* ფ ი ა ს კ ო (ქუთაისზე)


მოადგა რიონს შუადღის ფიასკო,
მედეამ ცაზე თმები გაფინა,
ხომ შეიძლება როგორც პიკასო,
თეთრი ხიდიდან გადამაფრინა.

ხელებგაშლილი მყარად თითებში,
ვიჭერ კალამს და ვიწყებ ოცნებას,
თითქოს გაცურდა არგო მითებში...
უქუთაისოდ არ მეკოცნება.

როგორც თუთები, როგორც ნუშები,
ამ გაზაფხულმა თუ ჩამიარა,
შენს მონატრებას რაღას უშვრები,
სიყვარულმა თუ გადამიარა?!

მოდი! ჩამოდგი ჩემში ცხოვრება,
იცი, ძვირფასო ახლა რა დროა?!
აღარაფერი მემახსოვრება,
დასაწყისიდან რაც დრომ მადროვა.

ჰაეროვნება ამაკიაფებს,
თვალებში ღელავს სიცოცხლის ტბები,
სულს ვეღარავინ გამიიაფებს,
მხოლოდ ძვირფასი გრძნობებით ვტკბები.

მარწევს რიონზე ფიქრის ფიასკო,
მზემ ბაგრატს სხივი გადააფინა,
ხომ შეიძლება ვიყო პიკასო,
თეთრი ხიდიდან გადამაფრინა...

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი