თეონა და ლილი
კლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა, ზანტ ლილის კი დასცინის, მეზობელი ვაჟა. თეო ადრე ადგება, გაიხეხავს კბილსა, ლილი კვლავ ლოგინშია, თავს ვერ ართმევს ძილსა, გაკვეთილებს ამზადებს, თეო აწყობს ჩანთას. თმებსაც თვითონ ივარცხნის, და იკეთებს ბაბთას. დედიკოს ეხმარება, უყვარს უთო ძლიერ, დედოფალას აცმევს, შეკერილს -მის მიერ. ქარგვაც იცის და ქსოვაც, გამოცხობა ნამცხვრის, წამო ვითამაშოთო, ლილი აღარ აცლის, ათიანებს აჩვენებს, თეო მის დაქალებს, ლილი დღიურს მალავს და ძლივსღა მიჩანჩალებს, თქვენ განსაჯეთ:-რაღა სჯობს, საქმე, თუ სულ ძილი? უკეთესი ვინ არის, თეონა თუ ლილი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი