ირემი


პირველკლასელის ოთახში,
ჰკიდია ირმის სურათი,
და მორიდებით ჰკითხულობს,
პატარა ბიჭი ზურაბი.

მითხარით ვეღარ გავიგე,
ჩემს ცხოველს რა მოუვიდა,
ნაძვის ნაყოფი ჭამა და,
თავზე ხე ამოუვიდა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი