამეს მონაცვლეობით ატარებდა მტრულ მხარეებთან, ცდილობდა დარიგებით, შეგონებით დაემშვიდებინა გაღიზიანებული მხარეები, მოუწოდებდა სიმშვიდისა და შერიგებისკენ. თუ ამ გზით ვერ მოახერხებდა მიზნის მიღწევას, მაშინ იწყებდა ენერგიულ მოქმედებას: იწვევდა სახალხო კრებას, რომელიც ძალის გამოყენებით აჩერებდა დაპირისპირებულებს. იშვიათი იყო მახვშის მცდელობების წარუმატებლობა ამ საქმეში. დაპირისპირებული და დაუმორჩილებელი გვარი იმსახურებდა მახვშის და მთელი საზოგადოების რისხვას. დაპირისპირებულების დასაზავებლად ირჩევდნენ შუამავლებს, რო-მელთა თავმჯდომარე მახვში იყო. მახვშს ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საზოგადოების წევ-რების კერძო და პირადი და საზოგადო საქმეების მოწესრიგებაში. მაგალითად მშობლებს და შვილებს ან ძმებს შორის ქონების გაყოფის დროს, ძმებსა და მეუღლეებს შორის კამათის ან ჩხუბის დროს. ამ შემთხვევბში ის იღებდა ქმედით, მშვიდობის მომტან მონაწილეობას.
მახვშის გავლენაზე, მის უფლებებზე და სასამართლო საქმეებში მონაწილეობაზე ვილპარაკებთ თავში ,,სამართალწარმოება სვანეთში. ვიმეორებთ: რით ჯილდოვდებოდნენ მახვშები თავისი უანგა-რო, შემოქმედებითი და პატიოსანი შრომისთვის? მათი სამსახურის შესაბამისად თემის მიერ მიგებული პატივით და თანამდებობაზე ყოფნის დროს გაკეთებული საქმეებისთვის მუდმივი დიდებით!
იყო იშვიათი შემთხვევები, როცა მოსახლეობა მიდიოდა მახვშის დასახმარებლად სახნავში ან სათიბ-ში, რადგან თავიანთი საზოგადოებრივი მოვალეობის გამო მახვშის არ ჰქონდა დრო საკუთარი საქ-მეების მისახედად. საყვარელი მახვშების სახელები დღესაც ცოცხლობს ხალხის მეხსიერებაში, დიდე-ბული გმირების სახელებთან ერთად. ამაში დარწმუნდება ნებისმიერი ვინც ჩაუღრმავდება სვანების ცხოვრებას, მაგრამ არა გავლითი მოგზაური, რომელიც ვერ გაიგებს ამ ხალხის ენას. მახვშის თანამ-დებობა გაუქმდა 1869 წელს, როცა სვანეთში შემოღებული იქნა სოფლის სამთავრობო მმართველობა, სოფლის ზედამხედველის - მამასახლისის დანიშვნის სახით.
რუსული მმართველობის წარმომადგენლის - პრისტავის თავად ალ.მიქელაძის სვანეთში დანიშვნის შემდეგ მახვშები შეადგენდნენ მის ამალას და მათი დახმარებით პრისტავი მხარეში ამკვიდრებდა რუ-სულ კანონებს.
1859 წელს, ცნობილმა არქეოლოგმა და ნუმიზმატმა პოლკოვნიკმა ბართოლომეიმ, მახვშის - აბი ფარჯიანის დახმარებით რუსეთის მოქალაქეობაზე დააფიცა ორი თემი თავისუფალ სვანეთში.
ალ. მიქელაძის შემდეგ პრისტავად დაინიშნა თავადი სიმონ ამირაჯიბი. მისი მმართველობის დროს სრულიად სვანეთის ყველა მახვში გახდა მდივან-ბეგი - საბჭოს წევრი, ყოველწლიურად 150-300 რუბ- ლამდე ანაზღაურებით.
პრისტავი ამირაჯიბი თანამდებობაზე შეცვალა ი. მამაცევმა, ეს უკანასკნელი კი თავადმა ზ. ჯორჯა-ძემ. ამ დროს, უკვე სახელშეცვლილმა, მდივან-ბეგმა მახვშებმა თანდათან დაკარგეს თავიანთი საწყისი მნიშვნელობა, ხოლო 1869 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ მდივან-ბეგობაც გაუქმდა.
სვანეთი რთულად ეგუებოდა და ითვისებდა 1869 წლიდან მისთვის მთავრობის მიერ დადგენილ უც-ხო წესებს, ხდებოდა არეულობები, თუმცა ხალხი ცდილობდა შეგუებოდა ახალ კანონებს და ცხოვრებას.
მ ო რ ვ ა რ ი
მორვარი თარგმანში ნიშნავს - მსაჯულს, შუამავალს, რომელთა სხდომა გავდა არბიტრაჟს. სვანეთში მორვარი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოების ნებისმიერი წევრი. მორვარი არ იყო არც მუდმივი არც დროებითი თანამდებობის პირი, არამედ ირჩეოდა უშუალოდ დავის ან სასამართლო პროცესის დროს. მორვარების არჩევა დამოკიდებული იყო მოდავეთა სურვილსა და არჩევანზე. მოდავეთა მხრი-დან მორვარებს ირჩევდნენ თანაბრად არანაკლებ ორისა და არაუმეტეს თორმეტისა. თორმეტზე მეტი მორვარის არჩევა ხდებოდა განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან შემთხვევებში, ამასთან ყველა მორვარს მოდავეები ირჩევდნენ ან ნათესავებიდან ან უცხო პირებიდან მსაჯულთა მიკერძოების გასაქარწყლებ-ლად, თუმცა მიკერძოებას მათ შორის ხალხი არასოდეს ეჭვობდა. მორვარებს სვანები მოწიწებით ეპყრობოდნენ და ,,ღვთის ქმნილებებს ეძახდნენ.
მორვარი აფასებდა მისდამი ხალხის ნდობას და ისე კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობას, რომ შეუძლებელი იყო მცირედი ეჭვის შეტანაც კი მის მიკერძოებაში. მორვარი ისედაც შეცბუნებული, წუხილით ასრულებდა თავის მოვალეობას და ამბობდა: ვაითუ ჩემი უმეცრებით და საქმის არსის არცოდნით, გადავუხვიე მართებულ მსჯელობას და შევლახე ფიცი. სვანები განსაკუთრებით უფრთ-ხილდებიან ,,თავის ჩვეულებრივ ფიცს.* სვანი დარწმუნებულია, რომ თუ მან, გარემოების ჭეშმარიტე-ბაში ეჭვის შეუტანლად, უნებურად ტყუილი ფიცი დადო, ღვთის რისხვა აუცილებლად დაატყდება თავს არამარტო მას, არამედ მის ოჯახს და შთამომავლობას. ვერ აირიდებს ის ფიცის გატეხის რის-ხვას. აქედან გამომდინარე სვანეთში ყოველთვის რთული იყო მორვარის მონახვა. ნებისმიერი ვინც შეიტყობდა, რომ მორვარად უნდა აერჩიათ, ერიდებოდა ამ არჩევანს. სვანები პოულობდნენ საშუალე-ბას აეძულებინათ თავის ამრიდებელი პირები შეესრულებინათ მორვარის მოვალეობა. საკმარისი იყო ადგილობრივი ეკლესიიდან რამე ნივთის, თუნდაც ეკლესიის ძველი კარის ბოქლომის მოძებნა. მძებნე-ლი აჩრდილივით დაყვებოდა მორვარობის კანდიდატს და ცდილობდა რომ მას ხელი მოეკიდა ბოქლო-მისთვის. ამის შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო მორვარის მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა, რად-გან ეს ღვთის რისხვას გამოიწვევდა.
მორვარები განიხილავდნენ როგორც სისხლის სამართლის ასევე სამოქალაქო საქმეებსაც, მცირე გა-მონაკლისის გარდა, რომლებზეც მოგვიანებით მოგითხრობთ. მოდავე მხარეები, როგორც უკვე აღვ-ნიშნე ორიდან თორმეტამდე მორვარს ირჩევდნენ, ამასთან სვანები უმეტეს შემთხვევაში ექვსი მორვარით იფარგლებოდნენ. არა უმეტეს ოთხი მორვარის არჩევის შემთხვევაში ამატებდნენ კიდევ ერთს მოდავეთა თანხმობით და არჩევით. მორვართა არჩევამდე, პრეზიდენტი - მახვში და რამდენიმე გარეშე პირი ცდილობდნენ მოდავეთა შერიგებას. ამ საქმის წარუმატებლობის შემთხვევაში მოსარჩელე ან მომჩივანი ასახელებდა თავის მორვარებს და მახვშის შუამავლობით აცნობებდა მოპასუხეს ან ბრალდებულს, რომელიც ანალოგიური გზით ასახელებდა მისი მორვარების ვინაობას. საბოლოოდ ყვე-ლა იკრიბებოდა ერთ ადგილას. სისხლის სამართლის საქმის განხილვის შემთხვევაში მომჩივანი ვალდე-ბული იყო პირველი გამასპინძლებოდა მასთან სახლში მორვარებს და მახვშს. ამ სუფრას ბრალდებული არ ესწრებოდა. ტრაპეზი აუცილებლად უნდა ყოფილიყო უხვი და გემრიელი.
მომჩივანთან სახლში მიდიოდნენ მორვარები და მახვში. სუფრის თავში იჯდა თავად მომჩივანი. მაგი-დაზე უხვად იყო პური, ხორცი და ყველი. მომჩივანი ფეხზე დგებოდა, პურს ადებდა ხელს და ამბობ-და: ,,ჩემი მადლი იყოს თქვენზე, ჩემს მადლიან დამხმარეებზე, ღმერთმა გაშოროთ ჩემი შემთხვევის მსგავსი ოჯახებში, ღმერთმა მოგიზღოთ სამაგიერო შრომისთვის, რომელსაც გასწევთ ჩემთვის! ამის შემდეგ მომჩივანი იწყებდა ტრაპეზს. მორვარები პასუხობდნენ მას:,,ღმერთმა აშოროს შენს ოჯახს ამიერიდან ასეთი ხარჯები, გისურვებთ, შენს ოჯახში მხოლოდ სამხიარულო ტრაპეზებზე მოვსულიყა-ვით! ამის შემდეგ იწყებოდა გამასპინძლება
მერიქიფე ასხამდა არაყს ყანწებში და პირველ რიგში აწვდიდა მასპინძელს ანუ მომჩივანს, შემდეგ უკვე თანამეინახეებსაც. ეს მეორდებოდა სამჯერ. შემდეგ სტუმრები უცბად წყვეტდნენ ტრაპეზს და უყურებდნენ მომჩივანს. ის დგებოდა, იხდიდა ქუდს, არყით სავსე ყანწით ხელში მიდიოდა მორვარებ-თან და პირველ რიგში მიმართავდა ღმერთს, როგორც სამართლიან მსაჯულს, შემდეგ მიმართავდა მორვარებს: ,,თქვენ აიღეთ საკუთარ თავზე ტვირთი განიხილოთ ჩემი საქმე, გთხოვთ საქმე გადაწ-ყვიტოთ სინდისიერად. ამ შესავალის შემდეგ მომჩივანი იწყებდა საქმის გარემოებების მოყოლას, ხოლო მორვარები ყანწით ხელში ყურადღებით უსმენდნენ. განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა ორი მორვარი, რომლებსაც შემდეგ სიტყვა-სიტყვით უნდა გაეცნოთ ბრალდებულისთვის საჩივრის ში-ნაარსი. საჩივრის გაცნობის შემდეგ, ბრალმდებელი კვლავ თხოვდა მორვარებს მიეღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და სვამდა არაყს. მორვარები აიმედებდნენ, რომ საქმეს მოაგვარებდნენ ისე, რომ ღმერთსაც ესიამოვნებოდა და დაპირისპირებულ მხარეებსაც, სვამდნენ არაყს, აგრძელებდნენ ტრა-პეზს, რომლის დამთავრებისას იშლებოდნენ. მეორე დღეს მორვარები მიდიოდნენ ბრალდებულთან, რომელიც წინასწარ იყო გაფრთხილებული მსაჯულთა სტუმრობის შესახებ. აქ მეორდებოდა იგივე რი-ტუალი, ანუ არყის სამმაგი დალევა ყანწით და ამის შემდეგ მორვარები აცნობებდნენ ბრალდებულს საჩივრის შინაარს. მორვარებიდან რომელიმეს თუ გამორჩებოდა, რამე ბრალდების შინაარსიდან, მას ავსებდნენ დანარჩენები, რომლებიც იხსენებდნენ საქმის დეტალებს. ბრალდებული საჩივრის მოსმენის შემდეგ აცნობდა მორვარებს თავის პროტესტს იგივე ფორმალობებით და ცერემონიით
ტრაპეზი მთავრდებოდა და მეორე დღეს პროტესტი ეცნობებოდა დაზარალებულს იგივე წესით.
პროტესტს შეიძლებოდა ორივე მხრის უარყოფა მოჰყოლოდა და ყველა ასეთ შემთხვევაში მორვარები ორივე მხარეს მსუბუქი ფორმით, ადამიანურად, კეთილსინდისიერად, ისე აცნობდნენ პრო-ტესტს, თითქოს თითოეული მათგანი, ეჭვების და გაურკვევლობის გასაქარწყლებლად ცდილობდა ბო-დიში მოეხადა მეორე მხარისთვის მიყენებული უხერხულობისთვის, შეწუხებისთვის და ამაო ხარჯების-თვის.
ამგვარად მორვარები ამზადებდნენ საქმეს ხელსაყრელი შედეგისთვის, აცხრობდნენ ვნებებს, მოუწო-დებდნენ მხარეებს შერიგებისკენ. იყო შემთხვევები, როცა საქმის გარემოება მისი სიძველიდან გამომ-დინარე მოითხოვდა მოწმეების განმარტებას, თუმცა ასეთი შემთხვევბი ძალიან იშვიათი იყო, სვანები არასოდეს მალავდნენ თავიანთ საქციელს ან დანაშაულს, სვანის ხასიათში და ბუნებაში არ დევს საქ-ციელის დამალვა. სვანი ვინმეს მიმართ ბოროტ ან ცუდ საქციელს მხოლოდ მოწინააღმდეგის მხრიდან მიყენებული შეურაცხყოფის და სირცხვილის ჩამოსარეცხად და ღირსების აღსადგენად ჩაიდენდა, რა-თა ვინმეს არ ეტრაბახა, ,,ასეთ კაცს ეს გავუკეთე.
მოწმეების დაკითხვა ხდებოდა ეკლესიის ეზოში, ეკლესიიდან გამობრძანებულ ხატთან დაფიცებით. ყოველივე ამის შემდეგ მორვარები მხარეთა არგუმენტების და მოწმეთა დაკითხვის შემთხვევაში გაი-თვალისწინებდნენ მათ ჩვენებებს და გამოიტანდნენ განაჩენს. განაჩენის გამოსატანად მორვარები გა-დიოდნენ სოფლის განაპირას, უკაცრიელ ადგილას, კარგი ამინდის შემთხვევაში, ან უამინდობის დროს რომელიმე უკაცრიელ სახლში, რათა არავის მოესმინა მათთვის. განჩენის გამოტანამდე მორვარები სთხოვდნენ მახვშის პირველს გამოეთქვა აზრი და განესაზღვრა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზ-ღაურების ოდენობა. ამ შემთხვევაში მახვში ვალდებული იყო თავიდან დეტალურად მოეხსენებინა სა-სამართლოსთვის განსახილველი საქმის გარემოებები და მიეთითებინა მოსამართლეთათვის მხარეთა მნიშვნელოვანი არგუმენტების შესახებ, საქმის შესაბამისი რეგულაციებზე, წარსულში განხილული ანა-ლოგიური საქმეები გაეხსენებინა და ეთქვა თავისი საბოლოო სიტყვა, განაჩენის არსი. მახვშის შემდეგ სიტყვა ეძლეოდა ყველაზე უხუცეს მსაჯულს და ასე ყველა მორვარი გამოთქვამდა აზრს. საბოლოოდ ყველანი იღებდნენ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას. უთანხმოება მოსამართლლებს შორის თითქმის არასოდეს იყო, რადგან თითოეულმა მათგანმა კარგად იცოდა რა სასჯელი იყო განკუთვნილი კონკ-რეტული დანაშაულისთვის. მაგალითად მომჩივანმა განაცხადა რომ მას მიაყენეს სხეულის დაზიანება და მორვარისთვის ცნობილია, რომ ამ დანაშაულისთვის, დაზარალებულის სასარგებლოდ, მოპასუხემ სისხლით (წორი) უნდა ზღოს. ეს უდავოა. ცილისწამების შემთხვევაში სასჯელად დაწესებული იყო გარკვეული რაოდენობის თანხა - 12 ასციპი*. ფულადი ანაზღაურების ჩანაცვლება შეიძლებოდა სა-ქონლით ან სხვა ცოცხალი არსებებით, ნივთებით, იარაღით. ფიზიკურთან ერთად სიტყვიერი შეურაც-ხყოფის მიყენების შემთხვევაში ასანაზღაურებელ ზარალს ემატებოდა დანაშაულის შესაბამისი თანხა, რომელთა ერთობლიობა საბოლოო ჯამში ეკისრებოდა გადასახდელად დამნაშავეს. განაჩენის ლეგიტიმაციისთვის, სვანებს ჰქონდათ რიტუალი ,,ბაჩა-ლილჯენი, რომლის მიხედვითაც პროცესში
მონაწილე ერთ-ერთი მორვარი იღებდა ქვას და იქვე საზოგადოების თანდასწრებით მარხავდა მიწაში.
ქვის მიწაში ჩაფვლა ნიშნავდა, რომ განაჩენის შინაარსი მის გასაჯაროებამდე არავისთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. განაჩენის ფორმალურ გამოცხადებამდე, თუ მოსარჩელე ან მოპასუხე შეიტყობ-და მის შინაარსს, თითოეულ მათგანს, უკმაყოფილების შემთხვვეაში პროტესტის და განაჩენისადმი დაუმორჩილებლობის უფლება ჰქონდა. ამიტომ მორვარები იყვენენ ძალიან ფრთხილები და განაჩენის შინაარსს უდიდეს საიდუმლოდ ინახვდნენ, თუმცა იყო შემთხვვები, როცა განაჩენის გამოცხადებამდე გადიოდა თვეები და წლები. განაჩენის გამოტანის შემდეგ, მის გამოცხადებამდე მორვარები იღებდნენ გასამრჯელოს - ერთ ლერქვაშს (სამი რუბლის ღირებულების რაიმე ნივთს).
მორვარები განაჩენის გამოცხადების დროს მომჩივან და მოპასუხე მხარეებს იბარებდნენ ეკლესიაში,
ერთმანეთისთვის ერთგულების ფიცის დასადებად. ორივე მხარე მორვარებთან შეიარაღებული ცხადდებოდა. ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ მოწვეული უხუცესი ეკლესიიდან გამოაბრძანებდა ხატს*. უხუცესის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლიდა თვით ბრალმდებელი. ხატის წინ ერთ მხარეს გვერდიგვერდ დგებოდნენ ქუდმოხდილი მსაჯულები, მეორე მხარეს, იგივე თანმიმდევრობით ერთ-მანეთისგან მოშორებით ბრალმდებელი და ბრალდებული მათი ოჯახების წევრ ყველა მამაკაცთან ერთად. ბრალმდებელი გამოდიოდა წინ და ამბობდა: ,,დიდება შენდა და კეთილდღეობა შემოქმედო იესო ქრისტე!** მოგმართავ შეისმინე ჩემი ვედრება, თუ ჩემს მიერ არჩეული მსაჯულები და მათ მიერ კეთილსინდისიერად შეკრებილი საქმის გარემოებები მაწყენინებენ მე, არ მომანიჭებენ რასაც მომა-კუთვნებდა ჩვენი, სამართლიანი, ჩვეულებრივი კანონი, დამამცირებს მათი გადაწყვეტილება და უპი-რატესობას მიანიჭებს ჩემს მოწინააღმდეგეს, მაშინ ყოვლისშემძლე ღმერთო ვიდრე ესენი (უთითებდა მსაჯულებზე) არ შეგწირავენ იმდენ ოქროსრქიან ხარს, რამდენი თოვლი და წვიმაც მოდის ციდან, რამდენი ბალახიცაა დედამიწაზე და ქვიშა ზღვაში, მანამდე არ მისცე მათ შვილებს და შთა-მომავლობას მოსვენება, ძირფესვიანდ ამოძირკვე, არაფერი მისცე მათ და მათ სახლს ავადმყოფობის და უბედურების გარდა. ეს ერთი ღმერთო დიდებულო!.. მეორე: თუ ეს მსაჯულები არ დამაკმაყოფი-ლებენ მე ისეთი ჯილდოთი, როგორითაც თითოეული მათგანი დაკმაყოფილდებოდა ასეთ შემთხვევაში და არ გამათანაბრებდა მასთან, მაშინ ისმინე ღმერთო, ვიდრე ისინი არ სთხოვენ იესო ქრისტეს თორ-მეტ მოციქულთან ერთად აღავლინოს ამათთვის წირვა, ვიდრე არ გამოაცხობენ სეფისკვერს იერუსა-ლიმიდან ჩამოტანილი ფქვილისგან და არ ჩამოიტანენ იქიდან საზიარებელ ღვინოს, არფერი მისცე მა-ნამდე მათ ბნედის გარდა, დასწყევლე ისე, რომ მათმა რძლებმა და შვილებმა მხოლოდ გველები და ბა-ყაყები შობონ!.. ამ ველური წყევლის და არაქრისტიანული სულისკვეთებით წარმოთქმული ლოცვის შემდეგ დაზარალებული იხრებოდა, გლეჯდა ერთ მუჭა ბალახს, ფანტავდა ჰაერში და დგებოდა თავის ადგილზე.
ამის შემდეგ წინ გამოდიოდა ბრალდებული, ერთ ხელს წევდა ხატისკენ, მეორეს მსაჯულებისკენ და ამბობდა:,,ყოვლისშემძლე ღმერთო! შენ აღავლენ ჭეშმარიტ სამართალს, რომელიც არის სამყაროში. მსაჯულების მიერ ჩემი მომჩივანისთვის, კანონით დადგენილზე მეტის მიკუთვნების შემთხვევაში, დას-წყევლე ისინი და იმეორებდა მომჩივანის წყევლას, მცირე შესაბამისი ცვლილებებით.
ბრალდებულის შემდეგ გამოდიოდა მახვში, რომელიც მსაჯულებთან ერთად თანასწორობის ფიცის დადებამდე მიმართავდა მოდავე მხარეებს: ,,ესავ და ბაბი! (მოდავეთა სახელები). ვფიცავ ამ ხატის მადლს, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, თქვენი საქმის სამართლიანი მოგვარებისთვის, განვი-ხილეთ მხარეთა მოსაზრებანი, საჩივრები, პასუხები, უარყოფები, წინააღმდეგობები, მივუსადაგეთ ისი-ნი დადგენილ მოთხოვნებს და გამოვიტანეთ განაჩენი, რომლითაც თითოეული ჩვენთაგანი დაკმა-ყოფილდებოდა, თქვენს ადგილას. მსაჯულები ამბობდნენ: ,,ჩვენამდე მოსული საქმის მასალებიდან გამომდინარე, ვფიცავთ მივიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება.
დასასრულს მახვში სთავაზობდა მომჩივანს და ბრალდებულს ერთგულების ფიცის დადებას და მხა-რეები უყოყმანოდ ასრულებდნენ შეთავაზებას.
ერთგულების ფიცი. Uპირველესად დაზარალებული ამბობდა: ,,ვფიცავ ხატის მადლს, რომ თუ შენ (მიმართავადა ბრალდებულს), იქნები ჩემი ერთგული, მეც ვიქნები შენი ერთგული და გულლწრფელი შენთან, ვფიცავ, რომ არც მე, არც ჩემი შვილები და მოდგმა არ გაგახსენებთ ამ საქმეს და არ აღვად-გენთ მის გამოძიებას.
ასეთივე წესით ფიცს დებდა ბრალდებული, რის შემდეგაც მხარეები სახლებში მიდიოდნენ, სადაც მათ მიყვებოდნენ ორად გაყოფილი მსაჯულები, რომლებიც მხოლოდ შინ მისვალისას აცნობდნენ მხა-რეებს საქმესთან დაკაშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. განაჩენის მოსმენის შემდეგ მხარეებს არ ჰქონდათ მისი უარყოფის უფლება და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ვერდიქტს.
განაჩენის აღსრულება არ იყო მორვართა მოვალეობა. ყველაზე რთული და არსებითი იყო გადაწყვე-ტილების მიღება. განაჩენით დადგენილი გადასახდის გადახდას, არავინ არიდებდა თავს. მსჯავრ-დებული უმოკლეს ვადაში უგზავნიდა დაზარალებულს განაჩენით გათვალისწინებულ საზღაურს მახვ-შის ან თავისი რომელიმე ნათესავის შუამავლობით. სვანებს ჰქონდათ სამართალწარმოების სხვა ფორ-მებიც, რომლებითაც ხდებოდა დაპირისპირებული მხარეების შერიგება წყენის, შეურაცხყოფის, ან ზარალის მიყენების შემთხვევაში.
დანაშაულის ფორმები ასე ჯგუფდებოდა:
დაზარალებულის შესვლა დამნაშავის სახლში ლუფხულებთან (ნაფიც მსაჯულებთან) ერთად *;
დაზარალებულის შესვლა დამნაშავის სახლში თავის ნათესავებთან ერთად;
ფიცი
აღნიშნული ბოლო ორი ფორმის სამართალწარმოება ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებში ხდებოდა.
დაზარალებულის შესვლა დამნაშავის სახლში, ლუფხულებთან (ნაფიც მსაჯულებთან) ერთად.
ლუფხულების მეშვეობით საქმის გარიგება ნიშნავდა მოპასუხე მხარისთვის შერიგების შეთავაზებას და მისი თანხმობის შემთხვევაში, ერთი (ინიციატორი) მხარე მეორეს უგზავნიდა სახლში ლუფხულებს შუამავლების სახით. როცა დაზარალებული სთავაზობდა ბრალდებულს საქმის მოგვარებას ლუფხუ-ლების შუამავლობით, დამნაშავეს არ ჰქონდა შეთავაზების უარყოფის უფლება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მომჩივანს მიაყენა შეურაცხყოფა და ზიანი ყოველგვარი საფუძველის და მიზეზის გარეშე, არ ჰქონდა საქციელის გამამართლებელი მოტივები. სადავო საქმის მნიშვნელობის მიხედვით ლუფხულების რაოდენობა ოცს აღწევდა.ლუფხულების არჩევა დაზარალებულის უფლება იყო, ხოლო მათი დაყოლიება საპასუხისმგებლო სამ-სახურის გასაწევად და ამ შრომის ანაზღაურება ბრალდებულის მოვალეობას შედაგენდა. თითოეულ ლუფხულს ბრალდებული უხდიდა 1 აცსიშს (6 რუბლს) ან ამ თანხის ღირებულების ნივთებს გადას-ცემდა. ეჭვმიტანილი ვალდებული იყო საქმის განხილვის მთელი დროის განმავლობაში გამოეკვება ლუფხულები. ლუფხულის მოვალეობის შესასრულებლად სვანის დათანხმება მორვარის ვალდებულების შესრულების დათანხმებაზე ბევრად უფრო რთული იყო. დაზარალებულისგან საჩივრის მოსმენის შემ-დეგ, არჩეული ლუფხულები მახვშის წინამძღოლობით მიდიოდნენ ბრალდებულთან სახლში. დამნაშავე, ადათის მიხედვით უთმობდა მათ სახლს და თვითონ ოჯახთან ერთად მიდიოდა სხვა სახლში ან მეზო-ბელთან. მახვშის და უცხო პირების შუამავლობით იწყებოდა მოლაპარაკებები ბრალდებულს და ლუფ-ხულებს შორის. ბრალდებულს ეუბნებოდნენ: ,,შენ კარგად იცი რა დანაშაული მიგიძღვის დაზარალე-ბულის წინაშე; ვიცით ისიც შენი საქცილელიდან გამომდინარე რამდენი ეკუთვნის მას ზიანის ასანაზ-ღაურებლად. ზემოთქმულის გათვალისწინებით, გვითხარი რამდენი უნდა გადაუხადო დაზარალებულს შეურაცხყოფისთვის"? დამნაშავემ იცოდა, რომ ლუფხულები დაუსვამდნენ ამ კითხვას და წინასწარ ჰქონდა დათვლილი დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის შესაბამისი გადასახადის ოდენობა. ის შუამავლების საშუალებით ამცნობდა გადასახადის სახეობას და რაოდენობას, იხდიდიდა ზიანის საფა-სურს იარაღით, სათესით, მიწის ნაკვეთით, ტყით და ა.შ. იქვე ამატებდა, რომ მეტის გადახდის საშუ-ალება არ ჰქონდა და მეტი არც უნდა გადაეხადა. პასუხის მოსმენისას, თუ ლუფხულები ჩათვლიდნენ, რომ ანაზღაურება არ იყო ზიანის შესაბამისი, იმავე შუამავლების საშუალებით თხოვდნენ დამნაშავეს გაეზარდა სახადის ოდენობა და ისიც ზრდიდა.მოლაპარაკებები გრძელდებოდა, ვიდრე მხარეები არ მივიდოდნენ სასურველ შეთანხმებამდე. ამ დროს დამნაშავე ბრუნდებოდა ლუფხულებთან, რომლებიც ამცნობდნენ მომჩივანს, რომ მისი საქმის განხილვა დამთავრდა და ის ეკლესიასთან უნდა დალოდებოდა ლუფხულებს, რომლებიც მიიყვანდნენ იქ ბრალდებულს, რათა ორივეს დაედო ერთგულების ფიცი. ეკლესიის გალავანში შესვლისას პირველ რიგში ლუფხულები დებდნენ ,,თანასწორობის ფიცს, შემდეგ დაზარალებული და დამნაშავე ერთგუ-ლების ფიცს , იგივე ფორმით და წესით, როგორც ეს ხდებოდა მორვარების მიერ საქმის წარმოების შემთხვევაში. ამის შემდეგ მახვში უცხადებდა დაზარალებულს მის მიმართ ზარალის სანაცვლო გადა-სახადის ოდენობას დამნაშავისგან. დაზარალებული ბრუნდებოდა სახლში, მახვში და ლუფხულები ბრალდებულის სახლში მიდიოდნენ, სადაც მათ გადაეცემოდათ გაწეული სამსახურის ანაზღაურება და დაზარალებულისთვის განკუთვნილი საქონელი, ან აღნიშნულის გადაცემა მცირედი დროით ხდებოდა მახვშის შუამავლობით.
დაზარალებულის შესვლა ნათესავების თანხლებით დამნაშავის სახლში.
დამნაშავის სახლში დაზარალებულის შესვლა ასე ხდებობდა: ბრალდებული, მახვშის შუამავლობით სთხოვდა სწვეოდა სტუმრად სახლში ახლობელ ან შორეულ ნათესავებთან ერთად დაზარალებულს. ეს დაპატიჟება აშკარა ნიშანი იყო, რომ დამნაშავე არ გაუშვებდა სახლიდან სტუმარს, მის მიმართ მიყე-ნებული ზიანის შესაბამისი ანაზღაურების გარეშე. დაზარალებულები იშვიათ შემთხვევაში ამბობდნენ უარს ასეთ შეთავაზებაზე. ბრალმდებელი ასეთი მიწვევის შემთხვევაში მიდიოდა ბრალდებულთან სახლში ნათესავებთან ერთად, მახვშის წინამძღოლობით. მასპინძლები შლიდნენ სუფრას, ყველას სთა-ვაზობდნენ არაყს ყანწით. დამნაშავე არყით სავსე ყანწით ხელში მუხლებზე დგებოდა და ინანიებდა თავის საქციელს, აცახდებდა დაზარალებულისთვის ზიანის შესაბამისი საზღაურის გადახდის მზად-ყოფნის შესახებ და სთხოვდა შერიგებას. მომჩივანი და მისი ნათესავები უარს ამბობდნენ ტრაპეზე, თუ მათი აზრით საზღაური არასაკმარისი ან არაადეკვატური იყო. ამით ამცნობდნენ დამნაშავეს დაუ-კმაყოფილებლობას და ბრალდებული ზრდიდა ზარალის საზღაურს მოპასუხე მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აყენებდა დაზარალებლს ახალ შეურაცხყოფას, არცხვენდა მას და ზრდიდა თავის დანაშაულს. ხშირად დამნაშავე თავიდანვე უნიშნავდა მომჩივანს მნიშვ-ნელოვან ანაზღაურებას. მომჩივანის პროტესტის შემთხვევაში მახვში არ ითმენდა ამას და მყისიერად აჩერებდა მას.
ბოლოს, როცა საქმე მოგვარებული იყო, დაზარალებული სთავაზობდა ბრალდებულს ადგომას და დაპირისპირებულები სვამდნენ არაყს ყანწით, ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს, სხდებოდნენ სუფრასთან სხვებთან ერთად. ტრაპეზის დამთავრებისთანავე დაზარალებულს გადასცემდნენ ზიანის საზღაურს, თუ ეს იყო მოძრავი ქონება, უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ბრალდებული საზ-ღაურს ღებულობდა, როცა ამის საშუალებას იძლეოდა დრო და ამინდი.
მშვიდობიანი შეთანხმების შემდეგ მახვში შერიგებულებს ეპატიჟებოდა ეკლესიაში ერთგულების ფი-ცის დასადებად. შერიგების ეს ფორმა ყველაზე მეტად მოსაწონი და სასურველი იყო სვანებისთვის.
3. ფიცი. სვანურ სასამართლო დადგენილებაში არსებობდა ფიცის სამი ფორმა:
ა) ერთგულების ფიცი*;
ბ) თანასწორობის ფიცი;
გ) განსაწმენდი ფიცი.
ერთგულების ფიცზე უკვე ვისაუბრეთ, თანასწორობის ფიცის რიტუალიც აღვწერეთ, მაგრამ არსე-ბობდა ამ ფიცის სხვა ფორმაც, სხვა გარემოებების და ქმედებების დროს.
თანასწორობის ფიცის სხვა ფორმა. - მაგალითად, დავუშვათ, რომ ორმა ადამიანმა აწყენინა ერთმა-ნეთს და ორივე თვლის რომ უფრო მეტად შეურაცხყოფილია. ასეთ შემთხვევაში ნაჩხუბრები მახვშის შუამავლობით რიგდებოდნენ. მიდიოდნენ ეკლესიაში და ხატის წინ დებდნენ ფიცს შემდეგი თანმიმდევ-რობით. ჯერ ერთი ამბობდა: ,,გიორგი (მოწანააღმდეგის სახელი), შემეწიოს ამ ხატის მადლი, იმდენად, რამდენდაც შენგან შეურაცხყოფილი უფრო მეტად ვარ, ვიდრე შენ ჩემგან. შემდეგ ამბობდა მეორე: ,,ბადრი (მოწინააღმდეგის სახელი), ვფიცავ ამ ხატის მადლს, რომ მე უფრო მეტად ნაწყენი ვარ შენზე, ვიდრე შენ ჩემზე ამის შემდეგ დაპირისპირებულები დებდნენ ერთგულების ფიცს და მთავრდებოდა შერიგების რიტუალი. სწორედ ამას ერქვა ერთგულების ფიცი სხვა ფორმით და სხვა შემთხვევაში.
განსაწმენდი ფიცის დადება ხდებოდა ორ ძირითად შემთხვევაში: ა) უმნიშვნელო დავისას: მიწის ნაკ-ვეთის, მიწის საზღვრების, ან მოძრავი ქონების გაყოფისას და ბ) როცა ვინმე ეჭვმიტანილი იყო ქურ-დობაში, ან ზარალის და ზიანის ფარულ მიყენებაში. პირველ შემთხვევაში განსაწმენდ ფიცს დებდნენ მომჩივანი ან მოპასუხე თანადამფიცებლებთან ერთად სერიოზული დავის დროს. დავის საგანი რჩებო-და დამფიცებლის მხარეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ნებისმიერი სვანი ცდილობდა აერიდებინა განსაწ-მენდი ფიცი, რადგან თვლიდა, რომ პროცესის მოგების შემთხვევაშიც წაგებული დარჩებოდა, იმის გა-მო, რომ თუ დავის საგანი მისი საკუთრება იყო, ის ამაოდ იფიცებდა, გაურკვევლობის და მისი მხრი-დან შეცდომის შემთხვევაში ის აღმოჩნდებოდა ცრუ დამფიცებელი, ფიცის გამტეხი, რაც ყველაზე დიდი სიმწარე და უბედურებაა სვანისთვის!..
მეორე შემთხვევაში ფიცს დებდა ეჭვმიტანილი. მცირე ზარალის მიყენებისას მარტო, ან თანადამფი-ცებლებთან ერთად, როცა ზარალი დიდი იყო. დამფიცებელს უნდა ეთქვა: ,,ვფიცავ ამ ხატის მადლს, რომ მართალი ვარ იმ საქმეში, რომელშიც მადანაშაულებთ.
უფრო სახასიათო და განსაცვიფრებელი იყო საყოველთაო განსაწმენდი ფიცი. საქონლის ან ნივთის დამკარგავი, რომელსაც ეჭვი არავისზე ჰქონდა ამ დანაშაულში, გამოაბრძანებდა ეკლესიიდან ხატს, ან აიღებდა ეკლესიის კარის ბოქლომს, ან რამე ჭურჭელს ეკლესიიდან და თავისი თემის გარდა ეზო-ეზო შემოივლიდა მთელ სვანეთს. ყველას აიძულებდა დაედო განსაწმენდი ფიცი. ფიცის დადებისას თითო-ეული ადამიანი ამბობდა:,, ვფიცავ ამ ხატის (ან ეკლესიის კარის ბოქლომის ან ჭურჭელის) მადლს, რომ არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის არაფერია ცნობილი შენი დანაკარგის შესახებ.
იყო შემთხვევები, როცა ამ ორიგინალური გზით ხდებოდა დაკარგულის პოვნა. აღსანიშნავია სვანეთ-ში ფიცის აღსრულების კიდევ ერთი დეტალი, კერძოდ ნათესავებს შეეძლოთ დაეფიცათ და აღესრუ-ლებინათ ფიცი ერთმანეთის მაგივრად. მაგალითად - მამას შეეძლო შვილის მაგივრად (ერთგულების ან განსაწმენდი ფიცის აღსრულება), შვილს მამის ნაცვლად და ძმას ძმის მაგივრად.
თემის მოვალეობები
ყველა სვანი ვალდებული იყო დაეცვა თავისი თემის სახელი და ღირსება, დადევნებოდა მტერს და ა.შ. მუშაკს თემი აძლევდა ჯამაგირს წვრილი ფულით და ,,ჭაბანაგს მოსავალიდან. სახლის მშენებ-ლობისას თემი ოჯახს უფასოდ აძლევდა სამშენებლო მასალებს: ხეს, კირს, ქვიშას საჭიროების შემთხვევაში მთელი თემი ეხმარებოდა ოჯახს მშენებლობაში. საერთო მტრისთვის ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში თემი თანაბრად თითოეული ოჯახიდან აგროვებდა საჭირო რაოდენობის თანხას დასჯილის დასახმარებლად. საზოგადოება გულისხმიერებით ეკიდებოდა თემის გაჭირვებული
წევრების ნებისმიერ თხოვნას. თემისთვის აუცილებელი იყო ზრუნვა მიუსაფარ მოხუცებზე, ავადმყო-
ფებზე და უპოვრებზე, რის გამოც სვანეთში არ იყო მათხოვრობა. ყველა თემი ფხიზლად აკვირდებოდა ერთმანეთს, რათა ძლიერს არ დაეჩაგრა სუსტი და ამით არ დარღვეულიყო თანასწორობა და თა-
ნაბარუფლებიანობა. თემის განაწყენებული წევრი საჩივრით მიმართავდა იმ თემის მახვშის სადაც
ცხოვრობდა და ღებულობდა მატერიალურ ანაზღაურებას. თანასწორი თემების წევრების ჩხუბის დროს, თემის წევრი ვალდებული იყო დახმარებოდა თავისი თემის წევრს, მისდამი მტრული დამოკიდებულების მიუხედვადაც.
სვანური ჩანაწერები 2
სისხლის საფასური თავისუფალ სვანეთში
მოკლულის სისხლის საფასური სხვადასხვა თემში სხვადასხვა იყო. უშგულის თემში ექვსი ,,ნალ-ჯომის1 (გარკვეული ღირებულების) სახნავი მიწა, რომლის ნიადაგიც უნდა ყოფილიყო სოფელთან ახ-ლოს, ყველაზე საუკეთესო და ღირებული. ასეთი პირობები იყო ყველა შემთხვევაში, როცა დაზარა-ლებულს სისხლის წილ გამოეყოფოდა სახნავი მიწა. ასეთი ხარისხის მიწის არქონის შემთხვევაში, დამ-ნაშავე ვალდებული იყო, სანაცვლოდ გადაეცა სამი ნალჯომის ღირებულების სახლი, მამული და ბეღელი თავთავის სალეწი ოთახით2, რომელიც ორი ნალჯომის ღირებულების იყო და ერქვა ,,მაჩი. მეექვსე ნალჯომის შეცვლა შეიძლებოდა შესაბამისი ღირებულების მოძრავი ქონებით. აღნიშნულის გარდა, დამნაშავეს უნდა გადაეცა თავისი საუკეთესო თოფი და მოკლულის ოჯახის თითოეული წევ-რისთვის თითო ძროხა საჩუქრად. შერიგების შემდეგ უნდა გამასპინძლებოდა მოკლულის მთელ ოჯახს, იმ მორვარებთან და ლუფხულებთან ერთად, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საქმის მორიგე-ბაში. კალის თემში შერიგება იგივე წესით ხდებოდა, იმ განსხვავებით, რომ აქ, გადასაცემად განკუთ-ვნილი ,,კერია და ,,ნათჩა3 უფრო ვრცელი ფართობის უნდა ყოფილიყო. ილორის თემში სავალ-დებულო იყო: სამი ნალჯომის სახნავი მიწა, ორი ნალჯომის სათიბი და ერთი ნალჯომის მოძრავი ქო-ნება. მულახის და მესტიის თემებში: სამი ნალჯომის სახნავი მიწა, სამი ნალჯომის სათიბი; დანარჩენი,
როგორც სხვა თემებში. ლენჯერის და ლატალის თემებში: 24 ნალჯომის სახნავი მიწა,4 დანარჩენი, როგორც სხვა თემებში. სათავადო სვანეთში ბეჩოს, პარსის, ჭუბერის და ლახამულის თემებში სისხლის
ერთი ნალჯომი შეფასებული იყო ექვს ხარად, ხოლო ხარი - 25 რუბლად.
ყველა შემთხვევაში, როცა სისხლის საზღაური იყო სათიბი, ის უნდა ყოფილიყო, სახნავი მიწის ტოლფასი.
აქ თითოეული ნალჯომი შეფასებულია ერთ ხარად (25 რუბლი) და ერთ ძროხად (10 რუბლი), თუმცა ზომებით აქაური ოთხი ნალჯომი უშგულის თემის ერთ ნალჯომს უდრის.
საზღაური იყო: ჭუბერის და ლახამულის თემებში - 24 ,,ცხვადიში5 სახნავი და სათიბი მიწა, ეწერის თემში - 12 ,,ცხვადიში სახნავი და სათიბი მიწა. ამ თემებში აღნიშნულის გარდა, სავალდებულო იყო მოკლულის ოჯახისთვის 200 რუბლის საჩუქრების გადაცემა და გამასპინძლება. ,,ნალჯომის და ,,ცხვადიშის მიწების ფართობი ერთი ზომისაა, სხვაობა ფასშია, თუმცა საბოლოოდ ეს მიწები ერთი და იგივე შედეგს იძლევიან. უშგულის თემის ერთი ,,ნალჯომი ლენჯერის თემის ოთხ ,,ნალჯომს უდ-რის და ფარი-ჭუბერის თემის ოთხ ,,ცხვადიშს, ანუ ექვს ხარს და რადგან გადახდილი უნდა ყოფი-ლიყო 36 ხარის (თითოეულის ღირებულება 25 რუბლი, ეწერის თემის გარდა) ტოლფასი ექვსი ,,ნალ-ჯომი ან 24 ,,ცხვადიში, სისხლის სანაცვლო ღირებულება შეადგენდა 900 რუბლს. ამას ემატებოდა 200 რუბლის სხვა ხარჯებიც და მოკლულის ოჯახისთვის სისხლის სანაცვლო საფასურის საბოლოო ღირებულება შეადგენდა 1100 რუბლს.
3. სისხლის ღირებულება დადიანების სვანეთში
დადიანების სვანეთში, ლეშხეთის, ჭოლურის და ლენტეხის თემებში სისხლის სანაცვლო საფასური იყო 400 რუბლი, რომლის გადახდა ხდებოდა ქონებით: იარაღით ( თოფი, ხმალი და სხვა), ვერცხლის ნივთებით ( ჯაჭვი, თასი, აზარფეში), სპილენძის ჭურჭელით (არყის სახდელი სპილენძის ქვაბით) და რქოსანი პირუტყვით. მოძრავი ქონების არარსებობის შემთხვევაში, საზღაურს იხდიდნენ იმავე ღირე-ბულების სახნავი მიწით. შედარებით უმნიშვნელო დანაშაულისთვის, შურაცხყოფისთვის ან სხეულის მძიმე დაზიანებისთვის, სასჯელი ნახევარი სისხლი იყო. ენგურის ხეობაში - სამი ,,ნალჯომი, ცხენის-წყლის ხეობაში - 200 რუბლი. მსუბუქი დაჭრისთვის საზღაური იყო ოციდან ოცდაათამდე ,,აცსიში6, სილის გაწვნისთვის - ერთი ,,აცსიში, ჯოხით ცემისთვის ან ქვის სროლისთვის - ორიდან სამ ,,აცსი-შამდე, სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის - ოთხიდან ოცდაათამდე ,,აცსიში, ცილისწამებისთვის - სამი-დან ოცდაათამდე ,,აცსიში. ქურდობისთვის სასჯელი იყო დაზარალებულისთვის მოპარული ნივთების ან საქონლის საზღაურის ორმაგი ღირებულების და ჯარიმის გადახდა თემის სასარგებლოდ ქურდის მიერ. ჯარიმის ოდენობას თემი განსაზღვრავდა თავისი შეხედულებისამებრ. სახლის გაქურდვის ან გა-ტეხვის შემთხვევაში დამნაშავე ვალდებული იყო დაებრუნებინა ნაქურდალი და გადაეხადა 12 ,,აც-სიში. ასეთივე სასჯელი განისაზღვრებოდა, თუ დამნაშავეს დანაშაულის ჩადენისას წაასწრებდნენ. ამასთან ერთად ადათი არ აძლევდა უფლებას დაზარალებულს მოეკლა ან დაეჭრა ქურდი, თუნდაც დანაშაულის ადგილზე წაესწრო მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის როგორც მკვლელი ან დაჭრაში დამნაშავე ვალდებული იყო გადაეხადა საზღაური დაჭრილისთვის ან მოკლულის ოჯახისთვის, 12 ,,აცსიში. სვანისთვის სახლის გატეხვა დამცირებას ნიშნავდა, გაქურდვა - პირად შეურაცხყოფას და დამცირებას და ამიტომ ის მიიჩნევდა, თავის ზნეობრივ მოთხოვნილებად, რომ სახლი ჰქონოდა შეუ-ვალი და შეურცხვენელი. დადიანების სვანეთში, ცხენისწყლის ხეობაში, დანაშაულში გამტყუნება, ისე როგორც მკვლელობის მცდელობა, სისხლის საზღაურის ნახევრად ფასდებოდა, მსხვერპლის გარეშე დამთავრებული გასროლა ან მუქარა არ ისჯებოდა!
სასჯელს არ ექვემდებარებოდა იგივე ქმედებები ენგურის ხეობაშიც. ქალისთვის თავსაბურავის (ლიშ-ღმე) მოხსნა ან ნაწნავის მოჭრა ისჯებოდა 24 ,,აცსიშის გადახდით. პირუტყვის მიერ ყანების ან სათიბის წახდენის დროს, მეპატრონეს შეეძლო ადგილზე მოეკლა პირუტყვი, მაგრამ არ ჰქონდა მსხვილფეხა საქონლის მოკვლის უფლება. სასჯელი ასეთი დანაშაულებისთვის ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ტყის გაჩეხვისთვის - საპასუხისმგებლო.
VIII. ტყვეობა.
სვანეთში არსებობდა შეურაცხმყოფელის ტყვედ აყვანის ჩვეულება, როცა შეურაცხყოფა იყო მძიმე და დამნაშავე ნებაყოფილობით ან სასამართლო წესით არ აკმაყოფილებდა დაზარალებულის მოთ-ხოვნებს. ამის საფუძველზე ტყვედ აჰყავდათ მხოლოდ სხვა თემის ან უცხო ტომის დამნაშავენი. თავი-
ანთი ტომის წევრებზე ეს უფლება არ ვრცელდებოდა. ტყვის გატარებისას უცხო თემს თავის სოფელ-ში ჰქონდა მისი გათავისუფლების შესაძლებლობა და საკუთარი მფარველობის ქვეშ აყვანის უფლება. შეურაცხყოფილს არ ჰქონდა ამ ქმედების გაპროტესტების და წინააღმდეგობის გაწევის უფლება. ტყვედ აყვანილ შეურაცხმყოფელს შეურაცხყოფილი არათუ არ სცემდა და აწამებდა, პირიქით, ადამია-ნურად ეპყრობოდა, რადგან: პირველ რიგში, პირადად მას, მის ოჯახს, თემს და სოფელს არ დაემსახუ-
რებინათ საყოველთაო საყვედური, მეორე - ტყვისადმი ცუდი მოპყრობა სამარცხვინოდ ითვლებოდა, მესამე - ტყვედ აყვანილის ახლობლებისგან ელოდებოდნენ გამოსასყიდს და მეოთხე – ერიდებოდნენ
შურისძიებას ტყვისგან და მისი ახლობლებისგან. ამიტომ ტყვის მკერდში რომ არ დაბუდებულიყო აღ- ___________________________________________________________________________________
ამ თემების ნალჯომი ღირებულებით და ფართობით ლენჯერ-ლატალის თემების ნალჯომის ტოლფასია.
5)აქაური ,,ცხვადიში ზომით, უშგულის, ყალსის და იფარის თემების ,,ნალჯომის ტოლფასია და შეფასებულია ათ ფურეშად. ერთი ფურეში - 10 რუბლია.
,,აცსიში - უდრის 6 რუბლს.
23
თქმა - მწამებელისთვის ტყვიით გადახდა, შეურაცხყოფილი ტყვისადმი განსაკუთრებულ ყურდაღებას იჩენდა, აძლევდა თავისუფლებას ყყელა ქმედებაში. ტყვე ბოლომდე სარგებლობდა თავისი შეღავათე-ბით და პრივილეგიებით. ტყვეს ჰქონდა უფლება იმ სოფელში სადაც იყო, მოეხელთებინა წვრილფეხა პირუტყვი და ფრინველები, მცხოვრებთა პროტესტის მიუხედავად. დაეკლა (პატრონის პიროვნების გაუთვალისწინებლად) და დაეპატიჟებინა ყველა ვისაც მოისურვებდა. ტყვე თავისუფლად გადაადგილ-დებოდა მისდამი სამეთვალყურეოდ მიჩენილი პირების თანდასწრებით. ტყვის დაკავებიდან გადიოდა დრო და შეურაცხყოფილი რწმუნდებოდა, რომ შეურაცხმყოფელის ახლობლებს არ ანაღვლებდათ მისი ბედი და იწყებდა იძულებითი ზომების მიღებას, რაც მდგომარეობდა შემდეგში: ა) ტყვეს ადებდნენ რკინის ბორკილებს ან ჯაჭვს,* ან ბ) სვამდნენ დილეგში - ბნელ საპყრობილე ოთახში, რომელსაც ერ-თადერთი შესასვლელი და გამოსასვლელი ჰქონდა მისადგმელი კიბით ზედა სართულის ხვრელში (,,ლობი). რასაკვირველია ეს უკიდურესი ზომა იშვიათი იყო.
გადმოცემის თანახმად უწინ გამოიყენებოდა ბორკილებიც - ,,მარყვარი, მაგრამ მათი ხმარება არა-ვის ახსოვს, ისე როგორც მათი კონსტრუქცია. იყო შემთხვევები როცა შეურაცხყოფილი შეურცხმყო-ფელს ათავისუფლებდა გადასახადის გარეშე, მაგრამ სამაგიეროს უხდიდა ანალოგიური ქმედებით. როცა საქმე მიდიოდა გამოსასყიდის მოლაპარაკებამდე, ეს პროცესი ასე მიმდინარეობდა: დატყვე-ვებულის ახლობლები შეიტყობდნენ ტყვეობის ამბავს და მიმართავდნენ თავის მახვშს, რომელიც მიდი-ოდა იმ თემში, სადაც იყო დატყვევებული, ვალდებულად თვლიდა თავს მოენახულებინა შეურაცხყო-ფილი და მისი თემის მახვში, რომელთანაც მოლაპარაკების გზით არკვევდა რა საზღაური იყო ტყვის გამოსასყიდად, მიდიოდა ტყვის ახლობლებთან საბოლოო გადაწყვეტილების და გამოსასყიდის მისაღე-ბად. ტყვის ადგილსამყოფელში გასამგზავრებლად, მისი ახლობლები ვალდებულნი იყვნენ გაეგზავნათ შეურაცხყოფილის თემში იმდენივე მძევალი, რამდენი ადამიანიც მიდიოდა გამოსასყიდის მოლაპარაკე-ბაზე. ამ საკითხის ამოწურვის შემდეგ, შეურაცხყოფილი თანხმლები პირებით ბრუნდებოდა შინ და ტყვის მიერ ერთგულების ფიცის დადებისთანავე ათავისუფლებდა მას მძევლებთან ერთად. ტყვედ ყოფნა უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა და ამიტომ ტყვედ ნამყოფი ყოველთვის ცდილობდა ჩამო-ერეცხა ტყვეობის ლაქა. მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ადათის მიხედვით, ბორკილებსა და ჯაჭვებში ნამყოფებს ერთმეოდათ ქონება. ისინი არ საფლავდებოდნენ ნაკურთხი მიწით. ტყვედ ნამ-ყოფი თუ ვინმესთან იჩხუბებდა, მოწინააღმდეგე ეუბნებოდა: ,,ტყვეო, რა სინდისით ბედავ ჩემთან ლა-პარაკს?.. აი მიზეზები, რომლის გამოც შეურაცხყოფილი ყოველთვის დელიკატურად ექცეოდა ტყვეს, ისე როგორც მსახური ბატონს.
IX. საბავშვო თამაშები თავისუფალ სვანეთში
,,ნახუდშ ლისქვნე. თამაშისთვის შეკერბილი ბავშვებიდან ორნი გადიან განზე დანარჩენები დგა-ნან წყვილად. წყვილიდან ერთი ირქმევს დავუშვათ მზეს, მეორე - მთვარეს. ისინი მიდიან ჯგუფიდან წინასწარ გასულებთან და სთავაზობენ არჩევანს (,,ლილყნე) მზის ან მთვარის. ისინი ირჩევენ, რასაც ყველა წყვილი იმეორებს და ირქმევს მაგალითად: თოფი და ხმალი, ჯიხვი და არჩვი, მტრედი და შე-ვარდენი და ა.შ. ამრიგად იქმნება ორი გუნდი. მაგრამ რომელმა უნდა დაიწყოს თამაში? ამისთვის ჰა-ერში აგდებენ ბრტყელ ქვას ან მოჩუქურთმებულ ჯოხს (,,ლიცხრე), რომლებზეც ყველა მხარეს და-ტანილია გუნდების სახელები და რომლის ნიშანიც აღმოჩნდება ზემოდან მიწაზე დაცემისას, ის იწყებს ხტუნვას (,,ლისქვნე) მონიშნული ადგილიდან (,,გარდი) და ორ ნახტომს აკეთებს გაუჩერებლად, მის მერე მეორე იგივე გუნდიდან, ოღონდ იმ ადგილიდან სადაც გაჩერდა პირველი. მეორის შემდეგ ხტება მესამე ზუსტად ისე, როგორც მისი წინამორბედები და ა.შ. პირველი გუნდის შემდეგ იგივეს აკეთებს მეორე და გამარჯვებულია ის გუნდი, რომელმაც ყველაზე დიდი მანძილი დაფარა ხტუნვით. ამის შემ-დეგ გამარჯვებული გუნდიდან უფრო ძლიერი წვება სახით მიწისკენ და ხელებით იჭერს მოწინააღმდეგე გუნდის ორ მოთამაშეს ფეხებზე. ამ დროს მოდის მეორე მოთამაშე მოგებული გუნ-დიდან და ხელებზე ურტყამს დაკავებულ ბიჭებს, ოღონდ ფრთხილობს, რომ ის არ დაიჭირონ და შემ-დეგ უკუსვლით გარბის. დაჭერილი ბიჭები მთელი ძალით ცდილობენ გაუსხლტნენ დამჭერს და როცა ამას ახერხებენ, მისდევენ გაქცეულს. იმ ადგილას სადაც დაეწევიან წაგებულები ვალდებული არიან ზურგზე შეისვან გამარჯვებულები და მიიყვანონ ,,გარდიმდე - თამაშის საზღვრამდე.
,,კილი კაჩხუშ ლისქვნე. მოთამაშეს უჭირავს 15-20 სანტიმეტრის წამახვილებული ჯოხი და და-ნიშნული ადგილიდან ასკინკილით მიდის წინ და ჯოხს არჭობს მიწაში. იგივეს აკეთებენ სხვა მოთამა-
შეებიც. გამარჯვებულია, ვინც ყველზე ღრმად ჩაარჭობს ჯოხს მიწაში.
,,ლიბუდარალი. ბავშვები იყოფიან ორ გუნდად და ერთმანეთს კიდებენ ხელს. ორივე გუნდის
მოთამაშეები ცდილობენ თავისკენ გადმოწიონ მოწინააღმდეგე. გამარჯვებულია გუნდი, რომელიც შეძ-ლებს ამის გაკეთებას.
რკინის ჯაჭვი იკეტებოდა შინაგანი თვითნაკეთი მექანიზმით, რომლის გასაღები ინახებოდა ოჯახის უფროსთან. ჯაჭვის თრევა მძიმე იყო, ამიტომ შუაში მიბმული ჰქონდა თოკი, რომლითაც ტყვე სწევდა ამ სიმძიმეს და იმსუბუქებდა ტვირთს.
,,კიჭირხალი მთიდან ციგით დაშვება.
,,ლიმხუვანალი. გუნდაობა. ბავშვები იყოფიან ორ გუნდად და ერთამანეთს პატარა ნიჩბებით აყ-რიან თოვლს. გამარჯვებულია ვინც უფრო მეტ თოვლს მიაყრის მოწინააღმდეგეს.
6.,,ლიმურყმაღვალი. ბიჭები დგამენ ისეთი სიმაღლის თოვლის კოშკს (მურყღვამი), რომ ძლივს წვდებიან მის სახურავს. კოშკის აგებისას ორნი მუდმივად ტკეპნიან თოვლს, დანარჩენები კი ამრგვა-ლებენ და ასწორებენ შენობის ფორმას. ზოგჯერ ამ კოშკში პატარა ოთახსაც აკეთებენ.
,,ლიდშნალი. სვანეთში 12 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს აქვს ხის ხმალი, რომელსაც წლიდან წლამდე ინახავს. ნათლისღების შემდეგ პირველივე ორშაბათს, საღამოობით, 12 წლამდე ასაკის ბავ-შვები იკიდებენ თავის ხმალს და იკრიბებიან უკაცრიელ სახლში. დილით დგებიან ადრე, დადიან სო-ფელში, შედიან სახლებში, ხმლებს ურტყამენ კედლებზე და აივანზე ჩამოკიდებულ საშინაო ნივთებს, უტევენ სახლებს, ვიდრე მათ არ გამოაძევებენ ძალით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი პატივს სცემს ამ ადათს.
,,ლიფშვდანალი. ბავშვები დგამენ ჯოხს ან ქვას და ამ სამიზნეს ესვრიან ,,მუჯუროს*, მონაცვ-ლეობით. ვინც უფრო მეტს ააცილებს, ის სამიზნედ დებს თავის ნივთს : დანას ქუდს, ტყვიას და ა.შ. რასაკვირველია, სამიზნედ გამოყენებული ნებისმიერი ნივთი გარკვეულად ზიანდება. მიუხედავად ამი-სა, თამაში ბავშვებისთვის კარგი ვარჯიშია მომავალი სამხედრო საქმიანობისთვის და ცეცხლსასროლ იარაღზე გადასასვლელად, რადგან ეჩვევიან მიზანში ზუსტ გარტყმას.
,,მურამულდი ქელა. მხარზე ხელდადებული რამდენიმე ბიჭი ქმნის წრეს. მათ მხრებზე დგებიან სხვები, რომელბიც ასევე ქმნიან წრეს და იწყებენ წრიული სიარულით სიმღერას. ქვედა წრის ბიჭები სიმღერის დროს ემუქრებიან ზედა წრის ბიჭებს, რომ ჩამოყრიან მიწაზე, ზედა წრის ბიჭები სიმღერით პასუხობენ, რომ არ ეშინიათ მათი ეშმაკობის, ხრიკების და დაცემის. ამ დროს ფერხული უმატებს სიმ-ღერას და მოძრაობას და ბოლოს - ბუხ! ზოგი ეცემა მიწაზე, ზოგი, შედარებით მოხერხებული დგება ფეხზე.
,,ლფხუნბუცალი. ამ თამაშის დანიშნულება ამხანაგებზე გადახტომაა, მუხლებზე დაყრდნობილი ბავშვები დგებიან ერთმანეთთან ერთი არშინის (71 სმ.) მანძილზე. ერთი მათაგანი ახტება ყველა ამხა-ნაგს და ხდება ბოლო. იგივეს აკეთებენ სხვებიც, ვიდრე არ მობეზრდებათ თამაში.
,,ლილჩე მოთამაშე ბავშვებიდან ერთი ფეხებმოკეცილი ჯდება მიწაზე, მეორე ადებს მას თავზე ხელს, წრიულად დადის მის ირგვლივ და იცავს ამხანაგების დარტყმებისგან. დამცველმა წელს ქვევით, ფეხით უნდა დაუდოს კვანტი თავდამსხმელს, რათა მოახერხოს მისი დარტყმა. წარმატების შემ-თხვევაში თავდამსხმელს სვამენ მჯდომარეს ნაცვლად, ხოლო მჯდომარე ხდება მისი ნაცვალის დამ-ცველი. ასე გრძელდება დაღლამდე. სვანეთში ეს თამაში ძალიან გავრცელებულია.
,,ლაკგანსგუნალი. ჩილიკა-ჯოხის, რიკტაფელას თამაში. ეს თამაში ყველგან ცნობილია და ილე-
თები იგივეა. მოკლე ჯოხს ჰქვია - ,,კანსგვი, გრძელს - ,,კარი. თამაშობენ ას ქულამდე. წაგებულებმა სახლამდე ზურგით უნდა მიიყვანონ გამარჯვებულები.
,,ლაჯლოკი. იღებენ ორ ჯოხს. ერთს ისვრიან გაღმა, მეორეს იჭერენ მარცხენა ხელში, ზედა ბოლოს აჭერენ მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს, რამდენჯერმე ტრიალდებიან და ცდილობენ პირვე-ლი ჯოხი წინ გადააგდონ. წარმატების შემთხვევაში მოთამაშე წინ აგდებს იმ ჯოხს, რომელიც ეჭირა ხელში და სადაც ის დაეცემა იქ მიაქვთ სათამაშო კუნძი. თამაშს იგივე მოთამაშე აგრძელებს იგივე ადგილიდან, მანამდე ვიდრე არ ააცილებს მიზანს. მის შემდეგ მისივე გუნდიდან თამაშობს მეორე, მე-სამე და ა.შ. იმ ადგილიდან სადაც დაეცა ჯოხი. პირველი გუნდის შემდეგ თამაშობს მეორე და გამარ-ჯვებულებად ითვლებიან ისინი, ვინც ყველაზე შორს გადააგდო ჯოხი და მიდიან სახლებში წაგებულე-ბის ზურგზე მსხდომარენი.
,,ლიჯარბზუნალი ერთმანეთის პირისპირ დებენ ორ ბრტყელ ქვას, ისეთ მანზილზე რომ ყველა მოთამაშემ შეძლოს ამ მიზანს მოარტყას საკმაოდ მოცულობით ქვა. მოთამაშეები ორ გუნდად იყოფიან და ისვრიან ქვებს მოწინააღმდეგე გუნდის მიზანში. გამარჯვებულია გუნდი, რომელმაც უფრო მეტი ქვა მოარტყა მიზანს და წაგებულებმა ისინი ზურგებით უნდა მიიყვანონ სახლებამდე.
,,ლიბუროთალი - ბურთის თამაში, რომელიც სხვა ადგილებში იგივე თამაშის ანალოგიურია.
,,ლიჩირჯიყამი - ბზრიალის თამაში, რომელიც ძალიან გავრცელებულია სვანეთში და შემოდ-გომის ყინვები ხელს უწყობს ბავშვებს იყვნენ მდინარის ნაპირებზე.
,,ფაკვა ლიკედი ეს უფრო კუნთების სავარჯიშოა, ვიდრე თამაში. საქმე იმაშია რომ ხელები უნ-და გადაიტანონ ზურგს უკან, ერთი ფეხი აწიონ შემდეგ დაიხარონ და მიწიდან აიღონ ქუდი.
ასეთივე სატანვარჯიშო ილეთებია, შემდეგ თამაშშიც: ადამიანი მუხლებმოხრილი ჯდება, ფეხებს ატყუპებს და მჭიდროდ იჭერს ხელებით. მოხრილ ფეხებსა და ხელებს შორის ატარებენ ჯოხს, კრავენ თოკით ან ქამრით და შეკრული მოთამაშე უნდა გადახტეს ან გაიაროს ამ მდგომარეობაში. წარმატების შემთხვევაში მას აქებენ.
X. ლ ე გ ე ნ დ ე ბ ი.
სამყაროს შექმნა. სამყარო არსებობის დღიდან წყლით იყო დაფარული. ღმერთი სამყაროს შემ-ქმნელი (,,მუფდგენი - გამომსახავი, დამხაზავი,) იმ დროს იმყოფებოდა კლდეში, შემაღლებულ ციხე -სიმაგრეში - სამყარაი კოჯი. ერთხელ ის პირდაპირ წყალში შევიდა, გაითოშა, შეიშინდა და ორი ცრემ-ლი გადმოუვარდა თვალებიდან. ეს ცრემლები იქცნენ (გარდაიქმნენ) მთვარანგელოზებად - მიქაელად და გაბრიელად, რომელთაგან ერთი ყოველთვის დგას ღმერთის მარჯვენა, მეორე - მარცხენა მხარეს. წყალში შესული ღმერთი უფრო და უფრო ღრმად მიდოოდა ფსკერისკენ. იძირებოდა მაშინ მთავარ-ანგელოზები მიქაელი და გაბრიელი შეუდგენენ ღმერთს მხრებში და ამოიყვანეს ზევით. სამივეს ერ-თად უნდოდა ხმელეთის პოვნა და მიმართეს ეშმაკობას: დადგნენ წყალზე და დაეშვენენ უფსკრუ-ლისკენ, დადგნენ ქვიშაზე, სადაც დაინახეს ნაკვალევი. ღმერთმა ბრძანა: ,,გავყვეთ ნაკვალევს, ვნახოთ სად მიგვიყვანს და გავიგებთ ვისი ნაკვალევია. მთავრანგელოზები დაეთანხმნენ და ღმერთთან ერთად გაჰყვნენ ნაკვალევს, რომელმაც ისინი მიიყვანა ლურჯი ქვის (,,ირჟი ბაჩი) ქვეშ. ასწიეს ქვა და იქიდან გამოხტა ,,სამაალი *, რომელიც სწვდა ღმერთს ყელში, დასახრჩობად. ღმერთმა მთავარანგელოზებს სთხოვა დახმარება, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ღმერთის გამოხსნა სამაალის მკლავებიდან. სხვა გამო-სავალი არ იყო და ღმერთმა სთხოვა სამაალს გაეთავისუფლებინა, იმის სანაცვლოდ რომ მის ნების-მიერ სურვილს შეასრულებდა. სამაალმა უპასუხა, რომ მას არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ სთხოვა და-ძმობილებულიყვნენ. ღმერთი დათანხმდა და სამაალმა გაუშვა მას ხელები, წავიდა თავისი გზით, ღმერთი და მთავარანგელოზები კი ადგილზე დარჩნენ. მათ დაიწყეს წყლის და ხმელეთის განცალკევე-ბა, მაგრამ უშედეგოდ. დაიწყეს კედლის მშენებლობა, წყლის და მყარი ზედაპირის დაშორების მიზნით, მაგრამ წყალი დიდებოდა, ანგრევდა კედელს და ფარავდა ხმელეთს.
დაიღალნენ ღმერთი და მთავარანგელოზები: ხედავდნენ, რომ მათი შრომა ამაო იყო, მაგრამ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. მთვარანგელოზმა მიქაელმა უთხრა ღმერთს:
წავალ შენს ძმასთან, სამაალთან, იქნებ მასწავლოს, მირჩიოს რამე ხერხი. ღმერთი დაეთანხმა და მთავარანგელოზი გაემგზავრა სამაალთან. სამაალმა ასწავლა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამ შემ-თხვევაში.
წადი და გადაეცი ჩემს ძმას, რომ თქვენ, სამივემ გათალეთ ქვები, ააშენეთ ამ ქვებისგან კედლები და ანგრიეთ ვიდრე არ მოგბეზრდებთ. შემდეგ გააკეთეთ ორი მილი, მიადეთ ერთმანეთს და მთვარ-ანგელოზებმა მთელი ძალით უბერეთ სული ამ მილებში. როცა დაიღლებით, ღმერთმა დაიყვიროს მთე-ლი ძალით და ხმელეთი გათავისუფლდება წყლისგან, სიმყარე განცალკევდება და წყლები დაიკავებენ თავის ადგილს.
მიქაელმა მადლობა გადაუხადა სამაალს, დაბრუნდა ღმერთთან და გადასცა მას სამაალის დანაბარები.
ღმერთმა და მთავარანგელოზებმა შეასრულეს სამაალის მითითებები და ღმერთის ბოლო დაყვირება-ზე მიწა გამოეყო წყალს. ამის შემდეგ, ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა ყველა სულიერი და მათ შორის ადამიანი.
პირველი ადამიანები იყვენენ - ადამი და ევა. ღმერთმა მიწას სული შეუბერა და შექმნა ევა და ადამი, მაგრამ ისინი ორივენი ბრმები იყვნენ. მიქაელ მთვარანგელოზმა დაუდგინა მათ სად უნდა ეც-ხოვრათ, გააფრთხილა მის მოსვლამდე არავისთვის მოესმინათ და გაემგზავრა. ევა და ადამი მარტონი დარჩნენ. ამ დროს მათთან თხად გადაქცეული სამაალი მივიდა და უთხრა: ,,რას დგახართ აქ? აქვე ახლოს ვაშლის ხეა, ადით ხეზე, მიირთვით მისი ნაყოფი და თვალი აგეხილებათ. ევა ავიდა ხეზე, მოწ-ყვიტა ვაშლი, ჩაკბიჩა და ადამს მიაწოდა. ორივეს აეხილა თვალი, დაინახეს თავიანთი სიშიშვლე და შერცხვათ. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა მთვარანგელოზი მიქაელი, დაუძახა ადამს და ევას, მაგრამ მათ შერცხვათ შიშვლები დანახებოდნენ მთავარანგელოზს. მიხვდა მთავარანგელოზი რაშიც იყო საქმე და წასვლისას უთხრა მათ:,,უკეთესი იქნებოდა თქვენთვის, მოგეცადათ. - ამის შემდეგ გამრავლდნენ ევას და ადამის შთამომავლები, იმ სახით, რომლითაც ჩვენ ვხედავთ მათ ამჟამად. ევას და ადამს რომ არ მოესმინათ სამაალისთვის, არ ეჭამათ ვაშლი, მათი შთამომავლები ბედნიერები იქნებოდნენ: ,,საკვე-ბი, სასმელი, ტანისამოსი და ფეხსაცმელი ექნებოდათ უშრომელად, ქალებს არ გაუჭირდებოდათ მშო-ბიარობა. ამის შემდეგ სამაალი წავიდა ღმერთთან და როგორც ძმას სთხოვა გამოეყო მისთვის წილი. ღმერთმა სამაალს სასტიკი უარი უთხრა. მაშინ სამაალმა ჰკითხა: ,,რატომ მიმიღე ძმად? ,,საფიცარი მაინც მომეცი. საფიცარის მფლობელთან მიდიოდა ყველაფერი რასაც ღმერთს შესწირავდნენ და მიც-ვალებულთა სახელზე ნაკურთხი საჭმელ-სასმელიც. ღმერთმა მისცა სამაალს საფიცარი. სამაალმა გადაყლაპა საფიცარი და გაემგზავრა ჯოჯოხეთში
გავიდა დიდი დრო და დაიბადე ქრისტე. ყველა სულიერი, ქვეწარმავლების ჩათვლით, ჯოჯოხეთში გაჰყვა ქრისტეს, სადაც მას სამაალი დახვდა. ქრისტემ როგორც კი დაინახა სამაალი ყელში წაუჭირა ხელი და აიძულა გადმოეგდო სხეულიდან ,,საფიცარი. სამაალს ძალიან ეწყინა ეს და ქრისტეზე შურის საძიებლად ისე დააბნელა ჯოჯოხეთი, რომ ქრისტემ თავის ამალასთან ერთად ორი თვის განმავ-ლობაში ვერ იპოვნა გასასვლელი გზა. შეწუხდა ქრისტე და თხოვნით მიმართა თავისიანებს: ,,რომელი-
,,სამაალი-სამიელი: 1. არაბებთან - ბოროტი სული, მაცდური სული, პირველი ადამიანების მაცდუ-ნებელი. 2. ებრაელებთან - ეშმაკთუხუცესი.
26
მემ იქნებ იპოვნოთ გასასვლელი კარი. ამალიდან ერთმა ჯოჯოხეთში შემოსვლისას კართან თავისი ვირი მიაბა. ვირი ყოველთვის ცნობდა პატრონის ხმას და ეხმაურებოდა დაძახებაზე. ამ ადამიანმა უთხრა ქრისტეს, რომ გაიყვანდა ჯოჯოხეთიდან, თუ სანაცვლოდ კარგ საჩუქარს მიიღებდა. ქრისტე დაჰპირდა, რომ იმდენ ოქროს მისცემდა, რამდენსაც მთხოვნელი იწონიდა. ვირის პატრონმა დაუძახა ცხოველს და მან უპასუხა. ამ ხმაზე ვირის პატრონი წავიდა გასავლელისკენ. მას უკან გაჰყვა ქრისტე თავისი მხლებლებით და ამგვარად გააღწიეს ჯოჯოხეთიდან. გასვლისთანავე ქრისტემ ვირის პატრონს უთხრა მიეღო საჩუქარი. ამ უკანასკნელმა უბიდან ამოიღო ადამიანის გული დააგდო მიწაზე და თქვა: ,,არ მჭირდება დაპირებული ოქროს რაოდენობა, ჩემთვის საკმარისი იქნება ის, რაც დაფარავს ამ გულს.
ქრისტემ დაიწყო ოქროს დაყრა მიწაზე, მაგრამ ვერაფრით დაფარა მიწაზე დაგდებული გული. რამ-დენი ოქროთიც არ უნდა დაეფარა, გული მაინც ზემოთ ამოდიოდა. ქრისტეს მხლებლებიც აყრიდნენ გულს ოქროს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ერთმა თანხმლებმა აიღო პეშვით მიწა, მიაყრა გულს და გული გაჩერდა ამიტომაც ამბობს ანდაზა ,,ადამიანს გულს ვერაფერი გააძღობს შავი მიწის გარდა!
როცა ქრისტე მხლებლებთან ერთადა გამოდიოდა ჯოჯოხეთიდან თაგვს გამოჰქონდა ხორბლის თავ-თავი. მას დაეწია კატა და წაართვა მეოთხედი, მეორე კატამ - მეორე მეოთხედი, მესამემ - მესამე და, როცა უნდოდათ თაგვისთვის დანარჩენის წართმევაც, ძაღლი ეცა კატას და დაახრჩო კატას, რომ მთლიანად გამოეტანა თავთავი ადამიანს უხვად ექნებოდა პური. ამ დანაშაულისთვის კატას არ უნდა მივცეთ საჭმელად პური, ძაღლისთვის - შეიძლება. ეს ანდერძი დღემდე სრულდება სვანეთში.
,,სამყაროს შექმნის ლეგენდის ვარიანტი.
ღმერთმა შექმნა ცა. ექვსი დღე წვიმდა და წვიმის რამდენი წვეთიც დაეცა მიწაზე, იმდენი ანგელოზი შექმნა ღმერთმა და წაიყვანა ცაში. ცის და ანგელოზების შემდეგ ღმერთმა შექმნა სამყარო და ბოლოს ევა და ადამი. ჩასვა ისინი ერთ კიდობანში, უბრძანა მის დაბრუნებამდე არავისთვის მოესმინათ, მეთ-ვალყურედ მგელი მიუჩინა და ავიდა ცაში, მაგრამ არ მივიდნენ მისი შექმნილი ანგელოზები ღმერთ-თან. არ ესიამოვნა ღმერთს ამგვარი დაუმორჩილებლობა, მიწაზე ჩაყარა ანგელოზები და ეშმაკებად აქცია. ერთი ასეთი ეშმაკი შეძვრა გველის ტყავში და აცდუნა ევა და ადამი. რომ არ ცდუნებულიყვნენ ევა და ადამი, ღმერთს უნდოდა ისინი ეკურთხებინა ისე, რომ ყველანაირი საჭმელ-სასმელი ციდან მიე-ღოთ, ქალებს ემშობიარათ კუნთებიდან და ისე იოლად, რომ დედას შვილის დაბადება მხოლოდ მაშინ გაეგო როცა ჩვილი ძუძუს მოწოვას დაიწყებდა. ევას და ადამის მწუხარებას ეშველებოდა, მეორედ რომ არ განერისხებინათ ღმერთი. საქმე იმაშია, რომ ევა ძალიან იტანჯებოდა და ტიროდა მშობი-არობის დროს. ევას ეს მდგომარეობა ძალიან აშფოთებდა ადამს და ის ამბობდა:,,ვინც ევას გაათა-ვისუფლებს ამ ტანჯვისგან, ნებისმიერ თხოვნას შევუსრულებ. ამ დროს გამოჩნდა სამაალი და უთხრა ადამს:,,დამპირდი, რომ ვიდრე ,,დაუბადებელი არ დაიბადება და ,,უკვდავი არ მოკვდება მანამდე შენი შთამომავლები ჩემს ხელთ იქნებიან. ადამმა მისცა სიტყვა და ამგვარად ადამის და ევას შთამო-მავლები სამაალის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ ამბავის შეტყობისას ღმერთი განაწყენდა. მოიწვია თავისი ანგელოზები რჩევისთვის და ერთად დაადგინეს: დაიბადოს ქრისტე, როგორც ,,დაუბა-დებელი და ,,უკვდავი. დაიბადა ქრისტე და დაინგრა სიბნელის სამეფო. ქრისტემ მიწაზე იცოცხლა თორმეტი წელი.
II. სამაალი (ლეგენდა)
ღმერთი და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი ერთად მოგზაურობდნენ დედამიწაზე. მაშინ ხმელეთის ქერქი ისეთი მსუბუქი და თხევადი იყო, რომ მუხლებამდე ეფლობოდნენ, მიუხედვად იმისა, რომ თხილამურებზე იდგნენ. მოგზაურობის დროს მათ წინ მუდმივად მიგორავდა მრგვალი ქვა. ღმერთმა თქვა: ,,ქვა გზას გვირთულებს, გავხლიჩავ მთავარანგელოზები ცდილობდნენ გადა-ეფიქრებინათ ეს განზრახვა, რომ მერე არ ენანათ ნამოქმედარი, მაგრამ ღმერთმა არ მოუსმინა, მათ, ჰკრა ფეხი ქვას და გახლიჩა. ქვიდან გამოხტა სამაალი, სწვდა ღმერთს ყელში და დახრჩობა დაუწყო. ღმერთმა იგრძნო განსაცდელი და უთხრა სამაალს: ,,მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამიშვი. სამაალმა უპასუხა:,,ან დროებით დამიზავდი, ან მუდმივი სიცოცხლე მომეცი. ღმერთმა მისცა მუდმივი სიცოც-ხლე. სამაალი კმაყოფილი წავიდა. მისი წასვლისთანავე მთვარანგელოზებმა უთხრეს ღმერთს: ცუდი გადაწყვეტილება მივიღეთ: ამიერიდან ადამიანთა ბედი მის ხელში იქნება. მიცვალებულთა სახელზე ნაკურთხი მას დარჩება და როგორ შეიტყობს ხალხი ამის შესახებ? ვინ გვადიდებს ჩვენ და რატომ? დავეწიოთ მას და ვუთხრათ: როცა ღმერთს ეყოლება შვილი, დაუთმე მას მუდმივი ცხოვრება. ღმერთს მოეწონა ეს რჩევა. მთავარანგელოზები დაეწიენ სამაალს და უთხრეს: ,,სამაალ! როცა ღმერთს ეყოლება შვილი, დაუბრუნე მას მუდმივი ცხოვრება. სამაალი დაფიქრდა და უპასუხა:,,თუ ღმერთს აქვს სურვილი, მე თანახმა ვარ. მთავარანგელოზები დაბრუნდნენ ღმერთთან და გააგრძელეს მოგზაურობა. გზაზე, წყაროსთან დაინახეს მარიამი, რომელიც რეცხავდა. მთავარანგელოზმა უთხრა ღმერთს:,,შთამბერე შენი სული, მე მას ვშთავბერავ მარიამს. ღმერთმა შთაბერა სული მთავარ-ანგელოზს, მთავრანგელოზმა მარიამს, რომელმცა მაშინვე იგრძნო, რომ დაორსულდა. შინ დაბრუ-ნებისას მარიამმა უამბო დედას მომხდარი. დედამ გამოჰკითხა რაში იყო საქმე და როცა გაარკვია ყვე-
27
ლაფერი, გააფრთხილა მარიამი ფრთხილად ყოფილიყო. მარიამმა შვა ქრისტე. როცა ქრისტე წამოი-ზარდა და სიარული დაიწყო, ხალხს უნდოდა მისი მოკვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და ჯოჯოხეთი ელოდა. ხალხს სურდა ქრისტეს სიკვდილი, მაგრამ ვერ კლავდა მას, რადგან ქრისტე მუდმივად იცვლიდა სამოსელს, სახეზე კი მას ვერავინ ცნობდა.
დისა და ძმის კავშირით ნაშობმა კაცმა განაცხადა, რომ ის ამოიცნობს ქრისტეს შემდეგი ხერხით: საზოგადოებრივი ტრაპეზის დროს, ჩამოატარებს ღვინოს და მიაწოდებს ქრისტეს, რომელიც არ გამო-ართმევს თასს, როგორც ცოდვის შვილს და ამგავრად იპოვნის ძებნილს. ასეც მოხდა. ქრისტე შეიპ-ყრეს და ჯვარს აცვეს. გურსმენბი ჯვარცმისთვის მჭედელს დაუკვეთეს და მან შეკვეთილის რაოდე-ნობას კიდევ ორი დაუმატა, რის გამოც ყველა მჭედელის სული დაღუპულია. სიკვდილის შემდეგ ქრის-ტე მივიდა ჯოჯოხეთში სამაალთან და გამოიყვანა იქიდან ყველა გარდაცვლილის სული, მაქას სულის გარდა. სამაალმა შექმნა სვანეთი. ქრისტეც იქ მიდიოდა ვაზის გასაშენებლად, მაგრამ სამაალმა დაას-წრო და უკან მობრუნებული შეხვდა ქრისტეს იმ ადგილას, რომელსაც ერქვა - აშორა, სოფ. ცაგერი-დან ათი ვერსტის მანძილზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე, სადაც ახალაც დევს ბრტყელი ქვა ადა-მიანის და ნავის ნაკვალევით. ეს ნაკვალევი თითქოს სპეციალურად არის ამოტვიფრული და სვანების რწმენით, ის ქრისტეს და მის ნავს ეკუთვნის, მათი აქ ყოფნის ნიშნად და ამ ქვასთან გავლისას სვანები ყოველთვის იწერენ პირჯვარს. სამაალმა დაარწმუნა ქრისტე, რომ უკვე გააშენა სვანეთში ვაზი და მტკიცებულებად კოწახური აჩვენა. ,,ასეთი წითელი ყურძენი მეც კი არასოდეს გამიშენებია - წარ-მოსთქვა იესომ და დაბრუნდა უკან. მაგრამ მაინც ვერ მოითმინა, მოტრილადა სახით სვანეთისკენ, სული შეუბერა, რომელმაც მხოლოდ სოფელ ლენტეხამდე მიაღწია და სწორედ ამიტომ ყვავის აქ ვაზი.
ამგვარად სამაალის ეშმაკობების გამო სვანეთი ვაზის გარეშე დარჩა. როცა ადამიანები უგზავნიან წყევლას სამაალს, ის ნეტარებს, როცა უსურვებენ ნეტარებას ხვდება ჯოჯოხეთში - იღუპება. სამა-ალის ადგილსამყოფელი უფრო განათებულია, ვიდრე ქრისტეს ტახტრევანი, ამიტომ ადამიანთა სულე-ბის უმეტესობა სამაალისკენ მიილტვის, იქ უკეთესად არიან.
III. სააღდგომო რიტუალი სვანეთში
ბოლო დროს, როცა ხუცესებმა დაკარგეს გავლენა და მნიშვნელობა ხალხში, რადგან მთავრობამ მათ აუკრძალა ღვთის მსახურება, ხალხი ირჩევდა აღდგომის დილას ორ პირს. ერთს უნდა ეუწყებინა ქრის-ტეს აღდგომა, მეორე - გაიძვერა, ეშმაკის როლში, განასახიერებდა სამაალს და ეკლესიაში შესვლისას კეტავდა კარს, რომელსაც მთელი ძალით იჭერდა. ხუცესები და მრევლი აწვებოდნენ კარს და შედი-ოდნენ ტაძარში. ამის დამნახავი სამაალის განმასახიერებელი ჩქარობდა საკურთხეველში შესვლას და ვინც ამ დროს მას დაეწეოდა კინწს კრავდა მუშტებით - ასეთი იყო ადათის მოთხოვნა!..
მსახურების დასრულებისთანავე პირველი რჩეული ადიოდა ეკლესიის სახურავზე და დიდხანს, რამ-დენჯერმე, ხმამაღლა ამბობდა: ,,დიდება შემოქმედს, დიდება!... ქრისტე აღდგა, სიკვდილითა სიკვდი-ლისა დამთრგუნველი!.. ისმინეთ და გაიგონეთ ყველამ: ადამის მოდგმისანო სამყაროს ოთხივე ქვეყანა-ში, ციურნო ფრინველნო, ცხოველნო, კლდენო, ზღვის თევზნო, ტყენო, ყანებო და მიწათმოქმედნო, პირუტყვნო და მეტყველნო!..
IV. მზე და მთვარე (ლეგენდა)
მზის გაჩენამდე დედამიწას სხვა სხეული ანათებდა, რომელიც მიწაზე იყო, მაგრამ ღმერთმა ეს მნა-თობი ცაში მოითხოვა. დედამიწა სიბნელეში დარჩა. მისი ხელოვნური ნათელი და სითბო არ იყო საკმა-რისი და მძიმე გახდა სიცოცხლე ყველასთვის. გავიდა დრო და ცაზე გამოჩნდა მნათობი, რომლესაც ჰქვია ,,მიჟი - მზე. აი როგორ მოხდა ეს ამბავი. მზე და მთვარე სისხლით ძმები არიან, ანუ ერთი მა-მის და სხვადასხვა დედის შვილები. მთვარე - უმცროსია. ღმერთმა განუცხადა მათ დედებს, რომელიც უფრო ადრე გაიღვიძებდა, ის იქნებოდა დღის მნათობი. ამასთან ერთად გააფრთხილა დედები, შვი-ლები არ გაეღვიძებინათ. ორივე ძმა ცდილობდა გამხდარიყო დღის მნათობი. უმცროსმა ძმამ საწოლ-ზე დაიფინა ასკილი და ჭინჭარი, იმისთვის რომ არ ჩასძინებოდა. დიდხანს ფხიზლობდა, მაგრამ დი-ლით ძილი მოერია და მკვდარივით ჩაეძინა. უფროსმა ძმამ წინა საღამოს ადრე დაიძინა და დილა-ადრიან გაღვიძებისთანავე გაემგზავრა სამყაროს გასანათებლად. დედას ძალიან გაეხარდა ეს. უმცროს ძმას იმდენ ხანს ეძინა, რომ დედამ ცომის მოზელვა დაიწყო, სადილისთვის პურის გამოსაცხობად. ბო-
სვანური ზღაპრები და ლეგენდები ამბავის განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობენ, რომელთა მიხედვით მზეს აქვს სპილენძის სახლი ცაში, სადაც ღამეს ათევს. მზეს ცაში ბაღები აქვს. ყოველ შუადღეს, სადილობისას, მზეს ემსახურება მგელი. ანათებს არა მზე, არამედ მისი სამოსი, რომლისგანაც მზე განიმოსება საღამოობით, კეცავს კაბას და დილამდე ინახავს. ხალხს აქვს მზესთან მისასვლელი და მზე ასრულებს მათ ყველა თხოვნას.
28
ლოს ძილისგუდასაც გაეღვიძა. მისი მცონარობით გაბრაზებულმა დედამ სახეში ცომიანი ხელი გააწნა! ამიტომ არის მთვარეზე ლაქები. ღამით მზე ზღვაში ეშვება, აფრქვევს ოქროს და მიემართება აღმო-სავლეთისკენ, დილაობით ამოდის ცაზე. მზის ჩასვლის შემდეგ მხოლოდ კვერნას შეუძლია მისი სხივე-ბის სამგზის გაძლება. თუ ამ დროს კვერნის ტყავს ზღვაში ჩაუშვებენ, ის მთლიანად ოქროთი დაიფა-რება. მთვარეს აქვს ორი მხარე - ნათელი და ბნელი, მბრწყინავი. პირველ მხარეს გვაჩვენებს დღი-სით, მეორეს ღამით. როდის იბადება მთვარე არავინ იცის. ახალ მთვარეობას პირველ დღეს ამჩნევს კალმახი, მეორე დღეს ბაყაყი, მესამე დღეს ადამიანი. მზე და მთვარე მადლით არიან ცხებული.
სეტყვა ცოცხალი, მაგრამ ბრმა არსებაა და ცაში ცხოვრობს. უყვარს სეირნობა და მისი საყვარელი სასეირნო ადგილებია კლდეები და უღრანი ტყეები. წინამძღოლად ეშმაკი ჰყავს მიჩენილი. გასეირნების თარიღს როცა უცხადებს სეტყვა ეშმაკს, იმ დროს სატანას მყინვარებიდან და კლდეებიდან ცაში მიაქვს ყინულების უზარმაზარი მრგვალი და ბრტყელი ნაჭრები. გასეირნების წინ სეტყვა სთხოვს ეშ-მაკს არ ატაროს სოფლებში და განსაკუთრებით ყანებში, რადგან არ უნდა ხალხს ზიანი მიაყენოს, მაგ-რამ ეშმაკს მთების და ხეობების შემდეგ სოფლებსა და ყანებში მიჰყავს სეტყვა და არწმუნებს რომ სო-ფელსა და ყანებს გვერდს უვლიან.
თოვლი. იყო სამი ,შდავალი (ქალაქის მერცხლები): ერთი სულ თეთრი, მეორე - თეთრი მუცელით, და მესამე - შავი. იმ ქვეყნებში სადაც თეთრი ,,შდავალი გაფრინდა თოვლი მთელი წელი ან უკიდუ-რეს შემთხვვეაში წელიწადის უმეტეს დროს დევს. იქ სადაც თეთრმუცელა გაფრინდა თოვლი მხოლოდ ზამთარშია, იქ კი სადაც შავი გაფრინდა თოვლი საერთოდ არ მოდის. თოვლი მუდმივად ცაშია და რამდენიც არ უნდა მოდიოდეს, არასოდეს გათავდება.
ჩუტყვავილა და წითელა ღვიძლი ძმები არიან. მათი დედა ცხოვრობს მაღალ, მიუწვდომელ კლდეზე ზღვის ნაპირას. მათი საცხოვრებელი ძველ დროში ნახა ადამიანმა. დედა დროგამოშვებით აგზავნის შვილებს მიწაზე. შორეულ წარსულში მათ ოჯახთან ერთად, გემით იმოგზაურა უცნობმა. ზღვა აღელ-და, გემი დაიმსხვრა, ყველა დაიღუპა, აღნიშნული მოგზაურის გარდა, რომელიც ტალღამ კლდის ძირ-თან მიაგდო. ის დიდი გაჭირვებით ავიდა კლდის მწვერვალზე, სადაც იპოვნა ბროლივით ანკარა ძა-ლიან დიდი წყარო. წყაროსთან თოვლივით თეთრი ქალი იდგა ევას სამოსში. მკერდი მხარს უკან ჰქონ-და გადადებული და თეთრეულს რეცხავდა. მოგზაური უკნიდან მიეპარა და კერტებზე უკბინა1 ქალი შეკრთა, გაოცდა და ჰკითხა მოსულს: ,,როგორ მოახერხე აქ მოსვლა, მე ხომ ჩემი შვილები გამოგიგ-ზავნე? არ ყოფილან ისინი შენთან?! მოგზაურმა უამბო მომხდარის შესახებ და სთხოვა მისთვის საც-ხოვრებელი ეჩვენებინა. ქალმა თავის სახლში წაიყვანა მოზაური, რომელმაც სახლის შუაში, ბოძზე მი-ჭედებული ადამიანების თვალები ნახა. შეშფოთებული მოგზაურის კითხვაზე რას ნიშნავდა ეს, ქალმა უპასუხა:,,ჩემი შვილი ჩუტყვავილა ავადმყოფებს თხრის თვალებს, მოაქვს სახლში და აჭედებს ამ ბოძზე. ის მხოლოდ მაშინ აბრმავებს ადამიანს, როცა მისი ავადმყოფობის დროს სახლში მტვერია, ან ცეცხლს წყალს ასხამენ .2
ამ დროს დაბრუნდნენ ქალის შვილებიც. დედამ სთხოვა ჩუტყვავილას არ შეეყარა მოგზაურისთვის ავადმყოფობა და მიეცილებინა სტუმარი სახლამდე. ჩუტყვავილამ უთხრა, რომ ახლახანს დაბრუნდა ღმერთისგან და ღმერთი აპირებს, ხვალ მათ მეზობელს გაუგზავნოს ჭირი და ჭირთან ერთად ეს მოგ-ზაურიც გააგზავნოს სახლში. დედამიწის წიაღში ჩუტყვავილის და წითელის გარდა სხვა ავადმყოფო-ბებსაც ჰქონდათ საფარი. რამდენიმე ადგილას ამოიფრქვა ცეცხლი და კვამლი ამოვიდა. დიასახლისმა დაწვრილებით მიუთითა მგზავრს ავადმყოფობების, მათ შორის ჭირის (საიდანაც შავი კვამლი ამოდიო-და ჭირი იქ ბუდობდა) საცხოვრებელი ადგილები. მხოლოდ სურდოს არ ჰქონდა იქ სავანე.3 მეორე დღეს, ჭირმა მშვიდობიანად მიიყვანა მოგზაური სახლში.
თუშები. თავისუფალ სვანეთში, უშგულის თემში, სოფელთან ახლოს ადგილია, რომელსაც ორი სახე-ლი აქვს: ,,თუშრე ნამზიგე - თუშების ძველი მამული და ,,თუშრე ზუგვარი - თუშური მთები. გადმო-ცემის მიხედვით, წარსულში აქ ცხოვრობდნენ თუშები, რომლებიც საერთო თემს ქმნიდნენ. ისინი იყვნენ უკეთურები, აბეზარები, ჯიუტები, მომაბეზრებლები, ერთი სიტყვით აწუხებდნენ მეზობელ სოფლებს. უშგულელებმა გადაწყვიტეს მათი განადგურება. თუშებმა ეს ამბავი ერთი ნათესავი ქალისგან შეიტყვეს, შეშინდნენ, ღამით ოჯახებთან ერთად აიბარგნენ და გაემგზავრნენ ქართველ კეი-სართან.4 რომელსაც სთხოვეს მიწა დასასახლებლად. საქართველოს კეისარმა შეხედა მოხდენილ თუ-შებს და მათი გმირული იერიდან გამომდინარე სიამოვნებით შეუსრულა თხოვნა, დაასახლა იქ საი-დანაც მტრისგან საფრთხე ემუქრებოდა და სადაც ამჟამად ცხოვრობენ თუშები. ახალ სამშობლოში თუშები გამრავლდნენ და კეისრის საყვარელი დაუმარცხებელი მეომრები გახდნენ.
თამარ მეფე. თამარის მამას ორი შვილი ჰყავდა - თამარი და მისი ძმა. ვაჟი გარდაიცვალა. მეფემ
ადათის მიხედვით ქალისთვის ძუძუზე კბენა ნიშნავს მის აღიარებას დედად და, ის მთელი სიცოც-ხლე მკბენელს ნაშვილებს ეძახის.
სვანეთში დღემდე ფრთხილობენ ასეთ შემთხვევებში.
სურდო - ,,მეეზი - თარგმანში - მოგზაური, გამვლელი.
სვანები ყოველთვის იყენებდნენ ტიტულს-კეისარი, რომლითაც მიმართავდნენ მეფეებს. მიმართვები მეფეო, ხელმწიფეო, ცოტა ხნის წინ გაჩნდა მათ მიმართვაში.
29
ბრძანა გაეკვეთათ გვამი სიკვდილის მიზეზის დასადგენად. გაირკვა რომ ავადმყოფი ,,გვასკის-ჭიების
მსხვერპლი გახდა. ჭია ცოცხალი იყო, სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამ დროს ერთმა მოგზაურმა კაცმა ჭიას დაასხა ნიორზე დაყენებული სასმელი და ჭია გაქვავდა. განრისხდა მეფე, უცხოელ მკურნალზე, რომელმაც იცოდა სასმელის სამკურნალო თვისებები და არ გადაარჩინა უფ-ლისწული. მეფემ ბრძანა მკურნალი თავდაყირა ჩაესვათ კედელში.
გარდაიცვალა მეფე და ბაგრატიონთა ერთადერთ შთამომავლად თამარი დარჩა. თამარზე ღვთის მად-ლი იყო გადმოსული და ის გათხოვებას უზნეობად მიიჩნევდა. შეიკრიბა მთელი სამეფო, ხალხმა დაი-ჩოქა მუხლებზე და სთხოვა თამარს გათხოვილიყო, რათა არ გადაშენებულიყო ბაგრატიონთა მოდგმა. ამ შეკრებაში ერთი თათარიც მონაწილეობდა, რომელიც მოეწონა თამარს და ქმრად აირჩია.
თამარმა ოთხჯერ გააგზავნა ქმარი საომრად. ის სამჯერ გამარჯვებული დაბრუნდა, მეოთხედ ზღვა-ში დაიხრჩო. თამარი ისე დაღონდა, რომ ოთხი თვე მზეს არ ენახვებოდა. თამარს დარჩა ქალიშვილი რუსუდანი, რომელსაც დედასავით არ ჰქონდა გათხოვების სურვილი, მაგრამ ანგელოზმა გადა-ათქმევინა განზრახვა, უთხრა, რომ გაუთხოვარი რუსუდანი შერცხვენილი იქნებოდა. რუსუდანმა არ შეისმინა ანგელოზის რჩევა, მაგრამ გაუთხოვრად, მამკაცის გარეშე დაორსულდა. შეწუხდა, უნდოდა მოეშორებინა ნაყოფი, მაგრამ ანგელოზმა გადაათქმევინა, რათა არ გადაშენებულიყო ბაგრატიონთა მოდგმა. რუსუდანი წავიდა ტყეში, იმშობიარა და დაბრუნდა უკან. ანგელოზმა ჩვილს მკვებავად შვე-ლი მიუჩინა. შველმა გამოზარდა ბავშვი და მიიყვანა სვანეთში. რა ბედი ეწია ბავშვს შემდეგ, ლეგენდა არაფერს ამბობს.
ჟივჟივა და ვეჟანა (ლეგენდა). უხსოვარ დროში სვანეთის ერთ-ერთ სოფელში მგელი ჩნდებოდა, რო-მელიც იპარავდა და ჭამდა ბავშვებს. იმ დროს სოფელში ცხოვრობდა ჟივჟივა, რომელსაც ერთად-ერთი ვაჟი ვეჟანა ჰყავდა. მგლის ლუკმა რომ არ გამხდარიყო ვეჟანა, ჟივჟივამ ღვინის დოქის მსგავს კალათაში* ჩასვა და თვითონ იქვე დაიმალა მტაცებლის მოლოდინში. მგელი მალე გამოჩნდა და სა-სუსნავის სურვილით შეპყრობილი კალათაში ჩახტა. იქვე ჩასაფრებული ჟივჟივა ხანჯლით ხელში ზე-მოდან დაახტა მგელს და მოკლა, მაგრამ გაცეცხლებულმა აჩქარებით შვილსაც გამოსდო ხანჯალი მუცელში. ამ ამბით ძალიან დამწწუხრებულმა თანასოფლელებმა აღუთქვეს ჟივჟივას ნებისმიერი სურ-ვილის ასრულება. ჟივჟივას ძალიან თავმდაბალი თხოვნა ჰქონდა თანასოფლლებთან: ყველა მათგანს, ყოველ წელს, დიდი მარხვის დროს, გადაეხადა პანაშვიდი მისი შვილისთვის და ტრაპეზი გაემართა, გამოეცხო თითო პური თითო სულზე მის პატივსაცემად. ხალხი დღესაც ასრულებს ამ ანდერძს.
სოფელ უშგულიდან აღმოსავლეთით, ამაღლებულ ადგილას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, რომელსაც სოფელ ღების მცხოვრებნი ,,უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიად მოიხსენიებენ. ტა-ძართან ახლოს პატარა გორაკია, რომელსაც ხალხი ეძახის ,,სავიარე ლაშთხვალ - ,,ოსების სასაფ-ლაო. გადმოცემის თანახმად აქ ოსები ეკლესიის გასაძარცვად მოვიდნენ, მაგრამ ღვთისმშობელმა ისინი დააბრმავა. ოსების განზრახვის შეტყობისთანავე ხალხმა მოკლა ისინი და იქვე დამარხა. რამდე-ნიმე წლის წინ ეკლესიაში ეკიდა ოსების კუთვნილი ექვსი თავსაბურავი, რომლებიც სად გაქრა არავინ იცის.
ხალხმა აქვე ეკლესიიდან გამოტანილი მახვილებით განგმირა ძმები რატიანები, ეკლესიის ხატისადმი უპატივცემულობისთვის.
სოფელ უშგულიდან 2-3 ვერსტზე, გზის პირას მთაა, რომელიც გადმოცემის თანახმად ხალხის მიერ გაძარცვული ერთი პატივმოყვარე თავხედის, სახლიდან წამოღებული ნივთებისგან წარმოიქმნა. ხალხმა ის დასაჯა, რადგან ცდილობდა მათთვის წაერთმია თივა და შეშა.
ცენის ხეობაში, ე.წ. ხუცესების სათიბში, იზრდება ჭადარი, რომელშიც მთავარანგელოზების სახე-ბაა. XIV საუკუნეში ამ ადგილზე ცხოვრობდა ხალხი, რომელიც ხშირად ჩხუბობდა ზესხვამცელებთან. ერთხელ ჩხუბი ნამდვილ ბრძოლაში გადაიზარდა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი გაანადგურეს. ამის შემდეგ ხუცესებმა მიიღეს მთავარანგელოზების სახება, რომელიც მიადეს სრულიად ახალგაზრდა ჭადარს, რომელიც შეეზარდა ხის ქერქს.
ცენის ხეობაში, ,,ხუცესთა სათიბიდან 2 ვერსტში მინდორია, რომელსაც ჰქვია ,,ნაშალვარე ლარე, ,,სასაკლაო სათიბი. შორეულ წარსულში, ამ ადგილას ხელჩართული ბრძოლა გაიმართა უშგულელებსა და ლაშხეთელ ,,მახვშს (არჩევითი მამსახლისი) ბეჟან (ზოგიერთი მონაცემებით - ქღანსვი) ყიფიანს შორის. იმ დროს მშვილდისრებით იბრძოდნენ. უშგულელმა მახვშმა ბაღაშ რატიანმა მოკლა ბეჟან ყი-ფიანი და გაანადგურა მისი თანამებრძოლები, რომელთაგან მხოლოდ ერთი გაათავისუფლა, თავისიანებისთვის მარცხის ამბავის საცნობებლად.
ერთხელ ზაფხულში ცენას და ზასხვას ხეობის ბავშვებმა მინდორში დადგეს ,,ლაცლავ ბაბი - შაშვე-ბის დასაჭერი კაკანათი. ბავშვებმა იჩხუბეს და ჩხუბის დროს ორი გარდაიცვალა. მათ ამხანაგები გამოსარჩლნენ და ბავშვებმა ერთმანეთი მოკლეს. გადაემტრნენ ორივე მხარის ბავშვების მშობლები და ნათესავები. დაიწყეს შურისძიება, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს მოწინა-აღმდეგეებმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართეს, ზასხველებმა - ყაბარდოელ ოსებს, ცენაელებმა
სვანებს. სვანები და ოსები როცა საბრძოლველად მოეწყვნენ უთხრეს ერთმანეთს: ,,რისთვის უნდა
*** ასეთი ფორმის კალათებს დღესაც იყენებენ სვანეთში ხორბლის და ფქვილის შესანახად.
30
ვხოცოთ აქ ერთმანეთი? არ სჯობს გავანადგუროთ ვინც დახმარება გვთხოვა და მათი მთელი ქონება მივისაკუთროთ? თქვეს და გააკეთეს. დასახმარებლად მისულმა ჯარებმა გაანადგურეს ცენაელები და ზასხვისელები. სვანებმა მიითვისეს ადგილობივთა ყველა ძვირფასი ნივთი, ხატები და საეკლესიო ჭურ-ჭელი, ოსებმა - საქონელი და სხვა ნივთები. დაზარალებულთაგან ზოგიერთმა გაქცევით უშველა თავს და ლაშეხეთის მახვშის, მდიდარი და გავლენიანი კაცის - ქღანსოვ ყიფიანის მფარველობის ქვეშ აღ-მოჩნდა, რომელსაც იმ დროს 300 კომლი ქვეშევრდომი ჰყავდა. ქღანსოვ ყიფიანი იმდენად შეძლებუ-ლი იყო, რომ მთიდან სარწყავი არხი გაიყვანა თავისი სახლის ასაშენებლად.
ამირანი (ლეგენდა).
უღრან ტყეში, რომლის ხეების კენწეროები ცას სწვდება, მახვილ მწვერვალიანი კლდე იყო წამომართული. ტყესთან ცხოვრობდა მონადირე დარჯელანი, რომელიც ტყეში ნადირობდა. ერთხელ დარჯელანი მივიდა კლდის ძირთან, და მოესმა ხმები რომელიც ძალიან ჰგავდა ქალისას. მო-ნადირემ ამ ხმებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. ზევით აიხედა, მაგრამ ვერ შეძლო კლდის მწვერვალის დანახვა. უნდოდა კლდეზე ასვლა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მონადირე სახლში დაბრუნდა. მისი ცოლი ძალიან ავი, კაპასი და თანაც კოჭლი ქალი იყო. დარჯელანმა ცოლს მეორე დღისთვის საგზალის მომზადება დაავალა, თვითონ კი მჭედელთან წავიდა ჩაქუჩის და ქვის სატეხების დასაკვეთად. მეორე დღეს, როცა ყველაფერი მზად იყო, მონადირე მივიდა კლდის ძირთან. ჩაქუჩით და ქვის სატეხებით კლდეში საფეხურები ამოჭრა და მწვერვალზე ავიდა, სადაც კარის მსგავსი ხვრელი ნახა. შევიდა ამ ხვრელით გამოქვაბულში, სადაც ნახა ენით და კალმით აუწერელი სილამაზის, ოქროს-ფერკულულებიანი, ნადირობის ქალღმერთი დალი. დალის და მონადირეს დანახვისთანავე თავდავიწ-ყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. ჩახუტებულები იყვნენ დიდხანს. მონადირე ღამე დარჩა დალისთან და დიდი სურვილის მიუხედავად დალიმ ვერ შეძლო სიყვარულის ლტოლვისთვის წინააღმდეგობის გაწე-ვა!.. მეორე დღეს დალიმ ურჩია მონადირეს შინ დაბრუნება, მაგრამ დარჯელანი კვლავ მასთან დარჩა ღამე. დილით დალიმ უკვე მკაცრად უთხრა მონადირეს დაბრუნებულიყო სახლში, რადგან ჩვეულების მიხედვით მას ცოლი ელოდებოდა და თუ დარჯელანი ამჟამადაც არ დაბრუნდებოდა, მისი ცოლი, რო-გორც გრძნეული, შეიტყობდა ყველაფერს, გამოჰყვებოდა მონადირის ნაკვაკლევს, დალისაც და დარ-ჯელანსაც უბედურებას შეამთხვევდა
-არა შენს თავს გეფიცები-უპასუხა დარჯელანმა, კოჭლია და ძლივს დახოხავს სახლში და იმ ღამესაც დარჩა დარჯელანი დალისთან...
ქმრის სახლში არდაბრუნების გამო განცვიფრდა დარჯელანის ცოლი, ელოდა ორი დღე და მესამე დღეს ჩააწყო კალათში საგზალი და გაჰყვა ქმრის ნაკვალევს, რომელმაც მიიყვანა ჩვენთვის ცნობილი კლდის ძირთან, სადაც ის ავიდა,ჩვენთვის ცნობილ მწვერვალზე და დაინახა, ჩახუტებულებს როგორ ტკბილად ეძინათ მის ქმარს და დალის მოძებნა დალის ოქროს მაკრატელი, მოაჭრა ოქროს ნაწ-ნავები, თან წაიღო მაკრატელი, ოქროს ნაწნავები და სახლში დაბრუნდა.
დილით, როცა გაიღვიძეს დარჯელანმა და დალიმ, რომელიც სხეულში სიმსუბუქეს გრძნობდა, თავზე ხელები გადაიტარა და ჰოი ღმერთო!... .აღარ ჰქონდა ძვლები. ეცა მაკრატელს და მაკრატელი არ იყო თავის ადგილზე. შეწუხდა დალი და მონადირეს უთხრა: - შენზე გადმოვიდეს ჩემი ყველა ცოდვა, ხომ გეუბნებოდი, რომ შენი ცოლი დაგვმართებს უბედურებას!,, აზრი არ აქვს ჩემს ცხოვრებას! აიღე ჩემი მაკრატელი, გამომაფატრე მუცელი, რადგან დავორუსლდი შენგან. ჩვილი თუ იქნება მამრი დაარქვი მას - ამირანი, ხოლო თუ იქნება მდედრი, რაც გინდა დაარქვი ჩემი შვილი იქნება გმირი. სხეულში რომ დარჩენილიყო ორსულობის ვადის დასრულებამდე, დაიბადებოდა ისეთი უძლეველი, რომ თვით ღმერთსაც შეერკინებოდა, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა უფრო სუსტი იქნება შეასრულე ჩემი უკა-ნასკნელი ნება. როცა ჩემი საშვილოსნოდან ჩვილს გამოიყვან, სამი თვე უშობელის შიგანში ამყოფე და სამი თვე მოზვერის შიგანში რათა აღევსოს, რაც დააკლადა დედის საშოში. შემდეგ ჩააწვინე აკვანში და მიიყვანე იამანის წყაროსთან, სადაც მოვა მისი ნათლია და ბავშვის ნათლობის დასრულებისთანავე ეტყვის ნათლულს ყველაფერს რაც მას სჭირდება
ამ შეთავაზებით უკმაყოფილო მონადირემ უარის თქმა სცადა მაგრამ დალის დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა დარჯალანი მის ნებას დამორჩილებოდა აკანკალებული ხელებით, საკეისრო კვეთით ამოიყ-ვანა დედის სხულიდან მზის მსგავსი ბიჭი. დარჯალანმა დალის ყველა მითითება შეასრულა, ჩააწვინა ბავშვი აკვანში, დადგა აკვანი იამანის წყაროსთან და სახლში დაბრუნდა. წყაროსთან მდგარი აკვნის და მასში მწოლიარე ბიჭის დანახვისას გამვლელები ჩერდებოდნენ და ეკითხებოდნენ ბიჭს, ვინ იყვნენ მისი მშობლები და ნათლია. ამ კითხვებზე ბიჭი პასუხობდა - არ ვიცი ვინ არიან ჩემი მშობლები, ნათ-ლია ბატონი ანგელოზია ჩამოიარა ანგელოზმა და სამჯერ დაუსვა ბიჭს იგივე კითხვა, რაზეც იგივე პასუხი მიიღო. ანგელოზმა გაუმხილა ბიჭს თავის ვინაობა, მონათლა ბავშვი, დაარქვა ამირანი, მისცა ხანჯალი და უთხრა შეენახა იარაღი ჩექმაში, ვიდრე მისი გამოყენების აუცილებლობა არ იქნებოდა. ანგელოზმა აკურთხა ამირანი, უთხრა რომ მისი მომრევი არავინ იქნებოდა დედამიწაზე და წავიდა. წყაროსთან მივიდნენ იამანის მეთულუხჩეები, რომლებმაც აკვანში მწოლიარე ამირანს დაცინვა დაუწ-ყეს. დაცინვით შეურაცხყოფილი ამირანი ჩამოვიდა აკვნიდან, მოკიდა ხელი მაწყენარებს, თავები ერთმანეთზე მიარტყმევინა და ჭურჭელი დაუმსხვრია. შინ დაბრუნებულმა მეთულხჩეებმა უამბეს იამანს მომხდარის შესახებ. იამანი სასწრაფოდ მივიდა წყაროსთან და როცა იქ აკვანში მწოლიარე ბი-ჭი ნახა გახარებულმა უთხრა: ,,შენ ჩემი შვილების უსუფის და ბადრის ძმა იქნები. იამანი სახლში აკვ-
31
ნით დაბრუნდა. მის ცოლსაც ძალიან გაუხარდა ეს ამბავი და ქმარს უთხრა: ,,ეგ ბიჭი ჩვენი შვილების აკვნების სარწევად გამოგვადგება.
მეორე დღეს იამანის ცოლმა ბადრი და უსუფი აკვნებში ჩააწვინა, მათ შუაში ამირანი დასვა და აკვ-ნების მუყაითად რწევა უბრძანა, რომ არ დასჯილიყო ამირანი დავალების ცუდი შესრულებისთვის და ძროხების მოსაწველად წავიდა. გაბრაზებულმა ამირანმა უსუფის აკვანში მახათი იპოვნა და ჯერ უსუფს უჩხვლიტა, მერე ბადრის, ბავშვები ატირდნენ. ტირილის ხმაზე მოვარდა განრისხებული დედა და დაუყვირა ამირანს: ,,წამერთვას ყველაფერი თუ თავს არ დაგატეხო შავი დღე, კიდევ თუ გაბედავ და ცუდად არწევ აკვნებს!.. ჩემს შვილებთან ასე მოქცევას დალის ვაჟი ამირანიც კი ვერ გაბედავს!..
ამ მუქარის საპასუხოდ ამირანმა თავისთვის ჩაილაპარაკა: ,,ეჰ, ის არ ვარ ვინც ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ დალის შვილი ამირანი ვარ!... ქალმა როგორც კი გაიგო ეს სიტყვები მიატოვა ძროხების წველა, გახარებულმა მიირბინა ამირანთან, დაუწყო კოცნა, რძეში აბანავა და ფაქიზ ქსოვილში ,,ჰანთ-ჰაში გაახვია. იმ დღიდან იამანის ცოლი ისე ზრუნავდა ამირანზე, როგორც საკუთარ შვილებზე. იამანის და მისი ცოლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ღმერთმა ისეთი ძმა გამოუგზავნა მათ შვილებს, როგორიც ამირანი იყო, ბავშვები გაიზარდნენ და გმირი ჭაბუკები გახდნენ. ვისაც არ უნდა შეხვედროდნენ გზაზე, ერკინებოდნენ, ამარცხებდნენ. დამარცხებულები კი ეუბნებოდნენ :,,ჩვენი დაჯაბვნით ვერფერს გვიმტკიცებთ. გმირები თუ ხართ, გაარკვიეთ რა დაემართა იამანის თვალს. იამანს ერთი თვალი არ ჰქონდა. ყმაწვილებმა ამბავის გასარკვევად დედას მიმართეს. დედა ყველა-ნირად ცდილობდა პასუხისთვის თავის არიდებას და ბოლოს უთხრა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოსვლია იამანის თვალს, იამანმა ის ჩუტყვავილის გადატანის გამო დაჰკარგა. ამ პასუხით უკმაყო-ფილო ამირანმა, უსუფმა და ბადრიმ ეშმაკურ ხერხს მიმართეს. სთხოვეს დედას გამოეცხო კვერი და როცა დედამ ცომი თონეში ჩააკრა ორი კვერის ცხელი ცომი მკერდზე მიადეს და მოსთხოვეს სიმარ-თლის თქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჰპირდნენ მკერდის ამოწვას!.. შვილების დაჟინებული მოთ-ხოვნის გამო დედამ მათ უამბო: ,,იამანს ემტერებოდა დევი, რომელმაც მას ღალა დაუწესა. უსუფი და ბადრი როცა დაიბადნენ მოვიდა ჩევენთან დვვი და მოითხოვა მისთვის შვილებიდან ერთის ან იამანის თვალის გადაცემა. იამანმა გადაწყვიტა ამოეღო თვალი და გადაეცა დევისთვის!..სიმართლის შეტყო-ბისთანავე ძმებმა დაიწყეს სამზადისი დევთან საბრძოლველად და სთხოვეს იამანს თითოეული მათ-განისთვის რკინის მშვილდი და ისრები მოეტანა. იამანმა შეუსრულა შვილებს თხოვნა. დაიწყეს მშვილ-დების გამოცდა, მაგრამ ამირანის ძალას ვერ გაუძლო მშვილდმა და გატყდა. ამირანმა აიღო 27 ფუთი რკინა, მიუტანა მჭედელს და მშვილდი შეუკვეთა. მეორე დღეს წავიდნენ ახალგაზრდები დევთან საბრ-ძოლველად. დიდი ხნის სიარულის შემდეგ, მინდორში, მიადგენენ ერთ დევს, რომელსაც ჰქონდა შესა-ნიშნავი ვაშლის ბაღი, ხოლო ხეების ქვეშ ცხვრის ფარა ჰყავდა. ჭაბუკების დანახვაზე დევმა იყვირა:
,,მართლა გმირები თუ ხართ, მაშინ მოწყვიტეთ ჩემი ხეებიდან თუნდაც ერთი ვაშლი, ხოლო მეორე გა-დააგდეთ ხეებს იქით. ბადრი და უსუფი ბევრს ეცადენ, მაგრამ ვერც ერთი ვაშლი ვერ ჩამოაგდეს ხი-დან. ამირანმა დაჭიმა მშვილდი, ესროლა ხეებს და ყველა ვაშლი ჩამოაგდო ერთი მხრიდან, ხოლო მეორიდან გადაყარა ხეებს იქით. დევმა მეორედ მიმართა მათ: მართლა გმირები თუ ხართ, ჩემი ფარი-დან ერთ ცხვარს მაინც აიძულეთ ადგეს, მეორე კი დააწვინეთ. უსუფმა და ბადრიმ დევის ამ წინადა-დების შესრულებაც ვერ შეძლეს. ამირანმა ჯერ წამოაყენა მთელი ფარა, შემდეგ ისე ძლიერად დაარტ-ყა ფეხი მიწაზე, რომ ლამის მთელი ფარა გაანადგურა. დევმა მუჭში მოიქცია მთელი ფარა და ამირა-ნი, სახლში ჩაკეტა, უსუფი და ბადრი კი გარეთ დატოვა. ვახშმად დევმა ოთხი ცხვარი მოიხარშა. ხორცს ჭამდა და ძვლებს ზურგს უკან კუთხეში ყრიდა, სადაც რკინის ჯაჭვებით მისი და იყო მიბმუ-ლი. ვახშმობას რომ მორჩა დევმა თქვა:,,დღეისთვის საკმარისია, ხვალ ამირანის ხორცით დავტკბები და დაწვა დასაძინებლად.
დევმა როგორც კი ჩაიძინა ამირანი მივიდა მის დასთან და სთხოვა ესწავლებინა როგორ მოეკლა დევი, რაზაეც დევის დამ უპსუხა:,,ჩემს ძმას ვერფერი მოკლავს ხის ზეთში ამოვლებული მისივე ხმლის გარდა, რომელზეც ის წევს. იმ ხმალს შენ მარტო ვერ გამოაცლი ქვეშიდან, ამიტომ გირჩევ მოიტანო ქამრებისგან დაწნული თოკი, რომელიც სახლში დევს და მისი ერთი ბოლო მიაბა ხმალს, მეორე მომცე მე და ერთად შევძლებთ ხმლის გამოძრობას. ხმალი როცა ხელთ გექნება კისერზე მიადე დევს და ხმა-ლი თავად გააკეთებს თავის საქმეს. ამასთან მოვითხოვ და გთხოვ მომცე ფიცი ,,ქრისტეს თავდე-ბობით*, როცა მოკლავ ჩემს ძმას მეც გამათავისუფლებ და არავითარ ზიანს არ მომაყენებ. ამირანმა შეჰფიცა დევის დას ქრისტეს თავდებობით. გადაათრიეს ბაგირი და გაჭიმეს ხმალი. დევის დამ ისეთი ხმა გამოსცა, რომ დევს თითქოს გაეღვიძა, მაგრამ მაშინვე ჩაიძინა. ამირანმა დევს კისერზე დაადო ხმალი, მჭრელი პირით ქვემოთ და ხმალმა დაიწყო დევის კისერის კვეთა. როგორც კი ნახევარს მიაღ-წია, დევმა ფართხალი დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ. დევის განგმირვის შემდეგ ამირნმა მისი დაც მოკლა და დაარღვია წმიდა ფიცი. დევის მთელი მონაპოვარი დარჩათ ახალგაზრდებს და მათ რისი წაღებაც შეძლეს, წაიღეს და წავიდნენ. გზად ნაძვნარში შეიარეს, სადაც ნახეს კლდე, რომელზე მჯდომი დევი საწმისს ქსოვდა. ამ დევს ჰქონდა იამანის თვალი. დევმა ამირანის და მისი ამხანაგების დანახვაზე __________________________________________________________________________________
სვანეთში ფიცი ,,ქრისტეს თავდებობა ყველა პატიოსან სიტყვაზე მეტად ითვლება და წმიდად სრულდება.
32
იყვირა: ,,საიდან გაჩნდა აქ ეს სამი ბუზი? მოშორდით აქედან, სანამ ძვლებიანად შეგჭამეთ!..
ამ მუქარას ამირანმა უპასუხა:,,შე ნაგავო, ჯერ ჩვენი შეჭმა სცადე და მერე იტრაბახე! დევი განრის-ხდა, მიატოვა ქსოვა და ქვევით ჩავიდა მოსულებთან საბრძოლველად. დდიხანს იბრძოდნენ. ამირანი სამ ისარს ესროდა დევს, ერთს თავისას და ორს ბადრის და უსუფის მაგივრად. ბოლოს ორივე მხარე დაიღალა. დევი** მიუახლოვდა ამირანს, გადაყლაპა, ავიდა სახლში და ადგილზე დატოვა ბადრი და უსუფი. ბადრი დაეწია დევს და კუდი მოაჭრა. სახლში შესვლისთანავე დევს მუცელი ასტკივდა. იკ-რუნჩხებოდა ტკივილისგან და დედას ეუბნებოდა: ,,დედავ, მუცელი მტკივა!.. მიდიოდა მაგიდასთან ეხახუნებოდა მუცლით, მაგრამ უკუდოდ ვერ იცავდა წონასწორობას და ეცემოდა. შვილის ტანჯვის დამნახავმა დედამ ჰკითხა მას:,,არავინ შეგხვედრია დღეს? დევმა უპასუხა, რომ ნახა სამი ბუზი და ერთი უკვე გადაყლაპა. დედა აკვნესდა: ,,სამარე და უბედურება დედაშენს, თუ გადაყლაპე დალის შვი-ლი ამირანი!.. ამ დროს ბადრი და უსუფი ფანჯარასთან იდგნენ და დევის სიტყვების გაგონებისთანავე შესძახეს ამირანს: ,,ამირან, შენს მუხლთან მჭრელი ხმალი, ხანჯალია და იცოდე, რომ ცუდ ადგილას ჩაგეძინა, ნიანგის დიდი საშვილოსნოში, ამოიღე ხმალი და გაჰკვეთე დევი გვერდებში!
ამირანმა ამის მოსმენისთანავე იფიქრა: ,,ასეთი შესაძლებლობა მეორედ არ მექნება. ამოიღო ხანჯა-ლი და დაიწყო დევის გვერდებში ჩარჭობა! დევი აღრიალდა დაიწყო გინება და ლოცვა ერთდროულად, ევედრებოდა ამირანს:,,არ მომკლა და გარეთ გაგაგდებ გინდა ყელიდან გინად უკანა ტანიდან! ამირანმა გულში უპასუხა: ,,შე ნაგავო, რა ჯანდაბად მინდა ცხოვრება შენს მიერ შემოთავაზებული სამსახურებით? დევმა ამირანს უთხრა: ,,ამომჭერი ორი ნეკნი და გამოდი თავისუფლად გარეთ. ამი-რანმა ამოჭრა დევს გვერდი, გამოვიდა გარეთ, მაგრამ ნახა რომ არ ჰქონდა ერთი თვალი. კვლავ დაე-მუქრა დევს, რომელმაც შესთავაზა განკურნების საშუალება: ამოეჭრა დევისთვის ღვიძლის ან ფილ-ტვის ნაჭერი, აესვა ბადურაზე და ამირანს გაუჩნდებოდა არსებულზე უკეთესი თვალი. ამირანმა ამო-
აჭრა დევს ღვიძლის და ფილტვის დიდი ნაჭრები და განიკურნა. დევმა სთხოვა ამირანს ამოევსო მისი დაცარიელებული გვერდი, მგრამ ამირანმა მათრახი გადაუჭირა. ამირანი ასე რომ არ მოქცეულიყო, სამყარო დაიღუპებოდა, რადგან მზის დაბნელება იმიტომ ხდება, რომ მზეს დევი (დრაკონი, ურჩხული) ყლაპავს (შთანთქამს). მაგრამ მზე არღვევს ქსელს კვლავ ჩნდება ცაზე და ანათებს!..
ამირანმა დევს იამანის თვალები მოსთხოვა. დევი დააფრაკდა ამ მოთხოვნისგან, მაგრამ უარი ვერ უთხრა ამირანს და სახლში მდებარე ბოძზე მიუთითა, სადაც ინახებოდა ზარდახშა, რომელშიც კიდევ რამდენიმე ზარდახშა იყო და სულ პატარაში ინახებოდა იამანის თვალი. ამირანმა ამოიღო თვალი ზარ-დახშიდან, ბადრისთან და უსუფთან ერთად სახლში დაბრუნდა. იამანს დაუბრუნეს თვალისჩინი და ახალგაზრდებმა დროებით დასვენებას და განცხრომას მისცეს თავი.
გავიდა დრო და ამირანმა კვლავ მოინდომა თავის ძალის ჩვენება. მან იამანს სთხოვა ბადრი და უსუ-ფი სახლში დაეტოვებინა, რადგან ისინი დახმარების ნაცვლად ხელს უშლიდნენ კრიტიკულ დროს. ამის შემტყობი ძმები დამწუხრდნენ და სთხოვეს ამირანს თან წაეყვანა ისინი. ამირანი დათანხმდა და სამივე ერთად გამეგზავრა. დიდი ხნის სიარულის შემდეგ, ერთ მინდორში სამ დევს შეხვდნენ, რომელბმაც უთხრეს მოგზაურებს: ,,ყველაზე ყოჩაღები იქნებით, თუ კეისარის ულამაზეს და უკეკლუცეს ქალი-შვილს, ქეთუ ნათბიანს, რომელიმე თქვენგანი დაეუფლება!.. მისი ქმრობა ბევრ გმირს ეწადა, მაგრამ ვერავინ შეძლო.
ამირანი დაინტერესდა ამ შეთავაზებით და ჰკითხა დევებს: ,,სად ცხოვრობს ის კეისარი და სად ჰყავს თავისი ქალიშვილი? დევებმა აჩვენეს სადაც ცხოვრობდა კეისარი და უთხრეს, რომ მას ქალიშვილი ჰყავდა გადამალული კოშკში, რომელიც ეკიდა ცაზე რკინის ჯაჭვით. ახალგაზრდები გამოეთხოვნენ დევს და კეისრის სამეფოსკენ გაემართნენ. ცოტა ხანში ისეთ დიდ ზღვას მიადგნენ, რომ მისი გადა-ლახვა შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ იქვე ნაპირზე ნახეს მდედრი დევი, რომელსაც ამირანმა ჰკით-ხა, ხომ არ იცოდა სხვა გზა კეისარ კეკლუცის სამეფოსკენ. დევმა უპასუხა, რომ ზღვის გარდა სხვა გზა არ არის კეკლუცის სამეფოსკენ, მაგრამ თუ ისინი მიიღებენ მას ამხანაგად, გაიყვანს ზღვით. ამი-რანი დათანხმდა და ქრისტეს თავდებობით დაიფიცა. დევმა მოიჭრა ერთი ნაწნავი და გაფინა ზღვაზე, როგორც ძელი. ამ იმპროვიზირებული ხიდით ჯერ უსუფი და ბადრი გადავიდნენ, მერე ამირანი და ბო-ლოს დევმა დაიწყო გადასვლა. ზღვის შუაგულს რომ მიაღწია, ამირანმა ხანჯლით გადაჭრა ხიდად გადებული ნავი და ზღვაში დაახრჩო დევი, რითაც მეორედ დაარღვია და ბოროტად ისარგებლა ქრის-ტეს თავდებობით დადებული ფიცით. მოგზაურებმა გზა გააგრძელეს და ერთ მინდორში ცხრა ურემი შემოხვდათ, რომელშიც ცხრა კამეჩი იყო შებმული და მიასვენებდნენ გარდაცვლილ გოლიათს - ან-დრერობს. დიდძალი ხალხი ეხმარებოდა უღელში შებმულ ცხოველებს, რადგან გოლიათი ისეთი დიდი იყო, რომ ძლივს ეტეოდა ურემზე. ერთი ფეხი გადმოვარდნილი ჰქონდა ურმიდან და მიწაზე ხნულივით ნაკვალევს ტოვებდა. თანხმლებნი ვერ ახერხებდნენ ანდრერობის ფეხის აწევას და ურემზე დადებას. ამირანმა მშვილდით ასწია ანდრერობის ფეხი და ურემზე დადო. ანდრერობს გაუკვირდა ამირანის გმირობა და იკითხა: ,,ვინ არის მოკვდავთა შორის ისეთი ძლიერი, რომ ჩემი ფეხის დადება შეძლო ურემზე?
ხალხმა ამირანზე მიუთითა. ანდრერობმა მას ხელი გაუწოდა, მაგრამ ასეთი გოლიათისთვის ხელის ჩამორთმევით შეშინებულმა ამირანმა ხელის მაგივრად ფილა გაუწოდა. ანდრერობმა მოუჭირა ფილას
** სხვა ვერსიით - ნიანგი, ურჩხული.
33
ხელი და წვენი გაადინა! ანდრერობმა მეორედ გაუწოდა ხელი ამირანს და ქრისტეს თავდებობით დაა-ფიცა, რომ მისი შვილის ძმადნაფიცი გახდებოდა და არაფერს დაუშავებდა მას. ამირანმა დაიფიცა. ანდრერობი გაასვენეს, ხოლო ამირანი მის შვილთან ერთად გაემგზავრა. დიდხანს იარეს. დაღლილ ამირანს ჩაეძინა. ამ დროისთვის ანდრერობის შვილმა ორი ირემი* დაიჭირა და ხის ტოტებზე ჩამო-კიდა. გამოღვიძებულმა ამირანმა ნახა დაჭერილი ირმები, ანდრერობის შვილის ყოჩაღობით შეშფოთე-ბულმა იფიქრა: ,,ასე პატარა რომ ასეთი მოხერხებული და გაბედულია, გაიზრდება და მეც მომერე-ვა დიდხანს არ უფიქრია და მოკლა ჭაბუკი, რითიც მესამედ დაარღვია ქრისტეს თავდებობით დადე-ბული ფიცი. მოკლული ადგილზე დატოვეს და ამირანი ამხანაგებთან ერთად გაემეგზავრა კეისარ კეკ-ლუცთან. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მგზავრები მიადგნენ დაკიდებულ კოშკს სადაც ცხოვ-რობდა კეისრის ქალიშვილი - ქეთუ. ამირანმა უთხრა უსუფს: ,,ახტი, იქნებ ხელთ იგდო ჯაჭვი და გა-დაჭრა ხმლით.
უსუფმა წარუმატებლად სცადა ამ დავალების შესრულება. იგივე ბედი ეწია ბადრისაც. ამირანი ახტა კოშკის კენწერომდე, ხელის ერთი მოქნევით გადაჭრა თოკი და კოშკი მიწაზე დაეცა. ახალგაზრდები კოშკში შვიდნენ. ქეთუს და ამირანს პირველივე დანახვისთანავე უგონოდ შეუყვარდათ ერთმანეთი. კეკლუცამ ამბავის შეტყობისთანავე განგაში გამოაცხადა და ჯარის სამი რიგით ჯაჭვისებრი ალყა შე-მოარტყა კოშკს. ამის დამნახავმა ამირანმა სთხოვა უსუფს შებრძოლებოდა მტრის ჯარს. უსუფმა გაა-ნადგურა მოწინააღმდეგის ჯარის პირველი რიგი და მივიდა კელეუცასთან, რომელმაც მას სული შეუ-ბერა და გაგუდა. ბადრიმაც სცადა მოწინააღმდეგის ჯარის დამარცხება, მაგრამ ძმის ბედი გაიზიარა.
დამწუხრებული ამირანი მზად იყო გასულიყო საბრძოლველად, მაგრამ ქეთუმ უთხრა: ,,მამაჩემს მძი-მე მუზარადი ახურავს, რომელსაც უკნიდან ოქროს ძარღვები იჭერენ. მიუახლოვდები თუ არა, ეცადე ოქროს ძარღვი გადაჭრა. მუზარადი სიმძიმის გამო წინ გადავარდება და მამას გამოუჩნდება კისერი დარტყმისთვის. სხვაგვარად არ გექნება წარმატება. მამის წინააღმდეგ ქალიშვილის მიცემული საშინელი რჩევა ზედმიწევნით შეასრულა ამირანმა და მიუხედავად იმისა, რომ მეომრების მესამე რიგი გადალახა ვერ გაუძლო კელუცას ამოსუნთქვას და მუხლებზე დაეცა.
ბრძოლის დასრულებისთანავე ამირანი შევიდა ქეთუს კოშკში და მწუხარება გამოთქვა ბადრის და უსუფის დაკარგვის გამო, როგორ დაენახოს მათ მოხუც მშობლებს. ქეთუმ ჰკთხა:.,,შეგიძლია ამოიცნო შენი ამხანაგები დაღუპულ მეომართა შორის?
-უსუფს ზურგზე მზის ნიშანი აქვს ბადრის - მთავრის-უპასუხა ამირანმა.
დიდხანს ეძებეს ბადრი და უსუფი გვამებს შორის ქეთუმ და ამირანმა და როცა იპოვნეს, ქეთუმ თა-ვისი მოსასხამი შეახო მათ და ორივენი გაცოცხლდნენ. გაუხარდა ამირანს, ასეთი ცოლი რომ შეხვდა და ამხანაგებთან ერთად ბრუნდებოდა სახლში. ახალგაზრდებმა წაიღეს კეკლუცას მთელი ქონება და გახარებულები იამანთან დაბრუნდნენ, რომელსაც ამირანმა გულწრფელად და სერიოზულად უთხრა, რომ აღარასოდეს წაიყვანდა უსუფს და ბადრის, რადგან ისინი სუსტად ეხმარებოდნენ. მომდევნო ლაშქრობებში ამირანი მარტო მიდიოდა და თავისი გამარჯვებები იქამდე მიიყვანა, რომ დედამიწაზე მხოლოდ სამი დევი, სამი გარეული ტახი და სამი მუხა დარჩა. გამარჯვებების მიუხედავად ღვთის მგმობი საქციელის არაერთხელ ჩადენის და ფიცის სამჯერ გატეხვისთვის ღმერთმა დასაჯა ამირანი, რკინის მარგილზე მიაბა რკინის ჯაჭვებით. მასთან ერთად მიაბა ძაღლიც სახელად ყურშა, რადგან ძაღლმა ღმერთის საყვარელი ბევრი ხარი გაწყვიტა. მთელი წლის განმავლობაში ამირანი და ყურშა ისე ჭიმავენ ჯაჭვს, რომ უნდა გაწყდეს და ბოლო მოეღოს მათ წამებას. სწორედ ამ დროს მოფრინავს ღვთის ნებით ჩიტი, რომელიც ჯდება მარგილზე. განრისხებული ამირანი ცდილობს ჩიტს მოარტყას რკინის წკეპლა, მაგრამ ჩიტი ასწრებს გაფრენას და წკეპლა ხვდება მარგილს, რომელიც ბოლომდე ერ-ჭობა მიწაში. ეს ამბავი ყოველწლიურად მეორდება. ყურშა არწივის მართვის ლეკვია. სვანების რწმე-ნით, არწივის მართვეებს ბარტყებთან ერთად ერთი ლეკვიც უჩნდებათ. არწივებს ძალიან დიდ სიმა-ღლეზე აჰყავთ ლეკვი და იქიდან მიწაზე აგდებენ, რომ არ გამოკვებონ და გაზარდონ ისინი ადამია-ნებმა. ყურშა ზუსტად ასეთი ცხოველია და თანაც მხრებზე არწივის ფრთები აქვს. ის მონადირემ იპოვნა, გამოზარდა და ყურშა ისეთი მარდი გამოდგა, რომ ორი ნახტომით დაეწია ჯიხვს. მესამე ნახ-ტომი არ ჩათვალა საჭიროდ და შეურაცხყოფადაც კი მიიღო. ყურშა ამირანთან ერთად მიაბა მარგილ-ზე ღმერთმა იმიტომ რომ, ყურშამ ბევრი ჯიხვი გაწყვიტა. სვანეთში არსებობს სიმღერა ყურშაზე, რომელშიც გამოხატულია იმ მონადირის გლოვა რომელმაც გამოზარდა და დაკარგა ყურშა.
ყურშა ჩემი ყურშა
ჩემი ყურშა ჩაქრა, ჩაქრა,
ღამით შუაღამით
ვაჰ მე, თუკი გაგიბედეს დამცირება ყურშა!
და ვაჭარმა წაგიყვანა სადღაც
ვაჰ მე, თუკი გაგიბედეს დამცირება ყურშა!
და ქაჯმა მოგიპარა, მოგიპარა!
ყურშას დრუნჩი და ყურები
სხვა ვერსიის მიხედვით ღვთის ორი მწევარი.
34
ოქროსაგან ეზრდებოდა.
ყურშას თვალები
მთვარეს ჰგავდი ყურშა,
ყურშას ყეფა ცის ქუხლის დარი იყო,
ყურშას თათები ბეღელის სიდიდის იყო,
ერთი ნახტომით მინდორს ფარავდა.
ყურშას სა ჭმელი პურის ქაბაბი!
ვაჰ მე, თუკი გაგიბედეს დამცირება ყურშა!
მოგიტანდი ყურშა ქერის პურს და ღვინის ნექტარს.
ვაჰ მე, თუკი გაგიბედეს გასვეს ამღვრეული წყალი!
ყურშას საწოლი საბანი მატყლის,
ვაჰ მე, თუკი თივა დაგიდეს საწოლად!
ყურშა ჩემო ყურშა,
ზევით ლომი ხარ ლომი,
ქვევით გნოლი ხარ, გნოლი.
ხმელეთზე მებრძოლი,
ზღვაში გემი, გემი.
ყურშა ჩემო ყურშა!
ყურშას ვტირი ყურშას!
ყურშას ვგლოვობ ყურშას,
მთელი წელი ვგლოვობ!
თავი 18. გმირი როსტომი (ლეგენდა).
კეისარ კეკევაზის სამეფოში, ყარაიას თვალუწვდნელ ველზე მინდორში ცხოვრობდა გმირი როსტო-მი, რომელიც მთელი სიცოცხლე ებრძოდა გარეულ მხეცებს და ტახებს. როსტომს ჰყავდა: ორი ძმა, გივი, გურგენი და ძმისწული ბეჟანი*, გივის შვილი. კეისარი კეკევაზი დიდ პატივს სცემდა როსტომს, რადგან მის გარეშე, კეისრის მთელ სამეფოს დევები და მხეცები გადასანსლავდნენ. დევები და მხეცე-ბი დროგამოშვებით შეესეოდნენ სამეფოს, დაძრწოდნენ და აკვნებიდან ჩვილებს იპარავდნენ. ასეთი საგანგებო მდგომარეობის დროს კეისარი როსტომს მიმართავდა დახმარების თხოვნით და როსტომი სამეფოს ერთი კიდიდან მეორემდე ანადგურებდა დევებს და ურჩხულებს. ყველაფერს აქვს დასასრუ-ლი და შეშფოთებით შეატყო კეისარმა როსტომს ხანში შესვლა. სასწრაფოდ შეკრიბა ქვეშევრდომები, რომლებსაც შესთავაზა დაექორწინებითნათ როსტომი, რათა არ გარდაცვლილიყო უმემკვიდრეოდ და მის შვილს შეეცვალა მამა. ამ საქმეს წინ ის გარემოება აღუდგა, რომ როსტომისნაირი გმირები, ყო-ველთვის ერიდობოდნენ დედაკაცებს. კეკევაზის საბედნიეროდ, კრებაზე აღმოჩნდა ერთი ქალწული მი-სი ქვეშევრდომებიდან, რომელმაც დაიტრაბახა, რომ მოხიბლავდა და აცდუნებდა როსტომს. კეკევაზი დიდძალ ჯილდოს დაჰპირდა თუ ქალიშვილი შეასრულებდა დანაპირებს.
ხალხი სახლებში წავიდა. გამბედავმა ქალიშვილმა ვახშმად მიიწვია როსტომი, მდიდრულად გაუმას-პინძლდა და გმირი რაინდის არაერთგზის უარის მიუხედვად დატოვა ღამით თავის სახლში. როგორც კი როსტომი დააწვინა საწოლში, ქალიშვილმა კიდევ ორი საწოლი მოამზადა. როსტომს ჩაეძინა თუ არა, ქალიშვილი ჩაუწვა მას საწოლში! ქალის ამ საქციელით შეურაცხყოფილმა როსტომმა დაუყვირა მას: ,,როგორ გაბედე ცოდვილო დიაცო ჩემთან მოსვლა? შენთვის ხომ ცნობილია, რომ ჩემნაირები არ ეკარებიან ქალებს, რადგან ღმერთისგან გვაქვს მოცემული არა ქალებთან კეკლუცობის, არამედ გმი-რობის ნიჭი. როსტომი მეორე საწოლში გადავიდა, სადაც ქალმა კვლავ სცადა მისი ცდუნება. როს-ტომი მესამე საწოლში გადავიდა და იქვე გაჩნდა ურცხვი ქალიც. როსტომი წამოხტა და უკვე სახლში აპირებდა წასვლას, მაგრამ ქალმა ხელი სტაცა და უთხრა: ,,ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ განთქმულ გმირს სიყვარული არ შეგიძლია და კაცი არ ხარ, რომ მცოდნოდა, არ დაგპატიჟებდი ჩემთან.
-,,ფუჰ, ღვთისგან დაწყევლილო - გულში თქვა როსტომმა და დაამატა: ,,ქალი - ყოველთვის სატანაა.
შერცხვა როსტომს ქალის ნათქვამის და დაწვა ქალთან სასიყვარულოდ. მეორე დილით როსტომი ადრიანად ადგა და უთხრა თავის მაცდუნებელს: ,,შენ დაორსულდები. ბიჭი თუ გეყოლა დაარქვი ზუ-რაბი. გაიზრდება და გმირობას მოინდომებს. ყელზე შეაბი მძივი, ახალუხის ჯიბეში ჩაუდე ეშმის ქვა, უნაგირზე კი მუზარადი ჩამოუკიდე, რადგან თუ სადმე შევხვდი ამ ნიშნებით შევძლო ჩემი შვილის
ცნობა. არ უთხრა რომ ჩემი შვილია, ვიდრე უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება. გოგონა თუ გეყოლება დაარქვი, რაც გინდა და გაზარდე როგორც გინდა. ის შენია უთხრა ეს როსტომმა ქალს და
წავიდა. გავიდა დრო. ახდა როსტომის სიტყვები. ქალი დაორსულდა და ბიჭი ეყოლა, რომელსაც ___________________________________________________________________________________
ლეგენდის ზოგიერთი ვერსიის მიხდვით ბეჟანი როსტომის ძმა იყო.
35
ზურაბი დაარქვა. ბიჭი სილამაზით ციურ ვარსკვლავს ჰგავდა. სწრფად იზრდებოდა და მალე დავაჟ-კაცდა. ზურაბმა დაიწყო ნადირობა ველებზე და ბრძოლა ყველა გამვლელთან. არ ინდობდა თვით კეი-სარ კეკევაზის შვილებსაც კი, რადგან მათ უთხრეს: ,,თუ ასეთი ყოჩაღი და გმირი ხარ, წადი და მამა-შენი მოძებნე. არავინ იცის სად არის ის და ხომ არ შეჭამეს მხეცებმა? ამის საყვედურის მომსმენი ზურაბი შინ სევდიანი დაბრუნდა და დედას ჰკითხა:,,ვინ იყო მამაჩემი და სად გაქრა?
დედა დიდხანს არ უმხდელდა შვილს მამის ვინაობას, მაგრამ როცა შვილმა დაჟინებით მოითხოვა დედისგან ეთქვა ვინ იყო მამამისი, მოუყვა როსტომის და მისი სახელოვანი გმირობების შესახებ. დე-დის ნაამბობის შემდეგ ზურაბმა გამოჭედა რკინის მშვილდი, ისრები და ცხენით წავიდა ყარაიას ველ-ზე. დედამ როსტომის მითითებისამებრ ჩამოჰკიდა მას მძივი ყელზე, ახალუხის ჯიბეში ჩაუდო ეშმის ქვა, უნაგირზე კი მუზარადი ჩამოუკიდა. გზად ზურაბს შეხვდა ქაჯი ქალის სახებით და დაუყვირა: ,,სახელოვანი, იქნებოდი რომ არ გქონდეს ყელზე და ჯიბეებში ქალის სამკაულები, ხოლო უნაგირზე მუზარადი. ზურაბმა არ მიაქცია მის ნათქვამს ყურადღება და გზა გააგრძელა. ქაჯმა გადაასწრო მას, შეიცვალა სახება და გაუმეორა ნათქვამი. განრისხებულმა ზურაბმა მიაფურთხა ქაჯს და უთხრა: ,,განვედ ჩემგან ღმერთისგან დაწყევლილო ავსულო და გააგრძელა გზა. ქაჯის მესამე ცდა წარმატე-ბული გამოდგა. ზურაბმა მოიხსნა მძივი და ჯიბეში ჩაიდო, უნაგირი კი მუზარადის ქვეშ შეინახა.
ზურაბმა მიაღწია როსტომის სანადირო ადგილს - ყარაის მინდვრებს, სადაც დილიდან საღამომდე ინადირა და იმდენი ცხოველი მოკლა, რომ მათი ძვლებისგან კარავი დადგა, რომელიც ყავარით გადა-ხურა. ამ ამბების შემტყობი როსტომი გაოგნდა და თავისთვის გაიფიქრა: ,,ასეთი გმირობები მეც კი იშვიათად ჩამიდენია". მეორე დილით როსტომი ადრიანად მივიდა ზურაბთან და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, მაგრამ როცა ვერ ნახა მისთვის ამოსაცნობი ნიშნები - მძივი და მუზარადი, ბრძოლაში გამოიწვია. ზურაბს არ უთქვამს უარი გამოწვევაზე და ძალიან მოკლე ხანში მათი ბრძოლისგან მტვრის ბოძი დადგა. მოსწია როსტომმა ზურაბი თავისკენ და მუხლებამდე ჩაფლო მიწაში. ზურაბმა მოსწია როსტომი თავისკენ და წელამდე ჩაფლო მიწაში, რის შემდეგ როსტომმა უთხრა ზურაბს: ,,მებრძოლთა წესია სამგზის შერკინება. დღეს გამიშვი. ხვალ და ზეგ კვლავ შევებრძოლოთ ერთმანეთს და ჩემი და-მარცხების შემთხვევაში, ისე მომექეცი როგორც გინდა. ზურაბმა გაათავისუფლა როსტომი. მეორე დღეს ბრძოლაში კვლავ დაამარცხა ზურაბმა როსტომი, რომელიც ძალიან დადარდიანდა. ვერც ერთმა დევმა ვერ მოახერხა მისი დამარცხება, აქ კი გამოჩნდა ჩვეულებრივი მოკვდავი, ლაწირაკი, რომელმაც ძალით და მოხერხებით აჯობა ბრძოლაში!..
როსტომის თავმოყვარეობა ძალიან შეილახა და გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა მოეკლა ზურაბი და ამ განზრახვით გაემგზავრა მჭედელთან, რომელსაც შეუკვეთა ორი ლახვარი. მესამე დღეს, ბრძოლის წინ როსტომმა ლახვრები ჩექმებში ჩაიდო.
ზურაბმა მესამე დღესაც დაამარცხა როსტომი, რომელმაც მას ლახვარი ჩასცა მუცელში. დაჭრილმა ზურაბმა დაუყვირა როსტომს: ,,არ შეგრჩება ჩემი სიკვდილი ავაზაკო, სადაც არ უნდა დაიმალო. კლდეებში რომ ჯიხვის სახება, ან მთებში, როგორი სხვა სახებაც არ უნდა მიიღო, ზღვაში კალმახის და დედამიწაზე თაგვის ყველგან გიპოვნის მამაჩემი როსტომი. თავზარი დასცა როსტომს ამ სიტყვებმა და იფიქრა საკუთარი შვილი ხომ არ მოვკალი? არ დაუჯერა ამ არასასურველ მოსაზრებას და მკაცრად ჰკითხა ზურაბს: ,,ლაწირაკო და მეძავის ნაბიჭვარო, ვინ არის მამაშენი?
-,,აქებენ გმირ როსტომს და ის არის მამაჩემი - უპასუხა ზურაბმა.
-სად არის შენი მძივი, ეშმის ქვა და მუზრადი?
როსტომი შვილს დასახმარებლად ეცა მაგრამ ამაო გამოდგა მისი ყველა ცდა. ზურაბმა გონება და-კარგა. მუხლებზე დაემხო როსტომი, შვილი ხელში აიყვანა და ღმერთს ლოცვა შეჰღაღადა: უფალო! ჩემი შვილი მოვკალი! ორმოში ჩავჯდები 12 წლით, არ დავინახავ მზის სხივს, გამიცოცხლე შვილი. როსტომმა სიტყვას საქმე მოაყოლა. ამოთხრა 12 საჟენის სიღრმის ორმო ჩავიდა იქ შვილის გვამთან ერთად და საჭმელ-სასმელის მიღების გარეშე ლოცულობდა.
ამასთან ერთად როსტომმა კეკევაზის ქვეშევრდომ დიაკვანს სთხოვა ზურაბისთვის უკვადვების წყა-ლი მოეტანა კეისრისგან. კეკევაზმა ვერ უთხრა უარი როსტომს, ტაშტში ჩაასხა მაცოცხლებელი სითხე. კეკევაზი შიშობდა, მამა-შვილს მისთვის სამეფო არ წაერთმიათ და დაიკვანს უთხრა, როცა მივიდოდა როსტომთან, უკან დაეხია ერთი ნაბიჯით და მიწაზე დაესხა მაცოცხლებელი წყალი.* დიაკვანი ასეც მოიქცა. როსტომი მიხვდა კეკევაზის ეშმაკობას და უთხრა დიაკვანს: ,,ორმოდან ამოსვლა თუ მოვახერხე, შენც გადაგიხდი სამაგიეროს და კეკევაზსაც, რომელსაც დაავიწყდა, მე რომ არ ვყოფილიყავი დიდი ხნის შეჭმული ეყოლებოდით დევებს და მხეცებს
როსტომი მას მერე ორმოში ცხოვრობს უკვე 10 წელია, გაეზარდა წვერი ფეხებამდე. ზურაბი მუხ-ლებზე უზის და მოხუცი ევედრება ღმერთს გააცოცხლოს მისი შვილი, მაგრამ ღმერთი არ ისმენს მის ვედრებას.
ორმოში ჯდომის დროს როსტომმა თავისი წვერისგან ნანავები შეკრა, ხელებზე დაახვია ზურაბს და ამ ორიგინალური სიმების თანხლებით, შემზარავად მოთქვამს როგორ მოკლა შვილი!...
უცნაურია! კეკევაზი შიშობდა, რომ როსტომი უშვილოდ არ მომკვდარიყო და ცდილობდა მის და-ქორწინებას, რათა მის შვილს შეეცვალა მამა და ამავე დროს, კკევაზი ცდილობს, არ გაცოცხლდეს ზურაბი, რათა არ წაართვას მას სამეფო!
36
ათ წელიწადში კეკევაზის სამეფოში ისე გამრავლდნენ დევები, მხეცები და ტახები, რომ სახლებში უვარდებოდნენ ხალხს და აკვნებიდან ბავშვებს იტაცებდნენ. შეწუხებულმა კეკვაზმა არ იცოდა რო-გორ მოევლო უბედურებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მასთან იყვნენ როსტომის ძმები - ჭკვიანი გივი და მახინჯი, უძლური გურგენი. გივი კეისრის თანაშემწე იყო და გონიერების მიუხედავად ვერ გმირობდა.
გივის ჰყავდა შვილი ბეჟანი, მაგრამ ყმაწვილკაცობის გამო ის ვერ გამოიჩენდა საკმარის გმირობას ბოროტებასთან ბრძოლაში. სხვა გზა არ იყო და კეკევაზმა სთხოვა გივის გაეგზავნა ბეჟანი დევების და მხეცების გასანადგურებლად. გივიმ, ძმას, გურგენს სთხოვა დახმარებოდა ბეჟანს გზების ჩვენება-ში, რადგან ბეჟანი პირველად მიდიოდა სალაშქროდ, გურგენს კი არ შეეძლო სხვა დახმარება ძმისწუ-ლისთვის. გურგენმა ვერ უთხრა უარი ძმას. ბეჟანმა მოიმზადა მშვილდი და ისრები, ზურგზე შეისვა გურგენი და გამეგზავრა. ველზე გასვლისთანავე დაინახეს ტახების დიდი ჯოგი. შეშინებული გურგენი ხეზე აძვრა, ბეჟანმა კი დაიწყო ველის გასუფთავება დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. საბოლოოდ რო-ცა გაანადგურა ტახები, გურგენი ჩამოვიდა ხიდან და მიეხმარა ძმისწულს ველური ცხოველებისგან ეშ-ვების დაგლეჯვაში. იმდენი ეშვი დაგროვდა ას ურემზე ვერ დაეტეოდა. ბეჟანმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა მაგრამ გურგენმა შეხედა და სთხოვა: ,,არ ჩამორჩები ბიძაშენს - როსტომს მამაცობაში და დიდი გმირი გახდები, მაგრამ თუ გინდა ყველას აჯობო რჩევას მოგცემ: ცოლად მოიყვანე ირანის კე-ისრის აფრასიონის ასული, მზეთუნახავი მარუჯანა. ამ რჩევით გურგენი ცდილობდა დაეღუპა ბეჟანი, რადგან, თურქები და ირანელები მოსისხლე მტრები არიან და ბრძოლაში მოკლავდნენ ბეჟანს და გურ-გენი მიითვისებდა ტახთა გამანადგურებლის დიდებას!..
ბეჟანმა არ იეჭვა ბიძის სიმუხთლე და უთხრა მიეტანა ეშვები კეკევაზისთვის და მოეყოლა მის მიერ ჩადენილ გმირობებზე. ამ თხოვნით გაისტუმრა ბიძა, თავად კი ირანის სამეფოსკენ გაემგზავრა. ამ შე-თავაზებით გახრებულმა გურგენმა მიუტანა ასი ურემი ეშვი კეკევაზს და უთხრა, რომ ეს ტახები თა-ვად გაანადგურა, ბეჟანი კი ტახების დანახვისთანავე გაიქცა და ერთმა ტახმა მოახერხა დასწეოდა მას და განეგმირა. დაამწუხრა კეკევაზი ბეჟანის სიკვდილმა, განცვიფრდა გურგენის გმირობით და პა-ტივში ჰყავდა თავისთან.
ბეჟანმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიაღწია აფრასიონის სამეფოს, სადაც ერთ-ერთ კოშკში ცხოვ-რობდა კეისრის ქალიშვილი მარუჯანა. ბეჟანი მივიდა კოშკთან, რომლიდანაც გამოიხედა მარუჯანამ. ახალგაზრდებმა შეხედეს თუ არა ერთმანეთს, მაშინვე სიყვარულის ალით აღიგზნენ პირველი სიყვა-რულით გატაცებულმა მარუჯანამ მოსამსახურე ქალს სთხოვა მოეწვია ახალგაზრდა მოგზაური. მთე-ლი დღე დადიოდა ბეჟანი კოშკის ირგვლივ და საღამოს მოსამსახურე ქალმა ის მარუჯანას კოშკში შე-იყვანა. მარუჯანა და ბეჟანი ჩაეხუტნენ ერთმანეთს, თავდავიწყებულ ალერსს მიეცნენ დილამდე
მეორე დილით, ქალიშვილის ამ საქცილის შემტყობმა აფრასიონმა ჯართან ერტად ალყა შემოარტყა კოშკს. ბეჟანი გამოვიდა კოშკიდან შეებრძოლა აფრასიონს ლაშქარს და სანახევროდ გაანადგურა. ვე-ზირებმა ურჩიეს კეისარს მიეცა ბეჟანისთვის მარუჯანასთან ქორწინების ნება და მერე რაიმე ეშმაკო-ბით მოეკლა სიძე.
აფრასიონმა დაუჯერა ვეზირთა რჩევას. გახარებულმა მარუჯანამ და ბეჟანმა იქორწინეს და როცა ახალშეუღლებულებს ჩაეძინათ. ბეჟანი რკინის ჯაჭვებით მიაჭედეს კედელზე. ბეჟანმა ჯაჭვები გაღვი-ძებისთანევ გაწყვიტა, როგორც სუსტი თოკები!
კეისარი და მისი ამალა განაცვიფრა ბეჟანის ძალამ, დიდხანს იფიქრეს და გადაწყვიტეს, თვით მის-გან გაეგოთ, როგორ შეიძლებოდა ბეჟანი ჰყოლოდათ მიჯაჭვული. ამისთვის ერთი მსახური ქალი მიუ-ჩინეს, რომელსაც ბეჟანმა უთხრა, რომ მისი მიჯაჭვა მხოლოდ მისი მშვილდით არის შესაძლებელი. მსახურმა ქალმა ეს საიდუმლო აფრასიონს აცნობა და მძინარე ბეჟანს მისივე მშვილდით შეუკრეს ხე-ლები ზურგს უკან. გაღვიძებულმა ბეჟანმა დაინახა, მისი მდგომარეობით გახარებული აფრასიონი და მისი ამალა, რომლებიც დასცინოდნენ ბეჟანს და უთხრა მათ:
ვისურვებდი ხელის თავისუფლებას,
ხელში - საცემ იარაღს,
შევარდნას ირანელთა ხროვაში
მე, ადამიანი, რომელსაც დასცინეს.
ბეჟანს უპასუხა აფრასიონმა:
შეხედეთ ამ უგნურსა და ბრიყვს
ჩემს ხელთაა, მაგრამ,
გვემუქრება და დაგვცინის!
აფრასიონს უნდოდა ბეჟანის სიკვდილი, მაგრამ მისმა ერთმა ვეზირმა - თურქმა შევლოხმა, რომე-ლიც იცნობდა როსტომს და მის ძმებს, კეისარს ურჩია არ მოეკლა გმირი ბეჟანი. ჩაესვა ორმოში და დაევალდებულებინა თავისი ასული მარუჯანა, ეზრუნა ტყვისთვის საკვების მოპოვებაზე. აფრასიონმა დაუჯერა რჩევას და ბრძანა ქალაქ ნართიში ამოეთხრათ ორმო, რომელშიც ჩასვამდნენ ბეჟანს და ორ-მოს ქვით დახურავდნენ
დიდი დრო გავიდა. დევები კვალავ გამრავლდნენ კეკევაზის სამფლობელოში. კეკევაზმა მოიწვია ჩვენთვის უკვე ცნობილი დიაკვანი, უბრძანა წასულიყო როსტომთან და მოეხერხებინა მისი ამოყვანა
37
ორმოდან. დიაკვანი მივიდა ორმოსთან, რომელშიც იჯდა როსტომი, დადგა იმ ქვაზე, რომელიც ფა-რავდა ორმოს, ფეხების ბრახუნი დაიწყო და დაუყვირა როსტომს: ,,ბებერო დროზე ამოდი ორმოდან, თორემ გადაგვჭამეს დევებმა და მხეცებმა. შეურაცხყოფილმა როსტომმა მის მუხლებზე მჯდომი ცოცხალ-მკვდარი ზურაბი მიწაზე ჩამოსვა, რომელმაც მაშინვე განუტევა სული. როსტომი ორმოდან ამოძვრა და დაიკვანს უთხრა მისთვის გასაპარსად სამართებელი მოეტანა და ტყვიით სავსე ხურჯი-ნით დატვირთული ვირი მოეყვანა.
როსტომის დავალების შესრულებისთანავე, მან უთხრა დიაკვანს ვირის ქვეშ დაწოლილიყო. დიაკვან-მა მოხუცის ეს უცნაური მოთხოვნაც შეასრულა. როსტომმა აიღო თავისი ხმალი და თქვა: ,,მართალი თუ ვარ დაიკვანთან, გაჰკვეთოს შუაში ჩემმა ხმალმა დიაკვანიც და ვირიც, თუ არადა არ მოხდეს ეს! მოიქნია როსტომმა ხმალი, რომელმაც გაჰკვეთა დიაკვანიც ვირიც და მიწაშიც ჩაარჭო ხმალი 12 სა-ჟენზე.
,,ეს შენ იმისთვის, რომ შენი წყალობით მეორედ მოვკალი ჩემი ზურაბი. - მიმართა დიაკვანს. შემ-დეგ როსტომი გაემგზავრა კეისარ კეკევაზთან. კეკევაზი მას თავის ორივე შვილთან ერთად დახვდა. როსტომმა კეკევაზის ორივე შვილს მამის თვალწინ გაუტეხა თავები.
-,,ეს იმისთვის გავაკეთე - გაბრაზებით უთხრა როსტომმა კეკევაზს, რომ შენც იგრძნო შვილის სიკვ-დილით გამოწვეული ბედნიერება!.. როსტომს ჰქონდა საგვარეულო იშვიათი ნივთი - წიგნი ,,ჟამნი წუ-თისოფლისა. ამ წიგნის გადაშლისას ხედავდნენ ყველაფერს რაც ხდებოდა დედამიწაზე. როსტომმა ჩაიხედა წიგნში და დაინახა თავის ძმისწული ბეჟანი, რომელიც იჯდა ღრმა ორმოში ქალაქ ნართისთან ახლოს. დამწუხრდა და განიზრახა მისი გათავისუფლება. ამ მიზნით 6 კატარღა ჩადგა ზღვაში, თითო-ეულში ჩასვა 12 გმირი და გაემგზავრა ქალაქ ნართში. აქ მას დახვდა ბეჟანის ცოლი, რომლმაც ქმარს უთხრა, რომ მისი მსგავსი მოგზაური ნახა. ბეჟანმა ცოლს სთხოვა მგზავრისთვის გამოერთმია რამე ნიშანი. როსტომი თუ დარწმუნდებოდა რომ ის ნამდვილად ბეჟანის ცოლი იყო, გაუგზავნიდა ძმის-შვილს ბეჭედს თავისი შუა თითიდან, წერილს და ერთ ქათამს.
მიღებული წერილიდან ბეჟანმა შეიტყო, რომ ბიძამისი როსტომი საღამოს მივიდოდა 12 გმირთან ერთად მის გასათავისუფლებლად. იმ ორმოს საჩვენებლად, რომელშიც ბეჟანი იჯდა, მისმა ცოლმა როსტომის თხოვნით ორმოს ირგვლივ მანიშნებელი კოცონები დაანთო. დანიშნულ დროს მივიდა როს-ტომი 12 გმირთან ერთად, რომლებმაც უშედეგოდ სცადეს ორმოზე დაფარებული ქვის აწევა. ღოს-ტომმა ერთი ხელით ასწია ქვა და ისეთი ძალით ესროლა აფრასიონის კოშკს, რომ გუმბათი მოაგლიჯა და კლდეს მიანარცხა. რიკოშეტით უკან გადმოვარდნილმა ქვამ ქალაქ ნართის შუაგული მიწასთან გა-ასწორა. როსტომმა გაათავისუფლა ბეჟანი და ისინი შინისაკენ გაემართნენ. აფრასიონი ჯარით და-ედევნა დევნილებს და როცა დაეწია დაუყვირა: ,,დამნებდით, თორემ გაგანადგურებთ! როსტომი არ იყო მშიშარა. თანამგზავრებს შესთავაზა გაეგრძელებინათ გზა თვითონ კი უზარმაზარი ნაძვი ისე ამო-იღო მიწიდან, თითქოს პატარა ჯოხი იყო. ხელი დაუსვა ფესვებიდან კენწერომდე, მოაცილა ტოტები და ესროლა ცხენზე მჯდომ აფრასიონს. ნაძვმა მიწაზე დასცა მხედარი და მისი ჩოხის კალთები ქვეშ მოიყოლა. ჯარი ხეს მიესია კეისრის გასათავისუფლებლად, როსტომი და მისი თანამგზავრები კი წა-ვიდნენ შორს.
დიდი ვაი-ვაგლახით გათავისუფლდა აფრასიონი და დაბრუნდა სახლში წარუმატებელი ლაშქრობი-დან. გმირებმა გააგრძელეს გზა და ბეჟანმა ძია როსტომს გაუმხილა სურვილი მოეკლა ძია გურგენი, რადგან მგზავრობის შემდეგ მისი წყალობით მოხვდა ირანელთა ტყვეობაში. როსტომმა ურჩია არ მო-ეკლა მისი ძმა. დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ გმირები კეისარ კეკევაზთან მივიდნენ. ნახეს ღრმად მობერებულები გივი და გურგენი, რომლებსაც საბოლოოდ გამოემშვიდობნენ და დაბრუნდნენ ყარაის ველზე, სადაც საბოლოოდ დასახლდნენ. როსტომიც ძალიან მოხუცდა და კარვიდან არ გადიოდა არც დღისით, არც ღამით. როსტომის დაძაბუნების ამბავი შეიტყვეს დევებმა, მივიდნენ კარავთან და საბრ-ძოლველად გამოიწვიეს. როსტომი დაღონდა, იმის გამო რომ დევებმა გაბედეს მის კარავთან მიახლო-ება და უფრო მეტიც მისი საბრძოლველად გამოწვევა, მაგრამ გამოწვევაზე უარის თქმა უფრო სამარ-ცხვინო იყო. შეებრძოლა დევს და ვაი, სირცხვილო! - დამარცხდა! სთხოვა დევს კიდევ ერთხელ შერკი-ნებოდა მეორე დღეს და თუ დაამარცხებდა ისე მოქცეოდა, როგორც მოესურვებოდა. დევი დათანახმდა ამ შეთავაზებას. იმავე საღამოს ნადირობიდან დაბრუნებულ ბეჟანს როსტომმა მოუყვა მომხდარის შესახებ და სთხოვა მეორე დღეს არ წასულიყო სანადიროდ და მის ნაცვლად შებრძოლებო-და დევს. ბეჟანი დათანხმდა. მეორე დღეს ბიძის ტანისამოსი ჩაიცვა, შეებრძოლა დევს და დაამარცხა. დევი ყურადღებით დააკვირდა ბეჟანს და უთხრა: ,,ვფიქრობ, შენ როსტომი არ ხარ, რაზეც როსტომმა უპასუხა: ,,ჩვენ ასეთი ჯიში გვაქვს ერთ დღეს მოხუცები ვართ, მეორე დღეს ვახალგაზრდავდებით, გუშინ ჩამომხმარი მოხუცი ვიყავი, დღეს კი როგორც ხედავ ახალგაზრდა ვარ. ბრიყვმა დევმა დაიჯე-რა ეს ზღაპარი და წავიდა. ამ ამბების შემდეგ როსტომი აღარვის ებრძვის და მშვიდობიანად ცხოვ-რობს თავის ძმისშვილთან ბეჟანთან ერთად.წ
38
XI. ადათები და ცრურწმენები.
შობის წინა დღეს, ვახშმობის შემდეგ, ყველა ოჯახში ბიჭს აცმევენ გოგონას ტანსაცმელს, სვამენ კე-რიის უკან, დგამენ მის წინ რძით სავსე ქოთანს და აძლევენ საჭმელად ყველს. ამ ადათს სვანეთში ჰქვია - ,,თუნუ გოშგინ ლისღვრე - ,,ქოთნის უკან ჯდომა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ადათს უწინ, დღეს ხალხმაც არ იცის და იმეორებენ ძველი ჩვეულების თანახმად.
______________
ჭურჭელში, რომელშიც ნათლობის დროს მღვდელი (ადრე-,,უხუცესები) აკურთხებს წყალს, დებენ კა-კალს, რომელზეც ძაფით მიბმულია სადგისი. გაზაფხულზე, ხვნის დაწყების წინა ღამეს, ამ კაკალს სადგისიანად მიწაში არჭობდნენ. მეორე დღეს სადგისი მიჰქონდათ სახლში, კაკალი რჩებოდა ხნულში. ხალხის რწმენით ამ საშუალებით იცავენ ნათესებს მინდვრის თაგვების და მავნე მწერებისგან.
______________
ნათლობის დღეს, ნაკურთხ წყალს ასხამენ ცომს, რომლისგანაც აცხობენ შვიდ პატარა კვერს - ,,კირა-კადოლი. კვერებს აგებენ თოკზე და კიდებენ საკლავ ოთახში. დიდი მარხვის დროს, ყოველ კვირა დღეს დილით, ოჯახის უფროსი ხსნის თოკიდან ერთ კვერს, კერიაზე დაფარებულ სუფრაზე სამ-ჯერ აგდებს და ამბობს: ,,ამუვ ამ მქღედელი ართა-ქვათა ლინჩალ- ასე გაიხსნას დიდი მარხვა. ოჯა-ხის წევრები თანაბრად იყოფენ კვერს და ჭამენ. კვერი მარცხენა ხელში უჭირავთ და თავზე გადატა-რებით მარჯვენა მხრიდან მიაქვთ პირთან. ეს პროცედურა მეორდება დანარჩენ ხუთ კვერთან მიმარ-თებაში, მეშვიდე კვერს კი აბამენ იმ კალათზე, რომლითაც გააქვთ ხორბალი დასათესად და თესვის დროს, პურს ურევენ წვრილად დაფქულ დასათეს ხორბალში თესლის გასუფთავების და განწმენდის მიზნით.
______________
ნათლისღების დღეს ნაკურთხ წყალს ასხამენ ნაცარს, რომელსაც მთელი წელი ინახავენ და იყენებენ იმ დროს, როგორც ყველა, სახლის ან საკვების კურთხევისას. ამ ნაზავს სვანები ეძახიან ,,ივურდანი - იორდანე.
______________
უძღების კვირის წინა პარასკევს, ოჯახში ერთი ბიჭი დგება გამთენიისას, სახლს სამჯერ უვლის და ხმამაღლა ყვრის: ,,არინ-ყარინი! პირდაღებული იყოს მგელი ოსების ფარაში, წლიური მოსავალი უშ-გულში! ფურთხი და ცხამი (შხამიანი ბალახი) სხვა ქვეყნებში ბიჭის სახლში დაბრუნებისთანვე დია-სახლისი ჭვარტლს აცილებს ჭერიდან, აგროვებს ქერის ჩალასთან ერთად ოჯახის თითო სულზე თითო კონას და სოფლის მიერ დადგენილ ადგილზე მიაქვს. იქ წვავს ჭვავს, აყრის ჭვარტლს და წარმოს-თქვამს: ასე დაიწვას ჩვენი სახლის არაკეთილმოსურნე!
______________
უძღების კვირის შაბათს, ყველა ოჯახში წესად აქვთ, კედლებზე ფქვილისგან სხვადასხვა ცხოვე-ლების - კამეჩების, ძროხების, თხების, ბატკნების, ცხენების გამოსახულების გამოყვანა. სვანების რწმენით ეს რიტუალი საქონლის გამრავლებას უწყობს ხელს. ამავე დღეს აცხობენ ხაჭაპურს, რომლის ცომში წინასარ აკეთებენ ხვრელებს. ზეთის ცხებაზე ეს ხაჭაპური იჭრება ოთხად და შემდეგ ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით პატარა ნაჭრებად. ხალხის რწმენით თითოეულ მათგანს იმდენი სუ-ლი საქონელი ეყოლება იმ წელს. რამდენი ხვრელიც არის მის ნაჭერზე.
_______________
ზეთის ცხების წინ, კვ
სვანური ჩანაწერები 3
XIII. დ ე მ ო ნ ო ლ ო გ ი ა
,,საშშარი* (ოჩოპინტრე). სვანურად ტყის კაცს, ოჩოპინტრეს საშშარი ანუ საშიშარი ჰქვია. ხალხის რწმენით ისინი სოფლის შემოგარენში ჩნდებიან საშობაო მარხვის დაწყებამდე ორი კვირით ადრე და წმიდა ბარბარეს დღესასწაულამდე ანუ 4 დეკემბრამდე (ძვ. სტ. მთარგმნელის შენიშვნა) რჩებიან. საშ-შარები ტანით ცხრა წლის ბავშვის ზომისანი არიან და უმეტესად მდინარეების ნაპირებთან და წყარო-ებთან ბინადრობენ. სახე ადამიანისა აქვთ, იმოსებიან ტანისამოსით და ლაპარაკობენ. შემხვედრს ყოველთვის სახელით მიმართავენ; ენახვებიან მხოლოდ მარტოსულ მოგზაურს ან მონადირეს, შე-იპყრობენ, ამოსდებენ აღვირს, ატარებენ ცაში და მიწაზე. ბოლოს მიჰყავთ იმ ადგილას, საიდანაც წა-მოიყვანეს და უშვებენ აღვირახსნილებს. ზოგიერთებს ფეხებს ქუსლებით წინუკრავენ, მაგრამ საბო-ლოოდ არ ღუპავენ. საშშარები აწყობენ ფერხულებს, უყვართ კალმახის დაჭერა, ნადირობენ ჯიხვებზე და ტკბებიან მათი ხორცის მირთმევით.
,,პაჟვი ** (დამალული) - ცოცხალი არსებაა ადამიანის სახით, ცხვირის გარდა; სხეული ისეთი მსუ-
ბუქი აქვს, თითქოს ჩიტის ბუმბულისგან იყოს გაკეთებული. პაჟვი მძინარეს ედება მკერდით მკერდზე, სახით სახეზე, ხელებით ხელებზე და ა.შ. მძინარე ამ დროს გაგუდვამდე ითენთება და უძლურია წინააღმდეგობა გაუწიოს პაჟვს. მძინარემ თუ მოახერხა პაჟვის შეპყრობა და ცეცხლთან მიყვანა პაჟვი ქრება.
სვანეთში საშშარი იგივეა, რაც იმერეთში ჭინკა, საქართველოში - ტყის კაცი, ალქაჯი.
** სრულიად საქართველოში მაჯალაჯუნას ეძახიან.
43
ქხალი*** - აირის (გაზის) მაგვარი უხილავი არსებაა, რომლის ყოფნის გამოცნობა შეიძლება მისთვის მახასიათებელი სპეციფიკური სუნით. აქვს ბროლის ფეხები, ბინადრობს მთებში და მდინარეების ნაპი-რებზე. ქხალი თავს თუ დაესხა ადამიანს, მას ეწყება მთქნარება, თავის ტკივილი, ღებინება და ზოგადად ძალიან ცუდად გრძნობს თავს. ქხალის წინააღმდეგ ბრძოლისსაშუალება - შეთქმულებაა, განსაკუთრებული ლოცვების ჩურჩული.
XIV. მ ო ნ ა დ ი რ ე ე ბ ი დ ა ნ ა დ ი რ ო ბ ა
1.ნადირობის მფარველები და მისი ადათები სვანეთში.
სვანების რწმენით, ნადირობის ნიჭის და ვნების გადაცემა შთამომავლობით ხდება. მამა ღმერთის გარდა ნადირობის მფარველებად ითვლებიან წმიდა გიორგი, ქალღმერთი დალი (მთის ქალი, თოჯინა), აბსასდი, ,,სვიმ-ბერ-მოძღვარი და ელი. ინებებს წმიდა გიორგი მონადირისათვის წყალობას არჩვებზე და ჯიხვებზე სანადიროდ? წმიდა გიორგის უახლოეს თანაშემწედ ითვლება დალი (კოჯა დალი), რო-მელიც მაღალი მთის კლდეებში ცხოვრობს. ის ზოგჯერ ეჩვენება ბედნიერ მონადირეს და ამ დროს მო-ნადირის წარმატება გარანტირებულია. მონადირემ, რომელმაც ნახა დალი, არავის არ უნდა უამბოს ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განრისხებული ქალღმერთი, მას კლდიდან გადააგდებს. წმიდა გიორგის მიერ დალის ავალია ცოცხალი და მოკლული ჯიხვების და შურთხების რაოდენობის თვლა. მისთვის საყვარელი არჩვის და ჯიხვის მოკვლის უფლებას დალი არ მისცემს მონადირეს. ერთი სვა-ნური, ხალხური სიმღერის მიხედვით დალი ზოგჯერ აცდუნებს მონადირეს და მასთან სარეცელს იყოფს.
სვანეთში დალიზე ასეთი ლეგენდა არსებობს: ნამშობიარევი დალი კლდის წვერზე იწვა, საიდანაც მას ჩვილი გადაუვარდა, რომელიც მგელმა გაიტაცა. მტაცებელს მონადირე გაეკიდა, მოკლა და ჩვილი იმ კლდის ძირთან, მიიყვანა, სადაც დალი იყო. გახარებულმა დედამ მონადირეს შესთავაზა ან სარეცელის გაყოფა, ან არჩვების და ჯიხვების გარკვეული რაოდენობის მოკვლის უფლება ყოველწლიურად. მონა-დირემ მეორე შეთავაზება აირჩია. დალიმ კლდეზე ჩაუშვა გრძელი ნაწნავი და ბავშვი ამოიყვანა. მალე მონადირემ განარისხა დალი, რადგან არ დაკმაყოფილდა ცხოველების განადგურების ნებადართული რაოდენობით და ქალღმერთის საყვარელი ჯიხვების ფარების განადგურება დაიწყო. ამისთვის, დალიმ მონადირე კლდიდან გადაჩეხა, მის შთამომავლობას კი ნადირობა აუკრძალა.
მთების კიდევ ერთ ღმერთს - აბსასდს, დალიზე ნაკლები უფლებები აქვს არჩვებზე და ჯიხვებზე, სამაგიეროდ ფრინველთა მფარველად ითვლება.
ნადირობის მფარველებს სვიმ-ბერ-მოძღვარს და ელს, სვანების რწმენით ფრინველებსა და ცხოვე-ლებზე განსაკუთრებული უფლებები არ აქვთ.
მონადირემ თავი უნდა აარიდოს სიძვის ცოდვას და ისეთ სახლში მოხვედრას, სადაც ცხოვრობს მშობიარე ან დიაცი ქალთა წესის დროს. ამ უკანასკნელთ ციკლის დროს ნანადირევის მირთმევა ეკრ-ძალებათ.
ნანადირევის ძვლები მონადირემ საკუთარ სახლში უნდა შეაგროვოს და თუ იმდენი მოგროვდება, რომ სახლში არ დაეტევა მაშინ გადაყაროს მდინარეში. ნანადირევის ნაწილის ძვლები, რომლებსაც მო-ნადირე ძღვენის სახით მიართმევს ამხანაგებს და უცხოებს, მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მონადირეს.
ნანადირევის ხორცს და ძვლებს არ უნდა გააკარონ ღორები, ცხვრები და ქათმები.
XIX საუკუნემდე არჩვის და ჯიხვის რქების შეწირვა ეკლესიისთვის ხდებოდა. მრეწველობის განვითა-რებამ ეს ადათი შეცვლა, მონადირეები რქებს ყიდიან.
ნანადირევს მონადირე, მისი ამხანაგები და თანამგზავრები ასე იყოფენ: მოკლული ცხოველის ან ფრინველის თავი, კისერი და ტყავი ეკუთვნის მონადირეს, რომელმაც მოკლა ფრინველი ან ცხოველი,
დანარჩენი თანაბრად ნაწილდება ყველა მონადირეზე. ნანადირევი სოფელში მიაქვთ ღამით, რომ არა-ვინ გათვალოს მონადირეები.
2. ჯიხვები და მათზე ნადირობა. ჯიხვები კავკასიის მთავარი ქედის მთელ სიგრძეზე ბინადრობენ. ზრდასრული ხვადი სიგრძეში 7-8 ფუტია. ხვადი ბევრად დიდია ძუ ჯიხვზე ტანითაც და რქებითაც. ჯიხვს კუდი და წვერი თხასავით მოკლე აქვს, ყურები თავთან შედარებით პატარა, ყბები - გრძელი, თვალები - დიდი, კისერი - სქელი და მოკლე, მკერდი ფართო და ძლიერი, უკან გადაგდებული რქები 1/2 - 3/4 არშინამდე (1 არშინი - 71,12 სმ.- მთარგმნელის შენიშვნა) სქელი, რქოვანი ნაკეცებით, ან რგოლებით.
***საქართველოში ცნობილია ალის სახელით. ალის თმებით დაჭერას ვინც მოახერხებს, მთელი ცხოვ-რება მსახურად და ლაქიად ეყოლება ალი
44
ჯიხვების რქების ზომა უშგულის თემში გრძელია, იფარის და გულახის თემების სანადირო ადგილებ-ში - სქელი და მოკლე. ჯიხვის ჩლიქები გაორებული და ელასტიურია, რაც მათ ციცაბო კლდეებზე სიარულის და დგომის საშუალებას აძლევს.
ჯიხვს მოკლე, ხშირი და უხეში ბეწვი აქვს, რომელიც გაზაფხულზე ჩალისფერია, ზაფხულობით - წაბლისფერი, შემოდგომაზე მუქდება და ზამთარში მონაცრისფროა. ჯიხვის ხორცი ძალიან ქონიანი და გემრიელია. ჯიხვს ნეკნებზე ოთხი თითის დადების სისქის ქონი აქვს და ერთი ჯიხვიდან ერთ ფუთამ-დე ქონის მიღება შეიძლება.
ჯიხვის მაკეობა ნოემბრიდან ივნისამდე გრძელდება და ძუ შობს ერთ ან იშვიათად ორ ბოჩიკს. სხვადსხვა ასაკის ჯიხვებს სვანები სხვადსხვა სახელებს ეძახიან. ზრდასრულ ხვადს ჰქვია კვიცრა,
ხიან დიკვიცრას, ან დაფიულ-კვიცრას. ჯიხვებს ადამიანებისთვის მიუვალ ადგილებში ბინადრობა უყვართ. არიან ძალიან სწრაფები, მოხერხებულები და საზრიანები. დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნისას ყოველთვის ახერხებენ რქებით დაცემას. რქების სიმყარის და კისრის ძალის წყალობით ეს ვარდნა არავითარ ზიანს არ აყენებს მათ. ჯიხვი ძალიან ძლიერი და ამტანია. თუ ტყვია თავში ან გულში არ მოხვდა არ კვდება. ჯიხვის საკვები ხავსი და ბალახეულობაა. ზამთრობით ჯიხვები გამოქვაბულებში ბინადრობენ, სადაც მონადირეთა მტკიცებით, ზაფხულში და შემოდგომაზე მთის ინდაურს ანუ შურთხს დიდი რაოდენობით ბალახი მიაქვს. ამ მარაგით ჯიხვები იკვებებიან, შურთხები - მათი ფეკა-ლიებით.
ჯიხვები დღისით კლდეებზე წვანან და იცოხნებიან. საძოვარზე გადიან გამთენიისას და საღამოს. სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ საძოვრისკენ. გზაში სჭამენ ბალახს, ფოთლებს, ხავსს, ბუჩქების ტოტებს. ხეობაში, დაბლობზე ჩასვლისას სვამენ მლაშე წყალს და იმავე გზით ბრუნდებიან მწვერვალზე. ჯიხვი ძალიან ფრთხილი და ფხიზელი ცხოველია, ადამიანს სუნით გრძნობს. მონადირეებმა იციან ჯიხვის ეს თვისება და საძოვარზე ან წყალთან უსაფრდებიან ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ. ჯიხვები დადიან მარტო ან წყვილად, მაგრამ უყვართ ცხოვრება მცირე ფარებად ათიდან ას თავამდე. ფარაში ათ სულზე ნაკლები ჯიხვის ყოფნის შემთხვევაში, ფარას აუცილებლად ერთი გუშაგი დარაჯობს. თრა-პეზისას გუშაგი მოუსვენრად გადარბის ერთი მთიდან მეორეზე, დარბის ფარის ირგვლივ, აკვირდება მას, ღელავს, შფოთავს. მცირე საშიშროების შემთხვევაში ანიშნებს ამხანაგებს და ფარა გარბის. ამი-ტომ მონადირე ყოველთვის ცდილობს პირველ რიგში გუშაგი მოკლას, ხოლო შემდეგ სხვები დამ-ფრთხალი და შეშინებული ფარიდან, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბიან. გაქცევისას ჯიხ-ვები რქებს უკან იგდებენ, სასოწარკვეთილი ნაბიჯებით მიხტიან შიშველი და დაკბილული კლდიდან კლდეზე.
ჯიხვებზე მთელი წელი ნადირობენ, მაგრამ უპირატესად შემოდგომაზე. ზამთარში ნადირობა წარ-მატებულია დიდთოვლობისას. ამ დროს მონადირეები თანასოფლელებთან ერთად ძაღლებით მიდიან ჯიხვებზე სანადიროდ. ძაღლიანები ხეობაში ჩერდებიან. მონადირეები აფრთხობენ ფარას და გამოქვა-ბულიდან ერეკებიან ამხანაგებისკენ. შეშინებული ჯიხვები გარბიან, გათანგულები ეცემიან თოვლში. აქ იწყება მათი დევნა სროლის გარეშე. ძაღლებისგან შეშინებულ, საბრალო ჯიხვებს დანებით კლავენ.
ჯიხვის ტყავისგან აკეთებენ ქურთუკებს, რომელიც 4-6 რუბლი ღირს. ბოლო დროს ჯიხვების რაოდენობა ძალიან შემცირდა., მათი მუდმივი ხოცვის გამო მთელი წლის განმავლობაში. 1882 წელს სვანეთში ორასზე მეტი ჯიხვი მოკლეს.
3. შურთხი (მთის ინდაური) სვანეთში. თავისუფალ და დადიანის სვანეთში შურთხს ეძახიან ქაჯა-ყა-ტალას (კლდის ქათამი) და მუქღელს (მყვირალა). თავადურ სვანეთში - ჟვანს, ზემო რაჭაში - ჯიხვის ინდოურს. შურთხები კავკასიის მიუწვდომელ მთებში ბინადრობენ, ხშირად ჯიხვებთან ერთად. შურთ-ხები ქათმებზე დიდები არიან. მამალს მოთეთრო-მონაცრისფრო ბუმბული აქვს, დედალს - ღია-ფერ-ფლისფერი. შურთხს დიდი თავი აქვს, მოკლე, ოდნავ მოხრილი ნისკარტი და დიდი თვალები. შურთ-ხები კრიახებენ სტვენით, დიდ მანძილებზე სწრაფად დაფრინავენ, ისე თითქოს ფრთებს არ ამოძრავე-ბენ. დარბიან ისე სწრაფად, რომ მათი დაჭერა შეუძლებელია გაჭენებული ცხენითაც კი. ბუდობენ კლდეებში. არ დებენ ათ კვერცხზე მეტს, რომლებსაც ჭორფლივით ლაქები აქვთ. ბარტყებს დედალი და მამალი ერთად კვებავენ. შურთხების საკვები ბალახი, ქვები და ქვიშაა. შურთხები ძალიან ძლიერე-ბი არიან, იკბინებიან ისე, რომ ერთ კაცს ორი შურთხის დაჭერა გაუჭირდება. ზამთრობით ჯიხვებ-თან ერთად სახლობენ გამოქვაბულებში და მათი ფეკალიებით იკვებებიან.
სვანეთში შურთხებს ზაფხულობით ხაფანგით იჭერენ, მაგრამ ტყვეობაში ისინი არფერს ჭამენ და კვდებიან. შურთხის ხორცი მოთეთრო და ძალიან გემრიელია.
XV. დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული ადათები და ცრურწმენები
ახალ წელს სვანურად ჰქვია ,,ზამხა, სიტყვებიდან ,,ზა - წელი და ,,მახე - ახალი. დადიანის სვა-ნეთში ახალ წელს ჰქვია ,,ქანდა ახალი წლის წინა საღამოს, ვახშმობის წინ ყველა ოჯახში ამზადებენ ერთი თვით ადრე, გამოსაშრობად ჭერში ჩამოკიდებული ჯოხებისგან ბურბუშელის კონას. კონას დე-ბენ კერიასთან და ახალი წლის დილას, ამ კონით ანთებენ პირველ ცეცხლს. ახალი წლის წინა საღა-მოდან ყველა დარაბაისლურად იქცევა, არავინ ამბობს ცუდ სიტყვას, რადგან სვანების რწმენით, უკვე
45
დადგა ახალი წელი და სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია. ვახშმის შემდეგ ოჯახის წევრებიდან ერთი მიდის სოფლის უკაცრიელ სახლში, სადაც იკრიბებიან სოფლის ყველა ოჯახიდან წამოსულები. სახლი-დან ასე გასულს ეძახიან - ,,ქამე მუჯშხა (განდეგილ მადიდებელს), ანუ ადამიანს, რომელიც გარედან მოდის ახალი წლის მოსალოცად. განდეგილი მადიდებლის გარდა, ყველა ოჯახში არიან შინაური მადი-დებლები - ისგაა მუჯშხა. ისინი რჩებიან სახლში. ვალდებულნი არიან მეორე დღეს (ახალ წელს) სხვებზე ადრე ადგნენ საწოლიდან, ნახშირზე დადონ კერიასთან დატოვებული ბურბუშელის კონა და ამის შემდეგ წავიდნენ მდინარეზე. ერთ მათაგანს მიაქვს ,,ოხარი - ხის ჭურჭელი წყლისთვის*, ხოლო
მეორეს - პატარა კალათი, რომელშიც ჩალაგებულია ,,უშდბაალი - ოჯახის თითო წევრზე თითო ხაჭაპური.
მდინარეზე მისულები ღმერთს სთხოვენ პურის კურთხევას, ავსებენ ,,ოხარს წყლით და სთხოვენ ღმერთს წყალობას იყვნენ სახლისთვის ბედნიერების მომტანები. სტუმრები ამ დღეს უპირატესად არი-ან ნათესავები: გათხოვილი ქალიშვილები თავიანთ ოჯახებთან ერთად, ადამიანები ვინც მათ მამული მიჰყიდა. ყველა სტუმარს ჩუქნიან ერთიდან ოც რუბლამდე ღირებულების ნივთებს ან საქონელს. აქვე ერთი ადათიც უნდა ვახსენოთ. ახალი წლის წინა დღეს, ოჯახის რომელიმე წევრი აკეთებს არყის ხისგან ერთი არშინის სიგრძის ძელებს და სახლის კარის ორივე მხარეს აწყობს. ამ ნამსხვრევებს ჰქვია ,,ნათე; ახალი წლის მეორე დღეს მომსვლელი ყველა სტუმარი ვალდებულია აიღოს ერთი ,,ნათე და შეიტანოს სახლში. ,,ნათეს ჯერ დებენ კერიის კედელთან, ხოლო შემდეგ არჭობენ ჭერში.
2. საშობაო სამზადისი და შობა. შობის წინა დღეს სვანები ეძახიან ,,შაბს, თავად შობას - ,,ქრის-დეეშს, რაც ქრისტეს შობას ნიშნავს.
შობის წინა დღეს, ყველა სოფელში, მორიგეობით წინასწარ არჩეული რამდენიმე მცხოვრები ვალდე-ბულია გაუმასპინძლდეს თანასოფლელებს სამარხვო სადილით და ვახშამით, შობის დღეს კი მოკრძა-ლებული სადილით. დანიშნულ დროს სოფლის მცხოვრებნი დილაადრიან, დაუპატიჟებლად დიდ ჯგუ-ფად მიდიან სტუმრად გამმასპინძლებელთან, რომელსაც წილად ხვდა ეს დიდი პატივი.
სუფრასთან პირველი ადგილს იკავებს ოჯახის უფროსი, მის გვერდით ჯდება სოფლის ყველაზე უხუ-ცესი მცხოვრები და მის შემდეგ სხვა მამაკაცები ასაკის მიხედვით. ქალები სხდებიან ცალკე, ოთახის მეორე მხარეს, ასევე ასაკობრივი ზრდადობით. სტუმართა ყველა რიგის წინ დგას გრძელი სკამები. მასპინძლის მიერ არჩეული მერიქიფეები და მზარეულები, რომლებიც ყოველ მოწვეულ 20 ოჯახზე ათნი არიან, სტუმრების წინ იმდენ პურს ალაგებენ სუფრაზე, რომ პური ფარავს მაგიდას. ამის შემდეგ სტუმრებს მიართმევენ ყოველ სამ ადამიანზე გათვლილ მოხარშულ და მოუხარშავი ყველის თითო ქო-თანს. როცა ყველა დაჯდება თავის ადგილზე, ოთახის შუაში ჯდება ,,თიდე - სუფრაჯი, რომელიც პა-სუხისმგებელია სტუმრებისთვის კერძების და სასმელის მიწოდებაზე და მერიქიფეებს თასებში უსხამს არაყს. მერიქიფეები პირველ რიგში მასპინძელს უსახმენ სასმელს და შემდეგ უკვე სტუმრებს.
მასპინძელისთვის არყით სავსე თასის მირთმევის შემდეგ ის დგება ფეხზე, ლოცავს სტუმრებს, ადი-დებს ღმერთს და სთხოვს, რომ სტუმრების ყველა დანაკლისი შეავსოს, ამასთანავე სტუმრებს სთხოვს მის ოჯახში, ჩხუბის გარეშე მოილხინონ, რისთვისაც მადლობელი იქნება. მასპინძლის შემდეგ სტუმ-რებს ლოცავს უხუცესი და ამის შემდეგ იწყება ლხინი. მერიქფეები გაუჩერებლად უსხამენ სტუმრებს არაყს და როცა თასებით სამჯერ ჩამოუვლიან სუფრას, ვისზეც გათავდება სასმელი, წყვეტს ტრაპეზს, იწერს პირჯვარს და იწყებს საშობაო გალობას. გალობის დასრულების შემდეგ ლხინი გრძელდება. მე-რიქიფეები კვალვ უსხამენ სასმელს სტუმრებს, ყველანი მღერიან და ცეკვავენ. სადილის დასრულები-სას ხალხი გადის ეზოში და იქ აგრძელებს სიმღერას და ცეკვას ვახშმამდე. ვახშმის შემდეგ სტუმრები იშლებიან, მეორე დღეს ისევ იკრიბებიან იგივე მასპინძელთან და ლხინი გრძელდება.
ზოგიერთ სოფელში ამ ადათით აღარ აღინიშნება შობა, მოუსავლიანობის და გამაღატაკებლი ხარჯე-ბის თავიდან აცილების მიზნით. იქ სადაც ამ ადათით აღნიშნავენ შობას, სოფლის მოსახლეობა რამდენიმე ჯგუფად იყოფა ასეთი ლხინისთვის. ყველა დიდი დღესასწაულის დროს სვანეთში იცავენ ამ წესს ტრაპეზისას.
3. ,,ლიქვარშის აღნიშვნა იწყება ფარისვლების კვირის წინა პარასკევს და გრძელდება ხუთი დღე. წმიდა ბარბარეს დღემდე. ლეგენდის მიხედვით, სათავადო სვანეთში ბეჩოს თემში, სოფელ დოლში შე-მორჩენილია წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის კედლების და გუმბათის ნანგრევები. შორეულ წარ-სულში ამ სოფლიდან უშგულში გადასახლდა ორი ადამიანი: ერთი გვარად ქალდანი, მეორე - ჭელიძე. ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმა მათ სხვადასხვა შემავიწროებელმა გარემოებებმა აიძულეს. ამ ორ თემს შორის მანძილი 54 ვერსტია (1066,8 მეტრი - მთარგმნელის შენიშვნა). უშგულელებმა თავიანთი მფარვე-ლობის ქვეშ მიიღეს ქალდანი და ჭელიძე, გამოუყვეს საზოგადო მიწებიდან სახნავი, სათესი და ტყის ნაკვეთები, იმ პირობით, რომ ამ ორს დოლის ეკლესიიდან მოეპარა მაცხოვრის ხატი და მოებრძანებინა უშგულის წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. ქალდანისგან და ჭელიძისგან ამ პირობის შესრულე-ბას ხალხი კიდევ იმიტომ ითხოვდა, რომ დარწმუნებულიყო მათ ერთგულებაში უშგულის თემის მიმართ, რათა დევნილთა ეს საქციელი მათთვის ყოფილიყო დაბრკოლება დოლში დასაბრუნებლად. ქალდანმა და ჭელიძემ შესარულეს ეს პირობა ექვსი უშგულელის თანხლებით. მაცხოვრის მოპარული ხატი დღესაც უშგულის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაშია. ამ ხატის გადაბრძანებას სვანურ ფოლკ-
ეს ჭურჭელი პატარა კასრის ფორმისაა, თავზე აქვს მცირე ზომის ხვრელი, ატარებენ ზურგით.
46
ლორში ძალიან პოეტური სიმღერა აქვს მიძღვნილი, რომელიც სრულდება ,,ლიქვარშის დღესასწა-ულის აღნიშვნისას. ხატის მოპარვის გამო სვანეთში გადაწყვიტეს სახალხო კრების მოწვევა. შეკრების მიზანი იყო შენდობის თხოვნა წმ. ბარბარესადმი, რაიმე მსხვერპლის შეწირვით. წმინდანი შეიძლებოდა განრისხებულიყო ხატის მოპარვის გამო. დიდი ხნის განსჯის შემდეგ გადაწყვიტეს ყოველ წელს აღენიშნათ წმიდა ბარბარეს სადიდებელი დღესასწაული - ,,ლიქვრაში. შეკრებილთა აზრით დღესასწა-ული იქ უნდა გამართულიყო სადაც მოისურვებდა წმ. ბარბარე, მაგრამ როგორ შეეტყოთ მისი სურვილი? ხალხს არ გაუჭირდა ამ რთული საკითხის გადაჭრა. გადაწყვიტეს სვანეთის ყველა სოფლი-დან აეღოთ ხის კასრი ( ,,ნეგარი) და აეტანათ ბეჩოს თემში მეზერის მთაზე, რომლის ქედზეც არის როგორც სოფელი დოლი, ასევე წმიდა ბარბარეს ეკლესია და დაეგორებინათ კასრები, რომელი სოფლის კასრიც გადარჩებოდა იმ სოფელს ექნებოდა დღესასწაულის აღნიშვნის უფლება. რა გამოვი-
და ამ საქმიდან? - სვანეთის ყველა სოფლიდან მოტანილი კასრებიდან გადარჩა მხოლოდ სამი: უშგულის, მუჟალის და დოლის, დანარჩენები ნაფოტებად დაიშალა. ამრიგად ,,ლიქვრაში დღესაც აღინიშნება უშგულის თემში, მულახის თემში სოფელ მუჟალში, და ბეჩოს თემში სოფელ დოლში.
,,ლიქვრაშის აღნიშვნისას ერთიი ოჯახები მასპინძლობენ, მეორენი კი სტუმრობენ მათ, ისე როგორც დღესასწაულის ,,ლამპარი აღნიშვნის დროს, იმ სხვაობით, რომ მასპინძელთა და სტუმართა რაოდე-ნობა ,,ლამპარის დროს არათანაბარია. ,,ლამპარის დროს სტუმრების რაოდენობა შეიძლება სჭარ-ბობდეს მასპინძლებისას, რაც დამოკიდებულია მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებზე. სუფრაზე უნდა იყოს კერძები და სასმელი დიდი რაოდენობით, მასპინძლის შესაძლებლობებიდან გა-მომდინარე. ამ დღესასწაულის დროს შეიძლება დაუპატიჟებელი სტუმრები, უცნობებიც მობრძანდნენ, რომლებიც მასპინძელმა პატივით უნდა მიიღოს, არ გამოხატოს უკმაყოფილება და არ აგრძნობინოს მათ რომ არ იცნობს.
4. ყველიერის ბოლო დღე. ყველიერის ბოლო დღეს, კვირას, ყველა მცხოვრები იკრიბება სოფლის შუა-გულში, სადაც დგას თოვლის კოშკი, რომელზეც ადიან ცეკვის მსურველები და ფერხულს აჩაღე-ბენ.კოშკის შუაში დგას ბოძი, რომელზეც დახვეულია ადამინის ფორმის ქერის თავთავი. ცეკვით დაღ-ლილი ახალგაზრდები ჩამოდიან კოშკიდან და ანგრევენ მას. ამის შემდეგ იწყება ეგვიპტელების, რომა-ელების და ბერძნების მსგავსი წარმოდგენა. იმოსებიან საგანგებო ხალხური სამოსით. პირველ რიგში ირჩევენ ყველაზე ჩია ტანის ადამიანს, რომელიც ბუნებამ სხვანაირადაც დაჩაგრა. აცმევენ ტილოს პანტალონებს, უკეთებენ თივისგან კუზს, მუცელზე აკერებენ ადამიანის დაბადების ლეგენდის ამსახ-ველ ნახატებს. სახეს უმურავენ და ხელში აძლევენ არყის ხისგან გაკეთებულ ცოცხს. ასე შემოსილ ბე-რიკას ჰქვია ,,საქმისა. პიესის სიუჟეტით საქმისას დამხმარედ უნიშნავენ რამდენიმე ადამიანს, რო-მელთაგან ერთი ყეენის სამოსშია, დგას საქმისას გვერდით ამოღებული ხის ხმლით და მისი პირადი მცველის მოვალეობას ასრულებს. საქმისას ორი დამხმარე ქალის სამოსშია და ყეენის ცოლების რო-ლებს თამაშობენ, დანარჩენები არიან ვეზირები საქმისა მთელი თავისი გარემოცვით გადის ხალხში, რომელიც მათ მხიარული შეძახაილებით და სიცილთ ხვდება. საქმისა იცვლის ხმას და ისე იწყებს ცოცხის ქნევას, თითქოს ჩხუბი უნდა. მაყურებლებიდან ვისაც არ უნად შეეხოს საქმისა ცოცხით, არა-ვის აქვს გაბრაზების უფლება. საქმისა მირბის მაყურებელ ქალბატონებთან ეთამაშება მათ ტანის უხამსი მოძრაობებით. ამ დროს ყეენი წვება თავის ცოლებს შორის და თავს იმძინარებს. მძინარე ყე-ენის დანახვაზე საქმისა ცდილობს მისი ცოლების ცდუნებას და ამ დროს როგორც საქმისა ასევე ყეენი მაყურებელს აჩვენებენ უხამსი მოძრაობების ხელოვნების ისეთ მაგალითებს, რომელიც არსით ძალიან უახლოვდება ბერძენთა და რომაელთა მიერ ვაკხის, პრიამის, ცერერის, ვენერას პატივსაცემად მიძღ-ვნილ მისტერიებს.
5. ლიდშვიდიში და ლითხაში. გაზაფხულიდან თემები აწყობენ შეკრებებს, რომლებზეც ადგენენ, რომ არავინ იმუშაოს მოსავლის აღებამდე ოთხშაბათის და ხუთშაბათის გარდა. კვირის დანარჩენ დღეებს სწირავენ ღმერთს. სვანების რწმენით, ამისთვის მამაზეციერი მათ აარიდებს სეტყვას და მოუვლენს კარგ მოსავალს. დადგენილების გასამტკიცებლად ხალხი ფიცს დებს და ირჩევს რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც თვალყური უნდა მიადევნონ დადგენილების შესრულებას და მისი დამრღვევი დააჯარიმონ დანაშაულის შესაბამისად. ჯარიმიდან აკრეფილი ფულით ყიდულობენ ღმერთისთვის შესაწირ არაყს. ამ ადათს ჰქვია ,,ლიდშვიდიში და ,,ლითხაში.* სოფლის მოსახლეობა აკრძალვის მთელი დროის გან-მავლობაში თვეში ორჯერ ან სამჯერ ყიდულობს არაყს, დასაკლავ საქონელს, რომელსაც სწირავენ ღმერთს და ევედრებიან აარიდოს სეტყვას, მისცეს მათ კარგი მოსავალი. გასაგებია რომ ასეთი მსხვერპლი არ სურს ზეცას, უბრალოდ სვანებს აქვთ მიზეზი კიდევ ერთხელ მოილხინონ და დათვრ-ნენ. სეტყვის ან ხანგრძლივი წვიმის შემთხვევაში სვანები ამბობენ, რომ მათი მსხვერპლი არ მიიღო ღმერთმა, რადგან სავარაუდოდ რომელიმე მათგანი მუშაობდა აკრძალვის დღეებში, დღესასწაულებზე ან სოფელში არიან მშობიარენი.
6. ,,უფლიში აღინიშნება უშგულის გარდა სვანეთის ყველა თემში და გრძელდება სამი კვირის განმავ-ლობაში. დღესასწაულისას ყველა სოფელში ერთი ოჯახი მასპინძლობს 5-6 ოჯახს. მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში მასპინძელი სტუმრობს მათთან ვისაც გაუმასპინძლდა. 5-6 ოჯახის გამასპინ-
,,ლიდშვიდიში-ორშაბათობა, ,,ლითხაში-სამშაბათობა.
47
ნძლება სამი კვირის განმავლობაში დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მასპინძელი სტუმრებისთვის ამზა-დებს მხოლოდ არაყს და ხორცს, ხოლო საჭირო რაოდენობის პური ან ფქვილი პურის გამოსაცხობად სტუმრებს თავად მიაქვთ. ზოგიერთ თემში წესად აქვთ ეკლესიისთვის ხარის შეწირვა, რომელსაც კლა-ვენ ეკლესიის ეზოში და იქვე ხარშავენ უზარმაზარ ქვაბებში. ამ დროს ყველა ოჯახიდან მოდის ერთი ადამიანი, რომელსაც მოაქვს პურში ჩადებული ყველი. როცა ხორცი მოიხარშება მის ნაწილს აკურთ-ხებენ - თითო ნაჭერს თითო პურზე, დანარჩენს კი ანაწილებენ სოფლის მცხოვრებლებზე. მოსულები სადილობენ და საღამოს ბრუნდებიან სახლებში.
7. ,,ქხულიში ანუ ,,ვულვიში. დღესასწაული ,,ქხულაში ანუ ,,ვულვიში სვანეთში დიდი ხნის დაწეს-და, ერთი სამწუხარო ამბავის შემდეგ, რომლის შინაარსი ერთ ხალხურ სიმღერაშია, რომელსაც მღე-რიან ამ დღესასწაულის დროს. მდინარე ენგურის სათავესთან მყინვარი (სვანურად ,,ქხოლი ანუ ვო-ლი) დაიძრა, რომელმაც ჩახერგა მდინარე. დიდი ხნის შემდეგ წყლის მასამ დაძრა ყინული, რომელმაც ძალიან ბევრი სოფელი დატბორა. ამ უბედურების შემდეგ დაწესდა დღესასაული ქხულიში, - ვედრება ღმერთისადმი რომ მყინვარი აღარ დაიძრას. ქხულიში თავისუფალ სვანეთში მესტიის თემში აღინიშ-ნება. დადიანის სვანეთში - ლაშხეთის თემში, ყოველ წელს პეტრე-პავლობის მარხვის წინ, შაბათს და კვირას. ამ დღეს ერთი ოჯახი მასპინძლობს მეზობლებს. მომდევნო წელს როლები იცვლება. ასევე ენაცვლებიან ერთმანეთს ამ სოფლის ყველა ოჯახები. დღესასწაულის დროს ძალიან დიდ სუფრები იშ-ლება და დიდხანს ილხენენ. დადიანის სვანეთში ლეშხეთის თემიდან ჩრდილოეთით დგას ძალიან მაღა-ლი მთა, რომლის მწვერვალზე ძალიან დიდი მინდორია. მინდვრის შუაში აშენებულია მთავარ-ანგელოზების სახელობის ტაძარი. ამ ტაძართან იკრიბება ლაშხეთის თემის მოსახლეობა, რომელსაც თან მოაქვს ყოველგვარი საჭმელი. ნასადილევი და ნამხიარულევი ხალხი ბრუნდება სახლებში. ყველა ოჯახს ეკლესიისთვის შესაწირად მოაქვს ცვილის სამი სანთელი, ღვინის ტიკი, მოჰყავს მამალი ცხვარი და ა.შ. ეს ყველაფერი მიდის იმ სოფლის მახვშის სასარგებლოდ, რომელშიც არის ეკლესია.
8. ,,ზურალასკარი ანუ ,,ლიგურკა. დღესასწაული ,,ზურალასკარი - ქალთა ლხინი, ანუ ,,ლიგურკა აღინიშნება ყოველი წლის 15 ივლისს, მხოლოდ უშგულის თემში. უძველეს დროში ამ დღესასწაულის აღნიშვნას იყებდნენ მხოლოდ ქალები, რომელთაც მამაკაცები მოგვიანებით უერთდებოდნენ. იმავე სა-ღამოს აცხობდნენ სამი ფუთის (1 ფუთი=16 კგ.) ზომის უზარმაზარ ხაჭაპურს. ფქვილს და ყველს ხა-ჭაპურისთვის სოფლის ყველა ოჯახში აგროვებდნენ. სახლში ქვებზე ანთებდნენ უზარმაზარ ცეცხლს და როცა ქვები გახურდებოდა მათზე დებდნენ მრგვალი ფორმის ცომს, რომელშიც ათავსებდნენ დიდი რაოდენობის ყველს და აცხობდნენ ხაჭაპურს. როცა ხაჭაპური მზად იყო ანაწილებდნენ სოფლის ყველა ოჯახში ხის თასებით.
9. ,,ყერიაში. სახლში როცა მძიმე ავადმყოფი ჰყავდათ ოჯახის უფროსი ყველა თანასოფლელს ეკლე-სიის გალავანთან ეპატიჟებოდა, სადაც მიჰყავდა ერთი, ორი ან ზოგჯერ უფრო მეტი ხარი. სთხოვდა ხალხს ელოცა ავადმყოფისთვის და ჰპირდებოდა შემოდგომაზე დაეკლა ეკლესიაში შესაწირად მოყვა-ნილი საქონელი. ხალხი დგებოდა მუხლებზე და ლოცულობდა ავადმყოფის გამოსაჯანმრთელებლად. შემოდგომაზე შესაწირად გამზადებული საქონელი იკვლებოდა და ავადმყოფის ოჯახის წევრი ეკლესიასთან ნამყოფთ დიდებულად უმასპინძლდებოდნენ, ისე როგორც ეს კეთდებოდა ,,კათხა-ტაბა-კის დროს, მიუხედავად იმისა, განიკურნა ავადმყოფი თუ არა. ვისაც არ ჰყავდა საქონელი შესაწირად, ჩვეულებრივი ყერიაშის ნაცვლად ის მოწვეულ ხალხს უმასპინძლდებოდა პურით, არაყით და სამარხვო კერძებით.
10.,,კათხა-ტაბაკი. შეძლებული სვანს საძოვარზე გაჰყავდა ერთი ან ორი ხარი, ან უკიდურეს შემთ-ხვევაში ძროხა და წვრილფეხა საქონელი შემოდგომამდე მოსასუქებლად. შემოდგომაზე შეძლებული სვანი არყის გამოხდისთანავე, კლავდა მოსუქებულ საქონელს, აცხობდა პურს და ეპატიჟებოდა ნათე-სავებს, მეგობრებს და ნაცნობებს. ,,კათხა-ტაბაკზე - საგანგებო ტრაპეზზე უხვად უმასპინძლდე-ბოდა სტუმრებს რომლებიც საღამომდე ილხენდნენ და მიდიოდნენ სახლებში. ამ ლხინს ასევე ერქვა ,,საღირბათი - ღმერთისთვის, მიუხედვაად იმისა, რომ არაფრის კურთხევა არ ხდებოდა არც გარდაცვლილებისთვის, არც ცოცხლებისთვის.
11. ,,ლეგი. მესტიის თემის შუაგულში ერთი ვერსტის (1066,8 მ.) სიგრძის ფართობია, რომლის ბოლოშიც სოფლებია. ამ მინდორზე კვირაობით იმართებოდა დოღი. ეკლესიიდან გამოჰქონდათ ლეგი, წმიდა გიორგის სახელზე მოქსოვილი ხახადაღებული ლომის ფორმის სამოსი. ერთი მხედარი აბამდა ლეგს გრძელი ჯოხის ბოლოზე და მერე აჭენედა ცხენს მინდვრის მთელ სიგრძეზე წინ და უკან. თუ ქარი ააფრიალებდა ლეგს, მაშინ ხალხის რწმენით კარგი მოსვალი იქნებოდა თუ არადა არა. ხალხი საღამომდე ერთობოდა , მღეროდა ცეკვავდა, ეჯიბრებოდა ერთმანეთს მიზანში სროლაში.
XV. ტანისამოსი და იარაღი. დახასიათება
სვანის ტანისამოსი: სახლში დამზადებული მაუდის და მატყლისგან შეკერილი ჩოხა და ახალუხი, პა-ჭიჭები, გამაშები ცხვრის ტყავის და მატყლისგან გაკეთებული ყაბალახი.
სვანის ფეხასაცმელი - საგზაოდ და სანადიროდ ქალამანი წვეტიანი დაბოლოებით და დაწნული ლან-
48
ჩით და მრგვალი ქალამნები სახლში ჩასაცმელად. ქალმნებში სითბოსთვის დებენ ველურ ღიჭას (ეკლი-ანი მცენარეა). სვანს ყოველთვის ასხმული აქვს თოფი, ხანჯალი და პისტოლეტი. ხმლის ტარებას ერი-დებიან, მის ნაცვლად ხმარობენ კომბალივით სქელ და წვეტიან ჯოხს. სვანებს მუდმივად აქვთ წელზე შემორტყმული ვაზნები და ქისა ტყვია-წამალისთვის. გარდა ამისა მხარზე გადაკიდებული აქვთ სადენ-თე, წელზე შემორტყმული აქვთ ლითონის სანთებელა და რკინის მათარა იარაღის საწმენდი ქონის-თვის. ჩოხის ჯიბეებში მუდმივად უდევთ თოფის სატენით გადაჭიმული დენთით სავსე ტყვიები, ისე რომ საჭიროების შემთხვევაში რომ მოჰქაჩოს სატენი კბილებით, ჩაჰყაროს თოფში დენთი, მიაჭიროს ტყვია, გაისვრის. მოხუცები ატარებენ მხოლოდ ჯოხს რკინის წვეტიანი ბოლოთი, რომლის თავზეც ლითონის სანთებელაა, მასში ხელოვნურად მოთავსებული სახრახნისით და სადგისით, ჯოხის შიგნით დანით.
სვანი ქალების სამოსი გრძელი პერანგი და შარვალია, პერანგზე იცვამენ წინ ამოჭრილ ახალუხს
რკინის ღილებით, რომელზეც სახლში დამზადებული მაუდისგან შეკერილ სარტყელს იეთებენ, თავზე ახურავთ ლეჩაქი. ფეხსაცმელი ისეთივე აქვთ, როგორც მამაკაცებს. ქალამნების სიგრძე მუხლებამ-დეა. შეძლებული ქალბატონები იცვამენ აბრეშუმის ხალათებს, ხავერდის ქათიბს, ყელზე იკეთებენ ქარვის სამკაულებს, ღარიბები უბრალო მძივებს. კაცები იპარსავენ წვერს, იჭრიან თმას, ქალები ატა-რებენ ნაწნავებს. ქალებიც და მამაკაცებიც ზამთრობით დადიან ქურქებში. ბოლო დროს სამოსი და სამოსის თარგი შეიცვალა,
სვანები შავგვრემანები არიან, შავი თმებით. სვანები, განსაკუთრებით უშგულის თემის მცხოვრებნი ამაყები და ჭირვეულები არიან. ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვთ, მაგრამ მოთმინების ფიალა როცა ევსებათ დაუნდობლები ხდებიან.
თავადი რაფიელ ერისთავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი