მოსწავლე წიწილები
ერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ეზოს ფრინველნი, გააცნოს ასო ბგერები, ფიქრობს:-ანბანსაც ვასწავლი, და კიდეც მივეფერები. დედლებს უბრძანა: უყიდონ შვილებს ყვითელი ფორმები, ჰქონდეთ სულ ციცქნა ზრდილობაც, იცოდნენ ქცევის ნორმები! კონსევის ქილა დაჰკიდა, ზედ იმ საქათმის თავზედა, არ ჩაეძინოთ პაწიებს, დროზე მოვიდნენ ზარზედა. დედალი ჭკუას არიგებს, გააქვთ წიაქი წიწილებს, -ვეღარ მიიღებს მარცვალსაც ვინც დღეს სკოლაში იტირებს! მინდვრის ყვავილთა გვირგვინი, დაჰხურა დედამ პატარებს, სიმაღლით აწყობს და ერთურთს, კრუხი გულდასმით ადარებს. ექვსნი წავიდნენ სკოლაში, შეაღეს კლასის კარები, გულის ფიცარზე ეწერათ, დედების დანაბარები: კარგად მოიქცნენ, ისწავლონ, და არ დასვარონ საცვალი, თუ უნდათ სახლში მოსულებს, თითო კაკალი მარცვალი. აღმზრდელმა სიას ჩახედა, გაიგო კლასში ვინ იყო, და მისალმების ნიშნადა, შემოუძახა ყიყლიყოოოო! პასუხად, აღსაზრდელებმაც ერთად დააღეს პირები, და მიესალმნენ პედაგოგს, სწავლისთვის გულანთილები. პირობა დადეს: ეს წელი, განვლონ ფრიადზე, უცუდოდ, მაშ, ჩვენც პატარა წიწილებს წარმატებები ვუსურვოთ!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი