ბრძენი კაცი
ათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯერ სამიც ცხრა არის, ფეხით მიწას ვეხებით, ჩვენს ზემოთ კი ცა არის. დედიკოს რომ შევპირდი, არ გავტეხე ფიცი, უკვე ბრძენი კაცი ვარ, ყველაფერი ვიცი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი