ჯოს


გადაბრუნებულ ემოციებს ავყევი თითქოს, ხო, გადაბრუნდა და გადმობრუნდა უკვე ათასჯერ ჩემი განწყობის, ნიშნულის ხაზი. 
დღეს უკანასკნელ სიოს გამოვატან შენთან ორად ორ სიტყვას და სევდიანად გავიღიმებ. 
დრო ისე სწრაფად ანაცვლებს წამებს და წუთებს ერთმანეთს, თითქოს სადღაც, ძალიან ეჩქარებოდეს ვინმეს არადა, პირიქითაა, ახლა წამის გაჩერება გვინდა... რას არ დავთმობდით, რომ ყველაფერი ამ დროში დარჩენილიყო და ასე, ერთმანეთის პირისპირ გაევლო მთელს ცხოვრებას, თუმცა არ წყდება საათის ხმა ,,ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ..." ნერვიულად თამაშობს ისარი.
ეხ, არადა ვინ აღარ გამიშვია, ვის აღარ გაუშვია ხელი- ჩემთვის, ვის აღარ წაუვლია ხელი-სხვისთვის... და მაინც მეძნელები. 
გავშავთეთრდი და გავვუფერულდი სამყაროში მარტო დარჩენილი ტირიფივით, ხელებს დაბლა ვუშვებ და თავს ვხრი, ალბათ აღარასდროს ავიხედავ ზემოთ...
არა, არ მეგონა, ერთი სული თუ ორ ეგზემპლარად ექნებოდა ღმერთს შექმნილი... ალბათ რაღაც შეეშალა, ალბათ რაღაც გამორჩა. 
იმედს ვიტოვებ ჩემს დანაწევრებულ სულს ისევ-ისე დამიბრუნებს და მოაახლოვებს როგორც წამართვა უფსკრულის პირას მდგომმა, სამყაროს ფერების შერჩევაში გართულმა ღმერთმა.
ღმერთმანი' შენ ერთი ხარ ვინც ჩემნაირად მეადამიანება ირმის ნახტომში.🌠

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი