მავნებლები


ფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ,
მატლს დაუწყო დიდი დავა,

ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი,
ჩქარა გარეთ გამოძვერი!
ეგ ვაშლის ხე, სულ ჩემია,
ნაყოფი თუ ფოთლებია,

მატლი ვაშლში გაინაბა,
სად წავიდე მეო აბა?

სადაც გინდა წადი ჭიავ,
ჭიშკარია შენთვის ღია.
ეს ხეები და ეს ბაღი,
იცოდე, რომ სულ ჩემია.

შენ თუ მხოლოდ ერთ ვაშლს ჭამო,
მე, მთელ ბაღსა გადავჭამო.

მატლს მართლაც რომ შეეშინდა,
ხოჭოს მეგობარიც ახლდა,
ისკუპა და იმათ ჩუმად,
ხის მერქნის ქვეშ გადასახლდა.

ხოჭოებმა რადგან თავი,
მარტოდ მარტო დაიგულეს,
შეესივნენ მწვანე ფოთლებს,
მატლი უჭამს ხეებს გულებს.

სასწაული ხდება ბაღში,
აშრიალდნენ მტირალ ხენი,
მავნებლები შეესიათ,
დათვლილი აქვთ ბედშავს დღენი,

ცოდვა მადლის განკითხვაა,
ტოტებს ხრიან, მიწას დებენ,
მღრღნელები კი მუშაობენ,
თავის საქმეს აკეთებენ.

სულ გაძარცვეს ხის ფოთლები,
დააჩინეს თვისი დაღი,
აბა სად ხართ, მიეშველეთ,
ხმება, ჭკნება ჩვენი ბაღი.

სიომ ნაზმა, საამურმა,
მეცხალს ყურში უჩურჩულა,
ხოჭო-ჭია ბაღს ახმობს და,
მივეშველოთ წითელგულა.

მერე ტყისკენ გაიქროლა,
და კოდალა ნახა სიომ,
ბაღს ჭიები შეესია,
ჩქარა იქეთ წამოდიო.

იმ ადგილზე გაჩნდნენ მყისვე,
გრძელნისკარტა და მერცხალი,
გადასანსლეს მავნებლები,
მოიხადეს თვისი ვალი.

ვალი ჩვენ გვაქვს, თქვეს ხეებმა,
რომ გვაშორეთ მტერი ავი,
და მადლობის ნიშნად მხსნელებს,
დაუხარეს დაბლა თავი.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი