ნუცა და კამფეტები


მამამ ნუცას ნუგები და
შოკოლადი მოუტანა,
ნუცამ ჩუმად,მარტოკელამ
აკნატუნა თან და თანა.

აბა მითხარ საქციელი,
მოგეწონა ნუცას განა?
ლოყებიც კი დაებერა,
იქედან და აქედანა,

აღარც ტატას უწილადა,
სთქვა: - არ მინდა ბევრი დავა,
სხვისთვის როგორ გავიმეტო?
ჩემთვისაც კი მეცოტავა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი