ტანძია


მიყვარს ეს ედემ აღები,
ეს ჩემი ტკბილი ტანძია,
ასეთი სამშობლოს ქონა,
ყველასთვის დიდი განძია.

დიდი გული აქვს და თბილი,
რუკაზე ძლიერ პაწიას,
არ არის მისი მოძულე,
ქვეყნად არცერთი კაცია.

ხალხის შრომა და გარჯა კი
ყველასთვის მისაბაძია,
არა აქვს ჩვენთან ადგილი,
იმ ქართველს, ვინც ზარმაცია.

უხვი, მდიდარი სამშობლო,
ყურძნის ზვრები და ყანები,
ერიც პურადი, გულადი,
მიყვარს და ვეთაყვანები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი