ბოლო


ყველა სიცრუეს მოეღება 
ხვალ ან ზეგ ბოლო.
ნათელ წერტილებს ჩააბნელებს, 
ჩუმი ძრახვები.
მე არ მჭირდები, არც მიყვარხარ,
მახსოვხარ მხოლოდ.
ფიქრის სიღრმეში ხშირად მესმის
შენი სახელი.
წუხელის წვიმდა, კვლავ შემცივდა,
ამეწვა კანი,
ბუსუსებს ვითვლი, 
ამობურცულ გულ-მკერდის ზოლზე.
ბნელით მოსილი, შერჩეული,
ბგერათა ბანი...
მემენტო მორი შემიჟრჟოლებს
ღიმილის კულტებს.
აჩრდილებს ვასვი, თითო-წილი
წითელი რამი.
აქ, შორი-ახლოს წვიმა არღვევს
ნანატრ სიმშვიდეს.
დაე, დავკარგო ცნობიერად
დღეს, ჩემი თავი...
დაე, ეკლებმა დამიჩხვლიტონ
სულის სისუსტე.
ყველა სიცრუეს მოეღება
ხვალ ან ზეგ ბოლო.
ნათელ წერტილებს ჩააბნელებს,
ჩუმი ძრახვები.
ხვალ, მოგონების თეთრი გარსი
მაწვალებს მხოლოდ.
ზეგ კი, წარსულსაც შემაზიზღებს
შენი სახელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი