თანამედროვე პირველკლასელი
მინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რვეულები ფანქრები, სექტემბერს ველოდები, სკოლისკენ გავქანდები. დედა ენა ლამაზი, ათას რამეს მიამბობს, ჰყვარებია ბავშვები, თურმე მოხუც იაკობს, წერა კითხვას ვისწავლი, გამრავლების ტაბულას, მინდა რომ გავეჯიბრო, ჩემს საყვარელ ბაბუას, პაწაწინა ნეთბუქსაც, მომცემს მასწავლებელი, საიტების რისხვა და გავხდები განმგებელი. ათიანებს მივიღებ, ვერ მაჯობებთ ვერა, მინდა მაქონ და ჩემით, ამაყობდეს ყველა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი