კვერცხი -ოქრო თუ ვერცხლი?


ხეს მოსწყდა ხმელი კაკალი,
ქოჩომ ატეხა კაკანი,
ტყუილად არ დაუკვეხნია,
ბუდეში გორავს კვერცხია,

გნიასმა ყური წაგვართვა,
რომ არ დაედო,-გვერჩია,
მამალი ცალკე ჰკითხულობს,
ოქრო დადე თუ ვერცხლია?	


შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი