ნაცარა


ღორმუცელა და ცანცარა,
ჩვენს ბოსტანს სტუმრობს ნაცარა,
რაც ბოსტნეული გვებადა,
სულ შესანსლა და გაცალა.

სტაფილო მისკენ წაიღო,
ძაღლის ყეფა რომ გაიგო,
ნახეთ კურდღლისა ბაჭია,
ყვირის პატარა დაიკო.

შეიშმუშნა და შეჩქვეფდა,
აძგერდა გული პაწია,
ჯერ კი ხრამუნი შეწყვიტა,
მერე ყურები ასწია,
თვალები ააფახულა,
კალათი მისკენ წასწია,

ძაღლმა ყეფას რომ უმატა,
არც აცხელა და აცია,
დასტაცა თათი ნადავლს და
სირბილით ტყისკენ გასწია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი