***


და’
იკლაკნება
სისხლის გზები
ლაბირინთივით...
გზა’
იკარგება
ზღვის ტალღებში
რუკად გაშლილი
ლაბირინთია 
ეს ცხოვრება,
გზები-
წაშლილი...
შენ კომპასი ხარ,
ჩაძირული 
ლურჯი ზღვის ფსკერზე.
რა ეშველებათ 
თითებს
 როცა
მოვა აპრილი?!
რა ეშველებათ,
უგზო-უკვლოდ
დაკლაკნილ 
ძარღვებს...
თუ ვერ გიპოვნე
ვერ მიპოვნე
ჩვენი შეხვედრაც
გახდება კვლავაც მოგონება
გასულ ეპოქის...
და გაღიმება 
შენს ტუჩებზე
არის მარტივი
არ წამაქციო,
არ ჩამძირო,
ლურჯი ზღვის ფსკერთან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი