ცხოველთა აღლუმი


ლომმა გასცა ბრძანება,
გვაქვს ცხოვრება მალული,
საჭიროა მოვაწყოთ,
ტყის ნაპირას აღლუმი.

დაე ყველამ შეხედოს,
რომ ვართ ძლევამოსილნი,
ვერაგნი და ფეხმარდნი,
სილამაზით მოსილნი.

შეკრბა ცხოველთ ლაშქარი,
სპილო, ჯიხვი, მგელია,
ირემი და ავაზა,
დათვი,ტურა,მელია.

გაპრანჭულნი მოდიან,
კურდღელი და ზღარბები,
მაიმუნებს ჩაუცვამთ,
საზეიმო კაბები.

ვახ რამდენი მხეციააა?
შეიშმუშნენ ვერხვები,
ზებრებს უკან მოყვებათ,
ციყვები და ვეფხვები.

აქლემებიც მობრძანდნენ,
ყველა აღლუმს ესწრება,
მოუთმენლად ელიან,
მეფე როსღა ეწვევათ.

ჰორიზონტზე ლომი სჩანს,
ფეხქვეშ გასდის ბოლი,
და შემოჰკრეს დაფდაფებს,
აგუგუნდა დოლი.
აფოფრილმა, ნარბენმა,
თმა უკან გადაიწყო,
მიწას ტორი დაჰკრა და
ის აღლუმიც დაიწყო.

აყოლებენ ფეხს და ხმას,
მოგუგუნე დოლებსა,
ეს ხმაური, გნიასი,
სოფლად გაიგონესა.

დაფრთხა ჯოგი,ნახირი,
მინდვრად ცხვრების ფარა,
მონადირე მხეცებსა,
ჩუმად მიეპარა.

და გაისმა ჰაერში,
თოფის მჭახე გრიალი,
ყური ცქვიტეს ნადირთა,
და აუტყდათ წრიალი.

ვინ სად გარბის არ იცის,
ეფარვიან ბუჩქებსა,
მელა შიშით ცახცახებს,
აცმაცუნებს ტუჩებსა.

ლომი, ვეფხვი, ავაზა,
ისევ ტყეში გარბიან,
გაოგნებული სპილო,
ტირს, დამალვა სწადია.

ირმები და ზებრები,
მონადირეს ელიან,
ცახცახებენ შიშისგან,
დათვი, ტურა მგელია.

იმ აღლუმზე გამოჩნდა,
ცხოველების ძალა,
სირბილისგან დაოსდნენ,
ყველა დაიმალა.

ტყის სიღრმეში განთავსდნენ,
და აქვთ შიშის იერი,
სთქვეს, რომ ქვეყნად არსებობს,
თურმე მათზე ძლიერი.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი