არ დამივოწყო
ორიათასჯერ მაინც დავკვირვებივარ შენს დაღლილ თვალებს, მასში არასდროს არ დამინახავს ის სიყვარული, მე რომ გაგინაწილე მილიონი ვარსკვლავის თვალწინ. ორიათასჯერ მაინც მითქვამს შენთვის ,, მიყვარხარ " და შენ მდგარხარ მძიმე, მდუმარე ლოდივით აღმართული ჩემს წინ. ორიათასჯერ მაინც გაჩხერილა ცრემლით სავსე ბურთი ჩემს ყელში და ძნელად მაგრამ მაინც დამიტყვევებია თვალის გარეთ გამოსასვლელად გამზადებული მარილიანი წყალი. ორიათასჯერ მაინც ამკანკალებია ხელები შენი სიყვარულით და მომკვეთია ფეხები... მილიონჯერ მაინც ვმჯდარვარ ოთახის კუთხეში შენგან გარიყული, ცარიელი და მიტოვებული. ვიცი რომ ჯინთან იწექი, ეველინთან რომ რომანი გქონდა მაგასაც ყოველთვის ვამჩნევდი, არ მინდოდა გვეკამათა. ვიცი რომ ჩემს გაკეთებულ საუზმეს არასდროს ჭამდი გემრიელად. ვიცი, რომ ვერ ამჩნევდი ჩემი თმის ახალ ფერს, შენთვის გაკეთებულ მაკიაჟს და შენთვის ჩაცმულ ფარფატა სარაფნებს. მე ხომ ისეთი არ ვარ როგორებიც შენ მოგწონს. არასდროს მინდოდა ზედმეტი ტვირთი ვყოფილიყავი შენთვის მაგრამ თავს ისე ვგრძნობდი როგორც, მინდვრის თავზე მფრინავ ასობით ჭრელ პეპლებში მოფრიალე უშნო მწერი. ვიცი, ვიცი ჩემი არაფერი მოგწონდა ბროწეულო. ამდენს ვეღარ გავუძლებ, მივდივარ კარლ! ვიცი, შეიძლება ეს წერილიც ისევე მოისროლო შემოსასვლელის კუთხეში, როგორც ჩემს გრძნობებს ისროდი წლობით, თუმცა, ეს უნდა დამეწერა, უნდა მეთქვა, რომ შენმა სიყვარულმა იძულებული გამხადა მოვმკვდარიყავი. საუკუნოდ მეყვარები წითელლოყება ბროწეულო! გთხოვ ჩემი ფერფლი მოაპნიე ჩვენს ქორწინების თარიღზე ნაყიდ არ დამივიწყოს. თუ ოდესმე მოგენატრები იცი სადაც მიპოვი. კარლ, მე ყველგან ვიქნები. ყველაფერში ბინას დავიდებ, როცა ცუდად იქნები მოვალ შენთან და უკნიდან შემოგახვევ წელზე ხელებს, როგორც იმ ღამით... მე შენთან ვეღარ ვიქნებოდი, არ მინდოდა გეყურებინა თმაგადაპარსულს, დაღლილს და ფერმკრთალს როგორი უკმაყოფილო სახე მექნებოდა როცა სახლში გვიან მოხვიდოდი ისედაც არ მოგწონდი, ასე ვერ დაგტანჯავდი კარლ... არ მიწყინო, რომ ვერ გავუძელი ავადმყოფობას და უსიყვარულობას. მშვიდობით, ვიცი ბედნიერი იქნები. არ დამივიწყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი