* დ უ მ ა ნ
დუმან ქუჩები ქვაფენილებთან, დგება ცხოვრება ღამის აურით, ტროტუარებზე განფენილებთან ლამპიონებთან, შეწყდა ხმაური ... რადგან დუმილი ახლა მოდაა, ვიხურავ მხრებზე სიზმარს თავიდან, მზერას ვაჩერებ ცისკენ, ბოდვაა! ბოდვაა მწუხრის, მზე რომ ჩავიდა... ისმის სიჩუმის მკაცრი ვაება, ჩადგა ნიავი წნორის პოზაში, მთვარე - მუზების მძლავრი ღვთაება, ვხედავ ატირდა შუაგულ პროზაში... ოჰ, ღმერთო ჩემო! როგორც შაგრენი, მოკლდება წუთი თუმცა უმანკოდ, მესმის აკორდი ვილჰელმ ვაგნერის, ვიღაც სახლიდან უკრავს უნაკლოდ... მაგრამ მუსიკა სივრცეში მინდა! ისე წვიმდება გულს რომ აგირევს... ხატთან სანთელი აანთეს წმინდა... აქვე მდინარე ნაპირს აგრილებს... ლამპიონები კუმავენ ტუჩებს, საღამო ეულ სიცოცხლეს გადის, ქვაფენილები უკვდებათ ქუჩებს, მათზე არავინ დადის... /მარიამ რევიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი