ბაყაყი და ბეკეკო


დედააა,- აღარ მაცალეს,
მოხუცს წიგნის კითხვა!-
ბებო ბრაზობს, შეიქნა,
მორალის წაკითხვა.

იქ გომბეშო ბაყაყი,
გუბურაში ყიყინებს,
ბაღში ციცქნა ბეკეკო,
კიკინებს და კიკინებს.

ბებომ წიგნი გადადო,
მოიხადა სათვალე,
ბაყაყო და ბეკეკო,
ბებოს რატომ აწვალებთ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი