მეოცნებე მფრინავი


პეტიკოს ძლიერ ეამა,
სიცხეში ხეთა ჩრდილები,
გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს,
ისწავლოს გაკვეთილები.

წიგნები სკამზე დააწყო,
წინ კი რვეული დაიდო,
საწერიც მოიმარჯვა და...
მაგრამ ფიქრებმა წაიღო.

ნატრობს პატარა მოსწავლე,
რომ გამოვიდეს მფრინავი,
უნიფორმითა იაროს,
და ჰყავდეს მას თვითმფრინავი,

ცაში, ღრუბლებში აჭენოს,
ის რკინის ცხენი ტიალი,
ცის კაბადონსა რომ მიწვდეს,
ქროდეს, როგორცა ნიავი.

ღრუბელი ხელით გაფანტოს,
და შეეგებოს მზის სხივსა,
თქვენ შეგიძლიათ გაფრინდეთ!-
პეტოს ბინდ ბუნდში ესმისა.

ბავშვმა თვალები მილულა,
ისევ იძალეს ფიქრებმა,
და იცნებებმა დაფარეს,
ვითარცა თოვლის ფიფქებმა.

მას დაავიწყდა ყოველი,
მათემატიკა და ქართული,
ცაში ფრენს ბავშვი უფრთოდა,
პეტო ისეა გართული.

მერე კი ხვრინიც გაისმა,
იმ მეოცნებე ბიჭისა,
ეხლა სეირსაც ვუცქიროთ,
მასთან მურია მიდისა.

და დაითრია ლეკვუნამ,
დავალებების რვეული,
მსწრაფლ გამოფხიზლდა მოსწავლე,
ოცნებებისგან ძლეული.

მურიას წიხლი მიარტყა,
ძლივს წააგლიჯა რვეული,
ბურდღუნებს გაბრაზებული,
ძილისგან გონარეული.

ლეკვმა კი მორთო წკავ-წკავი,
გაიქცა ბაღის კუთხეში,
იქ ბაყაყიც აყიყინდა,
იქვე დიდ მწვანე გუბეში.

უთხრეს: ისწავლე პატარავ,
ჯერ იკითხე და წერეო,
და თუ გამოხვალ ნასწავლი,
კიც გაფრინდები მერეო.

შერცხვა პეტიკოს, ეგ იყო,
მისი ოცნების ფინალი,
შეჰფიცა კარგად ისწავლოს,
და გამოვიდეს მფრინავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი