მარკეტში


მარკეტში წაიყვანა,
ორი შვილი მამიკომ,
არ ჩერდება ირაკლი,
ჭირვეულობს ნანიკო.

მამი, მინდა ნაყინიიი,
კამფეტები, თხილი,
მამი, ძლიერ მცხელა და,
შემიხსენი ღილიიიი,

მამი, ნელა ვიაროთ,
გამძვრა ფეხზე ქოში,
წამო იქეთ, მიყიდეეე,
ატამი და კომშიიი.

ნახე რა ლამაზიააა,
ის თოჯინა ხატულა,
ასეთზე ვოცნებობდით
მე, მაკა და ხათუნა.

მამიიი,ნახე სატვირთო,
ძარა რომ აქვს წითელი,
ასეთ კარგი ავტოსთვის,
არ მიხლია ჯერ ხელი.

მამამ ყველა სურვილი,
შეუსრულა ანცებს,
მიიყვანა, სახლში და
ეუბნება ბავშვებს:

ეხლა დროა შვილებო,
რომ შეჭამოთ სადილი,
მერე ითამაშეთ და
აისრულეთ წადილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი