* თავის დასასრული


ცხოვრება მოკლეა, რასაც მოესწრები,
უნდა გამოსტაცო წუთებს ღიმილები,
გიჭირს?! ხელს ჩაგკიდებ, სულზე მოგესწრები,
თუგინდ დავივიწყოთ ერთად ტკივილები.

ერთად გადავლახოთ ყოფა ძნელბედობის,
თორემ სატირული განცდით დაიშლები,
მოვა გაზაფხული, იმედს მიენდობი,
როგორც სამაისო ვარდი გაიშლები.

გწამდეს! ოცნებები მაინც ასრულდება,
გაქცევს სიხარულად, დრო თუ გაცივებდა
სითბოდ ჩაგეღვრება გულში, დასრულდება
ყველა განსაცდელი ლხინს რაც გაცილებდა.

შეგთხოვ უკეთესზე ფიქრით დაისვენო,
სევდას მოლოდინი კარგის სულ გერჩიოს,
რაც გაქვს სადარდელი აღარ გაიხსენო,
თუკი არ გინდა რომ დარდი მოგეჩვიოს.

ყველგან გაგიმართლებს სადაც მართალიხარ,
არის ყველაფერი სრული, არასრული,
მაგრამ დაიხსომე! სანამ ცოცხალი ხარ,
ყველა გასაჭირს აქვს თავის დასასრული.

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი