* დ რ ა მ ა ტ უ ლ ი


ვერაფერს ვიტყვი, გული მიქრება
და სიმარტოვე აყვირდა ,,ლირის",
აღარაფერზე არ მეფიქრება,
კედლებში ახლა სამყარო ტირის...

თავბრუ მეხვევა, დრონი მიქრიან,
თითქოს სასხლეტზე გამოჰკრეს ხელი,
მაგრამ გაქცევა არ მიფიქრია,
ვდგავარ და ჩემს წილ განაჩენს ველი.

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი