დამალობანა
ყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მანო ვეღარ იპოვა, -ბუჩქებში დამალულა,- ბღავის ნანას ნიკორა. ახლა მანოს ჯერია, გააგრძელეს თამაში, თენგო თივაში შეძვრა, ცუგომ შექმნა განგაში. თემომ სამალავი, ბოსელს დაიგულა, იქ კი გიას წაბლამ, უცებ დაიზმუვლა. ცხოველებიც დახტიან, სიხალისე ჰფენიათ, თვალხუჭიას თამაში, მათაც მონდომებიათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი