მაღვიძარა მამალაყინწა
დილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდექით პატარებო! დაიბანეთ პირი,ხელი, ივარჯიშეთ, ისაუზმეთ, და სკოლისკენ ჰერი, ჰერი! პეტიკო და სერგუნიკა, მარი,სოფო, ნინიკო, დღე გათენდა, ტანთ ჩაიცვით, ყიყლიყოოო და ყიყლიყოოოო! იქეთ რაღაც ხმაურია, კაკანი და გნიასი, რა ხდებაო?-გამოცვივდნენ, მედეა და ნიაზი. ბებოს ცეცხლი დაუნთია, დაუმხია ზედვე კეცი, დედლები ფრთებს ისწორებენ, დაუდვიათ უკვე კვერცხი, აქეთ ძაღლი აყეფდა, ფაფა უკვე გაკეთდა? მამლაყინწა ყივის ისევ, ახმაურდა მთელი ეზო, აბა ჩქარა პაწიებო, სალამი უთხარით მზესო, ჩაის სვამენ თინა, მარი, ხელ-პირს იბანს ბიჭი ბესო, ბექა ჩანთა მოიკიდე! შეახსენებს ძმას, ძმა რეზო. ჩვენ საათი რად გვინდა? ყიყლიყო გვყავს მამალი, სოფლის გაღვიძებაში, აღარა ჰყავს ბადალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი