* ვით ზევსი
შეიხსნის აპრილი წელამდე სამკერდეს და ტანში დამძაფრავს ატმების ფოკუსი, გთხოვ, სიტყვა გრძნობებზე თამამად გაბედე, რომ ჩემში აყვავდეს ვარდი და კროკუსი. თორემ მზე ამოვა ბერძნული არტიდან, იქ სადაც განათდა ცა როცა ბნელოდა, მე მოვალ შენთან და ადგები ტახტიდან, ვით ზევსი მპყრობელი რომელიც მელოდა... /მარიამ რევიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი