* გ ა ი ღ ი მ ე
მერე რა თუ ბევრჯერ გითხრეს სიტყვა ავი, ან თუ საქმე ჩაგიშალეს უეცრად, მერე რა თუ ცილი გწამეს, გტკივა თავი, ერთი მაგრად გაუღიმე უმეცართ. წესით ისე არ გაჩერდე უნდა უქმად, ხურდა უკან დაუბრუნო სავალი, მაგრამ როგორ?! სანაცვლო რომ ბოროტს უქნა, უნდა იყო ბოროტი და მტარვალი. შეიძლება იფიქრო რომ უფრო იგებს, კაცი, სხვების დამჩაგვრელი ცხოვრებით, რომ იცოდეს რა ცოდვასაც მხრებზე იდებს, მიხვდებოდა, მკვდარი ჯობნის ცხონებით. მისთვის ჭკუა ალბათ ეშმას ურჩევია, მტრობით როგორ გადათელოს უმანკო, ზოგს თავისას ჰაერივით ურჩევნია, სხვისი საქმე გააფუჭოს უნაკლოდ. ასეთები არასოდეს იცვლებიან, ნაგავს ჰყრიან, მივლენ ნაგავს ლოკავენ, აფრინდები?! ტყვიებივით იცლებიან, პირდაპირ და ზურგსუკანაც მოგკლავენ. ალალია ერთი-ერთში ხურდა მჭიდრო, გაისროლო კეისრისა მრავალი, მაგრამ არა! ბოროტს როგორ დაეჭიდო, როცა არ ხარ ბოროტი და მტარვალი. გაიღიმე! სიხარული ამდენ ,,ტირეს", ღიმილ-ღიმილ გაისტუმრებს მთვარეზე, მერე რა თუ უმიზეზოდ აგატირეს, ცრემლებს ღმერთი შეგიმშრალებს თვალებზე. /მარიამ რევიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი