სპილო
ზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა გიგი, ან ჯაგრისის გარეშე, რას დაიბანს იგი? ვინმეს ეძებს საწყალი, აბრიალებს თვალსა, ირგვლივ არვინ არა ჰყავს, ვინ დაუსხამს წყალსა? ჭყუმპალაობს ალბათო, მშვიდად ამბობს ნანა, მოხმარების გარეშე, თვით დაიბანს განა? კახაც ფიქრობს - ვერ შეძლებს, ნანაა მართალი, სპილომ, ჩუმად ხორთუმში, დაიგუბა წყალი, ყურებს როგორ დაიბანს, რომ არა აქვს ხელი? ცივ წყალში რად ჩამდგარა, არ ასტკივდეს ყელი. მერე, თავნებობისთვის, მთლად გაჰკიცხეს სპილო, სთქვეს, რომ ზანტი ვინმეა, ძლიერ სასაცილო. გაიგონა ცხოველმა, ყური მოიქავა, ბავშვებს წყალი შეასხა, ყველა აბანავა, სახტად დარჩნენ, უკვირთ, და ფიქრობენ გულში, სპილოს ხორთუმის ნაცვლად, გამობმია დუში?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი