თხა
ჩაიპარა თხა ვენახში, კიკინებდა ბეეე და ბეო, ვაზი მინდა რომ გავკვნიტო, და ნეკერით დავნაყრდეო. თხის კიკინი ყურს ჩაესმა, ღობეს გადაევლო ზაზა, დასწვდა წვერში იმ ონავარს, და ქურდს წიხლი უთავაზა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი