კატისა და თაგვთა შერიგბა


თაგუნების სოროში,
ზეიმია ნამდვილი,
დღეობა აქვს ცუნცულას,
აუსრულეს წადილი,

დაპატიჯეს ნაცნობნი,
და სტუმრებსაც ელიან,
გააკეთეს სადილი,
ძლიერ გემრიელია,

აი,ბატი ტასიკო,
გვირილებით მოვიდა,
ბებომ თხილი თაგუნას,
მოუზიდა ხონიდან,

ხურჯინით, შიგ კაკლებით,
მოცუნცულდა ციყვი,
ძღარბმა ტყიდან მოართვა,
მანჭკვარა და ნიყვი.

მზესუმზირას კალათი,
მოუტანა მურიამ,
სთქვა,რომ უნდა გამოთვრეს,
ბევრი ღვინო სწყურია.

სიმინდების მარცვლები,
ქერი,შვრია,პური,
დააყარეს ცუნცულას,
გაუხარეს გული.

ხვიჩილამ და ვარიკამ,
დაუარეს ქართული,
იხვმა ყველას აჯობა,
ააკვნესა ფანდური.

სუფრა გამხიარულდა,
და დავლურსაც უვლიან,
შეიკრიბა ზეიმზე,
ყველა შინაურია.

ბევრი ღვინო დალიეს,
გაახურეს დღეობა,
იცინიან, ხუმრობენ,
და გამართეს ღრეობა.

როცა ოსურს ცეკვავდნენ,
მურია და ტასია,
უცებ სოროს მიადგა,
დიდი კატა ვასია.

ეს რა მუსიკა არის, 
რა ხმები მომდისო?
მე რად არ დამპატიჟეს?-
გაიფხორა ფისო.

მერე ახლოს მივიდა,
იქნებ კარი აქვთ ღიაო,-
სორო დაკეტილ დაუხვდა,
მაშინ კი მორთო,- მიაუუუუუ!

დაიკნავლა,გაიწელა,
წინ გადადგა თათი ერთი,
ამ კნავილმა შეაშინა,
დააფეთა სათაგვეთი.

ვასიამ უთხრა ნაზი ხმით,
ყველა რომ თქვენთან მოჰყარეთ,
მე რატომ არ დამპატიჟეთ,
განა არ ვიყავ მოყვარე?

ვინცა მტრობას გულში იდებს,
ის ბოღმითა მალე კვდება,
შემომიშვით, რომ თქვენს პირმშოს,
მივულოცო დაბადება.

და შეებრალათ კატუნა,
ყველა ცრემლებმა გააღრჩო,
საჩუქრად ფისომ ცუნცულას,
მისცა წითელი ყაყაჩო.

მიაგებეს ყანწი უცებ,
მეგობარო შესვი ძველო!-
ვასიამ არ დააყოვნა,
და სთქვა მათი სადღეგრძელო.

შეარიგეს ორი მტერი,
სიყვარულით უცემთ გული,
განდაგანას ნაცვლად ფისომ,
დაუარა ყაზბეგური.

რა კარგია შერიგება,
მშვიდობა და კეთილ ძმობა,
კატა თაგვსაც შესძლებიათ 
თურმე ნაღდი მეგობრობა.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი