მელას ფუჭი ოცნება
უღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლისაკენ, გაეშურა, განვლო ხიდი, მდინარესთან დაინახა, მოჭრილი ხე, დიდზე დიდი. იმ ხის მორზე დასკუპულა, მომღერალი ჭრელი ჩიტი, მელაკუდა ეპარება, თავს აგულებს, აჰა!-მიდი!- ვერ მოგართვეს ფლიდო მელავ, მორიდან ხტის ტოტზე ჩიტი, მატყუარამ მოიფიქრა, გაუმართოს ფრინველს ფლირტი. ჩაახველა იწყო მღერა, მოეწონა თვისი ხიტი. მელას ხმა რომ გაიგონა, ძლიერ დაფრთხა ჩვენი ჩიტი, უფრო მაღალ ტოტზე დახტის, აქვს პაწიას შიში, რიდი, მოდი ერთად ვიმღეროთო, დაუქნია მელამ თითი, ჩიტმა ჩვენი დუეტიო, ვერ შედგება, არის მითი. რა ქნას მელამ აღარ იცის, კუჭი უკვე უწყებს ღიტინს. --------------------- ხან აქედან, ხან იქედან, წრე დაარტყა ალბათ ათი, არაფერი არ გამოდის, ვერ შეუწყო ხასიათი. ჩიტი კვლავაც აჟღურტულდა, უი,-როგორ გამაცინე! -მელა ხედავს,თოფით ხელში, მოდის ტყისკენ მონადირე. აქეთ ეცა, იქეთ ეცა, იქვე სორო ნახა ახლოს, მაგრამ მისთვის პატარაა, იმ სოროში ზღარბი სახლობს. რომ შეხედა ზღარბუნიამ, სტუმრადა ჰყავს წუწკი მელა, დამრგვალდა და გაიბუსხა, და ეკალი ურჭო ხელად. ვაი ვიშით გამოვარდა, სამალიდან ჩვენი გმირი, სიმწრისაგან იკვანწება, არ ასვენებს მას ტკივილი. კვნესოდა და ღრიალებდა, ბედშავს გზაზე შეხვდა ტურა, ეკალი მან ამოუძრო, მელამ კი ტყეს მიაშურა. ხახამშრალმა, დანანებით, გაიხსენა თვისი ფლირტი, მაინც რას გამაძღებდაო, პაწიაო იგი ჩიტი? გული ასე დაიმშვიდა, და დაიცხრო მშიერ კუჭი, არ მარგებსო ტყუილ დარდი, და ოცნება მეტად ფუჭი. შელასლასდა მის სოროში, ჩვენი მელაკუდა ქურდი, და ბალიშად ამოიდო, მან ფუმფულა გრძელი კუდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი