საპატიო სახელი
ზვიადი და ამაყ მთები, შავი ზღვა და ზურმუხტ მდელო, თვალწარმტაცი, შესაშური, მაქვს სამშობლო საქართველო. წინაპრებმა შეგვინახეს, სისხლით მორწყეს ბრძოლის ველი, მეც მებრძოლად დავიბადე, შეუპოვარი ქართველი. ვერც ერთ გოჯს ვერ მივცემ ვერვის, ვერ დავთმობ სამშობლოს მზიანს, საპატიო სახელი მაქვს, საქართველოს შვილი მქვია. ჩემი ენა უძველესი, წყაროსავით მორაკრაკე, გამოვლენა კულტურის და, საამაყო ერის სარკე. წმინდა ქრისტე, ჩვენი ღმერთი, გვლოცავს, ხატთან ვანთებ სანთელს, ვენაცვალე ჩემს სამშობლოს, ასე თბილს და ასე ნათელს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი