ჰმ


გული მაქვს ისე დასერილი,
როგორც კედელს აქვს წერტილებით
სავსე სხეული, როს მარადჟამის ხელოვნება მასზე ეგება...
სული მაქვს ისე მძიმედ მყოფი, როგორც სანთელი, თავგანწირვისას საფინიშოდ ცეცხლს რომ იკიდებს.
თვალები ჩემი ყინულია, ვით მყინვარწვერის სიღრმეებში ბნელ მღვიმეთა უძირო გამა.
ხელები ისე გამეთოშა, რომ მარტოსულმა კანმა ჩემმა ფერი იცვალა.
და თუ არსებობს, ჯოჯოხეთი დედამიწაზე, მე სულ მინიმუმ ჯოჯოხეთის კარებთან ვდგავარ.
როცა გტოვებენ, მარტოობა არის სისუსტე, შენ როცა წახვალ, გულში გრჩება ის ნამსხვრევები, რაც იმ მინის გულს შემოატყდა ოდეს დაიმსხვრა მყარად კრული ქვითკირის გარსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი