* რაღაც სულ ცოტა
მივუყვებოდით ბაღებს ხეხილის, ცხვირწინ ტოტები გვეფეთებოდნენ, მზე იყო წელში გადატეხილი, თეთრი ღრუბლები ეფერებოდნენ. გულში სიცოცხლე სიხარულს კრებდა, შენ კი რატომღაც არ ხმიანობდი, ნიავი ჩემთვის ალუბლებს ჰკრეფდა, და ამ ნიავზე ეჭვიანობდი. მ ე ღ ი მ ე ბ ო დ ა, მ ე ღ ი მ ე ბ ო დ ა... მზეს არ მიაჩნდა თავზე ცა ღრუბლად, მაშინ სიცოცხლე ეღირებოდა, რაღაც სულ ცოტა წითელ ალუბლად... /მარიამ რევიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი