სერობანა
ბებო ზის და უცქერს შორეთს, დაზურვია მხრები წლებით, ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და ხანაც, გართულია თვლემით. შვილთაშვილებს დაუხატავთ, უჯრები და ხტის შიგ ია, -ბებო, ალბათ არც კი იცი, ახალ თამაშს რაღა ჰქვია! მოხუცს ცრემლი მოეძალა, ჩაიხუტა გულში ანნა, -მეც ვიყავი თქვენოდენა, და მიყვარდა სერობანა. გაკვირვებით უცქერიან, გოგონები: თეკლა, ირა, -ბებომ რატომ მოიწყინა, თამაშმა რად აატირა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი