ლევიკოს ოცნება
სულ ათებზე ვისწავლი, და გავხდები მკვლევარი, დღე და ღამე ოცნებობს, პაწაწინა ლევანი. ისე ბევრი რამ მინდა, თითებზეც ვერ დავთვალე, პირველ რიგში ბებიკოს, შევუძინო სათვალე, ბაბუს ხელ-ჯოხს ვაჩუქებ, ვარაყიან ტარითა, დედას, -ყავის ფინჯნებსა, ნაზი მინანქარითა, საქსოვ ჩხირებს ვუყიდი, ჩემს უფროსსა დაიკოს, ხოლო მამას, - არ ვიცი, რა მივართვა მამიკოს? ალბათ საპარსს შევურჩევ, უკეთესსა თოკაზე, რადგან აღარ დამჩხვლიტოს, მან კოცნის დროს ლოყაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი