სოფიოს ზღარბები


მოდით უნდა მოგითხროთ,
საოცარი ამბები
გჯეროდეთ სიმართლეა
არ გეგონოთ ზღაპრები.

სოფოს ეზოს ბოლოში,
ბინადრობენ ზღარბები.
ტანზე ეკალ აცვიათ,
ფეხზე თხილის სანდლები.

ანცი აბეზარები
არაფრის აქვთ დარდები.
სამი შვილი ეყოლათ
ღორმუცელა, ხარბები.
ბინად ნახა ოჯახმა
მსხვილი ეკალ-ბარდები,
მწვანე სუროს ფოთლების
ჩამოჰკიდეს ფარდები.
ზოია და ზოსიმე,
ხატო, კატო , ასია,
ერთობიან თამაშით,
ისეა თუ ასეა.
ძლიერ უყვართ ვაშლი, მსხალი,
ატამი და ყველა ხილი,
გურა ბაბუ გააბრაზეს,
შეუჭამეს ბევრი თხილი.
დაგორავენ სხვის ბაღებში,
კისკისით და ხუმრობით,
ნელი ბებოც გაამწარეს,
მათ თავისი სტუმრობით.
სულ შესანსლეს ყველაფერი,
ბალახი თუ ბოსტნეული ,
დამრგვალდნენ და დაბუთქუნდნენ,
აატკივეს ყველას გული.

ისინი კი ამაყობენ ,
ჩვენ ვართ სოფოს ზღარბები,
მეზობლებმა იმათ გამო
შეიძინეს წამლები.	

შემოდგომით დაიწყეს,
სიცივისგან კრუსუნი,
ჩაძვრნენ სოროებში და
აღარ გვესმის ბუსუნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი