გაართე ქალი და ის შენია


ჰაუ, რამდენი პოეტი დაშვრა,
     რუსთველი, დანტე, ეზრა, კატული.
     ქალი ღვთისმშობლად ჰყავთ დახატული.
     ის კი ღალატობს პოეტს თუ მარშალს.
ო, მას უძღვნიან ღვთისმშობლის ვარდებს,
ის კი ავხორცი, გაღეღილ მკერდით,
სხვას ჰკოცნის, თუმც წევს ცეზარის გვერდით,
სიხარულს გვართმევს, გვიტოვებს დარდებს.
     მაინც ჩვენს თვალში ხომ ღმერთობს ქალი,
     ვინც გინდა ვიყოთ ფხიზელი, მთვრალი,
     დონ ჟუანი თუ ანდრე შენიე...
ქალი ქალია, ლელა თუ დალი.
მე ვფიქრობ, მართალს ამბობს სტენდალი:
გაართე ქალი და ის შენია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი