პაწაწინა მეგობარი


ჩემი მეგობარი,
პაწაწინა ქალი,
ძლიერ, ძლიერ მიყვარს,
ლურჯთვალება მარი.

ჩემთან მოდის ხშირად,
ოცნება აქვს ერთი,
მეგობარი იყოს,
ჩემთვის ერთადერთი,

მთხოვს ფანქრებს და რვეულს,
და ყვავილებს ხატავს,
ბროწეულს და ვაშლებს,
ყურძენსა და ატამს,

არ ჩერდება გოგო,
ისმის სულ ტიტინი,
კვლავ დამიწანიო,
ყვავილთა გვირგვინი,

აბა, შენი ბეჭდები,
გამიკეთე ხელებზე,
მომიყევი ზღაპარი,
გოჭებზე და ბელებზე.

გამომიცხვე ნამცხვარი,
ჩიტის რძე და კექსი,
მიამბე რა სასწრაფოდ,
სამშობლოზე ლექსი.

ასჯერ მავარცხნინებს,
იმ ქერა დალალებს,
რაღაზე არ წუწუნებს,
რაღას არ მავალებს.

მაგრამ თქვენა გგონიათ,
მარტო თვითონ ითხოვს?
მეც ვუყვარვარ ძლიერ,
შეგიძლიათ ჰკითხოთ.

ბაღში აღარ მიდის, 
და ჯიუტობს მარი,
არ უნდა რომ დამტოვოს,
მისი მეგობარი.

უდიდესი ლოდინით,
მის მოსვლასა ველი,
ჩვენ გვაშორებს მხოლოდ,
ორმოცდა ცხრა წელი,

დრო გავაქვრეთ, წავშალეთ,
ხელს ჩავკიდეთ ხელი,
მეგობრები გავხდით,
მარად განუყრელი.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი