თუკი დავდუმდი


თუკი დავდუმდი,
და დამღალა უსაზღვრო ფიქრმა,
მერწმუნე, კარგი არაფერი აღარ მოხდება.
ჩემი დუმილი ჩამოაქცევს ჰაერის ფენებს,
მთელი სამყაროს ამინდები იწყებს გოდებას.
თუ მე დავდუმდი,
ვერ მიშველის ვერც ერთი სიტყვა,
რომ ბნელით მოსილ ღამეებში კვლავ დაგინახო.
შენი დღეები დაკარგავენ ძველებურ რითმას
შენი თვალები დაკარგავენ ძველებურ სითბოს.
შენ იგრძნობ ყინულს, დედამიწა გახდება ურჩი,
ვეღარ აიტანს უსამართლო ქცევას ჩემდამი.
მთელი სამყარო დაგატეხავს თავზე იმ რისხვას, რასაც მთელი ბრბოს ათივ თითზე ერთად ვერ დათვლი.
თუ მე დავდუმდი, ყველაფერი ხმაურს დაიწყებს 
წყნარ ოკეანეს შეეცვლება ძველი სახელი
ერთად ატყდება სამყაროში ბნელეთის რისხვა,  გაგახსენდება წამში ათჯერ ჩემი სახელი.
დაიწყებ ლოცვას, ჩაგიქვრება ყველა მნათობი, დაიწყებ ბოდვას, აგერევა სავალი გზები.
თუ მე დავდუმდი, ყველაფერი იქნება ურჩი, თუ მე დავდუმდი დაიძინებს ყველა სანთელი.
სანამ არ ვდუმვარ, სანამ ხმა მაქვს, სანამ მჭირდები, 
მომხვიე ხელი, ოკეანის ფსკერები გვიხმობს.
სანამ გზები ჩანს სამყაროში ერთად სავლელი, აპოკალიფსის მობრძანებას სულაც არ ფიქრობ.
მერწმუნე კარგო, ყველაფერი დროებითია, ნაპირზე დგომას არ ეხუმრო ცუნამი მოდის
წყნარ წყალში თუ ხარ ყველაფერი ჩვეულ მშვიდია მაგრამ ზურგს უკან ამფიბიის ჯარები მოდის.
არ ენდო ბგერებს, ნუ ახედავ ვარსკვლავებს ცაში, გატყუებს ყველა, მიამიტი მხოლოდ მე დაგრჩი.
სანამ დაიწყო ზღვის ნაპირზე ურჩობის ხანა, მოდი მომხვიე ეგ ხელები
შევცუროთ ზღვაში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი