პეტიკო და ჯაგრისი


პატარა პეტოს სკოლაში,
აჩუქეს ციცქნა ჯაგრისი,
კბილი რომ ჰქონდეს ჯანმრთელი,
თეთრი, მაგარი,ვარგისი,

ბიჭმა ონკანი მოუშვა,
ყელზე შეიხსნა ღილები,
ატირდა... როგორ გავხეხოოოო!
სულ აღარ დამრჩა კბილებიიი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი