სენას პირას


წინა წელს, კულინარიას რომ ვსწავლობდი, პრაქტიკა მდინარე სენას პირას, ერთ ძველ რესტორანში გავიარე. 
რესტორანს, შუა ხნის წითური ქალი უწევდა მთავარ სამსახურს, 
შეფ-მზარეული - ელაიზა.
ყოველთვის, როდესაც ელაიზა საფირმო კერძის მზადებას იწყებდა, ინგრედიენტებს  გულმოდგინედ არჩევდა. 
მოჭუტავდა თვალებს და ყველა მხრიდან ამოწმებდა, უსინჯავდა ფერს და გემოს.
  გრანდიოზული მიზნები, ცხოვრებაში, გეგმიურად გასახორციებელ მრავალ კარგ დეტალს მოიცავენ, გრანდიოზული კერძები კი, მრავალ კარგად დამუშავებულ ინგრედიენტს.
 შევყურებდი ხოლმე თვალებში წითურ ქალბატონს და მონუსხულივით მინდოდა ხელში ერთად ყველაფრის ატაცება და დაგემოვნება მაგრამ გულის წადილს ვერ ვისრულებდი.
 კერძებს ისე ეპყრობოდა, როგორც ძვირფას ნივთებს. 
ამ შრომატევად, საინტერესო საქმეს, ოქროს წუთებიც ახლდა დღის ბოლოს, ზუსტად მაშინ, როცა საკუთარი ნებისყოფა გაყიდვას დამიპირებდა, ჩემს მომზადებულ ბოლო კერძს, როგორღაც გაიმეტებდა ხოლმე ელაიზა და გასინჯვის ნებას მრთავდა.
 ბავშვობიდან მესაკუთრე და ეგოისტი ვარ. მინდა ხოლმე, ყველაფერი, რაც მომწონს, დაუყოვნებლივ ჩემი გახდეს, თუ რაღაცას დიდხანს ვუცდი, სურვილს ვკარგავ.
 მერწმუნეთ, შეუდარებელი გრძნობაა, როდესაც დაღლილი და მშიერი, შენი ხელით საგულდაგულოდ მომზადებული კრევეტების თეფშთან ჯდები, ირგვლივ კი, ზღაპრული ხედი იშლება.
მზე ჩადის, სენა ოქროსფერ ტალღებად ჭრელდება, ფიქრებში მიდიხარ, დროდადრო, ნაზად მოძრავ წყლის ფენას თვალს უშტერებ და თავი მარინისტული პეიზაჟის სიღრმეში გგონია. 
სასიამოვნო ჟრიამული აყრუებს პარიზს. აქვე, 100-150 მეტრში, ტაძრის ზარების ხმა ისმის. ის ზარები ჰიუგომ, რომ შეყვარებულ კუზიანს მიაბარა, ახლა ბგერებს ნოტრ-დამიდან პირდაპირ ჩემს ყურამდე მოსაღწევად უშვებენ. 
 პირველ ლუკმას, თვალებდახუჭული ვსინჯავ, ვიხსენებ, რომ ენაზე კრევეტებთან შერწყმული ვორჩესტერის სოუზის და ზეითუნის ზეთის გემო მრჩება.
გრანდიოზული კრევეტების კერძს ნელა მივირთმევ.
საუკეთესო ხედით ვტკბები, ვმშვიდდები, 
ყველაფრით კმაყოფილი ვარ.
დრო ჩერდება.
წვიმამ მთელი პარიზი უმოწყალოდ ჩამორეცხა.
ქუჩაში შავი შლიაპით და რუხი მოსასხამით გავდივარ.
ქვაფენილს მივუყვები და მთელს ჩემს გონებას შენზე ფიქრი იპყრობს.
ჩვენი ურთიერთობა იმ პიკანტური და ძვირადღირებული კერძის დაგემოვნებას გავს, რომლის მომზადებასაც მთელ დღეს ანდომებენ.
შენ ინსპირაციას გავხარ, 
ეგოისტი რომანტიკოსის ინსპირაციას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი