* ს ა ს ჯ ე ლ ი


ახლა ეპოქის ტრაგიკული დგას აგონია,
თითო საქმისთვის ზედმიწევნით ვართ განსასჯელნი;
და ერთმანეთის სიძულვილში ასე მგონია,
გამოგვიტანეს უხილავი, მაგრამ სასჯელი.

გაცივებულა მკერდში გული, იძვრის მთა-ბარი,
არაფერია სიყვარულის გამომსახველი,
გვიკურთხებია მატერია როგორც მთავარი,
დაგვიწყებია სადიდებლად უფლის სახელი...

ქრება სინათლე და იწყება ბრძოლა წყვდიადში,
აღემატება კაცის ძალებს უკვე მშვიდობა,
ჯერ გზაც არ მოსჩანს გამარჯვების მტერზე დიადი,
თითქოს სიცოცხლე უსიკვდილოდ დაგვემშვიდობა...

ახლა ეპოქის ტრაგიკული დგას აგონია,
თითო საქმისთვის ზედმიწევნით ვართ განსასჯელნი;
და ერთმანეთის სიძულვილში ასე მგონია,
გამოგვიტანეს უხილავი, მაგრამ 
ს ა ს ჯ ე ლ ი...

//მარიამ რევიშვილი//

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი