* მ ო გ ე ბ უ ლ ი


ბევრი რამ ხდება ქვეყნაზე, ცუდი ლხინს აგყრის,
იქნებ კიდევაც არ გეკუთვნის დარდის ისარი,
მაგრამ სამყარო ასეთია! ფარ-ხმალს ნუ დაჰყრი!
ვინც არ ნებდნება, მოგებული ბოლოს ის არის.

გულსაც გატკენენ, სულ არ ბრწყინავს მზე შენმიერი,
ბევრიც გამეტებს თავს, მუდმივად შეგედარება,
ნუ გეწყინება! მოგილოცავ! შენ ხარ ძლიერი!
სუსტი რომ იყო, არც არავინ შეგედავება.

გზად დაგიყრიან ეკლებს, ვარდი თუ არ შეგხვდება,
გებრალებოდეს, უთანაგრძვნე ამას ვინც ბედავს,
ზოგი სხვის ტკივილს მარილს აყრის თუმცა ვერ ხვდება, 
რომ მომტირალი კაცის ცრემლებს ღმერთი შეხედავს.

ზოგჯერ ზურგსუკან გაძაგებენ, რადგან დაგფოლონ,
იტყვიან მრავალ სიბილწეში სული გეფლობა,
განაგრძე სვლები, სიმართლისთვის ღირს რომ ჩაგქოლონ,
ვიდრე სიცრუეს შესთავაზონ ფლიდი მეფობა.

მავანი ალბათ ცილს დაგწამებს, შურს ემონება,
შემოგასხამენ უვიცობის ტანზე მანტიას,
ოდესმე სათქმელს მძლავრად იტყვის ნიჭი, გონება,
თუ ჩამოხვედი მოთმინების დიდი პარტია.

შენ გაიმარჯვებ! ხელმეორედ მოხვედი ვითომ
გეგონება და ამ ცხოვრების ხარ მოთარეშე,
უკეთურება საკუთარ თავს დაღუპავს თვითონ,
დრო გამოაჩენს ვინ ვინ არის ნიღბის გარეშე.

ოღონდ ირწმუნე! გაძლიერდი! რწმენა ინდობა!
მერე რა, გვხვდება უკუთვნებლად დარდის ისარიც,
სამყაროს უფრო ომი ჰქვია, ვიდრე მშვიდობა!
ვინც არ ნებდება, მოგებული მხოლოდ ის არის!

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი