რეზოს კნუტები


რეზოს ჰყავს სამი კნუტია:
თეთრა, მჩხავანა, ბუტია,
მისი წითელი ბუშტები,
იმ კნუტებს დაუჩუტიათ.

გაბრაზდა რეზო, ატირდა,
რად დამიჩუტეს ბუშტები?
მივარდა კნუტებს გაუწყრა,
და მოუღერა მუშტები.

ციმპლებმა მხრები აჩეჩეს,
ბუშტები იყო რეზოსი?
ჩვენ კიდევ ჩვენი გვეგონა,
რადგან ეყარა ეზოში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი