* მ ე ნ ა ტ რ ე ბ ა
სოფლის სახლზე ღამის მთვარე გადასული და აისის ვარდისფერი ნეტარება, გამოღებულ ხის სარკმელში ტყემლის სუნი მ ე ნ ა ტ რ ე ბ ა . . . წყაროს წყალი დასალევად გაკრეფილი და ატამი, კვირტებში რომ ეატმება, ყვავილები, მინდორ-მინდორ დაკრეფილი მ ე ნ ა ტ რ ე ბ ა . . . ნეშომჭადით დაორთქლილი ძველი კერა, ჭყინტი ყველით როცა სული მემატება, კართან ლუკმის მოზიარე მურიკელა მ ე ნ ა ტ რ ე ბ ა . . . /მარიამ რევიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი