* ერთი გაღიმება
მოდი! დავივიწყოთ ,,ის" იარა, წყენა, ფიქრებივით რომ დამჩემდა, ჯავრის ამოყრა და ზნე კიარა, ახლა გაღიმება მომარჩენდა. ნეტავ, რას გვერჩოდა ეშმა ბედად, შუღლით ერთმანეთს რომ გადაგვყარა, შენ თუ დააშავე უცაბედად, მე რა აღელვებამ დამაყარა. წადით! ყველამ წადით, მორჩა კინო! წუთი მოსეირით განაწყენდა, სული ერთმანეთს რომ არ ვატკინოთ, მგონი, დაფიქრება არ გვაწყენდა. როცა გულისწყრომა აპირებს ომს, ბრაზი ლულასავით იტენება, გვიჯობს ყოველივეს დათმენა რომ შევძლოთ ზნეობრივი მიტევება. მოდი! დავივიწყოთ ,,ის" იარა, წყენით სასიკეთოს რას ელი და ახლა სანდურავის ჰქმნა კიარა, ერთი გაღიმება მიშველიდა. /მარიამ რევიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი